babuagiorgi Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 აჩვენეს ნაცემი ნაცემი კი არა, რომ სცემენ ეს არის გადაღებლიო.ამას ყვიროა წმყვანი მახსოვს.ხო და სად არის ეს კადრები მიმიითეთ თუ იცით სადაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 akkai ხო. გიგიზე მეც მაქვს ბლომად ინფორმაციები. 1. მისი ოფიციალური ხელფასი არც მეტი, არც ნაკლები 16 000 ლარს შეადგენს. აი პრემიებს რამდენს უწერს თავის თავს ეგ არ ვიცი. როგორც წესი და ყველაზე ხშირად პრემია ხელფასის 50-დან 100%-მდე მერყეობს ხოლმე და რაც უფრო მაღალი თანამდებობა აქვს ადამიანს მით უფრო დიდია შანსი, რომ ამ პრემიამ 100 და ხანდახან მეტიც კი პროცენტი შეადგინოს. ნებისმიერი გამოცდილი ბუღალტერი დაადასტურებს ამას. 2. ხელფასსაც რომ თავი დავანებოთ მისი ბენეფიტები შეიძლება ბევრი ქვეყნის ხელმძღვანელ პირებისთვის იყოს შესაშური:- უნივერსიტეტის ხარჯზე ემსახურება 2 ავტომანქანა. ერთი პირადად მას და ერთი მის ოჯახს, რომელთა საწვავისა და ტექმომსახურების საფასურს სრულად და ულიმიტოდ ფარავს უნივერსიტეტი.- ანალოგიურად სრულად და ულიმიტოდ იფარება მისი მობილური ტელეფონის ხარჯები.- წელიწადში 10-12-ჯერ აქვს მივლინება სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მისი ბიზნეს კლასით ფრენის, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრების და სამივლინებო "ჯიბის ფულის" ხარჯებს ასევე სრულად და ულიმიტოდ უნივერსიტეტი ფარავს. 3. ტვერელის ეკლესიასთან უზარმაზარი და ძალიან ძვირადღირებული (რამდენიმე მილიონად შეფასებული) სახლი აიშენა განათლების სამინისტროს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან გადმოქაჩული მოპარული ფულით. 4. აბსოლუტურად პოლტიზირებული სისტემა აქვს აწყობილი. მე თვითონ ეგ უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, უფრო სწორად სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი იყო რომ ჩავაბარე და სანამ დავამთავრებდი გაერთიანება მოხდა უცხო ენებთან. 2006-ში დავამთავრე, მაგრამ დიპლომი არ გამომქონდა. მეკიდა მაგრად, ფასი მაინც არა აქვს ქართულ დიპლომებს და მეზარებოდა მისვლა, კანცელარია-სამდივნოებში ძრომიალი, სხვადასხვა პროცედურები და ლოდინი. შარშან ანუ დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ შევიარე და გაოგნებული დავრჩი! არცერთი დეკანი, დეკანის მოადგილე, კათედრის გამგე, პროფესორი, ლექტორიც კი რომელიც მე მასწავლიდა იქ აღარ მუშაობს! მხოლოდ ადმინისტრაციული კადრების ძალიან მცირე ნაწილი (კანცელარიის თანამშრომლები, ბიბლიოთეკარები, დამლაგებლები) დაუტოვებიათ. სამაგიეროდ ნახევარი თავისუფლების ინსტიტუტი და ნაციონალური მთავრობა მანდ კითხულობს ლექციებს. შემიძლია მხოლოდ ნაწილი ჩამოგითვალოთ და გაოგნდებით:თავად გიგი თევზაძენოდარ ლადარიაბელა წიფურია (ლომაიას და გია ნოდიას მოადგილე განათლების მინისტრის პოსტზე როცა იყვნენ)სერგო რატიანიგიგა ზედანიაემზარ ჯგერენაიაგია ნოდიადავით აფრასიძედავით დარჩიაშვილილევან თარხნიშვილილევან რამიშვილი თანაც თარხნიშვილის და რამიშვილი გარდა ყველანი სრული პროფესორის