shamili Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 აგვისტოს ომის შემდეგ ქართული ოპოზიციის აბსოლიტურ უმეტესობას კრემლმა გადმოსცა შემდეგი სახის დირექტივები : გაერთიანებულიყო პრორუსული ოპოზიცია, დაწყებულიყო აქციები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით და ამ აქციებზე ხაზგასმით აღნიშნული ყოფილიყო ის რომ ოპოზიცია და მათი მომხრეები ( რომლებიც ქართველი ერის აბსოლიტურ უმრავლესობად უნდა წარმოეჩინა ოპოზიციას ) აგვისტოს ომში ბრალს სდებდა სააკაშვილს და ამ აქციებზე არაფრისდიდებით არ უნდა დასმულიყო საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნა. კრემლში შესანიშნავად იცოდნენ რომ ამ აქციებს სააკაშვილის გადადგომა არ მოჰყვებოდა, მაგრამ მათ ეს აქციები სურდათ იმისთვის რომ მსოფიოსთვის დაენახებინათ ვითომდა ,, ქართველი ერისთვის არ არსებობს რუსეთის მხრიდან ქართული მიწების ოკუპაციის პრობლემა, არამედ არსებობს სააკაშვილის პრობლემა რომელიც ხელს უშლის ქართველი და რუსი ერების ერთიანობასა და მეგობრობას და ვითომდა ნაცმოძრაობის გარდა მთელი ქართველი ერი მხარს უჭერს რუსეთთან მეგობრობას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეც '' აი ამ აზრის დამკვიდრება ჰქონდა დავალებული ქართული ოპოზიციის აბსოლიტურ უმრავლესობას და ისინი დღემდე ყველა ღონეს ხმარობენ ამ დავალების შესასრულებლად, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდნენ ოპოზიციონერები, რომლებმაც საზოგადოებრივ შეხედულებებზე და პოლიტიკურ რეიტინგზე მაღლა დააყენეს ეროვნული ინტერესები და გვერდში დაუდგნენ სააკაშვილის ხელისუფლებას დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და შეიძლება ითქვას რუსულ ოკუპაციასთან დაპირისპირების ხარისხით ხელისუფლებაზე მაღლაც დადგნენ. მათ შექმნეს საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური გაერთიანებები და ჩაშალეს კრემლის გეგმა სადაც მიზნად იყო დასახული მსოფლიოსთვის ჩვენება იმისა რომ ვითომდა '' მთლიანი ოპოზიციური სპექტრი და მთელი ქართველი ერი მხარს უჭერს რუსეთთან მეგობრობას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეც ''. ამ პიროვნებებმა მეორე პლანზე ჩააჩოჩეს პრორუსული ოპოზიცია და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ მსოფლიომ დაინახოს ქართველი ერი და არც ერთი ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსი არ დაუშვებს რუსულ ოკუპაციასთან შერიგებას. ეს პიროვნებები არიან გიორგი თორთლაძე, პაატა დავითაია და მთლიანად ეროვნულ დემოკრატიული პარტია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 რას ეწევით ამისთანას და სად იღება.. :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 shamili მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდნენ ოპოზიციონერები, რომლებმაც საზოგადოებრივ შეხედულებებზე და პოლიტიკურ რეიტინგზე მაღლა დააყენეს ეროვნული ინტერესები და გვერდში დაუდგნენ სააკაშვილის ხელისუფლებას დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და შეიძლება ითქვას რუსულ ოკუპაციასთან დაპირისპირების ხარისხით ხელისუფლებაზე მაღლაც დადგნენ. მათ შექმნეს საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური გაერთიანებები და ჩაშალეს კრემლის გეგმა სადაც მიზნად იყო დასახული მსოფლიოსთვის ჩვენება იმისა რომ ვითომდა '' მთლიანი ოპოზიციური სპექტრი და მთელი ქართველი ერი მხარს უჭერს რუსეთთან მეგობრობას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეც ''. ამ პიროვნებებმა მეორე პლანზე ჩააჩოჩეს პრორუსული ოპოზიცია და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ მსოფლიომ დაინახოს ქართველი ერი და არც ერთი ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსი არ დაუშვებს რუსულ ოკუპაციასთან შერიგებას. ეს პიროვნებები არიან გიორგი თორთლაძე, პაატა დავითაია და მთლიანად ეროვნულ დემოკრატიული პარტია.ზემოთჩამოთვლილ პიროვნებებს არანაირი ხალხის მანდატი არ გააჩნია. პირველი ორი მაშინდელი ეროვნული საბჭოს კვოტით შეძვრა პარლამენტში. იმ ხალხის კვოტით და იმ ხალხის ხმებით (მათ შორის ჩემი ხმითაც) ვისაც დღეს სამშობლოს მოღალატეებს ეძახიან. ამაზე უფრო ამორალური არაფერია, როცა პარლამენტში შეძვრომის მერე შენს ამომრჩეველს ზურგს აქცევ, და იქით უწყებ ლანძღვას (ლანძღვა უფრო თორთლაძეს ეხება, დავითაია უფრო თავშეკავებულია ხოლმე). ედპ საერთოდ ვის დაკარგვია. მოვა 30 მაისის არჩევნები და ხალხი მათ მიუჩენს საკუთარ ადგილს. ნურც იმის იმედი ექნებათ, რომ ნაციონალები მათ სასარგებლოდ რამეს გააყალბებენ. ნაციონალებს თავისი გასჭირვებიათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 (edited) ნწუნწუნწუ...ლოგიკა გვეუბნება, რომ არსებობს ორი გზა რათა იცოდე რა დაავალა კრემლმა ქართულ ოპოზიციას და დაავალა თუ არა საერთოდ რამე: - თავად უნდა მუშაობდე კრემლში ან რუსულ სპეცსამსახურებში- თავად უნდა დაგავალონ ასეთი რამ. ასევე ლოგიკა გვეუბნება, რომ სპეცსამსახურები არ და ვერ აძლევენ დავალებას ისეთ ხალხს ვინც მათთვის არ მუშაობს და ვისაც აძლევენ ისენი არ ეუბნებიან სხვებს ეს კრემლმა დამავალა და გავაკეთოთო. ლოგიკასაც თავი რომ დავანებოთ როგორ ჩაშლიდა ოპოზიციის გეგმებს კაცი, რომლის პარტიასაც "მე თვითონს" იმიტომ ეძახიან, რომ წევრები არ ყავს და თორთლაძე, რომელსაც სანამ ნაციონალებმა ცოტა ლეგიონერები არ ათხოვეს კიდევ უფრო ცოტა წევრი ჰყავდა ვიდრე დავითაიას.ედპ ხო საერთოდ, დაახლოებით 15 წელია მათ მიმართ ქართულ საზოგადოებას ზიზღის მეტი არაფერი გააჩნია და ამას რომ თავი დავანებოდ ტრადიციულად თუ სადმე ყავდა დასაყრდენი რუსეთს, ეს ედპ იყო. დიდი უცნაური კაცი ხარ შამილ რა. ოპოზიციონერი კაცი გამიგია. ხელისუფლების მხარდამჭერიც გამიგია და თოჯინების, რომელთაც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც არაფრად აგდებს და დასცინის, მხარდამჭერი არ მესმის რა. Edited May 12, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 (edited) ზემოთნახსენები ლოგიკა