SSDK Posted May 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2010 (edited) წინასწარ ბოდიშს გიხდით დიდ თემაზე, ვიცი რთულია მათი კითხვა, მაგრამ ხანდახან არის სიტუაციები, როდესაც ცოტას თქმა ნიშნავს არაფრის თქმას ©.. შესავალიარ მიყვარს პოლიტიკაში პოსტვა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანია თვალს ვადევნებ ფორუმის პოლიტ-განყოფილებას. ასე ვთქვათ, ასე თუ ისე ვიცნობ შიდა სამზარეულოს და წარმოდგენა მაქვს "მზარეულებზე". შესაბამისად, დამეთანხმებით ალბათ ყველა, რომ "ჯანსაღი" დებატები საკმაოდ იშვიათი მოვლენაა აქ.. მართალია, მოდერები ხშირად სამართლიანად, ზოგჯერ უსამართლოდ, მაგრამ მაინც ყველა ძალით ებრძვიან რაღაც დონის დარღვევებს (შეურაცხყოფა, ე.წ. ოფები და ა.შ.), მაგრამ არის ზოგიერთი ასპექტები, რომელსაც წესებით ვერ შეებრძოლები და მკითხველების გაღიზიანებას კი იწვევს.. საუბარია უადგილო ცინიზმზე, სარკაზმზე, დემაგოგიაზე და ა.შ. ასევე ხშირია და რთულად კონტროლირებადი ე.წ. გაოფება.. პრობლემების კონკრეტიზირება, ზოგიერთი მიზეზებიროდესაც თემა არის მასიური, ანუ ყველას შეუძლია მასში პოსტვა, შესაბამისად, გაცილებით იზრდება ზემოთ ხსენებული პრობლემების წარმოქმნის შანსები.. ხშირია, როდესაც ერთ მომხმარებელს უნდა მეორესთან ან მომხმარებელთა ერთ ჯგუფს მეორე ჯგუფთან დებატები და რომელიმე თემაში ამის საშუალება არ არის.. იდეა-პროექტი-გამოსავალი ხშირად იყო დებატების თემაზე საუბარი, მაგრამ როგორც ვიცი არ განხორციელებულა და არც განხორციელების კონკრეტული შემოთავაზება ყოფილა ვინმესგან. თუ ვცდები, იყო ასეთი შემოთავაზებები, საერთოდ იდეა ეწინააღმდეგება ფორუმის პოლიტიკას ან განხორციელება ვერ მოხდა რაღაც მიზეზების გამო, შეგიძლიათ აქ შეწყვიტოთ კითხვა. შევქმნათ თემების წყვილები ”დებატები-გარჩევა”. თემები ”დებატები”: სათაურში იქნება მითითებული დებატებში მონაწილე მომხმარებლების ნიკები.დებატები შეიძლება იყოს როგორც 1 x 1, ასევე n x m. მეორე შემთხვევაში როგორმე, გარკვევით უნდა იყოს მითითებული ორივე ჯგუფის მომხმარებლები. თავდაპირველად, ჩემი რეკომენდაციაა, თითოეულ მხარეს 2 ზე მეტი მომხმარებლის აკრძალვა, შემდეგ დრო გვაჩვენებს.შეიძლება თემატური დებატებიც, ამ შემთხვევაში მითითებული იქნება თემა.ამ ტიპის თემებში პოსტვის უფლება აქვთ მხოლოდ დებატებში მონაწილე მომხმარებლებს. ამის გაკონტროლება საკმაოდ ადვილია: უბრალოდ იშლება სხვა ადამიანების პოსტები და მომხმარებელს ეძლევა სიტყვიერი/”ვორნ” გაფრთხილება. ამ მხრივ არავის პრეტენზია არ ექნება მოდერის კორექტულობაზე, რამეთუ არავის არა აქვს უფლება პოსტოს დებატებში, გარდა მასში მონაწილე მომხმარებლებისა და მოდერებისა(ისიც საკმაოდ შეზღუდულად, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ფორუმის წესების დარღვევა, თემაზე საუბრის უფლება ამ თემაში არც მოდერებს არა აქვთ, თუ არ შედიან ამ დებატებში მონაწილეთა რიცხვში). თემები ”დებატების