Jump to content
Planeta.Ge

რას იტყვით ხატია შიუკაშვილზე?


Recommended Posts

მე რომ მკითხო მამენტ კაი ტიპშაა მაი ხატია..

 

 

მაინც და მაინც არ ვიცნობ, მარა FB-ზე ერთი ორჯერ შევიხედე მის გვერძე და რავი ტო ატრაკებს რა, საკაიფოდ ატრაკებს, ყოველ შემთხვევაში იმის თავი კი აქვს რომ რასაც ფიქრობს ის თქვას თან შეძლებისდაგვარად შეუნიღბავი ფორმით, ეს კი დასაფასებელია..

 

საერთოდ ვაფასებ ბუნტარებს და ანარქისტებს, რევოლუციონერებს ხო თავისთავად..

 

ტაკ დერჟატ ხატია! თუ რამე სასწაული არ მოხდა ქე ჩამოვალ მაქანე და შემეხმიანე მერმე რამე რომ იყოს :yes: თუ სვაბოდაზე დამტოვეს და თუ საერთო ენაც გამოვნახეთ ბარიკადებზე გაგიყოლებ, ალბათ წერილზეც, მარა ეგეც თავისებური რამანტიკაა ბლიად :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 83
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

kisa

zaratustra22 დამიკოპირეთ ერთი - სად არის ბოღმა? რა დავწერე ცუდი?   გულის რევა სწორედაც ბოღმამ იცის - ძვირფასო ეხლა კიდე იტყვის ვინმე, რომ პიარს არ უკეთებენ შიუკაშვილს?   zaratustra22 ამისთვის დარეგ

kisa

zaratustra22 პროქსით შემოსულო იუზერო, ამას მე მეუბნებით? თქვენი ხსენება რომ არ იყო ამ ქვეყანაზე ჩემი თაობა კომუნისტებს ებრძოდა zaratustra22 მიშაზე უარესები იყვნენ და გბ დღევანდელ უბადრუკ "ვანიჩკას კა

zaratustra22

სამწუხაროა, როგორც ჩანს ქართველი ხალხი და საქართველო თავის წიაღში ღირსეულ ადამიანებს და მოქალაქეებს ვერ ინარჩუნებს გაიძახით პოლიტიკაში ვირთხა ესე იგი. ბუნძური უნდა იყოოო? შიუკაშვილი არ არის მხოლოდ

Posted Images

ამონარიდები ხატია შიუკაშვილის საგაზეთო წერილებიდან.

 

1.ამ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა დღეს არა ხელისუფლება არამედ თავად ოპოზიციაა!!!რომელმაც ხელისუფლებაზე მეტად მოატყუა ქართველი ხალხი და მეც როგორც ამ ხალხს ნაწილი, როგორც აქტიური მოქალაქე.

2.ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ ოპოზიცია მოკვდა!!! დარჩა მხოლოდ მისი გვამი, და ჩვენი, ახალგაზრდობის, ახალი სახეების, ახალი ადამიანების მისიაა! მათი გვამი დაუყოვნებლივ გავიტანოთ პოლიტიკურ სცენიდან!!! და დავიწყოთ ახალი, ჯანსაღი და რეალური პოლიტიკის კეთება, რომელიც მოემსახურება ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს რეალურ და ხელშესახებ ინტერესებს, მოემსახურება ქვეყნის ტოტალურ დეოკუპაციას!!!"

 

3.." მე ახლა მჭირდება განათლებული, გულიანი, ძლიერი ნებისყოფის 50–100 პრინციპული ახალგაზრდა! ახალი სახეები, ახალი ადამიანები; Le home nouveau!:))) ჯანსაღი და გონიერი ძალა – smart powerrr! რომ ოპოზიცია ერთხელ და სამუდამოდ გვერდზე გადავაჩოჩო!!!!..."

 

4.ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც მე და ჩემი მეგობრები ამაყად დავიძახებთ ;"ოპოზიცია მოკვდა გაუმარჯოს ოპოზიციას!!!!"""

ვოტტტ!

 

ის პირველია!

untitledრრრრრ88999.bmp

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ წერთ რომ, ხატია შიუკაშვილი წერს, რომ ""ნამდვილი რევოლუციები ყოველთვის უსისხლო და ნებაყოფლობითი პროცესია და ის კეთდება არა ფულით და დაკვეთით,

არამედ შინაგანი მე-ს კარნახით."

