shamili Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 (edited) ამ თემის გახსნა გადამაწყვეტინა იმ გარემოებამ რომ საკამრისია გავხსნა თემა ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის განახლებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ფორუმელი ამ ფორუმში იწყებს ცილისწამებას ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერის ირაკლი წერეთლისადმი, თითქიოს ის მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში. ვინც ამ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ან კრემლის დავალებას ასრულებს ეროვნული ძალებისთვის სახელის გასატეხად ან პიროვნული შუღლი ამოძრავებს, ან უბრალოდ არაა ინფორმირებული და ძალაუნებურად უდიდეს ცილს სწამებს წერეთელს. ირაკლი წერეთელი დეკემბრის პირველ რიცხვებში წავიდა სვანეთში და იანვრის შუა რიოცხვებში ჩამოვიდა თბილისში და ერთ ერთი იმ ადამიანთაგანია ვინც ყველაზე მეტად განიცდის რაც მაშინ მოხდა თბილისში ( შეგიძლიათ გადაამოწმოთ ). ირაკლი წერეთელი აცნობიერებს მის მიერ დაშვებულ შეცდომებსა და ზვიად გამსახურდიას მნიშვნელობასა და მისსიას ქართველი ერისა და მთელი კაცობრიობის წინაშე და მისთვის შეიარაღებულ გადატრიალებაში მონაწილეობის დაბრალება უდიდესი ცილისწამებაა. ეს ლექსები იხილეთ : ზვიად გამსახურდიას ნუთუ შობის წინ განცხადდა აქტიშენი დაღუპვის შენი სიკვდილის,შენ სამშობლოში გახდი დევნილიიყო ცრემლები, სისხლი, ტირილი. შენი დამხობა ბევრის ბრალია,შენი სიკვდილი კი ნუ ჰქნას ღმერთმა,ქვეშევრდომთაგან ბევრმა გაგყიდა, შენი სიკვდილი კი ნუ ჰქნას ღმერთმა. ლეგიტიმური ერის ლიდერი,დამარცხდი მწარედ, მე გული მტკივა,იავარქმნილი დაგვრჩა სამშობლო,დღეს ჩვენს მამულში ძალიან ცივა. სულებში მძაფრი ქარები ჰქრიან,ყინვა შეუდგა მრავალ შენობას,ქართველი ერის დიდი ნაწილიმძიმედ განიცდის დღეს უშენობას. არ ვიცი სად ხარ, ფერად სიზმარშირაღაცნაირად მე გუშინ გნახე,თვალწინ დამიდგა ვით ბრწყინვალებაძველი დიდება და შენი სახე. მე გულით მინდა იყო ცოცხალი, სიკვდილის ფრჩხილიც არ მოგეკაროს,რადგან გიუვარდა შენ საქართველოერისმთავარო, პრინცო და ბავშვო. მე გუშინდელი ტკბილი ზმანების რომანტიული ნათება მომდევს,შორიდან მესმის მთების გოდება,ხევში მძვინვარე მდინარე მოსჩქებს. და მატრიალებს ახლა იმედიერის ხსნისა და გადარჩენისა,ქართველი ერის ფეხზე დადგომის,უბოროტეს მტრის დამარცხებისა. შევსთხოვ ღმერთს ქვეყნად დარჩე ცოცხალი,მიწიდან წასვლას შენ ნუ იჩქარებ,რამეთუ ყველა ნაღდი ქართველი,დიადი ძლევის შევხვდეთ სინათლეს! ირაკლი წერეთელი ( დაწერილია ზვად გამსახურდიას სიცოცხლეში, მისი დევნილობის ჟამს ) ზვიად გამსახურდიას ღმერთია მოწმე რომ არ მინდოდა შენ სიკვდილის ცხადში ახდენადა შენს მაგიერ ედვარდ ცბიერიიყო ქართველი ერის წარხდენა. ძმათამკვლელ ომის ულმობელობითკვლავ შედგა მშობელ ქვეყნის გაცემაშენი ცვლილება ედვარდ ცბიერით ქართველი ერის იყო დაცემა. არ გვეყო სიბრძნე და სიყვარული,ჟამი ვერაგი და მუხანათი,ედვარდ ცბიერის შენს შემდგომ მოსვლა ქართველი ერის იყო ღალატი. ირაკლი წერეთელი ( დაწერილია ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ ) აქ ვიღაც ვიღაცეები რომ ცდილობენ წერეთელს გადატრიალებაში მონაწილეობა დააბრალონ, ეგრე არ არის. ძნელად