Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც თავისი ნეგატიური პოზიცია გამოხატა

ქსენოფობიის გამოვლინების წინააღმდეგ და ერთი დღით უარი თქვა პოლიტ განყოფილებაში პოსტვაზე.

ეს იყო სოლიდარობის მაგალითი, იმ ადამიანის მიმართ ვისაც თქვენ საერთოდ არ იცნობთ, მაგრამ ჩათვალეთ რომ მას უსამართლოდ მოექცნენ.

სწორად ეს არის მახასიათებელი შეგნებული საზოგადოების, როდესაც მხარს უჭერ არა ნაცნობს, არამედ სიმართლეს.

გენეტიკოსი არ გახლავრთ და შესაძლოა საკმაოდ გულუბრყვილო მოგეჩვენოთ ის მოსაზრება რომელსაც გამოვთქვამ,

რამდენიმე დღის წინ-ერთ ერთ ღრუსულ :) ტელეარხზე ვუყურე გადაცემას სადაც საუბარი იყო იდეალური მებრძოლის გამოყვანის მცდელობაზე და იმ ექსპერიმენტებზე რასაც ამერიკელები ეწევიან ი. მ. გამოყვანის მიზნით.

გადაცემა არ ატარებდა ანტიამერიკული პროპაგანდის ხასიათს, შესაბამისად არ იყო მიკერძოებული, აღმოჩნდა რომ ის თუ როგორ ვჭამთ, დავდივართ, თუ როგორი ემოციები გაგვაჩნია, მათ შორის ვართ მებრძოლი თუ კურდღელი :D ეს დამოკიდებულია ჩვენს გენებზე, ხოდა გამიჩნდა ასეთი აზრი, ხომ არ არსებობს ქსენოფობიის გენი, რომელიც ნოყიერი ნიადაგის არსებობისას ვლინდება ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, არაფრიტ გამორჩეულ ადამიანებში.

ქსენოფობია არის ის ეპიდემია რომელიც პერიოდულად აფეთქდება ჩვენს საზოგადოებაში.

მე პირადად ვთვლი რომ ქართულმა ქსენოფობიამ, არარაციონალურმა, რომანტიკულ-ისტერიული ელფერით შელამაზებულმა უდიდესი როლი ითამაში როგორც საქ. დაშლაში,

ასევე სამოქალაქო ომის გაჩაღებაში და იმ დაპირისპირებებში რომელიც ხშირად არსებობს ჩვენს საზოგადებაში.

მეგობრებო, გასაგებია რომ რუსეთი მტერია და მის მიმართ რომ ადამიანს ჰქონდეს ნეგატიური გამოვლინება კი ბატონო, მაგრამ ლანძღავენ ყველას, ყველა ჩვენს მეზობელს,

ჩეჩენ-ინგუშიდან თურქით დამთავრებული, ლანძღავენ ადამიანები რომლებსაც სიამოვნებთ ლანძღVა და ავიწყდებათ რუსთველის ეს გამონათქვამი "ვინც მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია" დიახაც მტერია ასეთი ადამიანი, ჩემი, შენი, ჩვენი შვილების, ახლობლების ჩვენი საქართველოსი.

ვინაიდან ქსენოფობია უსასრულოა გადასწვდნენ ევროპას, დიახ იმ ევროპას რომლისკენაც მივისწრაფვით და ამ დემოკრატიის და სამართლიანობის ოაზისს ბ.. ევროპას უწოდებენ,

გადასწვდნენ უკვე ამერიკასაც და აქაოდა მაგარი არწივები ვართო ნეო-კონებიო შავ. ტ. ობამას მიადგნენ..

ეს ამზაზრზენია, ეს არის პროვინციალიზმის, უწიგნურობის სიბანძის გამოვლინება, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასახოთ სათანადოდ,

დაიმახსოვრეთ ქართველი ქსენოფობები არიან მშიშრები,

ისინი დიდოსტატები არიან პროვოკაციის მოხდენაში, შემდეგ კი იმალებიან, ხოლო მათი ნამოქმედარის მსხვერპლი ხდებიან სხვები, უდანაშაულო ქართველები თუ საქ. სხვა მაცხოვრებლები,

სწორად ქსენოფობიამ გადაგვამტერა დამპალ რუსულ იმპერიას და ჩვენ აღმოვჩნდით ბრძოლის ავანგარდში, ( გადავიმტერერთ ასევე კავკასიელები, რომლისთვისაც საქ. უნდა გამხდარიყო მაგალითი), თანაც ისე რომ ბრძოლა არ ვიცოდით, მოვიხვედრეთ საკუთAრი თავი ნანგრევებში და სიამაყით ვუყურებდით საკუთარ დამარცხებას,

ქსენოფობიური გენი საქ. სამწუხაროდ ძალიან ძლიერია და ჩვენი, ნომრალური ადამიანების მიზანი უნდა იყოს რომ ასეთებს არ მივცეთ ასპარეზე და თავისი ქსენოფობიური ინსტიქტების გამოვლინების შEსაძლებლობა.

