Jump to content
Planeta.Ge

ძიძიგურს ნერვებმა უმტყუნა


Recommended Posts

“კონსერვატიული პარტიის” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური წუხანდელი ინციდენტის დროს გასროლის ფაქტს ადასტურებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ძიძიგურმა განაცხადა, გუშინდელი აქციის საპასუხოდ, შს სამინისტრომ და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მასზე თავდასხმა განახორციელეს.

მერობის კანდიდატის ინფორმაციით, მის სახლთან მეზობლებსა და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ქუჩაში გავიდა.

“50 კაცი დამესხა თავს, ძველი ბიჭები, იარაღიანები, “ნაცმოძრაობის” აქტივისტები. მათ ჩემზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს. დავიხიე უკან, ჭიშკრამდე, რის შემდეგაც ამოვიღე იარაღი და რამდენჯერმე ჰაერში გავისროლე”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა და მოუწოდა “ნაციონალურ მოძრაობას”, თავი დაანებონ მის ოჯახს და ოჯახის წევრებს.

“უფლება არავის აქვს, ოჯახში შემომივარდეს. დაანებეთ თავი ასეთ პროვოკაციებს. მსგავსი პროვოკაციების შემთხვევაში, გავიმეორებ იგივეს, უკან არ დავიხევ, დავიცავ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. ეს პირველი შემთხვევა არ იყო. რამდენჯერმე იყო სახლში შემოჭრის მცდელობა მთვრალი “ნაციონალების” მხრიდან, ასევე გარედან მიგინებდნენ ოჯახს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მანვე ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ღამის ორ საათზე მასთან შეუთანხმებლად არ მივიდნენ სახლში და მეორეჯერ აღარ გაუღვიძონ ბავშვები.

ზვიად ძიძიგურის განმარტებით, მას იარაღის ტარების უფლება აქვს და თავდაცვის შემთხვევაში გამოყენებაც შეუძლია.

“ვიცი, რა მდგომარეობაშიც ვარ და იარაღი თან დამაქვს. გუშინ, ინციდენტის დროსაც იარაღი თან მქონდა. არ ვყოფილვარ ნასვამ მდგომარეობაში. გუშინ მთელი დღე პოლიტიკურ საქმიანობაში ვიყავი ჩართული და გიორგობის აღნიშვნაც ვერ მოვასწარი”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა და განმარტა, რომ ჯერ დაკითხვაზე არ დაუბარებიათ.

ამასთან, გუშინდელ ინციდენტზე პროკურატურაში გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 146
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

რომელიმე თქვენგანის ეზოში ღამის ორ საათზე ქალები არიან? ანდა სროლის და ჩხუბის ხმაზე თქვენი მეზობელი ქალები სახლიდან ეზოში გამორბიან თუ პირიქით? D.gif

ამ დროს ქალებს მე ერთ ადგილას ვხედავ ხოლმე ფანჯრიდან - ცირკთან , თან პატრული "იცავს" ( ეს ისე რომ იცოდეთ თვითმხილველისგან)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

ისანში. კერძო სახლი აქვს.

 

თუ მართლა კერძო სახლი აქვს,მაშინ მართალი ყოფილა ზვიადი.

 

და თქვენ რა გგონიათ ნაცებმა არ იცოდნენ ვისი სახლი იყო?

 

პროვოკაცია. მაგრამ მაინც არ უნდა წამოგებულიყო ვანოს ანკესზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მე მახსოვს, რომ პარლამენტის ყველა წევრს , მათ შორის ყოფილსაც აქ იარაღის ტარების ( შენახვის) უფლება

თუ ვცდები გამისწორეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

50 კაცი დამესხა თავს, ძველი ბიჭები, იარაღიანები, “ნაცმოძრაობის” აქტივისტები

გამოშალვავებულა ეს უბედური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

გამოშალვავებულა ეს უბედური

ვა სატურნა გაშალე ფრთები ამ ფორუმზე :mad:

Edited by ra qveyana daangries
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოშალვავებულა ეს უბედური

:mad: :mad: :)) :))

 

 

უბედური არა, ტონი მონტანას გავდა კადრებში.

 

ქართველ ტონი მონტანას :)

 

 

თუ მართლა კერძო სახლი აქვს,მაშინ მართალი ყოფილა ზვიადი.

