Jump to content
Planeta.Ge

ძიძიგურს ნერვებმა უმტყუნა


Recommended Posts

“ეროვნული საბჭოს” თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური მის სახლთან მომხდარ წუხანდელ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას 13:00 საათისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თავად ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.

მანამდე კი, მომხდარზე კომენტარის გაკეთებისგან ზვიად ძიძიგურმა თავი შეიკავა.

ტელევიზიებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, წუხელ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ძიძიგურის სახლთან საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც ინციდენტი მოხდა. “ნაციონალების” აქტივისტების მტკიცებით, ძიძიგურმა 4-5 –ჯერ ისროლა და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“თავდაპირველად ორი პირი გამოვიდა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ყვირილზე ძიძიგურიც გამოვიდა, რომელმაც ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა. 4-5-ჯერ გაისროლა კიდეც”,- ამბობენ ისინი.

ამასთან, “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტები ძიძიგურის სახლში არიან შესულები, ძიძიგურს აცვია ხალათი და აღშფოთებული მოუწოდებს ჟურნალისტებს, დატოვონ მისი სახლი.

“ნაციონალები და თქვენ ნუ მივარდებით სახლში, სახლში ბავშვები მყავს, გადით აქედან”,-მოუწოდებს კატეგორიული ტონით ჟურნალისტებს ძიძიგური.

არსებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 146
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

მეც ვნახე ეს კადრები იმედზე. ძიძი იძახდა ღამის ორი საათია და სახლში ხუთი ბავშვი მყავს და ნაციონალებივით სახლში ნუ მივარდებითო. შეშლილი სახე ქონდა.

მანამდე რა მოხდა გაუგებარია. სროლას ნამდვილად ქონდა ადგილი, რასაც მეზობლებიც ადასტურებდნენ.

ორი ვარიანტია, ან ხელისუფლებამ მორიგი პროვოკაცია მოწყო, ან კი ძიძიმ გაუბერა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანამდე რა მოხდა გაუგებარია. სროლას ნამდვილად ქონდა ადგილი, რასაც მეზობლებიც ადასტურებდნენ.

ძუკუ

 

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ძიძიგურმა ისროლა..

 

თუმცა მისი რეაქცია ჟურნალისტების მიმართ მარტივად რომ ვთქვათ უტაქტო იყო. არ იმოქმედებს ეს მის საარჩევნო( რომელიც ისედაც ძალიან დაბალია) რეიტინგზე კარგად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ ოპოზიციის ნაწილი თავად უშვებს შეცდომებს.

გუშინ ხაინდრავას პროვაოკაციული და უტაქტო განცხადება " ჩაჯმულ თბილისელებზე" , წუხელ კი ძიძიგურის ინციდენტი.

 

ჯერჯერობით წინასაარჩევნოთ სერიოზული ლაფსუსი ალასანიას, ქდმ-ს და უგულავას არ დაუშვია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგით რა მართლა რა...

შეიძლება ცუდი პოლიტიკოსი იყოს, მაგრამ ნამდვილად წესიერი, ზრდილობიანი, პატიოსანი და ვაჟკაცი ადამიანია, უაღრესად მორწმუნე და ოჯახისმოყვარული. ნუ რად უნდა ფიქრი რომ პროვოკატორები მიუგზავნეს...ისე ამ ჟურნალისტებს ბოლომდე შიგა აქვთ, ხო??? ღამის ორ საათზე ოჯახში მისვლა რომ უზრდელობაა არ იციან? თუ ხუთი შვილი რო ყავს და ბავშვები ითრგუნებიან ეგ არ ესმით?

თუმცა ამათ რა უნდა ესმოდეთ, ეგენი არ არიან მკვდარი ჯერ გაციებული რო არაა და გარდაცვლილის დედას, ცოლს, დას თუ შვილს რო მიკროფონებს თხრიან თვალში და იდიოტურ კითხვებს უსვამენ ხოლმე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემ სახლთან რომ ვინმემ ისროლოს და მერე რამე ჟურანალისტები მომადგნენ უცნაური კითხვებით - არ მაქ უფლება აღვშფოთდე?

