Jump to content
Planeta.Ge

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.ანთაძის ბლოგი


Recommended Posts

პირველ რიგში, მინდა, ჩვენი ბლოგის მკითხველებს ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ მასალის გამოქვეყნება ძალიან გამიჯანჯლდა. ვინც ბლოგს კითხულობს, იცის, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ პოლიტიკაზე ვწერდი და სამი ბოლო სტატია ერთმანეთის გაგრძელებასავით გამოვიდა. ახალი მასალა ალბათ იმიტომაც ვერ დავწერე, რომ პროცესი სწრაფად ვითარდებოდა და შუალედურ პაუზას ველოდი, რომ უფრო მკაფიოდ აღმექვა და აღმეწერა, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.

 

პირველი და ყველაზე თვალსაჩინო ის არის, რომ ბოლო პერიოდში დედაქალაქში მიზანმიმართულად ღვივდება აგრესიის მუხტი. მოდით და, ვიკითხოთ – ვის სჭირდება ეს მუხტი? თუ ათვლის წერტილად 30 მაისს დაგეგმილ არჩევნებს ავიღებთ, წესით, ხელისუფლებას აყალმაყალი არ უნდა სჭირდებოდეს: ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს უკონკურენტო კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე და აქვს კარგი პოზიციები რეგიონებში.

 

აგრესია და არეულობა შეიძლება სჭირდებოდეს ოპოზიციას ან მის ნაწილს, რადგან არჩევნებში მათი გამარჯვების შანსი თითქმის ნულის ტოლია. და მათთვის, სავარაუდოდ, არჩევნები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მისი ჩაშლა შესაძლებელია. თბილისის ქუჩებში გამოკრული პლაკატები, რომ „არჩევნები გაყალბებულია!“ – სწორედ „ჩამშლელი“ განწყობის დანერგვის სურვილზე მიანიშნებს.

 

დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ აგრესიის ვექტორი ორი მიმართულებით ვითარდება: პირველი – მოსკოვში ვიზიტების მოყვარული პოლიტიკოსების ვექტორია; მეორე – მოსკოვში ვიზიტების მოყვარული საზოგადოებრივი ორგაზაციების ლიდერების ვექტორი. პირველ მიმართულებას პირობითად „ნოღაიდელი“ შეიძლება ვუწოდოთ, მეორეს – ასევე პირობითად, „გულაშვილი“. მაგრამ მათი მცდელობა, დაძაბონ ვითარება, დაუპირისპირდნენ მეორე მხარეს, გამოიწვიონ ხმაური და შექმნან ახალი ამბები – სრული კრახისთვის იქნებოდა განწირული მესამე მიმართულების გარეშე, რომელიც, „ნოღაიდელთან“ და „გულაშვილთან“ ერთად, კრავს საქართველოში რუსეთის ინტერესების სამკუთხედს. ამ ვექტორს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „მერაბიშვილი“. „გულაშვილის“ მიმართულებით პოლიციის ზედმეტი პასიურობა, ხოლო „ნოღაიდელის“ მიმართულებით – პოლიციის ზედმეტი აქტიურობა (ექვსი მაისის გამოცხადება პოლიციის დღედ) გახდა ის დეტალი, რომლის გარეშე ოპოზიცია ვითარების დაძაბვას ვერასგზით შეძლებდა.

 

თუ ხელისუფლებას არჩევნების ლოგიკურ შედეგამდე მისაყვანად სიმშვიდე სჭირდება, რატომ არ უზრუნველყოფს ამ სიმშვიდეს პოლიცია? რატომ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მაინცდამაინც 6 მაისი გამოაცხადა პოლიციის დღედ, რითიც გარანტირებულად გამოიწვია ოპოზიციონერი აქტივისტების აგრესიული ქმედებები? და რატომ მოხდა, რომ როდესაც მართლმადიდებელი მშობლები და მათი შვილები საჯაროდ ტეხდნენ დებოშს და კანონს არღვევდნენ, პოლიცია მათ ისევე მშვიდად ადევნებდა თვალს, როგორც რამდენიმე წლის წინ ბასილ მკალავიშვილის მიერ მოწყობილ დარბევებს?