ნახავთ საქართველოში ადამიანს მასავით რომ ტკიოდეს ის რაც მოხდა საქართველოში ოთხმოცდაათიან წლებში და ის რა შედეგებიც გამოიღო იმ მოვლენებმა. მრავალი ჯერ შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის, ბოლოს ნოღაიდელ, ბურჯანაძის და საბოლოოდ კრემლის ხვრელში შემძვრალი პოლიტიკანისგან განსხვავებით ის თავად ცდილობს საკუთარი შეცდომის გამოსწორებას. მიუხედავად კრემლის მიერ მართული ძალების და მათ ფეხისხმას ნებსით თუ უნებლიეთ აყოლილთა უამრავი ცილისწამებისა ეროვნული ძალების მოსვლას და განახლებული ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას და აგუგუნებას წინ ვერაფერი აღუდგება. ,, მაინც წინ მივალ მაინცა არ მეშინია შარისა '' Edited May 3, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 shamili შამილ, ირალის აქვს დამსახურებაც და შტერობებიც გაკეთებული.ორივე რაკურსიდან ვერა?საკრიტიკოა , ვაკრიტიკებ. არ ვაგინებ ,არამედ ვთვლი რომ შეცდომები სერიოზული დაუშვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 ის თავად ცდილობს საკუთარი შეცდომის გამოსწორებას.Ошибки надо не признавать, их надо смывать. Кровью! © კავკასიელი ტყვე ქალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 ამ თემის გახსნა გადამაწყვეტინა იმ გარემოებამ რომ საკამრისია გავხსნა თემა ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოზრაობის განახლებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ფორუმელი ამ ფორუმში იწყებს ცილისწამებას ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერის ირაკლი წერეთლისადმი, თითქიოს ის მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში. ვინც ამ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ან კრემლის დავალებას ასრულებს ეროვნული ძალებისთვის სახელის გასატეხად ან პიროვნული შუღლი ამოძრავებს, ან უბრალოდ არაა ინფორმირებული და ძალაუნებურად უდიდეს ცილს სწამებს ამ წერეთელს. ირაკლი წერეთელი დეკემბრის პირველ რიცხვებში წავიდა სვანეთში და იანვრის შუა რიოცხვებში ჩამოვიდა თბილისში და ერთ ერთი იმ ადამიანთაგანია ვინც ყველაზე მეტად განიცდის რაც მაშინ მოხდა თბილისში ( შეგიძლიათ გადაამოწმოთ ). ირაკლი წერეთელი აცნობიერებს მის მიერ დაშვებულ შეცდომებსა და ზვიად გამსახურდიას მნიშვნელობასა და მისსიას ქართველი ერისა და მთელი კაცობრიობის წინაშე და მისთვის შეიარაღებულ გადატრიალებაში მონაწილეობის დაბრალება უდიდესი ცილისწამებაა. შემიზლია პირადათ დავადასტურო რომ 1993 წელს ირაკლი წერეთელი იყო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან და შერიგებაც მოხდა. მაგრამ.უნდა მორჩეს ის პოლიტიკა რასაც ეგ პოლიტიკის ბერები ეწევიან (ხო ძიზიგურიც მყავს მხედველობაში და ვაბშე ყველა ეს მოჯირითეები). "დოვნანა" პოლიტიკით არ შეიცვლება მოქალაქეთა კავშირი, რომელიც ტრანსფორმირებული იქნა ნაცებში და ეხლა ფორმირდება ალიანსებში. ბოლო-ბოლო ისწავლეთ რა ხალხო პოლიტიკიდან წასვლა. ეგ რა მცენარეა (პოლიტიკოსი) ამის დედავატირე მე რომ პასტაიანად ერთი და იგივე ადგილზე ამოდი რა. shamili შამილ, ირალის აქვს დამსახურებაც და შტერობებიც გაკეთებული.ორივე რაკურსიდან ვერა?საკრიტიკოა , ვაკრიტიკებ. არ ვაგინებ ,არამედ ვთვლი რომ შეცდომები სერიოზული დაუშვა. ისე რა რა და თქვენი საკრიტიკებელი ნაღდათ არ არის.