აქედან გამომდინარე იგი არ სცნობს "ვარდების რევოლუციას", როგორც რევოლუციას! თქვენ კი წერთ, რომ "სწორედ რომ პირიქითაა, ე.წ. "რევოლუციები" სწორედ გარედან დაკვეთით, ფულით და ძალდატანებით ხორციელდება.

ამის ნათელი მაგალითია 1917 წლის მასონ-ბლშევიკური ე.წ. "ოქტომბრის რევოლუცია" და 2003 წლის მასონ-ნაცსაძმოელთა ე.წ. "ვარდების რევოლუცია". " მგონი თქვენ ხელისუფლების და არსებული პოლიტიკური მკვდარი ელიტის წისქვილზე ასხავთ წყალს, როდესაც ასე უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ ებრძვით შიუკაშვილს" ქალბატონი შიუკაშვილი, ძალზედ შენიღბულ,აზროვნების გამხრწნელ აზრებს ნერგავს საზოგადოებაში." ტყუილად ცდილობთ შეადაროთ თუთბერიძეს, ან თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელებს, მიჩნდება აზრი, რომ თქვენ გაშინებთ და გაფრთხობთ მისი ახალი აზროვნება! ისევე როგორც ხელისუფლებას, ისევე როგორც თავისუფლების ინსტიტუტს,რადგან სწორედ ამ ხელისუფლება სამჯერ დააპატიმრა სტუდენტი შიუკაშვილ სწორედ ახალი სასიცოცხლო აზროვნების და ხედვების გამო!..

აცხადებთ, რომ არ ცნობთ 1917 წლის და 2003 წლის რევოლუციებს. თქვენი აზრის გასამაგრებლად იქნებ მაინც გეთქვათ, რომელ რევოლუციას ცნობთ, თანაც უსისხლოს?!

სწორედ რომ თუთბერიძის და შუკაშვილის აზროვნება მსგავსია, თანაც მამარდაშვილის ეშმაკისეული აზრონების სუნიც ტრიალებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zaratustra22

3.." მე ახლა მჭირდება განათლებული, გულიანი, ძლიერი ნებისყოფის 50–100 პრინციპული ახალგაზრდა

თუკი მე არ გჭირდებით ქალბტონო ხატია, კარგად ბრძანდებოდეთ :)

ახალგაზრდები აგერ უკვე 6 წელია არიან ხელისუფლებაში, ვინც თქვენნაირად ფიქრობთ რა განსხვავებაა კმარელ აქტივისტბსა და თქვენს შორის?

 

ასაკოვანი ადამიანებისადმი ასეთი უდიერი მოპყრობა უბრალოდ სიბრიყვეა,

თქვენც დაბერდებიტ :) და თქვენც უპატივცემულოდ მოგექცევიან

 

და კიდევ ქალბატონო ხატია, შეიძლება მწარედ მოგეჩვენოთ ჩემი სიტყვები

და რაც არ უნდა მინი იუბკაი ჩეიცვათ ასაკი მაინც თავისას შვება, გეტყობათ რომ არც თუ ისე სვეჟი ხართ, დაფიქრდი გენაცალე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2.ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ ოპოზიცია მოკვდა!!! დარჩა მხოლოდ მისი გვამი, და ჩვენი, ახალგაზრდობის, ახალი სახეების, ახალი ადამიანების მისიაა! მათი გვამი დაუყოვნებლივ გავიტანოთ პოლიტიკურ სცენიდან!!!

ფაშიზმი ან ბოლშევიზმი მეტი კი არაფერია, ვინ ხარ რომ ვიღაცა მოკლულად გამოაცხადო და მერე გაიტანო,

 

მოკლედ რა, ან კომფორმისტ-კამსამოლცები ან მოდი გადაგიარო შე ნაგავო ანარქისტ-ბოლშევიკები,

სადაა ზომიერება :no: ოქროს შუალედური გზა :no:

 

საქართველო ყველასია, მოხუცისაც, ახალგაზრდისაც და რია ვიცი, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეა,

კრიმინალიდან დაწყებული ნაცმოელი აქტივისტ-პედერასტით დამთავრებული, არავინ არ უნდა მოკლა კაცო,

პირიქით, ამ ხალხის კეთილდღეობაზე უნდა იზრუნო, მათი ინტერესები უნდა დაიცვა, რა თქმა უნდა, თუკი ამ ადამიანების ინტერესები არ ეწინააღმდეგება საზოგადოების ან ზოგადსაკაცობრიო იდეებს,

 

მოდით, აი ყველანი წაიკუზეთ და მე მოვიდვარ, ვინ ხარ შვილო, თუკი ნიჭიერი გოგო ხარ და სამართლიანი უნდა შეგეძლოს კომპრომისის გამონახვა სხვებთან, მარტო შEნ გიყვარს საქართველო და ხალხი?

