Jump to content
Planeta.Ge

asds თქვენთან არის დზმებო :D


Recommended Posts

გაუმარჯოს.

 

ჩემი კარგებო, ვინაიდან იმ თემამ და იმ თემაში ნათქვამმა ჩემმა სიტყვებმა მრავალგვარი ინტერპრეტაცია მიიღო, არადა ვწერდი მხოლოდ იმას რასაც ვგულისხმობდი, საჭიროდ ვთვლი კიდევ ერთხელ გავხსნა თემა და უფრო დეტალურად ვთქვა რატომ უნდა დაუწესო საკუთარ თავს თვითშეზღუდვა და შეძლებისდაგვარად გავერიდო ქართულ ინტერნეტ სივრცეს.

 

მოკლედ პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა. ტოჟე მნე ეხლა ერთი უზერით მეტი იქნება ფორუმზე თუ ნაკლები, ამით არც ფორუმი წააგებს რამეს და არც მომხმარებელი. თემას რაც შეეხება და ამასწინაც ვთქვი სიტყვა გაუფასურდა მეთქი საქართველოში და სიტყვის მნიშვნელობას აღარ უფიქრდება ბევრი ადამიანი თქვა, თორე ის თემა (ადიოს), რომ გავხსენი და ჩემი გულისტკივილი გამივთქვი, რავიცი ძმაო ერთი სიტყვით არ მითქვავს არსად ან ასასენოსთან მაქვს პრობლემა თქო, ან სიტყვისა და აზრის თავისუფლება რაიმე ფორმით იზღუდებათქო ან რავიცი მოკლედ.. ის თემა "პრეტენზია" არ ყოფილა საერთოდ.

 

უბრალოდ მე თითონ ვერ ვგუობ სიტუაციას როცა საზოგადოება რომელსაც ვესაუბრები ღიად თუ ფარულად მოღალატედ და მიუღებელ ინდივიდად მთვლის. შეიძლება ასე ფიქრის საფუძველი მივეცი კიდეც, შეიძლება არა, ყველა ადამიანს აქვს უფლება იფიქროს ისე როგორც ფიქრობს და იფიქროს უკეთესად და ამ უკეთესად ფიქრამდე თავად უნდა მივიდეს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.

 

მე ჩემს მოქმედებებში მხოლოდ ქართული საზოგადოების ინტერესებით ვხელმძღვანელობდი, საქმე საქმეზე რომ მიდგა ოჯახის უსაფრთხოების ინტერესებით მომიწია მოქმედება (ჯობდა თავიდანვე ასე მემოქმედა და ევროპაში წამეყვანა ოჯახი), მაგრამ ვიწრო მერკანტილური ინტერესებით ცხოვრებაში ნაბიჯი არ გადამიდგავს და ალბათ არც გადავდგავ, რადგან 32 წლის ადამიანი, ასეთი ვარ როგორიც ვარ და აწი ადამიანურ ღირებულებებზე უარის თქმას ნამდვილად არ ვაპირებ.

 

მოკლედ რაც არ უნდა იყოს საზოგადოებას იმის გაგება თუ რეალუარდ რა მოხდა კონკრეტულად ჩემთან დაკავშირებით და გნებავთ საერთოდ რა ხდება რეალურად, არ აინტერესებს და ზედაპირული განსჯის დონეზე ურჩევნია მსჯელობა. ეს კი როგორც შედეგი ურთიერთობების მოშლასა და ურთიერთდამოკიდებულების, ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველ კონტექსტში გადასვლას იწვევს, რაც ჩემთვის მიუღებელია.

 

ეს არის და ეს ბატონებო. ჩემთვის დაუშვებელია, რომ ადამიანები არ ცდილობენ სიტუაციაში გარკვევას და არ ცდილობენ საკუთარი და სხვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, არ ცდილობენ თუნდაც მცირე, მაგრამ ნაბიჯებით გაკეთილშობილებას და ქართულ საზოგადოებაში სამოქალაქო საზოგადოების აღმოცენებას. ასე რომ მაქვს ალბათ უფლება და ვგონებ რომ ვალდებულებაც გავერიდო საზოგადოებას, რომელიც არაფრად გაგდებს და რომელიც მუდამ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით იქნება შენდამი განწყობილი. ეს იყო ნათქვამი იმ თემაში მხოლოდ. სხვა არაფერი ...

