Jump to content
Planeta.Ge

'კრემლი ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს იბრუნებს, დასავლეთი თანახმაა'


Recommended Posts

ანალიზი: კრემლი ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს იბრუნებს, დასავლეთი თანახმაა

 

reuters

 

მაიკლ სკოტი

 

ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას დიდხანს მისტიროდა. ახლა, როგორც სჩანს ის მისი ნაწილის უკან დაბრუნებაში, გარკვეულ წარმატებებს აღწევს

 

ანალიტიკოსები და დიპლომატები უკრაინას, ყირგიზეთს და საქართველოს იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებად ასახელებენ, სადაც რუსეთმა დასავლეთის გავლენა ძველ ნიშნულამდე დაიყვანა, თუმცა პირად საუბრებში, ობამას გარემოცვა ბუშის ეპოქის რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკას შეცდომას უწოდებს. ასეთი სენტიმენტები იმ განწყობას ეხმიანება, რომელიც კონტინენტურ ევროპაში სუფევს, სადაც რუსეთთან მიმართებაში პრაგმატიზმს ემხრობიან, რაც ევროპელებს სარფიანი საქმიანი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას აძლევს და ამ ფონზე ადამიანის უფლებების და დემოკრატიის პრობლემები იგნორირებულია.

 

ბელორუსი, რომელსაც შარშან დასავლეთთან ფლირტი ჰქონდა, ისევ მოსკოვს მიუბრუნდა და ცენტრალური აზიის მამოძრავებელ ყაზახეთთან ერთად მოსკოვის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას დასთანხმდა.

 

ფინანსური კრიზისით შეშფოთებული დასავლეთი, ამ სიტუაციას დასთანხმდა რომელიც ცდილობს ისეთი პრობლემების გადაწყვეტაში, როგორიც ბირთვული იარაღის გავრცელება და ირანის სამხედრო ამბიციებია მოსკოვი პარტნიორად შეინარჩუნოს.

 

„პუტინისთვის გავლენის შენარჩუნება (ყოფილ საბჭოთა კავშირში) უკიდურესად მნიშვნელოვანია“ – ამბობს მოსკოვის კარნეგი ცენტრის ჟურნალ „Pro et Contra“-ს რედაქტორი მარია ლიპმანი – „ევროპას ამასთან გამკლავება არ შეუძლია“.

 

უკრაინაში ახლახანს არჩეულმა ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მისი წინამორბედის გეგმებს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადახედა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტს გაზის ღირებულების 30%-იანი ფასდაკლების სანაცვლოდ იჯარა 25 წლით გაუგრძელა.

 

წარმატებებით გამხნევებული პუტინი გასულ პარასკევს ინიციატივით გამოვიდა, რომ კიევმა მისი სახელმწიფო გაზის კომპანია „ნეფტოგაზი“ (იმ მილსადენების მფლობელი, რომლითაც რუსული გაზი უკრაინის გავლით დასავლეთს მიეწოდება) რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანია „გაზპრომს“ მიუერთოს.

 

საქართველოს დასავლელმა მოკავშირეებმა დიდწილად მიატოვეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს მისი დამღუპველი მცდელობის შემდეგ ძალით დაებრუნებინა აჯაყებული რეგიონი სამხრეთ-ოსეთი, რასაც რუსეთთან ომი და საქართველოს კატასტროფული სამხედრო მარცხი მოჰყვა.

 

ფერები მთლიანად შეიცვალა

 

სააკაშვილმა ამის გამო საზოგადოების მხარდაჭერაც დაკარგა და ოპოზიციის ქართველმა ლიდერებმა, რომელთა ნაწილიც რუსეთთან ნაკლებად კონფრონტაციული პოლიტიკის მომხრეა, უკვე იმოგზაურეს მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკებებში ნიადაგის მოსასინჯად.