გარჩევა”ყოველ თემისთვის ”დებატები”, იქმნება მეწყვილე თემა, რომლის სათაური და თემა ემთხვევა მისი მეწყვილის სათაურს და თემას, იმ განსხვავებით, რომ სათაურში დაემატება სტრიქონი ”- გარჩევა”დებატების გარჩევა არის თავისუფალი თემა, ყველას შეუძლია საუბარი კონკრეტული დებატების შესახებ, გარდა დებატებში მონაწილე მომხმარებლებისა. ამის კონტროლიც საკმაოდ ადვილია და კონტროლდება იგივენაირად, როგორც ”დებატებში”. შესაძლება ციტატების მოყვანა ”დებატებიდან”, ისევე როგორც ”დებატებში” შესაძლებელია ციტატების მოყვანა ”დებატების გარჩევებიდან” იდეა-პროექტის პლიუსები და მინუსები პლიუსები: - იდეის განხორციელების შემთხვევაში ფორუმზე ჩამოყალიბდება დებატების ცნება, კულტურა..- შესაძლებელი იქნება კონკრეტულ თემებისთვის კომპეტენტური და ამ თემების მცოდნე ადამიანების დებატების ნახვა და შესაბამისად განხილვა ისე, რომ არ მოხდეს მათი ხელის შეშლა..- არ იქნება შემდეგი სახის პრეტენზიები: თემას გვიძირავენ, გვიოფებენ, შემოიყრებიან ახლა ოპოზიციონრები(მმართველი ძალის წარმომადგენლები) და ა.შ.- დებატების წესები საშუალებას იძლევა მოდერების 100% კომპეტენტურობისა ისე, რომ ვერავის ვერ ექნება პრეტენზია არასწორ მოდერაციაზე..- წინა პუნქტის გათვალისწინებით, თუ კარგად დავაკვირდებით, დებატები არ არის კონკრეტულ ფორუმზე დამოკიდებული, ასე რომ, საშუალება გექნებთ სხვა ფორუმებიდან მოიწვიოთ ხალხი და გამართოთ მათთან დებატები. წესების წაკითხვის შემდეგ, მათ ვერ ექნებათ ვერანაირი გამართლება მოდერაციის პრობლემებზე და ფორუმის პოლიტიკაზე. შესაბამისად მათი უარი იქნება უბრალოდ თავის არიდება..- უბრალოდ ახალი იდეაა (მე ასე ვფიქრობ, შეიძლება ვცდები და იყო/არის სხვაგანაც) და ერთობ საინტერესოც ჩემი აზრით.. მოუხდება ფორუმს, გამოაცოცხლებს მაინც ცოტათი, ასე მგონია მე..- საკმაოდ ადვილი განსახორციელებელია..- კარგად განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია დებატების მოწყობა საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსებთან თუ პოლიტოლოგებთან, როგორც ფორუმის მომხმარებლებთან, ასევე ერთურთთან.. მინუსები: - იდეა საჭიროებს დახვეწას, იქნება ეს ცაკლე ქვეგანყოფილება თუ თითოეულ მხარეში მონაწილეთა რიცხვი..- წესების წაკითხვა-გააზრებაზე ალბათ დიდი დრო წავა და რთული გასაგებიც შეიძლება იყოს, თუმცა მე მგონია, რომ საკმაოდ გასაგებად ჩამოვაყალიბე..- როგორც ნებისმიერი სიახლე, ასევე ესეც უმრავლესობა მომხმარებლებში ალბათ გამოიწვევს, პროგრესის ”ზიზღ-შიშს”.- დამატებითი წესები თითქმის არავის, თითქმის არასდროს არ უხარია.. შეჯამებაალბათ თემა ცოტათი არასწორ ადგილასაა გახსნილი, მაგრამ იმის გამო, რომ მკვეთრად პოლიტიკურ დებატებზეა საუბარი, მგონია, რომ შესაძლებელია ამ განყოფილებაში გაჩერება, ცოტა ხნით მაინც..აქვე დავამატებ მოკლედ ჩემზე, წინასწარ რომ იცოდეთ: არავის დაკვეთა და ეგეთები ეს თემა არაა, არც ერთ პოლიტ-პარტიას არ ვეკუთვნი, უმეტესობა მათგანის პროგრამებს არ ვიცნობ, ვარ ალბათ უფრო ოპოზიციურად, ვიდრე პოზიციურად განწყობილი.