 

ეს სახლში დადგომა რა წესია საერთოდ?

იქნებ არ მინდა არაფრის თქმა, ან დაუვარცხნელი ვარ და ღამის პიჟამა მაცვია ( რაც არ არის გასაკვირვი ღამის 2 საათზე)

ან იმ დლოცვილებს რაღა ღამე აუტყდათ იმ პლაკატების გაკვრა პარტიზანები არიან ?:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

პლაკატებს რომ აკრავდნენ, ჟურნალისტები თან დაჰყვებოდნენ?

რატომ თან?

შორიახლოს, შემთხვევით რეპორტაჟს აკეთებდნენ ღამის ორ საათზე მახლობელ ტერიტორიაზე და.. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კადრები არ მინახავს - იცით რა მაინტერესებს?

სროლაზე და ჩხუბზე პოლიცია უნდა მოვიდეს თუ ჟურნალისტები?

იყო იქ პოლიცია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძიძიგურს როგორც პოლიტიკოსს ვერ შევაფასებ, მაგრამ როგორ ადამიანი ძალიან მომწონს და მიყვარს. ეგეთი ვაჟკაცობა ბევრმა დაიკვეხნოს მლიქვნელ ნაციონალებში, ყველაფერში და ყველაფრით მიშას რომ ბაძავენ. მე წეღან წავიკითხე დავითაშვილის კომენტარი - წერს, რომ წინა არჩევნებში ნაციონალების აქტივისტებმა მის ფანჯრებს ქვები დაუშინეს, მითხარით ეხლა 5 პატარა ბავშვი რომ გყავს სახლში რა უნდა ქნა ამ დროს? აღმაშფოთებელია ეს ყველაფერი და ჩვენი უმაქნისი საზოგადოება ალბათ ევროპასავით მორიგ შეშფოთებას გამოთქვამს და პირში წყალს ჩაიგუბებს. ფუჰ, გული მერევა უკვე ამ ყველაფერზე. არც ვაპირებდი და ამის მერე ხომ მგონი საერთოდ არანაირ არჩევნებზე აღარ წავალ!!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

არც ვაპირებდი და ამის მერე ხომ მგონი საერთოდ არანაირ არჩევნებზე აღარ წავალ!!!

+1 ხმა გიგიჩოს :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ძიძიგურმა ისროლა..

ნამდვილად, მე დავწერე რომ მეზობლები სროლებს ადასტურებენ და არა იმას რომ ძიძიმ ისროლა.

kisa

ან იმ დლოცვილებს რაღა ღამე აუტყდათ იმ პლაკატების გაკვრა პარტიზანები არიან ?

მაგას ყველა ღამე აკეთებს. თან თავისას გააკრავენ, თან სხვებისას ჩამოხევენ.

შეიძლება ცუდი პოლიტიკოსი იყოს, მაგრამ ნამდვილად წესიერი, ზრდილობიანი, პატიოსანი და ვაჟკაცი ადამიანია, უაღრესად მორწმუნე და ოჯახისმოყვარული.

ეგ ნამდვილად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

მაინც ფარსია ეს ყველაფერი, პირველად მაშინ დავკარგე ინტერესი მიშას ერთპიროვნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე სიხარულიძეს რომ მივეცი ხმა და იმან კიდე სააკაშვილს რომ გადაულოცა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

მაინც ფარსია ეს ყველაფერი, პირველად მაშინ დავკარგე ინტერესი მიშას ერთპიროვნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე სიხარულიძეს რომ მივეცი ხმა და იმან კიდე სააკაშვილს რომ გადაულოცა.

არ გეთანხმები ფარსში, მაგრამ რა არის და როგორ ეგ სხვა საქმეა..

ეს მაინც არ ცვლის ამას:

+1 ხმა გიგიჩოს :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...