 

არავინ არ უნდა გაწირო და ჩაწიხლო, უნდა ეცადო რომ ამ ადამიანებს გაუჩინო და დაანახო საერთო ინტერესი,

საერთო ინტერესი კი მაშინ იქნება როდესაც ელემენტარულად დაინახავს ადამიანი რომ მისი ადგილია ამ ქვეყანაში,

მასაც აქვს რაღაც ფუნქცია, ოღონდ არანაირად სხვების გადავლის ხარჯზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას მოვუწოდებ წესრიგისა და ზრდილობისაკენ. ნუ მივაყენებთ თანაფორუმელებს შეურაცხყოფას.

განსაკუთრებით ეს zaratustra22 ეხება.

 

იკამათეთ პიროვნული შეურაცხყოფების გარეშე.

წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები შევუზღუდო პოსტინგი დამრღვევ წევრებს.

 

 

პ.ს. კარგი იქნება თუ ხატია ჩვენი თანაფორუმელი გახდება და აქ გაგვიზიარებს საკუთარ აზრებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

საერთოდ ვაფასებ ბუნტარებს და ანარქისტებს, რევოლუციონერებს ხო თავისთავად..

მე და შენ ანტიპოდები ვყოფილვართ, მაგრამ ეგ არა არის მთავარი, მათავარია არ იყო კონფორმისტი.:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო სიკნადმო როდესაც მოგაქვთ 3. პოუნქტიდან , კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეს ფრაზა:"zaratustra22, on Today, 02:10 AM, said:

 

3.." მე ახლა მჭირდება განათლებული, გულიანი, ძლიერი ნებისყოფის 50–100 პრინციპული ახალგაზრდა"

და განაწყენებული წერთ, რომ "თუკი მე არ გჭირდებით ქალბტონო ხატია, კარგად ბრძანდებოდეთ " რატომ არ უკვირდბით გაგრძელებას, ამ სიტყვებს ".." ახალი სახეები, ახალი ადამიანები; Le home nouveau!) ჯანსაღი და გონიერი ძალა – smart powerrr! რომ ოპოზიცია ერთხელ და სამუდამოდ გვერდზე გადავაჩოჩო!!!!..."

 

მე მომისმენია მისი დისკუსიები, ის ; "ახალ სახეებში, ახალ ადამინებში" სორედ ნებისმიერი ასაკის ადამიანს გულისხმობს. მათ შორის ალბათ თქვენც რა ასაკისაც არ უნდა იყოთ! მე ამაში დარწმუნებული ვარ!

 

 

თქვენ ასევე წერთ; ფაშიზმი ან ბოლშევიზმი მეტი კი არაფერია, ვინ ხარ რომ ვიღაცა მოკლულად გამოაცხადო და მერე გაიტანო,

 

მოკლედ რა, ან კომფორმისტ-კამსამოლცები ან მოდი გადაგიარო შე ნაგავო ანარქისტ-ბოლშევიკები,

სადაა ზომიერება ოქროს შუალედური გზა

 

საქართველო ყველასია, მოხუცისაც, ახალგაზრდისაც და რია ვიცი, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეა,

კრიმინალიდან დაწყებული ნაცმოელი აქტივისტ-პედერასტით დამთავრებული, არავინ არ უნდა მოკლა კაცო,

პირიქით, ამ ხალხის კეთილდღეობაზე უნდა იზრუნო, მათი ინტერესები უნდა დაიცვა, რა თქმა უნდა, თუკი ამ ადამიანების ინტერესები არ ეწინააღმდეგება საზოგადოების ან ზოგადსაკაცობრიო იდეებს,

 

მოდით, აი ყველანი წაიკუზეთ და მე მოვიდვარ, ვინ ხარ შვილო, თუკი ნიჭიერი გოგო ხარ და სამართლიანი უნდა შეგეძლოს კომპრომისის გამონახვა სხვებთან, მარტო შEნ გიყვარს საქართველო და ხალხი?

