Jump to content
Planeta.Ge

სად უნდა ვეძებოთ და როგორ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული სამშობლო?


Recommended Posts

dariala

რომელი სურათები, ჩემი

მე რა ვიცი ვისი გადაღებულია. მთაში ვარო უბნობ :036: მართლა მშვენიერი ქალბატონი ყოფილხარ :036:

 

ხომ არაფერი იტკინე?

კიი, ცოტა უხერხულად დავეცი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაკარგული სამშობლოს დასაბრუნებლად ერის არნახული კონსოლიდაცია და საერთო ეროვნული იდეალების გარშემო გაერთიანებაა საჭირო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი რწმენით, აუცილებელია ჩვენი მტკიცე ნების - სახელმწიფობრიობის არსებობის შესახებ ხელშეუხებელ რეალობად ვაქციოთ მსოფლიო საზოგადოებისათვის. ასე მოიქცა თვით დიდი ბრიტანეთისა და არაბული სახელმწფოების ლიგის მიერ უარყოფილი ისრაელი. ამისათვის კი აუცილებელია გავერთიანდეთ ჩვენი სახელმწიფობრიობის გარშემო. სხვადასხვა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების მხრიდან მიერ ჩატარებული საქართველოს მოქალაქე-ამომრჩევლის სოციალური გამოკითხვების ბოლოდროინდელი, კერძოდ კი ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად გამოიკვეთა მეტად საყურადღებო ფაქტი - ამჟამად ამომრჩეველი ირჩევს სტაბილური პოლიტიკური კურსის მქონე პოლიტიკურ პარტიას და არა ქარიზმატულ ლიდერებს. ამას პოლიტიკოსებიც თუ მიხვდებიან მაშინვე აიწევს მათი რეიტინგი. ახლა ხალხი ითხოვს სახელმწიფოებრიობაზე და მის გაძლიერებაზე კონცენტრირებულ პოლიტიკურ მყარი პოლიტიკურ-იდეოლოგიური პლატფორმის მქონე პარტიების ამოქმედებას. “ალიანსელი” ბატონი სოზარ სუბარი შორიახლოს, ჯერ ნოღას ფულებზე ვირტუალურ-ტრანსცენდენტალურ ორგაზმს იღებდა და მერე კი ოცნებათა რეალიზების წყურვილმა განაპირობა ის, რომ ბ-ნი სოზარი ნოღაიდელის პარტიასაც კი მიადგა ერთიანი ლიდერის არჩევისათვის. “ალიანსის” "პრე-მენსტრუალურისდარმა გუნებაცვლილებებმა" სულ გაადეფოლტა ალასანიას პარტია, ისე, რომ ადვოკატთა მეორე მოკავშირე ხიდაშელის კანტორა ვეღარ შველის მას. მალე თავად ეგ ადვოკატები და მათი ლაიბრარისტი ძმებიც დაძუძგავენ იმ შემთხვევაში , თუ ალიანსმა კვლავაც გააგრძელა "ქართაგან ძლიერთა რხევაი საკუირველი".

ჩვენ უნდა გავერთიანდეთ საკუთარი სახელმწიფობრიობის გარშემო, ხოლო პარტიებმა ერთმანეთს კონკურირება უნდა გაუწიონ საქართველოს დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გაძლიერებაში. პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების უკეთ პოლიტიკური ორგანიზაციების გამარჯვების შანსი მათ მიერ წარდგენილ რეალურ წინასაარჩევნო გეგმებშია და არა მათ წინასაარჩევნო უაზრო დაპირებებში. ახლა რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო რუსული პროვოკაციების გაზაფხულისეულ განმეორებებს - აქ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ის განმეორდება ისევე, როგორც ეს განუწყვეტლად ხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან - ანუ 1991 წლიდან .