გვკარნახობს რომ შარშანდელი აქციები და ამ ოპოზიციის დღევანდელი მოქმედება იყო და არის კრემლის სპეცსამსახურების მიერ ნაკარნახევი. ისე სხვათა შორის კონტრდაზვერვა მოქმედებს სერიოზულად და ყველაფერს ნუ დამაწერინებთ ეხლა ცნობისთვის მე პირადად მერაბ კოსტავას საზოგადოებას ვუჭერ მხარს, რომელიც ძალიან მალე დაბრუნდება აქტიურ პოლიტიკაში Edited May 12, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 კარგით რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 shamili ბატონო შამილ, ამას წინათ ელიავას ბაზრობაზე მოვხვდი და თვალი მოვკარითოხს, დიახ, დიახ თოხს, რომელიც თავის პატრონს ელის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 ოპოზიცია რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან არის დაახლოებული ამას მოწომბს 7-ნოემბერი გამყრელიძე გაჩეჩილაძის თარგამაძესთან შეხვედრა ებრალიძესთან შეხვედრები და ნოღაიდელი ფქვილოვნას მიერ აღლუმის ჩაბარება ეს ფაქტები საკამრისია რომ მივხვდეთ რა ხდება ვისაც უდნა დაიბრმავებს და მოიტყუებს თავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 McLaren ზემოთჩამოთვლილ პიროვნებებს არანაირი ხალხის მანდატი არ გააჩნიადანარჩენ ოპოზიციას ხო უწყვია ეგ მანდატი "პაჭკა-პაჭკა" ? Siknadmo ამას წინათ ელიავას ბაზრობაზე მოვხვდი და თვალი მოვკარითოხს, დიახ, დიახ თოხს, რომელიც თავის პატრონს ელისდაეპატრონე მერე, რატომ კარგავ დროს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 ხალხნო ცუდად არ გამიგოთ, დაცინვა არ მინდა ნამდვილად, მაგრამ, მარტო მე მახსენდება ნეტაი ბრეჟნევი აი კაძახის პოსტებზე? ერთი მაინც არ ხართ ვინმე, თქვე კაი დედმამიშვილებო, ჩემნაირად?ცუდადაა ვითომ ჩემი საქმე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 shamili ზემოთნახსენები ლოგიკა გვკარნახობს რომ შარშანდელი აქციები და ამ ოპოზიციის დღევანდელი მოქმედება იყო და არის კრემლის სპეცსამსახურების მიერ ნაკარნახევი.ბატონო შამილ. რა კატეგორიის ხალხზეა გათვლილი არ მესმის. წავიდა უკვე ის დრო, ხალხი რომ ადვილად " ბოლდებოდა". ე.ი თუ უკმაყოფილო ვარ და პროტესტი გამოვხატე-კრემლის აგენტი ვარ? პავლეკუბლაშვილის სმაილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 (edited) ხალხნო ცუდად არ გამიგოთ, დაცინვა არ მინდა ნამდვილად, მაგრამ, მარტო მე მახსენდება ნეტაი ბრეჟნევი აი კაძახის პოსტებზე? ერთი მაინც არ ხართ ვინმე, თქვე კაი დედმამიშვილებო, ჩემნაირად?ცუდადაა ვითომ ჩემი საქმე? ბრეჟნევის სულიერ მემკვიდრეს და ნეობოლშევიკისა და კომპარტიის აქტივისტის მგზნებარე პათეტიკას ვხედავ მე ამ პოსტის ავტორში Edited May 12, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 ხალხნო ცუდად არ გამიგოთ, დაცინვა არ მინდა ნამდვილად, მაგრამ, მარტო მე მახსენდება ნეტაი ბრეჟნევი აი კაძახის პოსტებზე? ერთი მაინც არ ხართ ვინმე, თქვე კაი დედმამიშვილებო, ჩემნაირად?ცუდადაა ვითომ ჩემი საქმე?