წოდებით მოღვაწეობენ იქ. არ კმარა მეგობრებო? ამათ გვერდზე შეგნებულად აღარ ჩამოვთვალე ის ადამიანები ვინც ამჟამად აღარ კითხულობენ ლექციებს, თორემ გიგი თევზაძის მოსვლის შემდეგ იქ თეა თუთბერიძისნაირი ოროსანი უწიგნურიდან დაწყებული, პირველი არხის ამჟამინდელი ხელმძღვანელი იუმორისტი გია ჭანტურიათი გაგრძელებული და დამთავრებული თავმოტვლეპილი სამხედრო "ექსპერტი" ნიკა ჩიტაძით, რა "მარგალიტებს" აღარ უმოღვაწიათ. სამაგიეროდ ისინი, ვინც მართლა მეცნიერები, მართლა პედაგოგები, მართლა პროფესორები და მართლა პროფესიონალები იყვნენ ვიმეორებ არცერთი აღარ მუშაობენ. სიტყვაზე რომ არავინ გამომეკიდოს ვიტყვი, რომ ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ძველი ლექტორი ყავთ დატოვებული, ოღონდ ისინი ვინც გარდამავალ პერიოდში ანუ გიგი თევზაძის მოსვლამდე, ოღონდ ვარდების რევოლუციის შემდეგ იქნენ ჩემს უნივერსიტეტში დაწინაურებულნი, იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. ესეთი არაფერი მინახია რა. ეგრე აბუჩად აიღო და გააფარჩაკო ამდენი ხალხი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 ვუსმინე ბოლომდე და მართლა ვერ გავიგე კონკრეტულად რა არ მოგეწონათ??? ის რომ ნაციონალებში ვიცი ბევრნი არიან, მართლა კაცები რომ არიანო?? ამაზეა ლაპარაკი?? დათო აქუბარდიაზე ბევრად უკეთესები ნამდვილად არიან, ეს ნამდვილად ვიცი. და კიდევ არანაციონალებში რომ ზოგი გაცილებით საშიში და ნაძირალაა ეგეც ზუსტად ვიცი. ეს უაზრობა რომ ძალიან მალე უნდა დამთავრდეს, ეს აუცილებელია, ეგეც ზუსტად ვიცი, თორემ საქართველოს რომ კარგი არაფერი უწერია, ეგეც ნათელია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 (edited) ვუსმინე ბოლომდე და მართლა ვერ გავიგე კონკრეტულად რა არ მოგეწონათ??? ის რომ ნაციონალებში ვიცი ბევრნი არიან, მართლა კაცები რომ არიანო?? ამაზეა ლაპარაკი?? დათო აქუბარდიაზე ბევრად უკეთესები ნამდვილად არიან, ეს ნამდვილად ვიცი. და კიდევ არანაციონალებში რომ ზოგი გაცილებით საშიში და ნაძირალაა ეგეც ზუსტად ვიცი. ეს უაზრობა რომ ძალიან მალე უნდა დამთავრდეს, ეს აუცილებელია, ეგეც ზუსტად ვიცი, თორემ საქართველოს რომ კარგი არაფერი უწერია, ეგეც ნათელია.მითხარი აბა ვინაა ნაცებში კაცი, ერთი დამისახელე,მერე, თავისუფლების ინსტიტუტზე უარესი ანტიმართლმადიდებლური ძალა მიჩვენე,თუნდაც ოპოზიციაში და ხელებს ავწევ, მიშისტი არის ისეთი ადამიანი რომელსაც არაფერი არ აახლოებს მართლმადიდებელთან Edited May 10, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 Achiko1972 ძალიან ბევრი რამ არ მომეწონა.1) მმკს პატრიარქი უკმაყოფილოა ყველაზე მეტად ოპოზიციით და თავისუფალი ტელეარხით ვინ მისცა ამ ტიპს პოლიტიკური ბოდვები თქვას მრევლის წინაშე,თან არჩევნების წინ .2) რას კითხულობს ავადმყოფების ბოდვებს და აპიარებს.3) პატრიარქი მმკს ლიდერად გამოიყვანა,რასაც გილოცავთ.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 ჩათლახობით სამართალი არ აღსდგება. სად არის აქუბარდიას ცემის კადრები? თუ ეს კადრები ამათ არ აქვთ მაშინ ეს აფერიზმი და პროვოკაცია იყო. თავისფალი მედია მაშინ არის როდესაც მიუკერძოვბულია. რასაც კაკასიაზე და განსაკუთრებით მაისტროზე ვხედავ, ამას მომავალი რუსთავი2 შემცვლელობა ჰქვია.