Jump to content
Planeta.Ge

მერობის კანდიდატების სატელევიზიო დებატები


Recommended Posts

“საზოგადოებრივ მაუწყებელზე” დღევანდელი დებატების დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ აარიდა თავი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 118
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

newstudio

 

ვერ დაგეთანხმები შეფასებებში. :)

 

ჩემი აზრით დებატებმა გაამართლა. სასიამოვნო მოულედნოლობა იყო ჩემთვის. ნამდვილი დებატები სწორედ მსგავსი ფორმატით ტარდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში. უბრალოდ ჩემის აზრით დრო იყო ძალიან, ძალიან შეზღუდული. მაგალითად როცა ადამიანს ეკითხები რა მიგაჩნიათ დედაქალაქის მთავარ სოციალურ პრობლემად, რა არის ამის მიზეზი, როგორ აპირებთ მის მოგვარებას მერად არჩევის შემთხვევაში და საიდან მოიძიებთ დაფინანსებასო, დამეთანხმეთ და ძნელია ფაქტიურად ოთხ შეკითხვას ერთად, თანაც ასეთ სერიოზულ საკითხებს ორ წუთში გასცე სრულფასოვანი პასუხი.

თუმცაღა ის პასუხებიც კი რაც მოვისმინე სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო ჩემთვის. ყველა გამომსვლელმა ნათლად და კონკრეტულად ისაუბრა, გარდა ერთისა. ყველა ძალიან კარგად ყოფილა ჩახედული და დებატებისთვის მომზადებული, გარდა ერთისა. ის ერთი კი ქალაქის მოქმედი მერი გიგი უგულავა იყო.

უგულავას გამოსვლაში არ დასახელებულა არცერთი ციფრი, არცერთი პრობლემა! გავგიჟდი! მთელი მისი გამოსვლა იყო უნიჭო სარეკლამო სლოგანებით გაჯერებული. ყველაზე სერიოზულ შეკითხვაზე (აი ზემოთ რომ გავამუქე) უპასუხა დასაქმებაა პრობლემა. დასაქმებული ადამიანი თვითონ გადაჭრის ყველა პრობლემას. ესენი ყველა გატყუებენო და მერე იმ 2 წუთიდან წუთი და ორმოცი წამი ილაპარაკა "დღეს თბილისი არის უფრო განათებული ვიდრე იყო 5 წლის წინ, უფრო..ვიდრე...უფრო...ვიდრე...უფრო...ვიდრე...უფრო...ვიდრე...ვისაც ამის გჯერათ მომეცით ხმაო. სამარცხვინო გამოსვლა ქონდა. თან თოფაძემ სწორად შენიშნა ამ დასაქმებაზე სულ პერსპექტივაში საუბრობს, შედეგი კი არ აქვს. რამდენი წელია დასაქმებაზე ლაპარაკობს ხელისუფლება. გაგახსენოთ ეხლა ლადო გურგენიძე, 50 000 სამუშაო ადგილი და ა.შ.? :bushti: მას შემდეგ რაც დრო გავიდა რამდენი ადამიანის დასაქმებასაც აპირებდნენ, პირიქით ორი იმდენმა დაკარგა სამუშაო. :)

დანარჩენი ოთხიდან ცოტა მოისუსტებდა თოფაძე, რომელიც ძალიან შორიდან უვლიდა საკითხებს და ძირითადად ვერ ეტეოდა დროში. პრობლემებს კარგ ანალიზს უკეთებდა, მაგრამ მისი გადაჭრის გზები მე არ მომეწონა. ძალიან ბიზნესმენური მიდგომები ქონდა (უფასო მუნიციპალური საავადმყოფო, რომელიც სხვა რაიონებიდან ჩამოსულ პაციენტებს ფასიან მომსახურებას შესთავაზებს და ამით შეინახავს საკუთარ თავს, ნაგვის გადასახადის მოხსნა ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის ხარჯზე). გაზზე და დენზე არაფერი უთქვამს. ნაგვის და წყლის გადასახადები კომუნალური გადასახადების საერთო წილიდან 5%-ს შეადგენს, ამიტომ მისი გამოსვლა მე არაეფექტური მეჩვენა.

გია ჭანტურიამ პრობლემების კარგი ცოდნა გამოავლინა, მაგრამ მათი მთავარი სლოგანის (გაზი 10 თეთრი, დენი 5 თეთრი, წყალი უფასო) პირველი ორი პუნქტის რეალური ხორცშესხმის მათეული მექანიზმი არის თვალებში ნაცრის შეყრა და მტკნარი სიცრუე. "ხელისუფლებას მოვთხოვთ ზეწოლას" არ არის მექანიზმი. სასაცილოდაც კი ჟღერს.

ყველაზე დიდი სიურპრიზი ჩემთვის ზვიად ძიძიგურის გამოსვლა იყო. ნამდვილად არ მოველოდი თუ მას ყველა საკითხზე ასე სერიოზულად ჰქონდა ნამუშევარი. აბსოლუტურად ყველა შეკითხვას ძალიან მომზადებული შეხვდა, აბსოლუტურად სწორ და ადეკვატურ შეფასებებს აკეთებდა და რაც მთავარია მისი ხედვა ამ პრობლემების მოგვარებისა იყო ძალიან რეალური, მოგვარების გზები, საშუალებები და მეთოდები ასევე რეალური, მისაღები და ჩემი აზრით ეფექტური. დაფინანსები წყაროები ზუსტად დასახელებული და რეალური.

მასზე ოდნავ უკეთესი, მთლიანად დებატებში კი საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა ირაკლი ალასანიამ, რომელსაც ყველა პრობლემაზე კარგად მომზადებული პასუხი ჰქონდა. კონკრეტულ ციფრებში გაწერილი, მოგვარების კონკრეტული გზებით, მექანიზმებით და დაფინანსების წყაროებით.