DATA TUTASXIA

 

2 სართულიანი სახლია, ოღონდ ძიძიგურების მეორე სართულია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვა სატურნა გაშალე ფრთები ამ ფორუმზე

თუ რამის დაწერა გინდა თემასთან დაკავშირებით, დაწერე ბიძიკო თუ არა და მე ფრთებს გავშლი თუ პასიანსს, არაა შენი საქმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ციტატა(akkai @ 7th May 2010 - 01:45 PM)

50 კაცი დამესხა თავს, ძველი ბიჭები, იარაღიანები, “ნაცმოძრაობის” აქტივისტები

გამოშალვავებულა ეს უბედური

თქვენ ისე საუბრობთ ბატონო სატურნ, თითქოს ნაცმოძრაობის აქტივისტებს თუ ზონდერებს, ჯერ არავინ უცემიათ ან პროვოკაცია არ მოუწყიათ.

მითუმეტეს თუ ისინი მის კერძო სახლზე აკრავდნენ პლაკატებს,მაშინ მას სრული უფლება ქონდა არ დაეშვა ეს. მერე იქ რა მოხდა ძალიან ძნელი გასარკვევია.

ისე რაც მე ვნახე, როგორ უვარდებოდნენ ერორები სახლში, ზონდერებისგან რა გასაკვირია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

თქვენ ისე საუბრობთ ბატონო სატურნ

მე იმაზე ვსაუბრობ რომ როცა ვინმეს 50 შეიარაღებული ადამიანი ესხმის თავს, მას გადარჩენის არანაირი შანსი არ აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაშქარ მრავალი, ყმიანი, მორჭმუნე, გამგებიანი

 

ზვიადი ძველი სტილის პოლიტიკოსია. ეს პოლიტიკა უვე კვდება, მაგრამ პატრიოტიზმში დ ადამიანობაში ახლოს ვერ მივლენ ნაცმოც და ახალ გამომცხვარი ბელადები.

 

არ გაისროდა ისე პლაკატის გაკვრის გამო. არ უნდა ამას ასეთი ბავშური მიდგომა.

ჟურნალისტების ასეთი "ოპერატიულობა" კი პროვოკაციას მოწმობს.

რაც შეეხება კანონს. აქვს იარაღის ტარების უფლება? აქვს.

გაისროლა ჰაერში თავის დასაცავად, ან ვთქვათ მოსალოდენლი თავდასხმისაგან ასაცილებლად. გაისროლა.

კანონი გრძალავს თავდაცვას?

არა.

მორჩა კინო.

 

ძუკუ

 

მე იმაზე ვსაუბრობ რომ როცა ვინმეს 50 შეიარაღებული ადამიანი ესხმის თავს, მას გადარჩენის არანაირი შანსი არ აქვს.

 

 

ძალიან ცუდათ გავარჯიშებთ თქვენ ვანო.

ეს ვინ გითხრა შანსი არ აქვსო? :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაისროლა ჰაერში თავის დასაცავად, ან ვთქვათ მოსალოდენლი თავდასხმისაგან ასაცილებლად. გაისროლა.

ეს პუნქტი იწვევს ეჭვს. მას განუცხადებია 50 შეიარაღებული კაცი დამესხა თავსო და ჰაერში გასროლით დააფრთხო ეს 50 კაცი? ზღაპარია. ან მაშინ ტყუის როცა ამბობს 50 კაცი დამესხა ტავსო. თუ ტყუის, რატომ? ე.ი. არაა სუფთად საქმე.

 

ეს ვინ გითხრა შანსი არ აქვსო?

რამდენი იყავით გამსახურდიასთან? და რამდენი კაცი გიტევდათ? 1 თუ 50 -ს მოიგერიებდით, მაშინ ვერ დაამხობდნენ გამსახურდიას :mad:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

. ან მაშინ ტყუის როცა ამბობს 50 კაცი დამესხა ტავსო. თუ ტყუის, რატომ? ე.ი. არაა სუფთად საქმე.

 

32.5 ადამიანი დაესხა თავს. ამით რა იცვლება.

 

ზუსტი ციფრის ცოდნა არ არის აუცილებელი. და ვერც ვერავინ ვერ მოთხოვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

32.5 ადამიანი დაესხა თავს. ამით რა იცვლება.

 

ზუსტი ციფრის ცოდნა არ არის აუცილებელი. და ვერც ვერავინ ვერ მოთხოვს.

საერთოდ როცა ვინმე ამბობს რომ მას 50 შეიარაღებული ადამიანი დაესხა (თუ გინდა 20 იყოს) და უპრობლემოდ გამოვიდა ამ სიტუაციიდან, ასეთი ადამიანი ან დაბადებით მიუნჰაუზენია ან დაბადებით იდიოტი.

თქვენი პრობლემა უკიდურესი არაობიექტურობაა სამწუხაროდ. ამართლებთ ნებისმიერ სისულელეს თუ თვლით რომ ამ სისულელის ავტორი "თქვენიანია". ასე ვერ გაფრინდებით.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

შენ რა დაჭერის ბრძანებებს იძლევი ეს ორი დღეა..

