asds Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 lasha_alo სადღაც დაახლოეით მესმის პირველი პოსტის ლოგიკა და პათოსი, მაგრამ ვფიქრობ ფუნდამენტალური შეცდომის დაშვება ხდება, როცა გინდა შენ ლაშა ალო და გინდა ნებისმიერი სხვა ფორუმელი, მოქალაქე თუ პოლიტიკოსი რუსეთს ცალკე პოლიტიკურ ცენტრად განიხილავს და რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში წარმოებულ პოლიტიკას მოსკოვის, პუტინ - მედვედევის ტანდემის სტრატეგიული (გეოპოლიტიკური სტრატეგიის) გეგმის ნაწილად მიიჩნევს. რუსეთი როგორც დამოუკიდებელი პოლტიკრი პოლუსი არ არსებბს. არსებობს მხოლოდ დასავლეთის სამყაროს (არაექსკლუზიურად, მაგრამ ძირითადად მსოფლიოს ქრისტიანული ქვეყნები) შემადგენლობაში მყოფი რუსეთის ფედერაცია, რომელიც დღეის მდგომარეობით 100%-ით კონტროლდება ვაშინგტონის - ბრიუსელის (EU) მიერ და რომელიც საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით დამოუკიდებელ - დასავლეთის ცენტრებთან შეუთანხმებელ გადაწყვეტილებებს ვერ/არ იღებს. აღნიშნულიდან გამომდნარე ვფიქრობ, რომ ერთადერთი სწორი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთი რუსეთის ბაზაზე იწყებს ახალი - კონტროლირებადი გეოპოლიტიკური ცენტრის ფორმირებას, რომელიც დასავლეთსა და ჩინეთს შორის დაპირისპირებაში საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებს (უკვე იღებს) და პეკინის პოზიციების დასუსტებას შეუწყობს ხელს. პროცესი რომელზეც მე ვსაუბრობ სახეზეა და ამის ყველაზე ნათელი დადასტურება უკრაინაში მკვეთრად პროამერიკული ხელისუფლების ნეიტრალური - პრორუსული ძალით ჩაბაცვლებაა. რა უნდა გააკეთოს ამ დროს საქართველომ ცალკე თემაა და დეტალურ ანალიზსა და მსჯელობას საჭიროებს, მარამ ფაქტია, რომ საქართველომ, ქართულმა საზოგადოებამ ვერ მოახერხა დასავლეთის კომპლექსური დახმარებისა და მოცემული დროის ადეკვატური რეაიზება, რის შედეგადაც ვაშინგტონი - ბრიუსელი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფო - პარტნიორად აღარ განიხილავს და რუსეთს აბარებს არშემადგარი ქვეყნის "ბედის" გადაწყვეტას. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ რუსეთი კვლალვ იქცა შიდა პოლიტიკურ მოხმარებაზე გათვლილი "პოლიტიკური თამაშის" შემადგენელი ნაწილი. არადა რუსეთის "დაბრუნება" საქართველოში იქნება ყველაზე დიდი - ფატალური შეცდომა, რომელსაც ქართული საზოგადოება დაუშვებს, რადგან მოსკოვი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვერ - არ ხედავს. უფრო სწორედ რუსეთი მხოლოდ ქართლის ნაწილს, კახეთის ნაწილს, იმერეთისა და გურიის ნაწილს აღიქვავს საქართველოდ და სწორედ ეს მხარეები შეიძლება შერჩეს ოფიციალურ თბილისის კონტროლ ქვეშ. პირობებში როცა თბილისიც კონტროლირებადი იქნება და კონტროლირებადი მოსკოვის მიერ. ეს გინდათ ბატონებო? თუ კი ნება თქვენია, გამოუსვით დანა საქართველოს როგორც სახელმწიფოს და ნუღარც თქვენ წვალობთ და ნუღარც სხვას აწვალებთ. არ გინდათ ეს? არ გინდათ, რომ საქართველომ სახელმწიფოებრიობა დაკარგოს?ფიქრობთ, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს აქვს არსებობის რესურსი და მომავალი? მაშინ არ დაუშვათ ქვეყანაში რუსეთის პოზიციების გაძლიერება და არ დაუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება, რადგან სწორედ ეს იქნება ქვეყნის დასასრულის დასაწყისი. თქვენი არ ვიცი და მე პირადად მჯერა, რომ საქართველო შეიძლება შედგეს როგორც სახელმწიფო, მჯერა რომ ქვეყნის ტერიტორიალური მოწყობის კონფედერაციული მოდელი ტერიტორიული მთლიანობისა და რეალურად მოძმე ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის შერიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების, საერთო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას იძლება და მჯერა რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. მე სახელმწიფო მნიშვნლობის გადაწყვეტილბებს ვერ ვიღებ, ვერც გავლენას ვახდენ საზოგადოებრივ აზრზე და ვერც ქვეყანაზე ფარად გადაფარვას ვახერხებ (მამაზეციერი არ ვარ) და ამდენად მჯერა რა ქვეყნის მომავლის, განსაკუთრებით განვიცდი და მართლა გული მიკვდება, როცა ვხედავ, რომ საკუთარი ხელებით ასამარებთ ქვეყანას, რომელიც არ არის სრულყოფილი, რომელსაც გაუმჯობესება ჭირდება, რომელმაც მე პირადად იმის იქით გზა დამილოცა, მაგრამ ქვეყანას, რომელსაც პირადად ჩემთვის სამშობლო ქვია. იფიქრეთ მოკლედ. თქვენ წყვიტავთ დღეს, საქართველოს ხვალინდელ მომავალს. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif თქვენის ნებართვით ცალკე თემას გავხსნი აქ და ბლოგზე ამ პოსტის მოდიფიცირებული ვერსიით, იქნებ წაიკითხოს ვინმემ და შესაბამისი დასკვნებიც გააკეთოს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tviura Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 ყველაზე საინტერესო თემა მგლები თუ არ იყოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 (edited) ახლა ვუყურებ ამ თემას და ასე ვთქვათ, ვერთობი..სულ სხვა რამე დაწერა ამ ადამიანმა.. სულ სხვა რამეზეა თემა და საინტერესო მომენტი ისაა, რომ ყველას თავისი ეტკინა და ყველამ მაინც თავისაზე დაიწყო ლაპარაკი: სიკნადმომ მმკ/ლიბერასტებზე, ბაბუამ - ალასანიაზე, ასდსმა - რუსეთზე Edited May 7, 2010 by SSDK Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.