ძიძიგურის და ალასანიას განცხადება, რომ დღეს გადასახადებს ადევს პოლიტიკური ფასი და რეალურად მისი შემცირება პრაქტიკულად შეუძლებელია ხელისუფლების ცვლილების გარეშე, მართალია და ამას ყველა საღად მოაზროვნე ხედავს და ხვდება. თუმცა ის, რომ ისინი კონკრეტულ კანონმდებლობას გამოიყენებენ და მარეგულირებელი კომისიებისა და სასამართლოების ძალით სცდიან ამ პრობლემის გადაწყვეტას მისაღებია. გარდა ამისა ყველაზე მეტ სოციალურ შეღავათებს ამ ორი კანდიდატის პროგრამა შეიცავდა. ჯანდაცვის პროგრამებზე როგორც ალასანიასი, ასევე ჩემდა ძალიან მოულოდნელად ძიძიგურის უნდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარია. კაპიკ-კაპიკ გაწერილი აქვთ ორივეს და მართლა რეალურად შეღავათის მომტანი ჩანს საზოგადოებისთვის.

 

ასე რომ გაუმარჯოს ობიექტურობას. ჩვენი სუბიექტური აზრი პიროვნებების მიმართ არ ნიშნავს იმას, რომ მათ სიტყვებს ანალიზი არ გავუკეთოთ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ჩემი აზრით დებატებმა გაამართლა.

რავი, დებატებს არ გავდა ეს. უბრალოდ ყველა კანდიდატმა თავის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა რეკლამის პონტში. რეკლამები ყველას კარგი აქვს, მაგრამ რეალურად მოსახლეობის 99% ამ რეკლამების და დაპირებების არ ჯერა. არაფერი ახალი მანდ არ თქმულა. ასე რომ ამ "დებატებს" არანაირი ეფექტი არ ექნება მოსახლეობის განწყობაზე.

 

ერთადერთი ძიძიგურის გამოსვლა იყო შედარებით უბრალო. ხალხის დაბოლება არ დაუწყია, რეალურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და იმ ელემენტარულ ადამიანურ ფაქტორებზე რასაც დღევანდელი ხელისუფლება უგულვებელყოფს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ ვიცი ვინ არის წამყვანი,მაგრამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.

 

ყველაზე ბუნებრივი და თავისუფალი გამოსვლა ქონდა ძიძიგურს.

 

ალასანია უფრო შებოჭილი იყო და ღელავდა. მე ვურჩევ დაზეპირებულ ფრაზებს თავი დაანებოს. თუმცა მისი გამოსვლაც საკმაოდ ეფექტური იყო.

 

თოფაძე თავის ჩვეულ ამპლუაში იყო. რეგლამენტი აშკარად არ უწყობდა გოგის ხელს. ისე სწორი აქცენტები გააკეთა.

 

ჭანტურიასაც მოლეიბორისტო რეჩი ქონდა, მაგრამ ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს. პრეზიდენტის ადგილას მე მას ენერგეტიკის მინისტრად დავნიშნავდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტეხავს რა. ასეთი თემები დრეში ას გვერდს უნდა აღწევდეს და პირველი სამი თემიდან არ უნდა ჩამოდიოდეს მინიმუმ არჩევნებამდე ჩვენ რო ნორმალური საზოგადოება ვიყოთ.

აქ (საქართველოში) კიდე საპატრიარქო-ლიბერასტების რაზბორკები, რუსეთუმე ხარ-ვანოს ხელის ბიჭი ხარ თემები ითვლება მოდურად და ელიტარულად. თავის ნოუჰაუ გინებებიანად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დასაწყისისთვის მაინც კარგია, რაღაც კულტურა მაინც ინერგება, ვინძლო ჩვეულებაში გადაგვეზარდოს.

 

აშკარაა უგულავას სისუსტე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

დასაწყისისთვის მაინც კარგია, რაღაც კულტურა მაინც ინერგება, ვინძლო ჩვეულებაში გადაგვეზარდოს.

მართალი ხარ, მეც ესე ვფიქრობ

აშკარაა უგულავას სისუსტე

ნამეტანი დაბნეული და აქლოშინებული იყო, თან აშკარად ეტყობოდა დაზეპირებული ტექსტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამეტანი დაბნეული და აქლოშინებული იყო, თან აშკარად ეტყობოდა დაზეპირებული ტექსტი

საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ყოველ სიტყვაზე "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" იყო ნაცების ლექსიკა. ახლა "გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია", რომელიც ძიძიგურმა გადაუკეთა "გასაფუჭებელი ჯერ კიდევ ბევრია"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ყოველ სიტყვაზე "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" იყო ნაცების ლექსიკა. ახლა "გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია", რომელიც ძიძიგურმა გადაუკეთა "გასაფუჭებელი ჯერ კიდევ ბევრია"

:givi: დიახ

გარდა ამისა ნამეტანი თამაშობდა "პოზიტიურობას" - ეტყობა დაარიგეს პრომოუტერებმა - ნუ რავისი მე შევამჩნიე ეს

შეიძლება ვცდები :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

შეშინებულიც კი არის გვარიანად. ნაცებმა უგანეს. ზურგი არა აქვს ვანოსგან და პარტიისგან. ადინოკი ვოლკ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ზურგი არა აქვს ვანოსგან და პარტიისგან.

მიხაკომაც მიატოვა და კოსტა-რიკაში გრიალებს :givi:

 

ადინოკი ვოლკ.

ვითომ?

რავიცი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...