Jump to content
Planeta.Ge

ღია წერილი მალხაზ გულაშვილს


Recommended Posts

უკვე 20 წელიწადზე მეტია რაც გიცნობ და ნამდვილად არ მოველოდი ჩემო მალხაზ რომ ქართული ნეო-ფაშიზმის მამად მოევლინებდოი ქვეყანას. იმასაც არ მოველოდი რომ შენი და შენი თანამზრახველების ბნელი საქმეების დასაფარად ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას ამოიფარებდი.

მე მახსოვს შენ და შენი ძმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იყავით და ერთმანეთსაც იქიდან ვიცნობთ. თუმცა მას მერე რასაც ვნახულობ ყველაფერი მაკვირვებს. Aამიტომ რამოდენიმე კითხვა მაქვს შენთან, რომელზეც იმედია პასუხს გამცემ:

1. 1992-93 წლებში, მაშინ როდესაც მთელს საქართველოს უკიდურესად უჭირდა, შენ უეცრად გახდი დამფუძნებელი და მფლობელი ინგლისურენოვანი გაზეთის. იმ პერიოდში ყველამ ვიცით ვის ჰქონდა ინგლისურენოვანი გამოცემების მონოპოლია – ეს იყო საბჭოთა და მერე უკვე პოსტ-საბჭოთა უშიშროების კომიტეტი. როგორ აღმოჩნდა რომ მალხაზ გულაშვილი აღმოჩნდა მაინცდაიმაინც გამომცემელი ასეთი ტიპის გაზეთის, რომელსაც იგორ გიორგაძის მინისტრობის დროს უეჭველად უშიშროება მფარველობდა?

2. ამ წლების მერე მე და შენ გვქონდა კონტაქტი და სწორედ ამ დროს იყო, რიდესაც შენ სწორე დიმ ნეო-ლიბერალიზმის ფილოსოფიას და ეგრეთწოდებულ ‘თავისუფალ ბაზარს’ მუდმივად აღმერთებდი და როგორც მახსოვს საუკეთესო ‘ბიზნესმენის’ პრემიასაც არიგებდი. როგორ იყო ეს ნეო-ლიბერალი, კაპიტალისტი მალხაზ გულაშვილი ის კაცი, რომელიც დღეს გამოდის და მუდმივად ლიბერალიზმს გმობს?

3. როგორ არის რომ კაპიტალისტი, მემარჯვენე მალხაზ გულაშვილი, რომელიც საკუთარ ჟურნალისტებს ძალიან პატარა ხელფასს უხდიდა, ისე რომ ბევრმა მათგანმა ამის გამო სამსახურიც მიატოვა, რომელიც სხვადასხვა ბიზნესმენებს და ოფიციალურ პირებს მუდმივად აშანტაჟებდა ფულის გამოძალვის მიზნით, ახლა სხვებს მორალს უკითხავს და ცხოვრებას ასწავლის? ფარისევლობას ხომ არ გაგონებს შენი ეს საქციელი, ჩემო მალხაზ?

4. როგორ არის რომ ქართველი ოლიგარქი და მედია მაგნატი მალხაზ გულაშვილი, რომელიც სიტყვის თავისუფლებას უნდა იცავდეს, მორალის სახელით ცენზურას და რაც უფრო უარესია განსხვავებულად მოაზროვნეთა დასჯას მოითხოვს?

5. როგორ არის რომ ‘სახალხო მართლმადიდებელი’ მალხაზ გულაშვილი ამ ბოლო ხანებში მუდმივად შუღლს აღვივებს და ძალადობას აქეზებს თავის მომხრებთან ერთად? როგორ შეესაბამება მართლმადიდებლობას შენი მომხრეების საქციელი?

6. როგორ არის რომ ‘პატრიოტი’ და ‘ნამდვილი ქართველი’ მალხაზ გულაშვილი დამპყრობელი ქვეყნის პრეზიდენტს ეახლა და რევერანსები გაუკეთა?