 

ცენტრალური აზიის ღარიბ რესპუბლიკა ყირგიზეთში, ყოფილმა პრეზიდენტმა ყურმანბექ ბაკიევმა ცნობილი აჯანყების გამო საკუთარი დამხობა მოსკოვს დააბრალა და განაცხადა, რომ კრემლი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მან უარი სთქვა დაპირებაზე რომ ამერიკელების სამხედრო საკვანძო ბაზა დაეხურა.

 

მოვლენების ამგვარი განვითარება იმაზე მიუთითებს, რომ ის ვითარება როდესაც სამივე „ფერადმა“ რევოლუციამ, რომლებშიც მასობრივმა პროტესტმა უკრაინის, საქართველოს და ყირგიზეთის ხელისუფლებებში პრო-დასავლური მთავრობები მოიყვანა, მთლიანად შეიცვალა ან სერიოზულად შეირყა.

 

” “ნარინჯისფერი“ ადმინისტრაციების კრახი ყველა ქვეყანაში საქართველოს გარდა, რომელიც ახლა იზოლირებულია, სამხრეთ- ოსეთის და აფხაზეთის აღიარება, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა და ახალი სტრატეგიული პაქტი უკრაინასთან – ეს ყველაფერი ერთად ქმნის… იდეალურ პოლიტიკურ პირობებს“ – ამბობს თავის კომენტარებში საიტზე kreml.org გლებ პავლოვსკი, პოლიტიკური ანალიტიკოსი რომელსაც კრემლთან ახლო კავშირები აქვს.

 

ორი წლის წინ, სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულად ჩანდა.

 

მაშინ აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ნატო-ს ექსპანსიას და ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საქმეს აგრესიულად აწარმოებდა, ცენტრალური ევროპისთვის აშშ-ს ანტი-სარაკეტო თავდაცვით სისტემებს გეგმავდა და კრემლი რუსეთის ალყაში მოქცევის დასავლურ შეთქმულებებზე გაჰკიოდა.

 

მაგრამ ობამას არჩევამ და გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ვაშინგტონს განსხვავებული პრიორიტეტები გაუჩინა. მოსკოვი იმ საკვანძო მოთამაშედ იქცა, რომლის ჩართვაც გლობალური დიპლომატიის დღის წესრიგში აუცილებელი გახდა და ის აღარ განიხილება „ცივი ომის“ ეპოქის მტრად, რომლის შეკავებაცაა საჭირო.

 

ამერიკელი ჩინოვნიკები საჯაროდ აპროტესტებენ იმ მოსაზრებას, რომ ისინი თითქოს კრემლის ხელისუფლების აღორძინებას თანხმდებიან.

 

ავღანეთი

 

„ევროპის უდიდეს ნაწილში სულ უფრო იზრდება იმის განცდა, რომ რუსეთთან ახალი, ისეთი კონსესუსის ძიების დროა, რომელიც დაფუძნებული იქნება არა ნატო-სთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ძველ კონფრონტაციულ ხაზზე, არამედ საერთო გეგმების ირგვლივ თანამშრომლობაზე“ – განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა ელჩმა.

 

ასეთი სწრაფი ცვლილება ყოფილ საბჭოთა კავშირში არავისთვის მოულოდნელი არ უნდა გამხდარიყო – კრემლი მის გეგმებს არასდროს მალავდა.

 

პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, მმართველ ”ტანდემში” პუტინის უმცროსმა პარტნიორმა, დასავლელ ჟურნალისტებს და მეცნიერებს 2008 წლის სექტემებრში განუცხადა – „ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ გავაფართოვოთ ჩვენი კავშირები იმ ერებთან, რომლებთანაც ტრადიციულად ახლოს ვიყავით… თუკი ეს ყველას არ მოსწონს, მე ვერაფერს გავხდები“.

 

ამერიკელ რესპუბლიკელებს და ზოგიერთ აღმოსავლეთ-ევროპულ ერს ეს ნამდვილად არ მოეწონება, მაგრამ ყველა არ იზიარებს მათ მოსაზრებას.

 

უკრაინისა და მოსკოვის შეთანხმების მომხრეები ამბობენ, რომ რუსეთი მისი საზღვაო ფლოტის სანაცვლოდ 40 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზის ფასდაკლებაზე დასთანხმდა, რითაც კიევს გაუმართლა, თუკი მის ფინანსურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ.

