Jump to content
Planeta.Ge

ძიძიგურს ნერვებმა უმტყუნა


Recommended Posts

kisa

მართლა ვერ აგიხსნი ეხლა მაგ ტექნოლიგიას ფორუმზე.

 

თუ როდისმე სადმე პირადად გნახავთ ,სიამოვნებით აგიხსნი

უბრალოდ ზალიან ბევრია დასაწერი და წერა მეზარება :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 146
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

akkai

:))

 

ეხლა რა მაინტერესებს

პლაკატების გაკვრას ფასადებზე და ბოძებზე, არეგულირებს რაიმე დადგენილება?

 

პრინციპში როდესაც მერია ხარჯავს ჩვენ სახსრებს ქალაქის მოვლაზე - ნორმალურია კედლების "აჭრელება" და "დანაგვიანება" ამ პლაკატებით?

ნაგვის დაყრა თუ ისჯება შტრაფით ეს არ უნდა იყოს გათვალისწინებული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

პლაკატების გაკვრას ფასადებზე და ბოძებზე, არეგულირებს რაიმე დადგენილება?

არეგულირებს..

წინასაარჩევნოდ, მხოლოდ და მხოლოდ ამ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს აქვთ უფლება "დაანაგვიანონ" ინტერიერი, თავზე იმ ვალდებულების აღებით, რომ არჩევნების შემდეგ, თვითონვე ჩამოხსნიან, ანუ ”გაასუფთავებენ” ინტერიერს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხო იქნებ დაწეროთ კარგად რისთვის და რატომ ისროლა ძიძიგურმა?

 

მის სახლში შეიჭრნენ და იქ უნდოდათ პლაკატის გაკვრა?

 

თუ ქუჩაში ვიღაცა რაღაცას აკრავდა და ამიტომ ისროლა? თუ კი მაშინ დაიჭირეთ სულ ცოტა ხულიგნობისთვის და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვით..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუშინ ხო მშვიდობიანად ჩაიარა საღამოს აქციებმა? ჯერ არ გადამიხედია საინფორმაციოებისთვის ..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

ოფიციალურად ეს ინფო ვრცელდება

მადლობა :mad:

 

==============================

 

ტელევიზიებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, წუხელ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ძიძიგურის სახლთან საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც ინციდენტი მოხდა. “ნაციონალების” აქტივისტების მტკიცებით, ძიძიგურმა 4-5 –ჯერ ისროლა და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

თუ ეს სიმართლეა ტიპი სულ ცოტა ადეკვატურობას კარგავს და არ აქვს მნიშვნელობა პატიოსანი ადამიანია არის თუ არა. კანონი კანონია და ფაქტია ტყვია ბრმაა ტო და ასე რომ ისროლოს ყველამ ვისაც იარაღის ტარების უფლება აქვს შორს წავა საზოგადოება... ვინმე რომ მოეკლა?

 

არ არის ძიძიგურის ნაირი მოკლე ჭკუის ხალხის ადგილი პოლიტიკა და არც მაგ ტიპის წესიერების მჯერა მამენტ.. ეგეც ისეთივე სუბიექტია კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის როგორც გრეჩიხა და სხვები ..

 

ზვიად ძიძიგურის სახლთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს,

 

ეს კი ბატონო მაგრამ იარაღის ტარების უფლება ჩამოართვით ვიდრე მიტინგზე დაიწყო სროლა..

 

წადი ძიძიკო სამტრედიაში თუ იმის იქით და ყანის დამუშავება დაიწყე. არ არის პოლიტიკა შენი საქმე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

დადგენილება კი არა კანონი არეგულირებს. :mad:

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსი.

 

მუხლი 75. სააგიტაციო მასალა

 

1. საოლქო საარჩევნო კომისიები შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად კენჭისყრამდე არა უგვიანეს 15 დღისა უზრუნველყოფენ საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას. პარტიული სიების, საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა სიების, კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემებისა და საარჩევნო პროგრამების გავრცელება სავალდებულოა. ამ მასალის წარდგენისათვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში დაიბეჭდება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებული ოფიციალური მონაცემები.

 

2. საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას.

 

3. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.

 

4. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე. სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის საკრებულოებმა შეიძლება აკრძალონ საარჩევნო პლაკატების გაკვრა ცალკეულ შენობებზე მხოლოდ არქიტექტურისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთ შენობათა ჩამონათვალი ქვეყნდება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50 დღისა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან გამოყონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული.

 

5. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები და ინფორმაცია მისი ტირაჟისა და გამოშვების თარიღის შესახებ. იკრძალება ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე.