რა შეიცვლება იმით, თუ კავკასია, ან მაესტრო გახდება რუ2? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 პირველი ნაწილი. ვეცდები სრულად დავდო. არ მსურს ტენდენციურობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 ეგ მამა დავით ქვლივიძეა, ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის უკან მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. უგანათლებულესი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მისი ქადაგების მოსასმენად სპეციალურად დადის ხოლმე ხალხი სხვადასხვა ტაძრებიდან და რაიონებიდან.ბევრი რამე არ იცით თქვენ. :givi: მე ყველაფერში ვეთანხმები. ნამდვილი მოძღვარია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 babuagiorgi პ.ს. ისე ერთი მაინტერესებს, აქუბარდია რომ 10 კაცმა რომ სცემა და გადაღებული გვაქვსო კავკასიაზე, რატომ არ დებენ რომ ვნახოთ? თუ ეს აქუბარდია ნაცემი არ იყო, მაშინ დანარჩენს აზრი არ აქვს და ამას მართლა პროვოკაცია ჰქვია.აქუბარდია პირდაპირ ეთერში შემოვიდა დასისხლიანებული. რაც შეეხება კადრებს. ხათუნა შიუკაშვილი იღებდაო ამ ფაქტს, მაგრამ მმკ-ს ერთ ერთმა წარმომადგენელმა ხელიდან გამოსტაცა ტელეფონი და ძირს დააგდო. ერთმა ბიჭმა, სახელი აღარ მახსოვს, ეს დამტვრეული ტელეფონი შეიტანა სტუდიაში. შემდეგ ეს ტელეფონი საპატრულომ წაიღო როგორც ვიცი. მეხსიერების ბარათი სავარაუდოდ გადარჩებოდა. მღვდელზე არ მინდა რამე ცუდის თქმა, მაგრამ ზოგადად რაც იმ ორგანიზაციამ გააკეთა, არაფერი საერთო არ აქვს მართლმადიდებლობასთან. წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული იყო მათი მხრიდან ეს ყველაფერი. და ახლა ის სისულელე არამგონია ვინმემ დაიჯეროს, რომ კავკასიის ოპერატორებმა მოაწყვეს ეს პროვოკაცია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 Achiko1972 ძალიან ბევრი რამ არ მომეწონა.1) მმკს პატრიარქი?????????? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 ისე მაინც საინტერესოა რა არის მიუღებელი ამ ჩანაწერში? კონკრეტულად რა. ვუსმინე ბოლომდე და იმის გარდა, რომ ნაცებშიც ვიცნობო ჯიგარ ხალხს სხვა არაფერი არ აღმოვაჩინე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 babuagiorgi აქუბარდია პირდაპირ ეთერში შემოვიდა დასისხლიანებული. რაც შეეხება კადრებს. ხათუნა შიუკაშვილი იღებდაო ამ ფაქტს, მაგრამ მმკ-ს ერთ ერთმა წარმომადგენელმა ხელიდან გამოსტაცა ტელეფონი და ძირს დააგდო. ერთმა ბიჭმა, სახელი აღარ მახსოვს, ეს დამტვრეული ტელეფონი შეიტანა სტუდიაში. შემდეგ ეს ტელეფონი საპატრულომ წაიღო როგორც ვიცი. მეხსიერების ბარათი სავარაუდოდ გადარჩებოდა. მღვდელზე არ მინდა რამე ცუდის თქმა, მაგრამ ზოგადად რაც იმ ორგანიზაციამ გააკეთა, არაფერი საერთო არ აქვს მართლმადიდებლობასთან. წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული იყო მათი მხრიდან ეს ყველაფერი. და ახლა ის სისულელე არამგონია ვინმემ დაიჯეროს, რომ კავკასიის ოპერატორებმა მოაწყვეს ეს პროვოკაცია.