 

ანუ თუ დღეს ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი მე პირადად მიუღებელ პიროვნებად მთვლის, თქვენც კარგად იცით რა დამოკიდებულებაა ჩემს მიმართ და ამიტომ ვთვლი საჭიროდ ფორუმებზე და საერთოდ ინტერნეტ სივრცეში აქტიურობის შეჩერებას და არა იმიტომ, რომ ამ ფორუმზე თავისუფლების ხასრისხია დაბალი ან შეზღუდული. პირიქით ფორუმ.გესთან შედარებით უდაოდ პროგრესია ეს ფორუმი ქართულ ინტერნეტ სივრცეში ..

 

არც ვიბუტები მეგობრებო, 32 წლის ტიპს გაბუტვები ნაკლებად მადარდებს, იმ თემაში შამილმა ზედმეტები იკადრა მაგრამ ვორნიც კი არ მომითხოვია მისთვის, ასასენომ დაბანა და როგორც მოდერი მართალიც იყო და მეც რომ ვიპ მემბერი არ ვყოფილიყავი დასავორნი მართლა ვიყავი. გადავხედე იმ თემას და რამდენიმე პოსტში მართალია მკვლელების მიმართ, მაგრამ ვიგინე. ნერვებს ავყევი მოკლედ. არ შემიძლია იმ პერიოდისადმი გულგრილი ვიყო, როცა მთელი ქართლის მასშტაბით ათიათასობით ოსი ეროვნების უდანაშაულო ადამიანს დევნიდნენ და არც იმათ მიმართ ვინც დევნიდა ..

 

იმედია ეხლა მაინც გასაგები გახდება ჩემი მოსაზრება და ვიმედოვნებ, რომ ჩემი წასვლა სპეკულაციების საგანი არ გახდება. უფრო სწორედ ვერ გახდება, რადგან არ წავალ, აქტიურ პოლემიკას მოვერიდები თორე ათასში ერთხელ ან უფრო ინტენსიურად შევეცდები კვლავ შემოგთავაზოთ ჩემი მოსაზრება ქვეყანაში და ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე. მართლა ვფიქრობ რომ ხშირ შემთხვევაში საყურადღებო თემებს ვეხები და იმიტომ. (ნუ ეს ჩემი პირადი აზრია)

 

სულ ეს არის კაცო, რა შეთქმულებების თეორიებში გადავარდით და ან რავა პროვოკაციები გელანდებათ ყველგან : ))))

 

მოდი ჩაგეხუტო თქვე ოხრებო :)

 

:)

 

 

მაკა

 

ის თემა არქივში გადავიდა და აქ მოგწერ უყურადღებობაში რომ არ ჩამომართვა რომა

 

უძაანმაგრესი ადამიანი და ღმერთმა გაგიმარჯოს! :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აა, კიდო..

ეეეეჰჰჰ...

 

მაგარი არ მომწონს ვისზეც უნდა ვთქვა ახლა, ამ ადამიანის პოლიტიკური ხედვები, და საერთოდ მისი აზროვნების ვექტორიც, მაგრამ მაინც:

დააბრუნეთ სატურნი..

ან აიღეთ რომელიმე მოდერმა ძალა ხელში.. რაა ეს.. ახლა მოდგება და ვიღაც ამის პასუხად კიდე ცალკე თემას გახსნის..

გეყოთ რა ხალხნო თემებით მესიჯობა..

კაი პიემები გკიდიათ, გეკიდოთ..

ერთ თემაში მაინც იმესიჯეთ პოსტებით..

არ უნდა ეს თემებით მესიჯობა, ვაააჰ..

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ვახ! ეს ვინ ხარ კაცოოოოოოოუ!

ძლივს გადავიტანეთ ეს "გარჩევ-ბუტიაობა" პოლიტიკიდან ეხლა ტავიდან არ დაიწყოოოოოო!

ტავს მოვიკლავ აქვე!

:)

მაგრად მიხარია ის ჰიპერაქტიური ბოშუნა რომ გყავს სახლში - ნახავ რავალია ეგეთის ატანა! :)

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე გთხოვ, რომ დარჩე.

შენი სათქმელი ხომ თქვი უკვე სრულად? სხვების პასუხი აღარაა საინტერესო ალბათ.

თუ წინააღმდეგი არ ხარ დამიდასტურე და დავხურავ ამ თემას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევან , იმედია გადაიფიქრებ, მაგრამ იუზერთა უმრავლესობისთვის ეს გარჩევები მართლა ყელშია ამოსული და ამ კონტექსტში მიიღო შენი უწყინარი წუხილი.

შენი საქმე შენ იცი.

თემა კი იკეტება.

მაპატიე.შენ არაფერ შუაში ხარ, მაგრამ ეს კვირა შენც იცი აქ რა ინტრიგები ითესებოდა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...