ქსენოფობის მიზანია რომ მან თავისი აგრესია გამოავლინოს და ეს აგრესია ვლინდება ბილწსიტყვაობაში, ისინი ჯერჯერობით ამით კმაყოფილდებიან, ხოლო როდესაც კიდევ უფრო ნოყიერი ნიადაგი უჩნდებათ მერე ერთიანდებიან საზოგადოების სხვა წევრების წინააღმდეგ და იწყებენ მათ დევნას :D ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი აქვთ უპირატესობის ილუზია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 93
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

ქსენოფობიური გენი
ქსენოფობიური ინსტიქტები
ქსენოფობის მიზანია
ქსენოფობია უსასრულოა
ქსენოფობები არიან მშიშრები

აქ ქსენოფობია რომ ამოვიღოთ და მის მაგივრად რელიგიური ფანატიზმი ან რელიგიური ექსტრემიზმი ჩავსვათ, შედეგი ანუ აი ეს დასკვნები:

ეს ამზაზრზენია, ეს არის პროვინციალიზმის, უწიგნურობის სიბანძის გამოვლინება
როდესაც კიდევ უფრო ნოყიერი ნიადაგი უჩნდებათ მერე ერთიანდებიან საზოგადოების სხვა წევრების წინააღმდეგ და იწყებენ მათ დევნას ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი აქვთ უპირატესობის ილუზია

ფაქტიურად არ შეიცვლება :)

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება ქსენოფობია ცუდია და არ ვარგა.....და არ შეიძლება...მაგრამ, ისიც არ ვარგა, იყოს შენში რაღაც ქსენოფობიური და არ ამხელდე და მალავდე...

 

ჩემში არის, არ მოწმონს, მაგრამ არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აქ ქსენოფობია რომ ამოვიღოთ და მის მაგივრად რელიგიური ფანატიზმი ან რელიგიური ექსტრემიზმი ჩავსვათ, შედეგი ანუ აი ეს დასკვნები:

კი ბატონო, ეგეც არის, მაგ. როდესაც საქ. კორუფციის ჭაობში იყო ჩაძირული ზოგიერთისთვის ბოროტება

არა საზოგადოებაში გაბატონებული ქურდობა მამაძაღლობა კორუფცია იყო, არამედ იაღოველთა სექტა

ჩემის არამეცნიერული აზრით ქსენოფობიის გენი არსებობს, ხოლო როდესაც მაქვს აქვს ნოყიერი ნიადაგი ის შEიძლება სხვადასხვა ფორმით გამვლინდეს, მიიღეს არა მხოლოდ პოლიტიკური არამედ რელიგიურ ხასიათიც კი,

მე კიდევ უფრო შორს წავალ და ვიტყვი, ქურდულ გაგებაშიც კი იყო ქსენოფობია,

როდესაც ყველა არაქურდული გაგების ადამიანს ბ... უწოდებდნენ :)

(ყველა შავს არ ვგულისხმობ ბუნევბივია, მაგრამ იყვნენ ასეთებიც)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება ქსენოფობია ცუდია და არ ვარგა.....და არ შეიძლება...მაგრამ, ისიც არ ვარგა, იყოს შენში რაღაც ქსენოფობიური და არ ამხელდე და მალავდე...

 

ჩემში არის, არ მოწმონს, მაგრამ არის

მე არ მჯერა იმის რომ თუკი ადამიანს რაიმე ნეგატიური თვისება აქვს, მისგან გათავისუფლების მიზნით ის უნდა გამოავლინოს,

პირიქით, რაც უფრო ბევრ ნეგატივს ავლენ, მით უფრო და უფრო დიდი დოზა გჭირდება რომ შენში არსებული აგრესია ვიტომ გამოდევნო,

როგორც ნარკოტიკი ისეა, პატარა დოზები არ გყოფნის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქსენოფობები შეიძლება ძირითადად დავყოთ ორ კატეგორიად

1. ლიდერიანი ქსენოფობები

2. ულიდერო ქსენოფობები

 

ლიდერიან ქსენოფობებს იმედი აქვთ რომ /თუკი ისინი საკუთAრი ლიდერის ირგვლივ დაირაზმებიან, ისინი ერთად გადაუვლიან ყველა სხვანაირად მოაზროვნეს,