7. როგორ არის ‘მართლმადიდებელი’ მალხაზ გულაშვილი მუდმივ რომ შეუწყნარებლობის და ნაციზმის პროპაგანდას რომ ეწევა?

 

და ბოლოს რამოდენიმე რამ მინდა გითხრა. მე პირადად მხარს ვუჭერ ილია მეორის წინადადებას მშვიდობიანი კავკასიის შესახებ. ამ იდეაზე მე ვმუშაობ 2000 წლიდან. ვფიქრობ რომ ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა. ისიც ვიცი რომ შენ და შენმა მომხრეებმა მხარი დაუჭირეთ მშვიდობიან კავკასიას, ოღონდ თქვენ რუსების საქართველოდან წასვლა არ გინდათ. პირდაპირ მინდა გითხრა, შენი და შენი მომხრეების მხარდაჭერა მშვიდობის მოძრაობას არაფრად არ სჭირდება, რადგანაც იმპერიალიზმის მხარდაჭერა მსვიდობის მხარდაჭერასთან ერთად ვერასდროს იქნება.

მინდა აგრეთვე გითხრა რომ შენი და შენი მომხრეების რიტორიკა პირდაპირ მიმართულია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, რადგანაც სხვანაირი ადამიანების სიძულვილი არასდროს ყოფილა ქართული ეკლესიის და ტრადიცეიბის ნაწილი. იმედი მაქვს რომ საპატრიარქოც მალევე მოგიჩენს შენს კუთვნილ ადგილს.

და ბოლოს მინდა გირჩიო რომ უკეთ ისწავლო სიტყვა ‘ლიბერალიზმის’ მნიშვნელობა. ხშირად შენ თანამედროვე ლიბერალების, ნეოკონსერვატორები, მემარცხენეები და მემარჯვენეები ერთმანეთში გერევა და უკეთ რომ გაერKვე საერთაშორისო პოლიტიკის ძირეულ საკითხებში ერთი-ორი წიგნის წაკითხვაც არ გავნებდა ამ თემაზე.

ირაკლი კაკაბაძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ვითომ ამას წაიკითხავს გულაშვილი? მანამდე არაფერი გეტკინოთ

და თუ წაიკითხა რა, რო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება მაგ გაზეთის დაფუძნებას

 

მე როგორც ვიცი დაეხმარა ზურაბ ჟვანია რა თქმა უდნა ბინძური ფულით გაკეთდა ეგ გაზეთი ჟვანიას მიერ მოპოვებული ბინძური ფულით

 

ასევე ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ როგორც გულიაშვილი ასევე ჟვანია თანამშრომლობდნენ საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა უშისროებასთან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და აზრი?

 

ვითომ ამას წაიკითხავს გულაშვილი? მანამდე არაფერი გეტკინოთ

ეს წერილი საზოგადოებისთვისა დაწერილი და არა გულაშვილისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და აზრი?

 

ვითომ ამას წაიკითხავს გულაშვილი? მანამდე არაფერი გეტკინოთ

არ წაიკითხავს და პასუხსაც არ გაცემს, მაგრამ მეც დავწერ ერთ ღია წერილს! კარლსბერგის შეფობის სახელზე. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

რავა ერთი ორი ტონას ძმურ ჰამბავში არ ჩაოასხავენ ტო?

 

ირაკლი კაკაბაძე რას ფიქრობს ნეტა ამ საკითხზე, ერთობ აქტუალური თემაა? პივაში უნდა ჩავიხრჩო თავი :გივი:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასევე ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ როგორც გულიაშვილი ასევე ჟვანია თანამშრომლობდნენ საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა უშისროებასთან

ეს ჩემთვის ძალიან ახალია! და რა საბუთები ან მტკიცებები არსებობენ ჟვანიას თანამშრომლებობაზე?