 

აქ ძალაუნებურად გვიხდება, გავიხსენოთ, რომ ხელისუფლება არ არის ერთიანი გუნდი და გიგი უგულავა თბილისის მერის პოსტზე ვანო მერაბიშვილის ფავორიტი კანდიდატი არ ყოფილა. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მალხაზ გულაშვილს სერიოზული საქმიანი კავშირები ჰქონდა (აქვს?) დავით ბეჟუაშვილთან, რომელიც ვანო მერაბიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო (არის?), „გულაშვილის“ ვექტორის „მერაბიშვილის“ ვექტორისკენ სწრაფვა სრულიად ბუნებრივ კალაპოტში მოექცევა. იგივე შეიძლება ითქვას ნოღაიდელზე, რომლის პარტიაში „მერაბიშვილის კადრის“ სიჭარბეზე გია ყარყარაშვილიც მიუთითებდა და სხვებისგანაც არაერთხელ მსმენია.

 

თუ მართლაც არსებობს სამკუთხედი: მერაბიშვილი – ნოღაიდელი – გულაშვილი, ცხადია, ეს ის სამკუთხედია, რომელიც ღია და ფარული ბილიკებით საქართველოს გზას რუსეთისკენ უკვალავს. მათი უახლოესი მიზანი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს, რასაც მშვიდობიანი ვითარება ხელს არ უწყობს. 2013 წლამდე მოცდას კი, როგორც ჩანს, არავინ აპირებს, განსაკუთრებით, იმ რეალობაში, როდესაც ამჟამინდელ პრეზიდენტს პერმანენტული ფრენა დასჩემდა. შესაძლოა, პირიქითაც იყო – ფრენა სწორედ იმიტომ დასჩემდა, რომ იცის, 2013 წლამდე კაბინეტში მშვიდად ჯდომა არ უწერია.

 

ასეა თუ ისე, როგორც კი დაძაბულობის მუხტის ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, გაჩნდა ლოგიკური შეკითხვა: თუ ნიადაგი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადდება, ვინ იქნება კანდიდატი? ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ხომ აუცილებლად მოითხოვს ქარიზმატულ ლიდერს?! ჰოდა, ვინ იქნება ის ადამიანი, ვინც შეძლებს, სწრაფად მიიმხროს საზოგადოება და მიხეილ სააკაშვილის აწ უკვე განქარვებული ქარიზმა ააღორძინოს?

 

ამ მოლოდინში ვიყავი, როდესაც ფეისბუკზე წავაწყდი უცნაურ კლიპს, რომელიც ელვესებური სისწრაფით გავრცელდა. ვიდეოგზავნილზე გარკვეული წრისთვის კარგად ცნობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე კითხულობდა საკუთარ ლექსს „ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ...“ ლექსს ზედიზედ სამჯერ მოვუსმინე და ჩემთვის მტკიცედ ჩამოვყალიბდი: სწორედ ლევან ვასაძეა ის ადამიანი, რომელსაც საქართველოს მიხეილ სააკაშვილის საპირწონედ შესთავაზებენ; ლექსი კი მის საინაუგურაციო სიტყვას უფრო ჩამოჰგავს, ვიდრე საქმიანი კაცის მოცალეობის ნაჟურს.

 

მთავარი საყრდენი, რაც ქართველებისთვის არცთუ კარგად ცნობილ ადამიანს სწრაფად შეაძლებინებს მოსახლეობის სიმპათიის შემოკრებას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მისი სიახლოვეა. მომავალ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ საყრდენად კი ეროვნული ფორუმი მესახება. სწორედ ის ფორუმი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, საარჩევნო გარემოს შეცვლას და ვადამდელი საპრეზიდენტო (ისევე, როგორც საპარლამენტო) არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

 

2008 წლის სექტემბერში, აგვისტოს ომიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, „რადიო თავისუფლებისთვის“ დავწერე სტატია, სათაურით „მომავლის ლიდერები“. ამ სტატიაში საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე რუსეთისთვის მისაღებ ორ სავარაუდო კანდიდატზე ვსაუბრობდი. პირველ რიგში, ლევან ვასაძეზე, მის შემდეგ კი – ბიძინა ივანიშვილზე. ამიტომაც არ გამკვირვებია სწორედ ახლა ლევან ვასაძის ფიგურის გამოჩენა და კლიპს დართული კომენტარები, რომლებშიც ლექსის ავტორის საპრეზიდენტო ამბიციებია განხილული.