ლიდერიანი ქსენოფობები უფრო საშიშნი არიან,მათ შეიძლება რაღაც ქმედება ჩაიდინონ,

რამაც შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს ქვეყანა

ულიდერო ქსენოფობებს იმედი არა აქვთ რომ რაიმეს შეცვლიან,

მათი ერთადერთი ატდუშინა ეს მხოლოდ და მხოლოდ ლანძღვა გინებაა, რითაც ისინი ნაწილობრივ იკმაყოფილებენ ქსენოფობიურ მოთხოვნილებებს,

თუმცა როდესაც ლიდერიანი ქსენოფობები მოქმედებაზე გადადიან, მაშინ ულიდერო ქსენოფობები შესაძლოა დროებით მათ გვერდში აღმოჩნდნენ და თუკი აქვთ უსაფრთხოების გარანტიები, აქტიურად მონაწილეობა მიიღონ ვიღაცის გადავლაში,

ოღონდ ის ვიღაც მათზე ასპროცენტიანი სუსტი უნდა იყოს ან სუსტის შთაბეჭდილებას ტოვებდეს,

თავისზე ძლიერთად ბრძოლის უნარი არა აქვთ, თუმცა თუკი იმედი აქვთ რომ თავისზე ძლიერს დაამარცხებენ კიდევ უფრო ძლიერი მეგობრის დახმარებით,

მაშინ ქსენოფობები იწყებენ პროვოკაციებს, რატა თავისი ძლიერი მეგოარი ჩარიონ დაპირისპირებაში,

პირდაპირ რომ ვთქვათ სხვისი ტრა.. უნდათ გამარჯვების მოპოვება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

კარგია რომ გამოჩნდი

 

ერთი თხოვნა,,,იყავი კორექტული...

მომწონს ეს ფორუმი,

პატივს ვცემ ადმინისტრაციას, მოდერაციას, ფორუმელთა დიდი უმრვლესობას,

ვცდილობ დავიცვა ფორუმის წესები, დავარღვევ, დამსჯით, არ გავიბუტები, მექნება პრეტენზია გეტყვით,

Без обид

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქსენოფობია არის ის ეპიდემია რომელიც პერიოდულად აფეთქდება ჩვენს საზოგადოებაში.

მე პირადად ვთვლი რომ ქართულმა ქსენოფობიამ, არარაციონალურმა, რომანტიკულ-ისტერიული ელფერით შელამაზებულმა უდიდესი როლი ითამაში როგორც საქ. დაშლაში,

ასევე სამოქალაქო ომის გაჩაღებაში და იმ დაპირისპირებებში რომელიც ხშირად არსებობს ჩვენს საზოგადებაში.

მეგობრებო, გასაგებია რომ რუსეთი მტერია და მის მიმართ რომ ადამიანს ჰქონდეს ნეგატიური გამოვლინება კი ბატონო, მაგრამ ლანძღავენ ყველას, ყველა ჩვენს მეზობელს,

ჩეჩენ-ინგუშიდან თურქით დამთავრებული, ლანძღავენ ადამიანები რომლებსაც სიამოვნებთ ლანძღVა და ავიწყდებათ რუსთველის ეს გამონათქვამი "ვინც მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია" დიახაც მტერია ასეთი ადამიანი, ჩემი, შენი, ჩვენი შვილების, ახლობლების ჩვენი საქართველოსი.

ვინაიდან ქსენოფობია უსასრულოა გადასწვდნენ ევროპას, დიახ იმ ევროპას რომლისკენაც მივისწრაფვით და ამ დემოკრატიის და სამართლიანობის ოაზისს ბ.. ევროპას უწოდებენ,

გადასწვდნენ უკვე ამერიკასაც და აქაოდა მაგარი არწივები ვართო ნეო-კონებიო შავ. ტ. ობამას მიადგნენ..