 

6. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები უნდა წარედგინოს იმ საარჩევნო კომისიას, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია.

 

7. არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

თქვენენ ალბათ ეს პუნქტები გაინტერესებდათ, რაც გავამუქე.

 

აგერაა საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"

 

http://www.parliament.ge/index.php?lang_id...&kan_id=256 (გადმოწერა არ გინდათ. ცოტა ქვემოთ ჩამოსწიეათ და მანდვე წერია სრული ვერსია.)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.

ძიძიგური არ ვიცი სად ცხოვრობს, თუ მაგის საკუთარი სახლია, ხომ შეიძლება არ იყოს თანახმა გააკრან მისი სახლის კედლებზე ან ღობეზე?

სზვა თუ არაფერი ფასადის გაწმენდა და გაახლება ხომ რარაც ტანხებთან არის დაკავშირებული

 

ამიტომ ხომ არ აკრავენ ან პლაკატებს ღამე, რომ მფლობელებმა ვერ დაინახონ - რამე პატრულიურებას ხომ არ დაიწყებს მოსახლეობა

 

არ მინდა ჩემი სხლის ფასადი დაამახინჯონ - და მორჩა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

თუ ქუჩაში ვიღაცა რაღაცას აკრავდა და ამიტომ ისროლა? თუ კი მაშინ დაიჭირეთ სულ ცოტა ხულიგნობისთვის და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვით..

შენ რა დაჭერის ბრძანებებს იძლევი ეს ორი დღეა.. :mad: :mad:

სანამ ამას დაიჭერენ,ჯერ მოუწოდე დასაჭერი ნაცები და პოლიციის მაღალჩინოსნები დაიჭირონ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგათმაც მამენტ რა ქნან, პროდუსერებმა დაურეკეს და ძიძიგურის დაწერა დაავალეს

 

აი ეს მიდგომა არ მესმის

არც მე. ალბათ მხოლოდ იმ შემთვევაში გავუგებდი, თუ კლავენ და მეტი გზა არ აქვს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძიძიგური არ ვიცი სად ცხოვრობს, თუ მაგის საკუთარი სახლია,

kisa

 

ისანში. კერძო სახლი აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამდვილად წესიერი, ზრდილობიანი, პატიოსანი და ვაჟკაცი ადამიანია, უაღრესად მორწმუნე და ოჯახისმოყვარული

ლაშქარ მრავალი, ყმიანი, მორჭმუნე, გამგებიანი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

საერთოდ ღამე ვინც აკრავს იმიტომ აკრავს, რომ სხვისი პლაკატი ჩამოხიოს და მის ადგილას თავისი გააკრას ან ზევიდან გადააკრას.

და შენ რო იცოდე ნანა საკუთარ სახლზე უფრო შეიძლება გააკრა, ვიდრე კორპუსზე, რადგან საკუთარ სახლს სავარაუდოდ ერთი მეპატრონე ყავს და კიდევ არის მისგან ნებართვა მიიღო; კორპუსში კი რამდენი ოჯახიც ცხოვრობს სათითაოდ ყველასგან ხო ვერ მიიღებ ნებართვას? ყველა ერთი სუბიექტის მხარდამჭერი ხო არ იქნება? დაჟე მარტო ერთი რო იყოს წინააღმდეგი მაინც არ გაქ გაკვრის უფლება, ის სადარბაზო მასაც ისევე ეკუთვნის როგორც დანარჩენ 17-ს, 26-ს თუ რამდენიც იქნება.

ასე რომ მაგის უფლება არავისა აქ. ეგ ნაღდად ვიცი. :mad:

მარა არა მგონია მაგაზე ეჩხუბა ზვიადს. სხვა რაღაცაში იქნება საქმე...ან ის ქალები ვინ იყვნენ საერთოდ, ღამის 2 საათზე თვითმხილველს, თანაც ქალს და თანაც რამდენიმეს რა უნდა, რესტორანია?

რომელიმე თქვენგანის ეზოში ღამის ორ საათზე ქალები არიან? ანდა სროლის და ჩხუბის ხმაზე თქვენი მეზობელი ქალები სახლიდან ეზოში გამორბიან თუ პირიქით? :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ეს კი ბატონო მაგრამ იარაღის ტარების უფლება ჩამოართვით ვიდრე მიტინგზე დაიწყო სროლა..

 

წადი ძიძიკო სამტრედიაში თუ იმის იქით და ყანის დამუშავება დაიწყე. არ არის პოლიტიკა შენი საქმე!

ჯერ გაიგე რაშია საქმე და მერე იყვირე დაიჭირეთო :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...