Jump to content
Planeta.Ge

მეკობრეობით პირველ ადგილზე ვართ


Recommended Posts

  • Replies 66
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ტაშიი

SSDK

მე პრინციპში ვიყენებ მხოლოდ ვორდს, ექსელს და პაუერ პოინტს. პაუერ პოინტიც აქვს?

და კიდე ერთი კითხვა OOO-ს ექსელის გვერდები ინტერაქტიურია, როგორც მიკროსოფტის ექსელის?

როგორც მს ოფისშია იგივენაირადაა ზუსტად.. რა თქმა უნდა, პოვერპოინტიც აქვს:

 

შეგიძლია ამასაც გადახედო, ქვემოთკენ წერია რას რა ქვია ზუსტად..

http://en.wikipedia.org/wiki/OpenOffice.org

 

P.S.

OOo და არა OOO :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

მე პრინციპში ვიყენებ მხოლოდ ვორდს, ექსელს

ოფენ ოფისის ექსელი თავისი შესაძლებლობებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მაიკროსოფტისას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ოფენ ოფისის ექსელი თავისი შესაძლებლობებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მაიკროსოფტისას.

არა ვარ ექსელის სფეროში სპეციალისტი, მაგრამ არა მგონია გუგლს აეტანა ასეთი რამე, თანაც მთელი ლინუქს სამყარო + ძალიან ბევრი პროფესიონალი ამ დარგში ამერიკიდან და ევროპიდან სწორედ OOo-ს იყენებს, რუსეთს და სხვა პირატულ ქვეყნებს არ ვგულისხმობ ანუ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეგიძლია გამოიყენო OpenOfficeOrg უფასო ოფისის ანალოგია.. ცხოვრებაში არ გამომიყენებია ვორდი და ექსელი.. გადასარევი რამეა ეს OOo..

 

ლეპტოპზე მიყენია ოფენოფისი 2 თვეა და მეც კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ორგანიზაცია "Business Software Alliance" 2009 წლის ანგარიშის მონაცემებით, საქართველო პროგრამული უზრუნველყოფის მეკობრეობით პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

 

საქართველოში არალიცენზირებული პროგრამების მოხმარების მაჩვენებელი 95 %-ია, მას მოსდევს ზიმბაბვე (92%), შემდეგ - ბანგლადეში (91%), მოლდოვა (91%) და სომხეთი (90%).

 

ანუ ყველაფერში ფული უნდა გადავიხადოთ და თანაც ის ფასები რასაც დაგვიდგენენ არა??? ანუ ჩვენგან ფულის ამოღებაზე კარგად ზრუნავენ და ჩვენ სად ვიშოვოთ ეს ფული მაგი სულ კუტუზოვზე ჰკიდიათ არა???

 

სკაიპი, ფაირფოქსი ნაყიდი მაქვს

მაგას ყიდვა რად უნდოდა... უფასოდ არის ოფიციალურ საიტებზე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ჯერ სხვა პრობლემები მოვაგვაროთ. ბილ გეითს ჩემი ჯიბე მიჯობს.

სულ არ მანერვიულებს ეს.

კიბერპოლიცია კი ჩემ ინტერესებს არ დაიცავს. ჰოდა ნამეტანიც ნუ გავატრაქტორებთ .შემდეგ ვინანებთ წნეხს რომ ვიგრძნობთ და უფასო საიტების მაგივრად ოთხციფრიან თანხას რომ შემოგვთავაზებს სკრიპტი

 

+100 მაგაზე ვინერვიულო ეხლა მსოფლიო მილიარდერი ბილ გეიტსი როგორ გავამდიდრო... გახსნას ბატონო საქართველოში ერთი-ორი ქარხანა, გადაუხადოს მუშებს ის რასაც ამერიკაში უხდის და მერე მოსთხოვოს ამ ხალხს იმ ფასად თავისივე პროდუქციის ლეგალურად შეძენა! საჭმლის ფული არ მქონდეს და პროგრამების კაბალურ ფასად შეძენაზე ვიზრუნო??? მაგათი დედაც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლეპტოპზე მიყენია ოფენოფისი 2 თვეა და მეც კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით.

რაც არ უნდა ებრძოლონ მეკობრეობას ბოლომდე ვერ აღმოფხვრიან...

