Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბათუმელ დევნილებს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცათ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_328531-150x150.jpgდევნილი მოსახლეობისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება

 

 

ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე ესტრუმრნენ და რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერეს.

 

 

ბათუმში, ხახულის ქ. #5-ში ყოფილი ტექნიკური სკოლის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 20 ოჯახი ცხოვრობს. ისინი სრულად რეაბილიტირებულ ბინებში კერძო სექტორიდან და სასტუმროებიდან გადაიყვანეს.

 

 

როგორც დევნილები აცხადებენ, ამჯერად მხოლოდ ერთადერთის მოლოდინში არიან აღნიშნული ბინები მათი საკუთრება გახდეს.

 

 

“სანამ აქ გადმოვიდოდით, საშინელ პირობებში ვცხოვრობდით. ხუთი სული ერთ ოთახში ვიყავით და არანაირი პირობები არ გვქონდა. ვინც აქ შემოგვასახლა მადლობის მეტი რა გვეთქმის. სამ ოთახიანი გარემონტებული ბინა გვაქვს. 17 წელია ამას არ ვღირსებივართ. ძალიან კმაყოფილები ვართ და მადლობა ყველას, ვინც ჩვენზე ზრუნავს. წყალიც გვაქვს, დენიც, ელექტორენერგიის ინდივიდუალური მრიცხველებიც და ველოდებით ამ ბინის საკუთრებაში გადაცემას”, – აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა მზია გადელიამ.

 

 

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დევნილებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ანალოგიურ პირობებში ყველა დევნილი იცხოვრებს:

 

 

“ამ ობიექტში სოხუმიდან დევნილი 20 ოჯახი ცხოვრობს, ყველას კარგად გახსოვთ, ადრე რა პირობებში იყვნენ. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, თვენახევარში დევნილებს ეს ფართები დაუკანონდებათ და მათი საკუთრება იქნება. აფხაზეთში დაბრუნებამდე მშვიდად და ღირსეულად იცხოვრებენ. რაც მთავარია, პროცესი გრძელდება. კიდევ ბევრი ოჯახი გვყავს დასაკმაყოფილებელი. ნაბიჯ-ნაბიჯ, ფეხდაფეხ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.”

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც დევნილები აცხადებენ, ამჯერად მხოლოდ ერთადერთის მოლოდინში არიან აღნიშნული ბინები მათი საკუთრება გახდეს.
მოვიდა ზღარბი და გააგდო დათვიო ხომ გაგიგიათ, ზუსტად ასე დაემართა საზღვაო აკადემიას.

93-ში მაშინდელი ხელმძღვანელობის კეთილი ნებითა და ხელშეწყობით ეს ხალხი შეასახლეს საზღვაო აკადემიის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. წლების განმავლობაში დენის, წყლისა და სხვა სოც. უზრუნველყოფის გადასახადსაც აკადემია უხდიდა.

თავიდან მათ 5 სართულიანი საერთოსაცხოვრებლის ბოლო სამი სართულის მხოლოდ ერთი ფლიგელი ეჭირათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველა ლეგალური და არალეგალური გზებით თანდათან გაფართოვდნენ და ეხლა ფაქტიურად კერძო საკუთრებაში იმტკიცებენ მთლიანად ბოლო 3 სართულს.

მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ეს ფართი არ ჭირდებათ, მაგრა ხალიავა ხალიავაა ხო გაგიგონიათ.:D

პირველი ორი სართული აბსოლუტურად უფუნქციოდ დაკავებული აქვს თავდაცვის სამინისტროს, რომელიც დაკავებულ ფართს ვერ იყენებს, მაგრამ მაინც არ სურს დაუბრუნოს ის მის კანონიერ მფლობელს, რომელსაც სტუდენტების განსახლებისათვის ეს ფართი ჰაერივით ჭირდება.

 

საქართველოში ხელისუფლება თავს იწონებს განათლების რეფორმით, რომელიც წარმატებულად ითვლება, მაგრამ საზღვაო აკადემიისათვის, რომლის კურსდამთავრებულებს დასაქმების მაჩვენებლით ერთერთი საუკეთესოა საქართველოში, რეფორმა განვითარების პერსპექტივის სრული უგულებელყოფით სრულდება. :mad:

Edited by Lo Janko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზღვაო აკადემიისათვის, რომლის კურსდამთავრებულებს დასაქმების მაჩვენებლით ერთერთი საუკეთესოა საქართველოში

კერძო პირები რატომ არ ინტერესდებიან ასეთი სასწავლებლის შექმნით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კერძო პირები რატომ არ ინტერესდებიან ასეთი სასწავლებლის შექმნით?