ხმა მივეცი პირველ პუნქტს.. რამდენი მიწერია რაა ეს გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რაც თქვენ წაიკითხეთ და გაიაზრეთ 5-25 წუთში, მის მომზადებას და დაწერას მოვუნდი 1-2 საათი და მაინცდამაინც არაჰუმანურ ხუმრობებს ნუ ჩამირტყავთ ნებისმიერი კრიტიკა მისაღებია.. ჩემი თხოვნა იქნება, პოლზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ორიოდე სიტყვით მაინც აღწეროთ მიზეზი.. თემა კოპირებულია ფორუმგეზე გახსნილი ჩემივე თემიდან.. Edited May 1, 2010 by SSDK Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted May 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2010 აბრაკადაბრა - პოლემიკას არ აქვს წესი გარდა ერთისა ოპონირების თავისუფლების წესი- დემოკრატია ნიშნავს სიტყვის თავისუფლებასა და იდეის წარმოთქმის, მტკიცების თავისუფლებას. მორჩა ეგ ტაიმერიც არაა ტქვენი საქმე ვისაც რამდენი ხანი უნდა იმდენი იფიქროს და თუნდაც კაი ბოყინის მთქნარებისა და ზმორების შემდეგ (შეუძლია იანკი დიდლიც დაუკრას ანალურად) წარმოადგინოს ტავის შეხედულება - კარგი მიღებული იქნება ცუდი გაიკიცხება, მორალატეებს შავაგინებთ სამშობლოს ერთგულება შეიქება. ესაა და ეს. Pოსკრ. რეიზა დახარჯე ეს 1-2 სთ და --25 წუთი? აგერ 6 წუთში წავიკიტხე და 14 წითში დავწერე პასუხიც იდეის , სიტყვის თავისუფლება ნიშნავს ამ იდეისა და სიტყვის სისწორის მტკიცების თავისუფალს საშუალებასაც , ყოველგვარი ნორმატიული აქტი გამოხატვის წესებთან დაკავშირებიტ მხოლოდ შეზღუდვის მომასწავებელია ამ დემოკრატიული უზენაესი პრინციპებისათვის - თუ შეზღუდავტ დაგრჩებატ მარტიო კისა დიასახლისი და ცინიკური მარაზმი პუტლეროფიულთა ან მიშიტთა სახით, ესე ხომ იყო რა მოიგო? ახლა კაია ხალხი კიტხულობს და კამათობს შუამავლები არ გვინდა - იმიტომ რომ მერე მიმოზასავიტ ხრიან მათ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2010 კარგი იდეაა, მაგრამ საჭიროებს კორექტირებას (წინადადებები პოსტში)[ 1 ] [25.00%]კარგი იდეაა. კორექტირებას რაც შეეხება და გულისხმობ იმას რომ ეს კლონი თემის რაობა ვერ დავამუღამე. ანუ ტექნიკური მხარე მოკლედ. ვიზუალური მხარის შეცვლას ითხოვს ეს ყოველივე ფორუმის თუ ყველაფერი ისევე დარჩება როგორც არის უბრალოდ სფეციფიური ნიშან თვისებების სადებატო თემები დაემატება თემების საერთო ჩამონათვალს? მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში დებატები კარგი რამეა, თუნდაც საუბრის კულტურის პროპაგანდის ჰამბავში ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted May 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 აბრაკადაბრა - პოლემიკას არ აქვს წესი გარდა ერთისა ოპონირების თავისუფლების წესი- დემოკრატია ნიშნავს სიტყვის თავისუფლებასა და იდეის წარმოთქმის, მტკიცების თავისუფლებას. მორჩა ეგ ტაიმერიც არაა ტქვენი საქმე ვისაც