ნაციონალებს რომ უჭერთ მხარს ესეც შეცდომათ უნდა აღვიქვათ მომავალში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 კარგით რა ბატონო შამილ, იმ ვიდეომ არაფერი არ გითხრათ. მეც საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი ტელევიზიასთან ირაკლი წერეთელის განცხადება, მოდით უზენაესი საბჭოს შენობისკენ დავიძრათ, ოღონდ ჩვენ წინ წავიდეთო და გვარდია უკან გამოგვყვესო.ეხლა მართლა დენთის სუნი რომ დატრიალდა, სვანეთში გაიქცა, თუ ბუჩქებში დაიმალა ნაკლებად საინტერესოა. მასე კაკო ასათიანმა ქობულეთში ამოყო თავი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 babuagiorgi ნაციონალებს რომ უჭერთ მხარს ესეც შეცდომათ უნდა აღვიქვათ მომავალში?ნამეტანია უკვე ირაკლი წერეთლის მიერ არჩეულმა "ეროვნული დაუმორჩილებლობის" გზამ ჩიხში შეიყვანა ქართული ოპოზიციური აზრი. მე არც კომკავშირის წევრი ვყოფილვარ და არც კომუნისტურ პარტიის ბილეთი მდებია.უამრავი ადამიანი მიცნობს და თავს არ გავიმართლებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 (edited) shamili შამილ, ირალის აქვს დამსახურებაც და შტერობებიც გაკეთებული.ორივე რაკურსიდან ვერა?საკრიტიკოა , ვაკრიტიკებ. არ ვაგინებ ,არამედ ვთვლი რომ შეცდომები სერიოზული დაუშვა. მე კრიტიკას არ ვგულისხმობ, კრიტიკის უფლება ყველას აქვს. მე ცილისწამებას ვგულისხმობ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის შესახებ. ბოდიში მაგრამ კომკავშირის წევრი ვინ იყო და პარტიის ბილეთი ვის ედო ? Edited May 3, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 ბოლო-ბოლო ისწავლეთ რა ხალხო პოლიტიკიდან წასვლა. ეგ რა მცენარეა (პოლიტიკოსი) ამის დედავატირე მე რომ პასტაიანად ერთი და იგივე ადგილზე ამოდი რა. babuagiorgi როდესაც ხედავთ რომ საქართველოს უდიდესი ტერიტორია ოკუპირებულია, როგორია მაგ დროს მოვლენების შორიდან დაკვირვება ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 babuagiorgi ნამეტანია უკვე ირაკლი წერეთლის მიერ არჩეულმა "ეროვნული დაუმორჩილებლობის" გზამ ჩიხში შეიყვანა ქართული ოპოზიციური აზრი. მე არც კომკავშირის წევრი ვყოფილვარ და არც კომუნისტურ პარტიის ბილეთი მდებია.უამრავი ადამიანი მიცნობს და თავს არ გავიმართლებ ხო და რა განსხვავება, როდესაც ადრე იმ ხალხს უჭერდი მხარს ვინც სამხედრო გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა, მერე ის მონადირეთა კავშირი რომ იყო, რომელის პირდაპირი შთამოვალია მიშა ალსნაი, ჟვანია, ბურჯანაძე და სხვანი? პრინციპში რა გამოდის და ვის უჭერ მხარს? ნაცებს. "ეხლა სერიოჟა გარაჯში თუ დაიბადაო რა ავტობუსიაო"სერიოჟა არა, მაგრამ პოლიტიკოსი რომ "გარაჟში" დაიბადება ავტობუსი იქნება ასიანი და ორთქლის გამოშვებას არ მოეშვება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 shamili განახლებული ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას და აგუგუნებას წინ ვერაფერი აღუდგება.