 

მართალია ოპოზიციამ ეს გარიგება გააპროტესტა, მაგრამ გორშნინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ უკრაინელთა 56% ამ შეთანხმების მომხრეა.

 

ამერიკელი დიპლომატები იწონებენ რუსეთთან ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე ახალ შეთანხმებას (START), რუსეთის გავლით ნატო-ს ჯარების მომარაგებაზე ხელშეკრულებას და აღნიშნავენ, რომ რუსეთმა ახალი გაუმჯობესებული ურთიერთობების გამო შეიძლება ირანის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭიროს.

 

„დასავლეთში ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ რუსეთის პროვოცირებას პოზიტიური შედეგები არ მოსდევდა“ – ამბობს ლიპმანი – „ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან უკეთესი ურთიერთობებით, ვისარგებლოთ“.

 

„ირანს, ავღანეთს და START-ს ობამას სიაში უფრო წამყვანი პოზიციები უკავია, ვიდრე მთელ მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელების ამერიკულ მისიას“.

 

http://foreignpress.ge/?p=12772

 

ცხადია, გარე-პოლიტიკური ვითარება იცვლება. თბილისში ამა ვერა ჰხედავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 47
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

მააგრი სტატიაა:givi:

ისე დავიღAლე უკევ ერტი სული მაქვს ლოფგიკურ ფინალამდე მივიდეთ( ან ასე ან ისე)

 

ცხადია, გარე-პოლიტიკური ვითარება იცვლება. თბილისში ამა ვერა ჰხედავენ

უფ ის ქაღალდი დაგავიწყდა? -მაპზე უფრო მეტი?

ჯოკერივით აქვს მIშას მკლავში დამლული -მაიცა გააძროს!.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ისე დავიღAლე უკევ ერტი სული მაქვს ლოფგიკურ ფინალამდე მივიდეთ( ან ასე ან ისე)

 

მე, პირიქით, აი იმ ფინალისა მეშინია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს დასავლელმა მოკავშირეებმა დიდწილად მიატოვეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს მისი დამღუპველი მცდელობის შემდეგ ძალით დაებრუნებინა აჯაყებული რეგიონი სამხრეთ-ოსეთი, რასაც რუსეთთან ომი და საქართველოს კატასტროფული სამხედრო მარცხი მოჰყვა.

 

ფერები მთლიანად შეიცვალა

 

სააკაშვილმა ამის გამო საზოგადოების მხარდაჭერაც დაკარგა და ოპოზიციის ქართველმა ლიდერებმა, რომელთა ნაწილიც რუსეთთან ნაკლებად კონფრონტაციული პოლიტიკის მომხრეა, უკვე იმოგზაურეს მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკებებში ნიადაგის მოსასინჯად.

ეხლა დადგნენ მიშისტები და თქვან - არ არის ეს სწორიო

მიშას ვუმადლოდეთ იმას რაც დაგვმართა, ტერიტორიების 100% დაკარგვის გარდა კრემლის ხახაშიც ჩაგვაგდო

აი ეს არის რასაც ეძახიან - სუხოი ოსტატოკ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ მდგომარეობიდან არის ორი გზა:

1. ან ვთანხმდებით ტერიტორიების ჩამორთმევას და ტავად ვაღიარებთ მათ

2. ან უკან რუსეთში

პატური სიტუაციაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

1. ან ვთანხმდებით ტერიტორიების ჩამორთმევას და ტავად ვაღიარებთ მათ

2. ან უკან რუსეთში

ერთი მეორეს გამორიცხავს? ან ვინმემ გითხრა რომ რუსეთში დაბრუნებით კონფლიქტები მოგვარდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე, პირიქით, აი იმ ფინალისა მეშინია

ლოგიკური თქო და არა მიშას დაგეგმილი:givi:

ანუ?