წინასწარ დაგეგმილის რა გითხრა, მაგრამ მომხდარში პასუხისმგებლობა ეკისრება მმკას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 Siknadmo მითხარი აბა ვინაა ნაცებში კაცი, ერთი დამისახელე, მე არ მითქვამს - არიან-თქო, მე ვიკითხე, ეს რომ თქვა ესაა რაც არ მოგწონთ მეთქი? გეთანხმები აბსოლუტურად და სადაა მაგ ქადაგებაში თავისუფლების ინტიტუტის დამცველი ფრაზა, მე რაც მოვისმინე, მემგონი პირიქითაა.მერე, თავისუფლების ინსტიტუტზე უარესი ანტიმართლმადიდებლური ძალა მიჩვენე,თუნდაც ოპოზიციაში და ხელებს ავწევ, რესპუბლიკური პარტია!მიშისტი არის ისეთი ადამიანი რომელსაც არაფერი არ აახლოებს მართლმადიდებელთან მართლმადიდებლობა, ანუ ქრისტიანობა ძალიან ინდივიდუალურია, მე არასოდეს მვცემ ჩემს თავს უფლებას, ვინმეს ავუწონო ან გავუზომო, ვინ რამდენად ახლოა ქრისტიანობასთან. კაცის მკვლელი, ავაზაკი, მეძავი და ათასი უბედური შეიძლება ღვთის განგებით აღმოჩნდეს სწორედ ბევრისთვის სამაგალითო ქრისტიანი, ასეთი არერთი მაგალითია ქრისტიანობის ისტორიაში.lasha_alo დიდი ბოდიში, მაგრამ ადამიანს, რომელიც ატარებს კაბას და მას პატრიარქის კურთხევით აქვს ჯვრის ტარების უფლება, მე ამ სიტყვებით ვერ მოვიხსენიებ ვერადროს, თქვენი საქმის , რათქმაუნდა თქვენ იცით.ვინ მისცა ამ ტიპს პოლიტიკური ბოდვებითავისუფალი ტელეარხით კავკასიის ოპოზიციურობა არ გაიშვას და საერთოდ აქუბარდიას და მისი ოჯახის ჟურნალისტიკა კიდევ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 babuagiorgi აქუბარდია პირდაპირ ეთერში შემოვიდა დასისხლიანებული. რაც შეეხება კადრებს. ხათუნა შიუკაშვილი იღებდაო ამ ფაქტს, მაგრამ მმკ-ს ერთ ერთმა წარმომადგენელმა ხელიდან გამოსტაცა ტელეფონი და ძირს დააგდო. ერთმა ბიჭმა, სახელი აღარ მახსოვს, ეს დამტვრეული ტელეფონი შეიტანა სტუდიაში. შემდეგ ეს ტელეფონი საპატრულომ წაიღო როგორც ვიცი. მეხსიერების ბარათი სავარაუდოდ გადარჩებოდა. მღვდელზე არ მინდა რამე ცუდის თქმა, მაგრამ ზოგადად რაც იმ ორგანიზაციამ გააკეთა, არაფერი საერთო არ აქვს მართლმადიდებლობასთან. წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული იყო მათი მხრიდან ეს ყველაფერი. და ახლა ის სისულელე არამგონია ვინმემ დაიჯეროს, რომ კავკასიის ოპერატორებმა მოაწყვეს ეს პროვოკაცია. ეხლა მეც ვუყურებდი მაგ ამბეს და აქუბარდია დასისხლიანებული ნაღდათ არ იყო.ტუჩზე ჰქონდა ვითომ ოდნავ სისხლი.10 კაცის ნაცემს ნაღდათ არ ჰგავდა ეს ტიპი. ტანსაცმელიც კი არ დაუზაინდა? ხომ იცი ჩხუბში ან კოსტუმი შემოგეხევა, ან საყელო.მეორე.წამყვანი ყვიროდა გადაღებულიაო ოპერატორების მიერ და არა მობილურით. ჩემი აზრით კავაკსიას საკმაო ტექნიკა გააჩნია მობილურებით რომ არ იღებდნენ რეპორტაჟებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 Siknadmo ციტატა(lasha_alo @ May 10 2010, 12:55 PM) Achiko1972 ძალიან ბევრი რამ არ მომეწონა.1) მმკს პატრიარქი ?????????? ხო, აი ეგ მეც ვერ გავიგე და დიდი იმედი მაქვს, რომ უბრალოდ ორთოგრაფიული შეცდომაა გაპარული! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.