 

არავინ არ უნდა გაწირო და ჩაწიხლო, უნდა ეცადო რომ ამ ადამიანებს გაუჩინო და დაანახო საერთო ინტერესი,

საერთო ინტერესი კი მაშინ იქნება როდესაც ელემენტარულად დაინახავს ადამიანი რომ მისი ადგილია ამ ქვეყანაში,

მასაც აქვს რაღაც ფუნქცია, ოღონდ არანაირად სხვების გადავლის ხარჯზე"..

 

ძალიან ს გეთანხმებით, და სამართლიანად მსჯელობთ. მხოლოდ შიუკაშვილი როდესაც ამბობს "ოპოზცია მოკვდა" ის გულისხმობს, რომ მოკვდა პოლიტიკურად!მისთვის ეს ელიტა მთი საქმიანობდან და შედეგებიდან გმომდინარე, შედეგებიდან.ზოგადად სრულიად მიუღებელია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგეს არსებულ პოლიტიკურ ელიტაი ჯანსაღ ნაწილს "ცარეცხავს" და პოლიტიკური აქტივობიოს საშუალებას არ მისცემს. გირჩევთ წაკითხოთ მისი ექსპრონტად დაწერილი წერილი: კონფორმიზმის აპოგეა საქართველოში", ის პარტიებზე და იდოლოგიებზე საუბრობს იქ მეტ-ნაკლებად. და ამახვილებს ყურადრებას ევროპაშAი მოღვაწე კომუნისტებზე... მოკლეთ წერს იმას, რომ არსებობის და აქტივობის უფლება ყველას აქვს, მხოლოდ არა სხვის ხარჯზე. დიახ, მხოლოდ არა სხვის ხარჯზე! მე ვიცნობ მი ლექსებს და მოტხრობებს, მას ძალიან უყვარს მოხუცი ხალხი, და ერთგანს სწეს, რომ "სტკივა მაი სიბერე".. ზუსტად ასე წერს"მილიარდობითი ადამიანის სიბერე და სევდა მტკივაო". ის არ არის ტირანი და დიქტატორი. სირცხვილია ის რომ ვადარებთ თუთბერიძეს, ის ცხოვრებაში მეფესავით გულმოწყალეა და თავმდაბალი. მე მისი მჯერა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის ახალგაზრდული მოძრაობის დემოკრატიული ლიგის პრეზიდენტია, და ბუნებრივია "გზავნილებში" უფრ მეტ ყურადღებას ახალგაზრდებზე ამახვილებს. რა ვიცი მეც ასე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების აქტივობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე! ოპოზიციამ იმიტომ ვერ მოიტანა ცვლილებები რომ მათ საქართველოს 99% ახალგაზრდა მხარს არ უჭერს! ეს ფაქტია, და ეს დაგვანახა ბოლო 4-5 წელმა. მიმდინარე მოვლენებმა. ოპოზიციას სძულს შიუკაშვილი მას გსაქანს არ აძლევს ესც ფაქტია! ოპოზიციას სძულს განათლებული ახალგაზრდობა. მას მხოლოდ ყველაზე ცუდი გაგებით ახალგაზრდობა აქციებზე სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ მედროშეებად, და იმისთვის, რომ მათ როგორც შიუკაშვილი წერს იღრიალონ მხოლოდ "მიშა წადი".

აქვე ბოდიში მინდა მოუხადო შამილს "გაუგებრობისთვის".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალია, რომ ოპოზიცია იდეურათ მოძველდა, მოცვდა.

პოლიტიკაში წაგებული ტირის! ოპოზიციას ეგონა, რომ უსასრულოდ ცდები ექნებოდა ხელისუფლების გამოსაცვლელათ.

 

ახალი ოპოზიციის ჩამოყალიბება კი არაა პირველადი. პირველადია ახალი, თანამედროვე და პერსპექტიული იდეოლოგიის ჩამოყალიბება. ისეთი იდეოლოგიის, რომელიც ხალხსაც გააერთიანებს და ოპოზიციის დროშების ქვეშ დააყენებს. ისეთი იდეოლოგიის, რომელიც საძირკველს ჩაუყრის ახალ პოლიტიკურ ელიტის ჩამოყალიბებას.