 

გულიაშვილის თანამშრომლებობაზე არ მაინტერესებს არაფერი. ერთი კითხვა მაქვს "ამ წერილის ავტორი ვინაა: ლაშა_ალო თუ ირაკლი კაკაბაძე?"

 

საერთოდ ჩემზე ირაკლი კაკაბაძის სტატიები ჩუდ შტაბეჭდილებას არა სტოვებს. როგორც პიროვნებაზე (რასაც აქ ყველა აკეთებს) ვერ ვიმსჯელებ.

 

 

პივაში უნდა ჩავიხრჩო თავი :გივი:

მერე, შე ოჯახქორო, იმ პივას ვინ დალევს? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი კაკაბაძე

ასფალტზე გაუწვეს

მერე ენჯეო გლ;იჯოს და კაი მაყუთსაც გააკეტებს მალხაზა ბიჭის ხარჯზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენის ნებართვით მოკლე ამონარიდს მოგართმევთ იმ წიგნიდან, რომელსაც მოყვა ეს აურზაური:

"მე მიდგებოდა, როცა დედა პირჯვარს იწერდა. ყოველთვის მეუფლებოდა განცდა, თითქოს ცერა, საჩვენებელი და შუა თითები შუბლთან მიტანის შემედეგ, მუცლის ნაცვლად ბოქვებთან გადაინაცვლებდნენ… ო, როგორ მძულხარ, დედა! შენ ერთხელაც არ აგგიმართლებია ჩემი იმედი…”

 

ხოდა წერე რაც გინდა ადამიანო, ყველა თავისუფალია, რაც უნდა წეროს და იკითხოს, ავადმყოფი ხარ და ვისი რა საქმეა, მაგრამ რექტორი რომ ასეთი წიგნის გაპიარებას იწყებს სტუდენტებში, იმას ყბა აქვს მოსანგრევი, აბა რა აქვს.

გულაშვილი რა ჩიტიცაა, ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ამ მოცემულ სიტუაციაში მე მაგის მხარეს ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მიდგებოდა, როცა დედა პირჯვარს იწერდა.

ფუ რა..ეს როგორ უნდა დაწერო ადამიანმა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგაა რომ ავადმყოფების წინაარმდეგ ისევ ავადმყოფები და პროვოკატორები გამოდიან,

ამ მართლმადიდებლებს კიდევ უფრო გონიერი ადამიანები არ ყავთ სტუდიებში რომ მივიდნენ?

დავღუპულვართ და ეგაა თუ არ ყავთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგაა რომ ავადმყოფების წინაარმდეგ ისევ ავადმყოფები და პროვოკატორები გამოდიან,

ამ მართლმადიდებლებს კიდევ უფრო გონიერი ადამიანები არ ყავთ სტუდიებში რომ მივიდნენ?

დავღუპულვართ და ეგაა თუ არ ყავთ

ეგრეა:(

რაც შეხება სტუდიაში მისვლას-მე რომელ მარტლმადიდებელ სასულიერო პირებსაც პატივს ვცემ და დიდი სიამოვნება მიმიღია მათთან საუბრით-კონკრეტულად მარტყოფში მონასტრის წინამძღვარი და სხვები....ვერ წარმომიდგენია ან აგრესია მათი მხრიდან, ან მსგავს ცირკში მონაწილეობის მიღEბა რაიმე ფორმიტ, ან ტვ-ში გაპრანჭვის სურვილი, ან ამ პოპულარობამოწყურებული ფსიქიკა-ვერლავეს ახალგაზრდის ნაწერის წაეკიტხოთ და მერე განკითხვა...

ჩემთვის ნებისმიერ აქციაში მონაწილე ნებისმიერი სასულიერო პირი არანაირად არაა ტუტბერიძესგან ან ეკოსგან, ან ნებისმიერი სხვისგან განსხვავებული, მეტიც თAნამონაწილეა შოუსი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...