 

რატომ არ გამოჩნდა ლევან ვასაძის კანდიდატურა 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ ადვილად დასამარცხებელი იყო? თუ გავითვალისწინებთ აგვისტოში გადატანილი ომის შედეგებს: აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას რუსეთის მიერ და ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ბაზების დაფუძნებას, – ცხადია, დღეს გაცილებით უკეთესი გარემოა „მეგობარი პრეზიდენტის“ გამოსაგზავნად, ვიდრე 2008 წლის დასაწყისში, როდესაც ეს „შავზე შავი“ სამუშაო ჯერ შესრულებული არ იყო.

 

ვიცი, ამ სტატიის წაკითხვა ბევრს ცუდ ხასიათზე დააყენებს. თუმცა, რაც დავწერე, მხოლოდ ჩემი ვარაუდია და ამ ვარაუდს აკლია ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი: ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. არსებობს ეს ინტერესი? არ არსებობს? ამ კითხვაზე პასუხის შესაბამისად, შესაძლოა, რეალური სცენარი სულ სხვაგვარად განვითარდეს.

 

თუმცა, მიმდინარე მძიმე პოლიტიკურ მომენტში ყველაზე ბუნდოვანი ის არის, რა გვსურს თავად ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებს? რისთვის ვართ მზად? რას აღვიქვამთ საფრთხედ და რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ მას?

 

იქნებ, მისაღებია მოწოდება – „ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ...“

 

ან, იქნებ, მისი უარყოფის რესურსი ამოწურული არ არის?

 

--------------------------------------------------------------------------

 

აი ამ ვიდეოზეა საუბარი ტექსტში :

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 34
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

თუ მართლაც არსებობს სამკუთხედი: მერაბიშვილი – ნოღაიდელი – გულაშვილი, ცხადია, ეს ის სამკუთხედია, რომელიც ღია და ფარული ბილიკებით საქართველოს გზას რუსეთისკენ უკვალავს. მათი უახლოესი მიზანი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს, რასაც მშვიდობიანი ვითარება ხელს არ უწყობს. 2013 წლამდე მოცდას კი, როგორც ჩანს, არავინ აპირებს, განსაკუთრებით, იმ რეალობაში, როდესაც ამჟამინდელ პრეზიდენტს პერმანენტული ფრენა დასჩემდა. შესაძლოა, პირიქითაც იყო – ფრენა სწორედ იმიტომ დასჩემდა, რომ იცის, 2013 წლამდე კაბინეტში მშვიდად ჯდომა არ უწერია.

ჩქიმ დედაია მე როგორ ვერ ვიფიქრე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჰამბავი ნეტა :mad:

 

მამენტ ჩემ ბლოგზე შემოახედეთ რა ქალბატონი ია, დარწმუნებული ვარ ბევრ "საინტერესო-ორიგინალურ" მოსაზრებასა და პროგნოზს იპოვის მე და ჩემმა მზემ http://s8.rimg.info/739c995c7d7ba2b854cff0834d19b6d7.gif

 

პუბლიკაციას რაც შეეხება და თავიდან ბოლომდე "ვიწრო ანალიტიკურ-პოლიტიკური მხედველობის" დონეზე დაწერილი რამ გახლავთ და მეტი სამწუხაროდ არაფერი. ისე კი კარგი იქნება თუ ანალიტიკური მასალების წერისას ქართული მედიის "თვალსაჩინო" წარმომადგენლები ჯერ საკუთარი თავის ადეკვატურად ინფორმირებას მოახერხებენ, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური-გეოპოლტიკური პროცესების შესახებ, შემდეგ "დიდი სურათის" კონტურების დონეზე დანახვას მაინც შეძლებენ, დანახულის ადეკვატურ აღქმასაც მოახერხებენ და მხოლოდ ამის მერე დაიწყებენ საზოგადოებისთვის ზე დონე სტატიების წერას. ამით ყველა მოგებული დარჩება.