უკვე ორი კერძო უმაღლესი სასწავლებელია ბათუმში, რომელიც ამზადებს გემის სპეციალისტებს:

"ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი" და "საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრი".

 

Saturn, ისე კერძო პირების ინტერესი საზღვაო აკადემიის პრობლემას შველის?

და საერთოდ რატომ დაგაინტერესა ჩემი პოსტიდან მაინცადამაინც ამ საკითხმა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კერძო პირების ინტერესი საზღვაო აკადემიის პრობლემას შველის?

მთავარი რა არის? აკადემიის არსებობა თუ პროფესიონალების მომზადება ამ სფეროში?

 

რატომ დაგაინტერესა ჩემი პოსტიდან მაინცადამაინც ამ საკითხმა?

მსოფლიოს არცერთი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი არ არის სახელმწიფოს საკუთრებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსოფლიოს არცერთი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი არ არის სახელმწიფოს საკუთრებაში.

Saturn, ჩემი შენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად არ გეწყინოს, მაგრამ არ მეგონა თუ ამ საკითხში ასეთი დილეტანტი იყავი :D

ოდესმე რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში ყოფილხარ?

 

შენ ოქსფორდი და კემბრიჯი კერძო უნივერსიტეტები გგონია? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოდესმე რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში ყოფილხარ?

 

შენ ოქსფორდი და კემბრიჯი კერძო უნივერსიტეტები გგონია?

არ ვყოფილვარ. პრინციპში შემეშალა როცა მსოფლიო დავწერე, რეალურად აშშ-ს ვგულისხმობდი.

ოქსფორდი და კემბრიჯი რამდენადაც ვიცი შედგება კოლეჯებისაგან. ეს კოლეჯები თუ სახელმწიფოს მფლობელობაშია ნამდვილად არ ვიცი. ოქსფორდში შემავალი რამდენიმე ერთეული რომ რელიგიურ ორდენებს ეკუთვნის ეგ ვიცი.

მაგრამ ოქსფორდის და კემბრიჯის შედარება გემის ეკიპაჟის მოსამზადებელ სასწავლებელთან ცოტა უცნაურია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გადეცათ, გადაეცათ....ამაზე რატომ არაფერი თქვეს???

 

ბათუმის მერია კიდევ 40-მდე პირის ქონების ექსპროპრიაციას მოახდენს

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

03 / 05, 2010 14:39

Print

Font size:

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ბათუმის მერია კიდევ 40-მდე პირის ქონების ექსპროპრიაციას მოახდენს. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.

ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ბათუმის მერიამ შეასრულა ბათუმის ზღვისპირა პარკისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები, მხოლოდ ყოფილი გემთმშენებელი ქარხნისა და ყოფილი მეფრინველეობის ფაბრიკის ტერიტორიების გამოყენებით. მთლიანობაში კი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზა მშენებლობის გაგრძელების შედეგად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შეუერთდეს აეროპორტის გზატკეცილს.

ამასთან, ბრძანებულების თანახმად, ვერ ხერხდება შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის საჭირო ზოლში მდებარე უძრავი ქონების შესაძენად მესაკუთრეებისგან თანხმობის მიღება და ამდენად, გარდაუვალია აღნიშნულ ზოლში მოხვედრილი უძრავი ქონების ექსპროპრიაცია.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის მშენებლობის გაგრძელების მიზნით, აღნიშნული გზის აეროპორტის გზატკეცილთან მისაერთებლად, ბათუმის მერიას დამატებით მიენიჭება ცალკეული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონების აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების უფლება.