სანამ ამას დაიჭერენ,ჯერ მოუწოდე დასაჭერი ნაცები და პოლიციის მაღალჩინოსნები დაიჭირონ..

 

არავის დაჭერა არ მინდა გიო კარგად იცი მაგრამ ისიც არ მინდა ძიძიგურები, გრეჩიხები, ნოღაიდელ ანზოროვნები ქვეანაში სამოქალაქო დაპირისპირების ასაგორებლად გამოიყენონ და ვაშინგტონს და მოსკოვს ქვეყნის დეზინტეგრაციის მეორე ეტაპის განხორციელების საშუალება მიეცეს... რომ იყენებენ მაგ ფსევდო ოპოზიციას ეს ხო ცალსახაა და კამათს არ საჭიროებს .. მართავენ მაგ იდიოტებს, ზოგს პირდაპირ ზოგს ირიბად მაგრამ მართავენ და ისიც ისე, როგორც დაინტერესებულ ძალებს აწყობთ.

 

გამორიცხულია მაგ ფსევდო ოპოზციამ რაიმე გააკეთოს, რადგან თავიდან ბოლომდე პოლიტიკისთვის არაადეკვატური ადამიანები არიან და ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. პლუს ამას ნაღდად არ მჯერა რა მაგ ძიძი კონსერვების მეამიტობისა და უცოდველობის ისევე როგორც დანარჩენი ვითომ ოპოზიციის...

 

სააკაშვილის გადადგომაა ერთადერთი სწორი გზა დღეს და ეგ გადადგომის გადაწყვეტილებაც სააკაშვილმა თავად უნდა მიიღოს.. იძულებით ამის გაკეთებას ვერ მოახერხებს საზოგადოება.. თუ მიშა გადადგა და ალასანია მოვიდა შეიძლება ითქვას რომ სულ ცოტა უახლოეს მომავალში ქვეყნის დეზინტეგრაცია არ გაგრძელდება და ეს დრო უნდა გამოიყენოს ქვეყანამ ადეკვატურად ..

 

ძიძიკოები, გრეჩიხები, ნოღაიდელ ანზოროვნები და დანარჩენი არაადეკვატურები წარსულია და დღეს ქართულ პოლიტიკაში წესით არაფერი უნდა ესაქმებოდეთ მაგრამ ....

 

რავიცი მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთთვევაში, თორე ღმერთმა დამიფაროს ვინმეს დაჭერა მინდოდეს, მით უმეტეს უდანაშაულო ადამიანის ..

 

 

ra qveyana daangries

ჯერ გაიგე რაშია საქმე და მერე იყვირე დაიჭირეთო

დამიჯერე საქართველოს მოსახლეობის 99%-ზე უკეთესად ვიცი რაშია საქმე და ჯობია შენ გაერკვე ვის ესაუბრები ვიდრე რამეს მეტყოდე ან დაწერდე ..

 

kisa

asds

არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მე მახსოვს, რომ პარლამენტის ყველა წევრს , მათ შორის ყოფილსაც აქ იარაღის ტარების ( შენახვის) უფლება

თუ ვცდები გამისწორეთ

მე არსად მითქვავს რომ იარაღის ტარების უფება არ აქვს ან არარეგისტრირებულ იარაღს იანახავს, მაგრამ თუ თავს ვერ თოკავს და საბრძოლო იარაღის მჭიდს ცლის ვიღაც აგიტატორების თითქოს დასაშოშმინებლად მაშინ იარაღის ტარების უფლება უნდა ჩამოართვან... შენახვის უფლება ქონდეს ბატონო და თუ სახლში შეუვარდა ვინმე თავიც დაიცვას და ოჯახის წევრებიც, მაგრამ ქუჩაში უმისამართო სროლა თავდაცვას ნამდვილად არ ნიშნავს.. უფრო საკუთარი თავის კონტროლი დაკარგა ... მიტინგზეც რომ დაკარგოს თავის კონტროლი?

 

მოვხვედრილვარ სიტუაციებში სადაც რკინები ქონდა ხალხს ყოველი შემთხვევისთვის და ერთი გასროლა როგორც წესი საკმარისი იყო ხოლმე "კონტროლიდან" გამოსული ვითარების დასამშვიდებლად.. არავინ 4-5 და 10 ტყვიას არსად უაზროდ არ ისვრის..

 

მოკლედ არ აყვეთ მაგ ფსევდო ოპოზიციას თორე უარეს უბედურებას გადაყრიან ქვეყანას ..

 

-------------

 

ინტერნეტი მაქვს კრემლის ტირილი ასე რომა მე მაპატიეთ ხან თქვენთან რომ ვარ და ხანაც ხანაც არა :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...