ეს ამზაზრზენია, ეს არის პროვინციალიზმის, უწიგნურობის სიბანძის გამოვლინება, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასახოთ სათანადოდ,

დაიმახსოვრეთ ქართველი ქსენოფობები არიან მშიშრები,

ისინი დიდოსტატები არიან პროვოკაციის მოხდენაში, შემდეგ კი იმალებიან, ხოლო მათი ნამოქმედარის მსხვერპლი ხდებიან სხვები, უდანაშაულო ქართველები თუ საქ. სხვა მაცხოვრებლები,

სწორად ქსენოფობიამ გადაგვამტერა დამპალ რუსულ იმპერიას და ჩვენ აღმოვჩნდით ბრძოლის ავანგარდში, ( გადავიმტერერთ ასევე კავკასიელები, რომლისთვისაც საქ. უნდა გამხდარიყო მაგალითი), თანაც ისე რომ ბრძოლა არ ვიცოდით, მოვიხვედრეთ საკუთAრი თავი ნანგრევებში და სიამაყით ვუყურებდით საკუთარ დამარცხებას,

ქსენოფობიური გენი საქ. სამწუხაროდ ძალიან ძლიერია და ჩვენი, ნომრალური ადამიანების მიზანი უნდა იყოს რომ ასეთებს არ მივცეთ ასპარეზე და თავისი ქსენოფობიური ინსტიქტების გამოვლინების შEსაძლებლობა.

ქსენოფობის მიზანია რომ მან თავისი აგრესია გამოავლინოს და ეს აგრესია ვლინდება ბილწსიტყვაობაში, ისინი ჯერჯერობით ამით კმაყოფილდებიან, ხოლო როდესაც კიდევ უფრო ნოყიერი ნიადაგი უჩნდებათ მერე ერთიანდებიან საზოგადოების სხვა წევრების წინააღმდეგ და იწყებენ მათ დევნას ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი აქვთ უპირატესობის ილუზია

Siknadmo, ქართველი ხალხის ტოლერანტობის მითი ყველაზე მყარი და ყველაზე მავნებელი შეცდომაა ყველა ქართულ თვითშეფასებებს შორის, სამწუხაროდ :).

 

 

 

 

ფაქტიურად არ შეიცვლება
Saturn, რელიგიური ფანატიზმი ქსენოფობიის ერთერთი საფუძველია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

Siknadmo, ქართველი ხალხის ტოლერანტობის მითი ყველაზე მყარი და ყველაზე მავნებელი შეცდომაა ყველა ქართულ თვითშეფასებებს შორის, სამწუხაროდ .

შესაძლოა მართლაც იყო, უფრო სწორად ნამდვილად იყო გარკვეულ პერიოდებში,

უფრო ქართ-კახეთის სამეფოს ახასიათებდა დას. საქართველო როგორც წესი უფრო ქსენოფობური იყო,

საერთოდ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუები ძლიერია, იქ ქსენოფობია სუსტია,

ქართველებმა ტოლერანტულობის ხარჯზე მოახერხეს დიდი წარმატებების მიღწევას,

მათ შორის ყივჩაღების ასიმილაცია, აფხაზების ჩართვა ქართული სახელმწიფოს სამსახურში, ოსებსაც კარგად ვიყენებდით ჩვენს სასარგებლოდ და სომხებსაც,

ამას ქართველი მეფეები ახერებდნენ,

სომხებს დიდ პრივილეგიებს ანიჭებდნენ ჩვენი მეფეები და არა იმიტომ რომ, არამედ იმიტომ რომ სჭირდებოდათ, ტოლერანტიზმი სახელმწიფოს გაერთიანების კარგი ინსტრუმენტია,

 

დავით აღმაშენებელმა ტფილისში ღორის დაკვლა აკრძალა, მოლებთან შედიოდა მეჩეთებში, კამათობდა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამენტ არასრულფასივნების კომპლექსს როცა დაძლევს საზოგადოება, ქსენოფობია და ყველა სხვა ფობია ავტომატურად დაიძლევა ..

 

არასრულფასოვნების კომპლექსი როგორ დაძლიოს საზოგადოებამ ეგ სხვა თემაა.

 

ია ტაკ დუმაიუ ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტფილისობა რომ აღინიშნა პირველად ბოვშვი ვიყავი,

მოზეიმე ხალხის გვერდით ჩაიარა, აღარ მახსოვს სომხეურმა თუ ქურთულმა ჯგუფმა

თავის დოლ დუდუკით

და აქა იქ ხმები გაისმა ეს უჯიშოები ზეიმში რატომ გვეცილებიანო,

ეს არის სწორად ტუტუცუ ვრაციული ქსეოფობია, როდესაც ადამიანს ხელს კრავ,

ადამიანს რომელსაც შენი დღესასწაული თავი დღესასწაულდ მიაჩნია

და მასაც ის უყვარს რაც შენ გიყვარს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წარმოგიდგენიათ მაინც, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს გვარად ივანოვი. სულ ოქრო კაცი რომ იყოს, საქართველოში გაზრდილი და ნამდვილი ქართველი სულით და გულით.

 

აი ეგეთი ჰყავთ ბასკებს, გვარად ლოპესი, მამალ ნაციონალ ბასკს მოუგო არჩევნები შარშან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...