რამდენი ხანი უნდა იმდენი იფიქროს და თუნდაც კაი ბოყინის მთქნარებისა და ზმორების შემდეგ (შეუძლია იანკი დიდლიც დაუკრას ანალურად) წარმოადგინოს ტავის შეხედულება - კარგი მიღებული იქნება ცუდი გაიკიცხება, მორალატეებს შავაგინებთ სამშობლოს ერთგულება შეიქება. ესაა და ეს. Pოსკრ. რეიზა დახარჯე ეს 1-2 სთ და --25 წუთი? აგერ 6 წუთში წავიკიტხე და 14 წითში დავწერე პასუხიც იდეის , სიტყვის თავისუფლება ნიშნავს ამ იდეისა და სიტყვის სისწორის მტკიცების თავისუფალს საშუალებასაც , ყოველგვარი ნორმატიული აქტი გამოხატვის წესებთან დაკავშირებიტ მხოლოდ შეზღუდვის მომასწავებელია ამ დემოკრატიული უზენაესი პრინციპებისათვის - თუ შეზღუდავტ დაგრჩებატ მარტიო კისა დიასახლისი და ცინიკური მარაზმი პუტლეროფიულთა ან მიშიტთა სახით, ესე ხომ იყო რა მოიგო? ახლა კაია ხალხი კიტხულობს და კამათობს შუამავლები არ გვინდა - იმიტომ რომ მერე მიმოზასავიტ ხრიან მათ... საერთოდ, აი, ვერანაირად ვერ დავუკავშირე ეს პოსტი თემას.. უფრო მეტიც, 1-2სთ და 25 წუთი რომ არ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ საერთოდ შეგეშალა თემა.. სად დაინახე შუამავლის ცნება?უბრალოდ პროგრამაში ასახულია, თუ როგორ უნდა მოხდეს 1-1 ან 2-2 პოლემიკები მაქსიმალური კომფორტით, როგორც დებატორებს შორის, ასევე დებატების დამკვირვებლებს და მკითხველებს შორის.. კარგი იდეაა. კორექტირებას რაც შეეხება და გულისხმობ იმას რომ ეს კლონი თემის რაობა ვერ დავამუღამე. ანუ ტექნიკური მხარე მოკლედ. ვიზუალური მხარის შეცვლას ითხოვს ეს ყოველივე ფორუმის თუ ყველაფერი ისევე დარჩება როგორც არის უბრალოდ სფეციფიური ნიშან თვისებების სადებატო თემები დაემატება თემების საერთო ჩამონათვალს? მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში დებატები კარგი რამეა, თუნდაც საუბრის კულტურის პროპაგანდის ჰამბავში ...კლონში ვიგულისხმე ის, რომ ეს თემა კაი ხნის წინ მქონდა გაკეთებული ფორუმ.გე-ზე, სადაც რათქმაუნდა ჩავარდა რიგი წონიანი მომხმარებლების გამო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 ცუდ იდეას მივეცი ხმა :nekro:ვერ წავიკითხე ამდენი, ამიტომ ვერც გავიგე, და პოლში კიდე სამი კარგი იდეა და ერთი ცუდი იდეა იყო, და რა მექნა, ჩემი ფორუმული ვალი ხომ უნდა მომეხადა და ხმა დამეფიქსირებინა, ყოფილიყო პოლში კიდევ ერთი პუნქტი : 5.ვერაფერი ვერ გავიგე და მაგას მივცემდი ხმას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted May 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 DonCaredo ცუდ იდეას მივეცი ხმა smile.gifვერ წავიკითხე ამდენი, ამიტომ ვერც გავიგე, და პოლში კიდე სამი კარგი იდეა და ერთი ცუდი იდეა იყო, და რა მექნა, ჩემი ფორუმული ვალი ხომ უნდა მომეხადა და ხმა დამეფიქსირებინა, ყოფილიყო პოლში კიდევ ერთი პუნქტი : 5.ვერაფერი ვერ გავიგე smile.gif და მაგას მივცემდი ხმას smile.gifროFლეგ არაფერი..არაუშავს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.