მესამე რევოლუციური ქვეყნის ძველ რელსებზე დაბრუნება სასურველი უკრაინული სცენარით და ღმერტმა დაგვიფაროს ბიშკეკურით:D

ტერიტორიების 100% დაკარგვის გარდა კრემლის ხახაშიც ჩაგვაგდო

აი ეს არის რასაც ეძახიან - სუხოი ოსტატოკ

ერთ დავაზუსტებ კისა-ჯერ კრემლის ხახაში ჩაგვაგდო ( ეკონომიურად) და მერე ტერიტორიებიც დაკარგა( გაუპრავა)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ობამას არჩევამ და გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ვაშინგტონს განსხვავებული პრიორიტეტები გაუჩინა

ახალი ლი ჰარვი ოსვალდი გვჭირდება სასწრაფოდ :givi:

 

McLaren

ვინმემ გითხრა რომ რუსეთში დაბრუნებით კონფლიქტები მოგვარდება?

ვალოდია ბიძია დაპირდა

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

მესამე რევოლუციური ქვეყნის ძველ რელსებზე დაბრუნება

რომელ რელსებზე? და საიდან დაბრუნება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

რომელ რელსებზე?

რომელ რელსებზე და ორ ლარიან გაიშნიკებზე და ხალხის ხტუნაობაზე შსს-ს მე-9 სართულიდან. სამაგიეროდ მოსკოვის თვითმფრინავის ბილეთი იქნება ისევ 37 მანეთი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და საიდან დაბრუნება?

დიქრატორული, მეზობლებთAნ არასწორი პოლიტიკის მწარმოებელი.

რომელ რელსებზე?

რევოლუციამდელ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ერთი მეორეს გამორიცხავს?

არ გამორიცხავს

ან ვინმემ გითხრა რომ რუსეთში დაბრუნებით კონფლიქტები მოგვარდება?

საიდან დაასკვენი, რომ ვინმემ რამე მიტხრა?

ან მე სადმე ვთქვი რომ გამორიცხავს?

მე ერთი ვიცი, საქართველო ამ მდგომარეობიდან მაქსიმალური დანაკარგებით გამოვა

თან რაც უფრო დიდხანს გაიწელება ეს პროცესი, მით უარესი ჩვენთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რომელ რელსებზე და ორ ლარიან გაიშნიკებზე და ხალხის ხტუნაობაზე შსს-ს მე-9 სართულიდან.

ანუ მიშა რომ გადადგეს ახლა, ახალი პრეზიდენტი გაიშნიკებს უბრძანებს ქრთამები აიღეთ და ხალხი მე-9 სართულიდან გადმოყარეთ ხოლმე?

 

kisa

საიდან დაასკვენი, რომ ვინმემ რამე მიტხრა?

უბრალოდ ბევრისგან მსმენია, რომ ან რუსეთში უნდა დავბრუნდეთ, ან დასავლეთში ტერიტორიების გარეშე. არადა არც რუსეთში გვპირდებიან ტერიტორიების დაბრუნებას და არც დასავლეთში გვეპატიჟებიან უტერიტორიოდ.

 

მე ერთი ვიცი, საქართველო ამ მდგომარეობიდან მაქსიმალური დანაკარგებით გამოვა

არადა საქართველო ჩვენ ვართ და წესით ბევრი რამის შეცვლა უნდა შეგვეძლოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო ანალიზია Grig.

გეზეც დადებენ ალბათ, თუ უკვე დადებული არაა და რა გაუძლებს ბოზი ევროპისა და შავდრაკა ხუსეინას გინებას, აბა სხვა არგუმენტი მათ არა აქვთ.

ერთ დროს მიხო ყავდათ ლაზიერად, მაგრამ ეხლა პეშკაა, თან ყოვლად უპერსპექტივო.

 

kisa

ეხლა დადგნენ მიშისტები და თქვან - არ არის ეს სწორიო

მიშას ვუმადლოდეთ იმას რაც დაგვმართა, ტერიტორიების 100% დაკარგვის გარდა კრემლის ხახაშიც ჩაგვაგდო

აი ეს არის რასაც ეძახიან - სუხოი ოსტატოკ

+100%, საუბედუროდ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...