ეგ ყველაფერი უმუშევრობის ბრალია, არც ქარხნებია არც ფაბრიკები,მინდორ ველიც მოსახნელია ხოდა ვინცხა ჩოუკუჭავს ჯიბეში 20 ლარიანს, კომპიუტერს უყიდისდა იმედს მისცემს რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მასაც რაცხას გამოუძებნიანდა ამასაც უხარია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 shamili "ისე, ცნობისთვის" კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ხელმძღვანელიან, მოადგილიან, მთავარი სამმართველოს უფროსიანად და რამდენიმე თანამშრომლიანად ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანები არიან. ზოგი ოჯახიდან, ზოგიც ბავშვობის სამეგობროდან."ისე ცნობისთვის" ეგ ადამიანები ყველა სუფრაზე სულ პირველს თუ არა ერთერთ პირველს პატრიარქის სადღეგრძელოს სვამენ და უაღრესად მორწმუნე ადამიანები არიან."ისე, ცნობისთვის" თუ შენი პირადი ახლობლები არ არიან დეპარტამენტის უფროსის და ერთი-ორი ადმინისტრაციული კადრის გარდა ვერასოდეს გაიგებ ვინ მუშაობს მაგ დეპარტამენტში, სულ რომ შსს-ს მაღალჩინოსანიც იყო. ეგ მკაცრად იკრძალება. იმიტომ, რომ თუ გაიშიფრნენ მერე ვეღარ იმუშავებენ. ხოდა, პირობა მაქვს დადებული და თუ ძმა ხარ მართლა არაფერი მათქმევინო ეხლა რა. თევზმა თქვა - სათქმელი ბარემ ბევრი მაქვს, მაგრამ პირი წყლითა მაქვს სავსეო. ლოგიკას მისდიე, ლოგიკას. ოღონდ მართლა. ოპოზიცია რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდეს შენ ვერ დაასწრებდი მიშას მაგათ გამოჭენებას და დაჭერას. კბილები უკაწკაწებთ ისე უნდათ. კუდში დასდევენ. ნებისმიერი ოპო-ლიდერი საზღვარგარეთაც რომ წავიდეს, სადაც არ უნდა წავიდეს მინიმუმ ორი კონტრდაზვერვის თანამშრომელი მიყვება და ყველაფერს ფირზე ან ვიდეოზე აღბეჭდავს. გახსოვს 7 ნოემბრის შემდეგ ჩანაწერები რომ დადეს? რატაომ არავინ დაიჭირეს? იმიტომ რომ სიაფანდობა იყო (დადასტურებულად ვიცი) და სასამართლოში შეთითხნილ მტკიცებულებასაც კი ვერ წარადგენდნენ და მომენტალურად და სამართლიანად ისინი მთელი მსოფლიოს თვალში პოლიტიკური პატიმრის სტატუსს მიიღებდნენ.საერთოდ ნებისმიერი ნორმალური სპეცსამსახური თუ დაზვერვის სამსახური საზღვარგარეთის ქვეყნებში ცდილობს, რომ ხელისუფლების შტოებში შეაღწიოს, ისეთ ადამიანებთან, ვისაც ხელი გადაწყვეტილების მიღებაში ან მნიშვნელოვან დოკუმენტებზე მიუწვდება. ოპოზიციაში აგენტურა მხოლოდ ლაიტად, შედარებით ქვედა დონეზე ინერგება უბრალოდ მათი პოლიტიკური ხედვა, პარტიული სტრუქტურა რომ იცოდნენ. წინასწარი ინფორმაცია გროვდება მათზე, რომ ხელისუფლებაში მოხვედრის შემთხვევაში იცოდნენ ვისთან ექნებათ საქმე. კაროჩე მაგრად გირეცხავენ შენ ტვინს რა. რაც ნამდვილად ვიცი იქედან იმაზე მეტს ვერ გეტყვი რაც გამუქებულად დაგიწერე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 Saturn დანარჩენ ოპოზიციას ხო უწყვია ეგ მანდატი "პაჭკა-პაჭკა" ?ვინც მაშინ პარლამენტში არ შევიდა გაერთიანებული ოპოზიციიდან აქვს. ვინც შევიდა და აქეთ ლანძღვა დაგვიწყო, აღარ აქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.