ფაქტი1- ის რასაც უფასოდ ვიწერთ ქართული საიტებიდან გახდება ფასიანი. აიღებს მონოპოლიას რომელიმე კანტორა და ულვაშიანი ბიძია არ დაუშვებს სხვა კონკურენტის გაჩენას.

2)ვარეზნი საიტებს დაერევიან. მე დიდად არ ვწუხვარ. სულ დავხურავ, მაგრამ ამ ბიძიებთან მქონია ურთიერთობა და გარწმუნებთ კარგი მასტი არ იქნება....

3) რუსული ვარეზი ოხრადაა .იქაურობას მიეძალება ხალხი და ქართული ვარეზებიც ნეტზე, ორგზე , კომზე გადავლენ;

4) ქართულ ნეტი კიდევ უფრო ჩაბანძდება , ქართული ჰოსტის ფასი ძირს დაიწევს.

5) კარგი არაფერი...მხოლოდ ცუდი გველის და ვიამაყოთ რომ რაღაც პაქტს შევუერთდით.... ევროპისკენ ნაბიჯი გადავდგით :D

კი ხალხი უნდა მიეჩვიოს ხარისხში ფასიოს გადახდას, მაგრამ დარწმუნებული ვარ როგორც ეხლა ვართ მეკობრეობაში პირველ ადგილზე, ისე შემდეგ ვიქნებით გაფარჩაგებული ნეტით.ეს პროცესი თანმიმდევრულად უნდა განხორციელდეს.ჯერ აღიკვეთოს საიტზე თავდასხმები.....მკვეთრი ნაბიჯი და საავტოროზე თავის გაგიჟება ცუდ შედეგებს მოიტანს...

 

ჰო კიდევ არ დაგავიწყდეთ საპარიკმახეროში მუსიკის დაკვრაში ტიპი რომ ფულს ითხოვდა საავტორო უფლებაზე დაყრდნობით...ასეთი გურჯები იქნებიან ..მერწმუნეთ.... ტოჩნა ზნაიუ :018:

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

შეგიძლია გამოიყენო OpenOfficeOrg უფასო ოფისის ანალოგია.. ცხოვრებაში არ გამომიყენებია ვორდი და ექსელი.. გადასარევი რამეა ეს OOo..

 

არ არის ეგ ისეთი მოქნილი როგორც ორიგინალი ვორდი... ეგ უფრო გამხსნელი პროგრამაა ვიდრე დამამუშავებელი! მე მიყენია ორიგინალი ოფისი-2007 და შედარებაც კი არ არის იმხელა განსხვავებაა... 86 ევრო ღირდა ოფისის 4 პროგრამა ერთად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

2. ზემოთ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელთა წარმომადგენლობები შემთხვევით არ მიხსენებია. ოფიციალური წარმომადგენლობა როცა კომპიტერს მოგყიდის, იმ კომპიუტერში სხვადასხვა პაკეტებია დაყენებული ოფიციალური და ლიცენზირებული პროგრამებისა, რომლებსაც ყოველწლიური გადასახადი აქვს და აფდეითი უკეთდება, რომელიც იმხელა ფასი ნამდვილად არ ღირს, რამხელაც ყიდვა.

 

მე ეხლა 1 წლის გასვლის შემდეგ ეგ უპგრეიდი უფრო ძვირი მიჯდება ვიდრე კასპერსკის ორიგინალი პროგრამა ვიყიდე თავის დროზე... თავის დროზე იაფად მოგყიდიან რაღაც პროგრამას და ხდები მერე ყოველ წელიწადს მასზე დამოკიდებული!

 

3. ჩემის აზრით მთავარი: არალიცენზირებული არ ნიშნავს მოპარულს!

 

მეც მაგ აზრის ვარ... მოპარული მაშინ იქნებოდა როცა უშუალოდ მაიკროსოფტის მიერ ნაწარმოებ პროგრამას მაღაზიიდან მოიპარავდი... ანუ ტავარს მოპარავდი! მაგრამ მე რომ ავდგე ეხლა და მაიკროსოფტის პროგრამა გავტეხო ანუ გადავაკეთო და შემდეგ გავაჩუქო იქნება ამაში ჩადებული თუ არა ჩემი შრომაც??? მე მაგ ნაჩუქარ პროგრამებს ხაკერებისგან ვიღებ და არა მაიკროსოფტს ვპარავ უშუალოდ...