 

ისე კი ქართულ პოლიტიკური რეალობაში არსებული ინტრიგებისა და კულუარული ინფორმაციების დონეზე გაკეთებული ანალიტიკა არ გაიშვა არსად რა.. http://s8.rimg.info/739c995c7d7ba2b854cff0834d19b6d7.gif

 

 

მე მაპატიეთ კიდო თუ ეს თემა ვიდეორგოლებზეა და არა იმ თითქოს ძირითადზე რასაც ვადამდელი საპრეზიდენტო ჰარჩევნები ქვია.. აგერ კაცო რგოლიც... რა პრობლემაა :))

 

 

 

წურწუმიას შემოქმედების არც დიდი და არც პატარა ქომაგი არ ვარ მაგრამ თუ იცით იქნებ ქალბატონი ლელას მეორე ლაზური თუ მეგრული (ანალოგიური სტილის იტოგში) სიმღერის ან ვიდეოს ლინკი დადოთ ან დასახელება მაინც ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

ანთაძის ბლოგი

 

 

სანამ ლექსს ვუსმენდი,თმები სულ ყალყზე მედგა.ცრემლიც წამომივიდა ამხელა კაცსს და მაგ ლექსის დამწერს ვენაცვალე ჯიგარში. ძალიან მაგარი იყო.გმადლობ.:mad:

 

 

ეხლა გავდივარ და დანარჩენს მერე დავწერ და ანთაძე ქალი ყოფილა.აი ასიდამ დაწერა.არ ვიცოდი. :))

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ, ჩემი ეს რა იყო, მოვუსმინე, მერე კი რამდენჯერმე დამეკლიკა,

მაგ ვიდეოს დააკლიკეთ რამდენჯერმე და მოუსმინეთ,

 

ვაი იმას ვინც საქართველოს ებრძვის, არც კი იცის როგორი დამარცხებული იქნება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯიგრული ლექსია.

 

იმ თემაშია გადასატანი "რატომ ხარ ქართველი?"

და იამთ ვისაც სცხვენია ხშირად უნდა მოუსმინოსნ ამ გულის ნადებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ლექსია ამისთანა ვერაფრით გადმოტვირთა ამ დედაარღნიანმა ინტერნეტმა :mad:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯიგრული ლექსია.

 

იმ თემაშია გადასატანი "რატომ ხარ ქართველი?"

და იამთ ვისაც სცხვენია ხშირად უნდა მოუსმინოსნ ამ გულის ნადებს.

აფხაზეთზე რომ გადავიდა დამერხა :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ლექსია ამისთანა ვერაფრით გადმოტვირთა ამ დედაარღნიანმა ინტერნეტმა :mad:

პატრიოტულია, ოღონდ რაღაც ძაან სხვანაირად პატრიოტული,

პიდაპირ გულში რომ ურტყამს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

თუმცა, მიმდინარე მძიმე პოლიტიკურ მომენტში ყველაზე ბუნდოვანი ის არის, რა გვსურს თავად ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებს? რისთვის ვართ მზად? რას აღვიქვამთ საფრთხედ და რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ მას?

თუ ორი არჩევანი გვაქვს ან ამერიკა, ან რუსეთი- მე რუსეთი მირჩევნია. რუსები მიწას გვართმევენ, ამერიკელები ქართველობას და ტრადიციებს. მე ქართველად დარჩენას ვისურვებდი, თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

რუსები მიწას გვართმევენ, ამერიკელები ქართველობას და ტრადიციებს

მიწას როგორ გვართმევენ ეს თვალნათლივ ვნახეთ, ეს მტკიცებას არ საჭიროებს, თვითონ ოკუპანტებიც არ მალავენ ამას და თავის მოტყუების საშუალებას არ გვაძლევენ, მაგრამ ამ ქართველობას ამერიკელები როგორ გვართმავენ, ან რაში ჭირდებათ ამას ვერ ვხვდები და ჩამთვალეთ გონება ნაკლულად თუ გნებავთ. :mad:

 

ლექსს რაც შეეხება, არ არის ცუდი და შესაბამის გარემოში შეიძლება ძლიერი ემოციური მუხტიც აღძრას, როგორც ეს მაგ ეკლესიაში მოხდა, მაგრამ ნუთუ ქართული პოეზიის მოტრფიალენს, პოეზიისა რომლის 90% სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულისა და თავდადების პათოსითაა გაჟღენთილი, პატრიოტული ლექსი გაგიკვირდათ?