იმედია ნელ-ნელა შევიმეცნებთ იმას, რომ ქართული სახელმწიფობრიობა და დასავლეთის ცივილიზაცია ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ადგილი და სასიცოცხლო სივრცეა, მაშინ გავუგებთ ერთმანეთს. მთავარია ქვეყანა გვიყვარდეს.

მოვა დრო და შეიქმნება ახალი უდიდესი შედევრები ჩვენთან ახლა მხოლოდ მომზადების პერიოდია ქართულ გენიოსთა "ჯინების ბოთლებიდან" გათავისუფლებისათვის. მე დიდი მოლოდინითა და ძლიერი წინათგრძნობით ველი ამ პროტუბერანციებს ჩვენი სახელმწიფობრიობის არსებობის მრავალ სფეროში განსაკუთრებით კი ქართულ მეცნიერებაში და კულტურაში. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ქართული სახელმწიფობრიობის არსებობის ამ ძნელბედობის ხანაში, ქართულ აკვანში თავისუფლების შობის ამ გმირულ პერიოდში დაიბადება უდიდესი მოაზროვნეების, გენიოს მათემატიკოსთა, ფიზიკოსთა, ექიმთა, ინჟინერთა, არქიტექტორთა, მხატვართა, პოეტთა, ასევე მუსიკოსების, ლიტერატორების დიდებული პლეადა, რადგან ახლანდელი საქართველო ბევრით გავს გაერთიანების პროცესში მყოფ ვერდის დროინდელ იტალიას , ასევე ვიქტორ ჰიუგოს დროინდელ წინააღმდეგობებითა და მრავალრიცხოვანი მტრით გარემოცულ საფრანგეთს. მე მტკიცედ მჯერა საქართველოს სახელმწიფოებრივი მომავლის.ღმერთმა დალოცოს საქართველო და აკურთხოს მისი ერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად

;) :* :))

ამჟამად ამომრჩეველი ირჩევს სტაბილური პოლიტიკური კურსის მქონე პოლიტიკურ პარტიას და არა ქარიზმატულ ლიდერებს.

:)) :)) :)) :)) :))

პ.ს.

 

მიშა მაგარია და რამე....

ბლა ბლა ბლა...

არადა სლეა ეგ მიშა და რა გინდა რომ ქნა...

არც მისი ელექტორატია იმხო დიდად მასზე უკეთესი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სად უნდა ვეძებოთ და როგორ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული სამშობლო?

არ ინერვიულო ლიცი, აგე Gagi 67-ის უკვე უპოვია და ეხლა პროტუმბერანცების ამოხეთქვას ელოდება კაცი ქართულ მეცნიერებასა და ხელოვნებაში.

რაც მთავარია ნაპოლეონი უკვე გვყავს მიხოს სახით :))

ეხლა გარიბალდი გვჭირდება სრული ბედნიერებისათვის, ქვეყანა გასაერთიანებელია. ;)

 

 

დილა მშვიდობისა ყველას და პატიებას ვითხოვ თუ რამე შევცოდე.:*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დილიდან გულს მიხეთქ რა... არც მასე უნდა იყოს მთლად საქმე... ვიდრე ორ ქართველს მაინც აწუხებს ეს კითხვა სად უნდა ვეძებოთ და როგორ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული სამშობლო? ყველაფერი არ არის ჯერ დაკარგული...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დილიდან გულს მიხეთქ რა... არც მასე უნდა იყოს მთლად საქმე... ვიდრე ორ ქართველს მაინც აწუხებს ეს კითხვა სად უნდა ვეძებოთ და როგორ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული სამშობლო? ყველაფერი არ არის ჯერ დაკარგული...

irene

რა გითხრა, ჩემო irene , რით გაგახარო, :givi: :D , სანამ თითოეული ჩვენთაგანი თავად არ ჩაწვდება, ჩვენს უბედურობას, სანამ თავად არ ვისურვებთ და არ ჩამოვირეცხავთ ჩვენივე ხელით ნასროლ ლაფსა და ტალახს, ჩვენი საშველი არ იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...