ქონებას, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ, ჩამოართმევენ ჯუმბერ ვარდმანიძეს; იაშა ვარდმანიძეს; ზურაბ, ანზორ, ჯემალ, სოფიო, ჯაბა, საბა და ნარგიზ მიქელაძეებს; ციალა წულუკიძეს; ჟუჟუნა თედორაძეს; ნათელა თედორაძეს; ჯემალ, მერიემ და ზებურ აბაშიძეებს; თალიკო გოგიტიძეს; ნარგიზ აბაშიძეს; შორენა აბაშიძეს; ჯამბულ ბოლქვაძეს; ესმა ბეჟანიძეს; იუსუფ ნინიძეს; ეკატერინე წულუკიძეს; ალი ცინცაძეს; როსტომ დოლიძეს; ჯუმბერ, მურად, ოთარ, ალი, ირაკლი, ნიალა და თემურ კახიძეებს; სულიკო კაიტამბას, ენვერ დოლიძეს; ანა ალექსანდროვას; კობა ბერიძეს; ამირან გელაძეს და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში ქონების ექსპროპრიაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უკვე მესამე ბრძანებულება გამოსცა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ოქსფორდის და კემბრიჯის შედარება გემის ეკიპაჟის მოსამზადებელ სასწავლებელთან ცოტა უცნაურია.

კაი Saturn, არცოდნა არცოდვაა კაცო, არ გეწყინოს, მე 2001 წელს ვიყავი ტემპუსის პროექტით ბრიტანეთში და შვედეთში.

ბრიტანეთში უნივერსიტეტების დაფინანსების მრავალარხიანი სისტემაა, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მაინც ძირითადია და ეს განსაზღვრავს სწორედ სტატუსს.

ჩვენს მასპინძელ ინგლისელ პროფესორს შევეკითხე, თუ არის ინგლისში კერძო უნივერსიტეტები მეთქი და მითხრა არისო ერთიო, მაგრამ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვსო.

 

რაც შეეხება საზღვაო განათლებას, აშშ-ში არის 7 საზღვაო აკადემია და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 7-ვე ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ყველაზე ავტორიტეტულები მათ შორის არის აშშ-ს ფედერალური საზღვაო აკადემია USMMA (http://www.usmma.edu/), კალიფორნიის საზღვაო აკადემია (კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი - http://www.csum.edu/), მეინის საზღვაო აკადემია (http://www.mainemaritime.edu/) და ნიუიორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის SUNY-ის საზღვაო კოლეჯი (http://www.sunymaritime.edu/)

 

 

ევროპაში საზღვაო განათლების ყველაზე ავტორიტეტული ცენტრები არის სკანდინავიაში და ყველა საზღვაო სასწავლებელი რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქონებას, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ, ჩამოართმევენ ჯუმბერ ვარდმანიძეს; იაშა ვარდმანიძეს; ზურაბ, ანზორ, ჯემალ, სოფიო, ჯაბა, საბა და ნარგიზ მიქელაძეებს; ციალა წულუკიძეს; ჟუჟუნა თედორაძეს; ნათელა თედორაძეს; ჯემალ, მერიემ და ზებურ აბაშიძეებს; თალიკო გოგიტიძეს; ნარგიზ აბაშიძეს; შორენა აბაშიძეს; ჯამბულ ბოლქვაძეს; ესმა ბეჟანიძეს; იუსუფ ნინიძეს; ეკატერინე წულუკიძეს; ალი ცინცაძეს; როსტომ დოლიძეს; ჯუმბერ, მურად, ოთარ, ალი, ირაკლი, ნიალა და თემურ კახიძეებს; სულიკო კაიტამბას, ენვერ დოლიძეს; ანა ალექსანდროვას; კობა ბერიძეს; ამირან გელაძეს და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში ქონების ექსპროპრიაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უკვე მესამე ბრძანებულება გამოსცა.

ამ სიაში machkatela, არიან ჩემი ძმა და ჩემი ბიძაშვილები.

ბათუმის მერიაში მუშაობს ერთი გელა მახარაძე, რომელსაც როგორც ეტყობა დაავალეს მაგ ხალხის ე.წ. "ნებაყოფილობითი" თანხმობის მიღება მიწის ნაკვეტის დათმობაზე.

ეს ნაძირალა ყველა ხერხს მათ შორის დამუქრებას, ტყუილსა და შეურაცხყოფასაც არ თაკილობს მეპატრონეებისაგან თანხმობის მისაღებად.

დეტალების ჩამოთვლას აზრი არა აქვს აქ, იმიტომ რომ ზოგიერთი ამის დასამტკიცებლად ვიდეოჩანაწერებს მომთხოვს.

მოკლედ, ჩემი აზრით არავითარი სახელმწიფო აუცილებლობა იქ გზის გასაკეთებლად არ არსებობს, ეს არის ერთი კაცის ახირება (კარგად იცით ვისიც) და ჯერჯერობით ამ კაცს ყველაფერი გასდის. :*

Edited by Lo Janko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...