 

იხილეთ ჩემი სიგნატურის მეორე სტროფი.:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ხდება ხალხო?

წავედი შტილი იყო ფორუმზე,.

დავიძინე, თქვენც დაიძინეთ ეტყობა და შტილი დატოვეთ ფორუმზე.

მოვედი და საერთოდ კომაშია ფორუმი..

 

სექტანტები ხომ არ ხართ და თითები ხომ არ დეიმტვრიეთ ჯგუფურად?

თუ სათქმელი გათავდა და ლექსების კითხვაზე გადავედით?

 

ჰა?

 

ლექსი გინდათ ჩემი კაი ტო? პოეზიის წვეთები გწყურიათ და სანთლის ცრემლებზე იხოკავთ სახეს?

აგერ თქვენ ლექსი მაშვინ.. პატრიოტული არ არის, მაგრამ ზურმუხტისფერ თვალებს, ღამის სიციოლოგიას, ბუნების რაობასა და ბოზებს ნამდვილად ეხება..

 

 

ღამის ქალაქი განათებული მანქნის ფარებით,

ღამის პეპელა სევდით აღსავსე მწვანე თვალებით,

სიწყნარეს არღვევს ხმა მუხრუჭისა იღება კარი,

ქალს სიტყვას აწევს გასიებული წითელი თავი..

 

გოგო ჩაჯექი რაღაც უცდი ან ვის ელოდები?!

გოგო ჯდება და თავს ეუბნევა.. ცოდვილო ღამით მას ეყოლები

 

თენდება..

 

ნისლი სცილდება ქალაქს,

თოვლი ფეხსაცმლის მაღალ ქუსლს ფარავს,

კარში გამოსვლის არვის აქვს თავი,

სახლში ბრუნდება დაღლილი ქალი.

 

მერე აღარ მახსოვს ..

 

იმის მერე კი ასეა ...

 

თუმც შეიცვალა ცხოვრება, და მის

საძინებელში პატარა ჩხავის,

აკვანი გახდა ცხოვრების ტივი.

მას დაავიწყდა პრეზერვატივი..

 

დიახ.. სოციალური რეკლამა ანუ :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

მაგრამ ამ ქართველობას ამერიკელები როგორ გვართმავენ, ან რაში ჭირდებათ ამას ვერ ვხვდები და ჩამთვალეთ გონება ნაკლულად თუ გნებავთ.

ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მოკლედ შევეცდები. ამერიკელები ჩვენივე მთავრობის ხელით აკეთებენ ამას. თავისუფლების ინსტიტუტს მიჰყავს საქართველოში პარადი. გირჩევთ გადახედოთ დალესის დოქტრინას და შეადარეთ ჩვენი მთავრობის ქმედებებს-იდენტურია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ მოლოდინში ვიყავი, როდესაც ფეისბუკზე წავაწყდი უცნაურ კლიპს, რომელიც ელვესებური სისწრაფით გავრცელდა. ვიდეოგზავნილზე გარკვეული წრისთვის კარგად ცნობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე კითხულობდა საკუთარ ლექსს „ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ...“ ლექსს ზედიზედ სამჯერ მოვუსმინე და ჩემთვის მტკიცედ ჩამოვყალიბდი: სწორედ ლევან ვასაძეა ის ადამიანი, რომელსაც საქართველოს მიხეილ სააკაშვილის საპირწონედ შესთავაზებენ; ლექსი კი მის საინაუგურაციო სიტყვას უფრო ჩამოჰგავს, ვიდრე საქმიანი კაცის მოცალეობის ნაჟურს.

 

 

ვინ არის ეს ვასაძე და არა მგონია ეს მოსაზრება გამართლდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...