სოლიდარობას გიცხადებ. დროულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 ისე გაგანია დაპირისპირების დროს კაცი სვანეთში რომ აახვევს ეს კარგ პონტში უნდა ჩAუთვალო ადამიანს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 shamili რამდენიმე ფორუმელი ამ ფორუმში იწყებს ცილისწამებას ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერის ირაკლი წერეთლისადმი, თითქიოს ის მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში. ვინც ამ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ან კრემლის დავალებას ასრულებს მე რამდენჯერმე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება სწორედ ამ თემაზე, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და ამ სიტყვებს ჩემს გასაგონადაც აღვიქვამ. ამიტომ ერთს კიდევ ვიტყვი, თქვენის ნებართვით: ეს წუთია მომივიდა ახალი დირექტივები კრემლიდან და რომ არ დავემორჩილო გამორიცხულია!!! მათ გასაგონად, ვინც პირადად არ მოსწრებია იმ წლებს და ცოცხალი თავით არ უნდა მოუსმინოს და გაიგოს ცოცხალი მოწმეებისგან: ირაკლი წერეთელი იყო პირველი, რომელმაც 1991 წელს რუსთაველის პროსპექტზე მიიტანა და დაყარა ჟანგიანი საკანალიზაციო მილები და სამშენებლო ნაგავი, რითიც გადაკეტა გამზირი და იქ აღმართა პირველი "ბარიკადები", ეს უკვე არის "სამხედრო დანიშნულების ნაგებობა". ძალიან კარგად მახსოვს, 1989 წლის 8 აპრილს, როდესაც რუსთაველზე გამოჩნდა პირვეი რუსული ჯავშანტექნიკა, მომიტინგეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მოეტანათ ბეტონის კონსტრუქციები და თავდაცვის მიზნით შემოეფარგლათ მიტინგის მიმდებარე ტერიტორია. მოიტანეს კიდეც, მაგრამ გამოჩნდა ვიღაც ღვტისნიერი და გონიერი და კატეგორიულად შეეწინააღმდეგა ამ აქციას, იმიტომ, რომ ეს უკვე ფაქტიურად სამხედრო შეირაღებულ დაპირისპირებას ნიშნავსო, ანუ თავდაცვითი "ბარიკადი" უკვე აღარააარც პოლიტიკური და არც მშვიდობიანი. გარდა მაგ ნაგვისა, ძალიან ბევრს გადასარევად ახსოვს, ბატონი წერეთლის აქტიურობა და სრული მხარდაჭერა ტელევიზიასთან და თბილისის ზღვაზე გამაგრებულ კიტოვანის გვარდიასთან. მეტი მონაწილეობა რას უნდა ნიშნავდეს, მართლა მაინტერესებს? ავტომატის სროლის გაგებაში რომ არ იქნებოდა, მაგაში ეჭვი არ მეპარება. კრემლის დირექტივები დამთავრებულია ამ ეტაპზე, ახლების მიღებისთანავე გაგაცნობთ დაუყოვნებლივ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 ირაკლი წერეთელი იყო პირველი, რომელმაც 1991 წელს რუსთაველის პროსპექტზე მიიტანა და დაყარა ჟანგიანი საკანალიზაციო მილები და სამშენებლო ნაგავი, რითიც გადაკეტა გამზირი და იქ აღმართა პირველი "ბარიკადები"შე კაცო რაც შარშან ოპოზიციამ ჯართით ქუჩები ჩახერგა... რუსთაველი, ტელევიზიასთან და კიდევ სხვებიც, მაშინ შენი ლოგიკის მიხედვით შარშანდელი ტაშ-ფანდურის შემოქმედნი რანი გამოდიან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 Achiko1972 ბატონი წერეთლის აქტიურობა და სრული მხარდაჭერა ტელევიზიასთან და თბილისის ზღვაზე გამაგრებულ კიტოვანის გვარდიასთან. ტელევიზიასთან კი, მაგრამ ზღვაზე მე ნათაძის აქტიურობა მახსოვს. ისე, რაღა დროს ამათი ხსენებაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 shamili ირაკლი წერეთელი ( დაწერილია ზვად გამსახურდიას სიცოცხლეში, მისი დევნილობის ჟამს )ნუთუ შობის წინ განცხადდა აქტიშენი დაღუპვის შენი სიკვდილის, ვერ გავიგე - სიკვდილამდე დაუწერა თუ სიკვდილის მერე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.