 

ეგ იგივეა რომ მე მაღაზიაში ქუდი ვიყიდო, სახლში გადავაკეთო და მერე ჩემს მეგობარს ვაჩუქო... მერე ამ ქუდების მაღაზიამ რომ მიჩივლოს ამის შესახებ... რომ გააჩუქე მე მაგით შემოსავალი მომაკლდაო... შენ რომ არ გეჩუქებინა ის შენი მეგობარი ჩემთან მოვიდოდა და ჩემგან იყიდიდა ქუდსო!

 

Saturn

ჩუქება არაა აკრძალული. დაკოპირებაა აკრძალული.

ხოდა მაგია ზუსტად კაბალური აკრძალვა... მე ერთხელ ნაყიდ საქონელს რასაც მინდა იმას ვუზამ!

 

asesino_141

მოპარულს არა, მაგრამ არალეგალურს ნიშნავს.

შენ ვისზე ფიქრობ ჩემო კარგო: იმაზე თუ ქართველი ხალხი გაჭირვებულ პირობებში როგორ არ ჩამორჩეს პროგრესსა და ტექნიკურ მიღწევებს თუ როგორ გავამდიდროთ პროგრამების მწარმოებელი ფირმა?

ხელფასი 200-300 ლარი მქონდეს და ერთ ვინდოუსში 120 ევრო მივცე??? ერთი იმისიც... ფიქრობს ჩემზე ვინმე? რატომ უნდა ვიფიქრო მე მაიკროსოფტის გამდიდრებაზე?

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ხოდა მაგია ზუსტად კაბალური აკრძალვა... მე ერთხელ ნაყიდ საქონელს რასაც მინდა იმას ვუზამ!

შენ ყიდულობ პროგრამას მაგ პირობით. გინდა იყიდე გინდა არა. შენი გადასაწყვეტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და თანაც... დედამიწაზე მოსახლეობას რამდენი კომპიუტერიც აქვს იმდენი ოფიციალური პროგრამა რომ ქონდეს ნაყიდი მსოფლიოს ფინანსები ბილ გეიტსის ხელში აღმოჩნდებოდა... ეს უბრალოდ აბსურდია... თუ მოსახლეობას ყოველ კომპზე ოფიციალური პროგრამა მოსთხოვე მაგას მოსახლეობა ვერ გადაიხდის, თავის შეიკავებს კომპის ყიდვისგან და მაგით მსოფლიოში კომპიუტერების გაყიდვა შემცირდება!

 

შენ ყიდულობ პროგრამას მაგ პირობით. გინდა იყიდე გინდა არა. შენი გადასაწყვეტია.

მონოპოლიის უფლება არა აქვთ... შემომთავაზე არჩევანი და კი ბატონო!

 

ეგ არის უბრალოდ ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი ანუ საბაზრო ეკონომიკა... სადაც იაფია და რაც იაფია იმას და იქ ყიდულობ... ამათ უნდათ რომ უბრალოდ თავის ინტერესებს დაუქვემდებარონ საბაზრო ეკონომიკა...

ამათ უნდათ რომ ძალისმიერი მეთოდებით ანუ კაბალური კანონებით აკონტროლონ ბაზარი... კონკრეტულ კორპორაციებზე და მილიარდელებზე ზრუნავენ და არა ხალხზე და მასებზე!

ბილ გეიტსმა უკვე რომ მილიარდები იშოვა და მაინც 100 ევროდ ყიდის ვინდოუსს იმის დედაც რაა... სინდისიც კაი საქონელიაო ხომ გაგიგია... მასეთს მართლა ღირსია რომ პროგრამა გაუტეხო!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

მონოპოლიის უფლება არა აქვთ... შემომთავაზე არჩევანი და კი ბატონო!

მონოპოლია როგორ გამოდის? ანალოგიური ფუნქციონალობის მქონე პროგრამა სხვა ფირმასაც ექნება. გინდა იმისგან იყიდე, გინდა ამისგან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მონოპოლია როგორ გამოდის? ანალოგიური ფუნქციონალობის მქონე პროგრამა სხვა ფირმასაც ექნება. გინდა იმისგან იყიდე, გინდა ამისგან.

ჩემო კარგო თუ იცი უფასო ლინუქსზე უფასო ოუფენოფისის პროგრამა თუ მიდის??? არა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...