 

სანამ იდეოლოგია არაა ჩამოყალიბებული, სურვილები:

1. მე ეხლა მჭირდება "ძლიერი ნებისყოფის 50–100 პრინციპული ახალგაზრდა",

2. ქართველი გაპონების ბარიკადებისკენ მოწოდება

არიან ბავშვური ცნობისმოყვარეობის, საკუთარი ძალების გამოცდის, ჟინის დაკმაყოფილების მცდელობა.

 

პოლიტიკა ფული, რესურსები და შესაძლებლობებია. თუ ეს არა გაქვთ გათვითმცნობიერებული და სათავეში დაყენებული, ისევე მალე მოძველდებით, როგორც დღევანდელი ოპოზიცია მოძველდა.

 

ხალხს დაანახეთ მიზანი, როგორი ცხოვრებისკან გინდათ წაიყვანოთ. და მერე არ მოატყუოთ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ჩემი ხატია სამშობლო " ის ჩემი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტია მე კი მისი ერთგული თანამებრძოლი და მხარდამჭერი ვიქნები ყოველთვის!არ გავახარებთ კონფორმისტებს და ფარისევლებს!ვოტ ტაკ!

zaratustra22

ის ჩემი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტია - "ვოტ ტაკ"? :)

 

zaratustra22

 

არავის არ ვებრძვი, მეტი საქმე არ მაქ :givi:

 

უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს, როდის დააპატიმრეს, რა ბრალდებით და რა უფლებით?

 

და კიდე - ისევ სტუდენტია? :what:

 

 

kisa

მეც მაინტერესებს?

 

მეც იმედი მაქვს, რომ ბავშვური მასკარადის მოწმენი არ გავხდებით პოლიტიკაში.

ის პოზიტიური აღთქმა, რომლითაც ეს თემა გავხსენი, რაღაც ნელ-ნელა იცვლება. იმედია ხატია თვითონ დააბრუნებს თავის ავტორიტეტს ადგილზე.

 

ყველას, ეფრო ჩემ თავს

პ.ს. ჰოლანდია-ესპანეთის მერე წარმოდგენა მეცვლება თანამედროვე ფეხბურთზე. ეხლაც გამოშტრებული ვარ იმ მატჩისგან შედეგის მიუხედავათ. რაღაც მსგავსი არ მინდა გამეორდეს ამ თემაში...

Edited by GeoStream
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

პ.ს. ჰოლანდია-ესპანეთის მერე წარმოდგენა მეცვლება თანამედროვე ფეხბურთზე. ეხლაც გამოშტრებული ვარ იმ მატჩისგან შედეგის მიუხედავათ. რაღაც მსგავსი არ მინდა გამეორდეს ამ თემაში...

მაინც რამ გაგაოცათ ასე?

რამდენადაც ვიცი ესპანეთს ქომაგობდი http://planeta.ge/index.php?showtopic=31231&view=findpost&p=297397 :D

 

 

და ამ თემასთან რა კავშირშია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

მე და შენ ანტიპოდები ვყოფილვართ, მაგრამ ეგ არა არის მთავარი, მათავარია არ იყო კონფორმისტი.:D

110%

 

კონფორმისტი როცა ხდები მაშინ მთავრდები ალბათ როგორც ადამიანი.. :givi: http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

 

მაინც რამ გაგაოცათ ასე?

რამდენადაც ვიცი ესპანეთს ქომაგობდი http://planeta.ge/index.php?showtopic=31231&view=findpost&p=297397 :D

 

 

და ამ თემასთან რა კავშირშია?

პირიქით, ჰოლანდიას აქვს მეთქი მოტაცებული ჩემი გული წინასწარ მჩ2010 დაწყებამდე დავწერე.

ისეთი პარადოქსული დასკვნები გამოვიტანე ფინალის მერე, რომ მართლა არა ვბედავ აქ დავდო.

 

ამ თემასთან ის კავშირია, რომ ისევე პარადოქსულათ დაიწყო ამ თემამ ტრიალი, ვიდრე თავიდან (როცა ვხსნიდი) მესმოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...