Jump to content
Planeta.Ge

● ეწინააღმდეგება მეცნიერება ბიბლიას? ●


Recommended Posts

FRIDRIX

 

არც რელიგიას აქვს პირდაპირი მტკიცებულება ღვთის არსებობის და არც მეცნიერებას აქვს პირდაპირი მტკიცებულება ღვთის არარსებობის. ამ მარტივი მდგომარეობის საფუძველზე თუ ვიმსჯელებთ, რელიგია და მეცნიერება ურთიერთგამომრიცხავი სფეროები არაა, რადგან არც რელიგია ებრძვის მეცნიერებას და არც მეცნიერება რელიგიას. არცერთის არ აქვს მთავარ მიზანად ერთმენეთის დაპირისპირება დასახული. ასე რომ, ამ თემის პირველ პოსტში რაც დავწერე, იქ მინდივართ ზუსტად.

 

 

ყველაზე ძალიან მაღიზიანებს ის რომ

 

 

ათეისტმა უდნა დაამტკიცოს თუ რატომ არ არსებობს და რატომ არ სწამს ღმერთის

 

ეკლესიამ არ უდნა დაამტკიცოს რატომ არსებობს და სწამს ღმერთის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 73
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ ნუთუ არ დაიღალეთ რელიგიურ თემებზე დავით და რაღაცეების ახსნით და მტკიცებით :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე ძალიან მაღიზიანებს ის რომ

 

 

ათეისტმა უდნა დაამტკიცოს თუ რატომ არ არსებობს და რატომ არ სწამს ღმერთის

 

ეკლესიამ არ უდნა დაამტკიცოს რატომ არსებობს და სწამს ღმერთის

FRIDRIX

 

არავინ არავის აძალებს დაამტკიცოს. უბრალოდ როცა რაიმეს დაჯერებაზეა საუბარი, ბუნებრივია დამადასტურებელი მტკიცებულებები აუცილებელია, როგორც ერთი მხრისგან, ისე მეორისგან. მტკიცებულებების წარმოდგენა კი გამაღიზიანებელი კი არ უნდა იყოს, პირიქით, სასიამოვნო. გამაღიზიანებელი მაშინაა, როცა მტკიცებების დეფიციტს განიცდის ერთერთი მხარე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

არავინ არავის აძალებს დაამტკიცოს. უბრალოდ როცა რაიმეს დაჯერებაზეა საუბარი, ბუნებრივია დამადასტურებელი მტკიცებულებები აუცილებელია, როგორც ერთი მხრისგან, ისე მეორისგან. მტკიცებულებების წარმოდგენა კი გამაღიზიანებელი კი არ უნდა იყოს, პირიქით, სასიამოვნო. გამაღიზიანებელი მაშინაა, როცა მტკიცებების დეფიციტს განიცდის ერთერთი მხარე.

 

 

მეციერებას აუარებელი დამამტკიცებელი საბუთი აქვს რომ ღმერთი არ აარსებობს

 

 

ხოლო ეკლესიას ???

 

 

ოღონდ სანთლები რომ თავისით ინთება მაგას არ მივიღებ დამამტკიცებელ საბუთად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეციერებას აუარებელი დამამტკიცებელი საბუთი აქვს რომ ღმერთი არ აარსებობს

FRIDRIX

 

თეორიები დამამტკიცებელი საბუთები არაა. რამდენი ხანია გწერ მოიყვანე ეგ დამამტკიცებელი საბუთებითქო და არ შვები. :givi: მიგვითითე ერთი მეცნიერული ჯგუფი მაინც, რომელიც იმ მიზნით შეიქმნა რომ ღვთის არსებობა არარსებობის პროექტზე ემუშავა. მოკლედ, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება იოლია მარა ფაქტების მოყვანა კი არ გსურს. როცა დამამტკიცებელი საბუთები არ აქვს მეცნიერებას, ვერ ვიტყვით რომ ის ეწინააღმდეგება რელიგიას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდესაც მხედველობაში ვიღებთ იმ ფაქტს, რომ [ზოგიერთი] რელიგია მეცნიერულ პროგრესს ეწინააღმდეგებოდა, როდესაც ცნობილია მისი სახელით ჩადენილი არაერთი შემზარავი ფაქტი, აგრეთვე მისი თვალთმაქცობა და სისასტიკე, გასაგებია, თუ რატომ უარყო ზოგმა მეცნიერმა რელიგიური მრწამსი.

როგორც პირველ პოსტში დავწერე მრავალი სწავლული რეალურად უყურებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და საკუთარ აზრს ნათლად გამოხატავენ ამ საკითხებზე. მაგალითად, პროფესორი მიკრობიოლოგიის დარგში, ჯონ პოსტგეითი შენიშნავს ასეთ რამეს:

 

"მსოფლიოში არსებულმა რელიგიებმა. . . თავზარი დასცეს კაცობრიობას; მათ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, მოაწყვეს ჯვაროსნული ლაშქრობები და ინკვიზიციები და გამართეს ხოცვა-ჟლეტა. რელიგიის ამ ბნელმა მხარემ დღევანდელ საზოგადოებაში კიდევ უფრო საშიში ხასიათი მიიღო. მეცნიერებისგან განსხვავებით რელიგია არ იცავს ნეიტრალიტეტს".

 

პოსტგეითი დარწმუნებულია, რომ რელიგიის ამ ბნელ მხარესთან შედარებით მეცნიერება უფრო რაციონალური, მიუკერძოებელი და წესრიგიანია. ის ასეთ დასკვნას აკეთებს: "მეცნიერება უფრო მაღალზნეობრივი გახდა". მაგრამ მართლა ასეა? ჩემი აზრით არაა ასე!

 

თავად პოსტგეითიც არ მალავს, რომ "ზოგჯერ მეცნიერთა შორისაც თავს იჩენს მეტოქეობა, სიხარბე, წინასწარ აკვიატებული აზრები და შური". ის აგრეთვე ასეთ რამესაც ამხელს, რომ "რამდენიმე მეცნიერმა სამეცნიერო კვლევა-ძიების გულისთვის მკვლელობაზეც კი არ დაიხია უკან; ასეთი რამ ხდებოდა, მაგალითად, ნაცისტურ გერმანიასა და პატიმართა იაპონურ ბანაკებში". ერთხელ, როდესაც ჟურნალ "ნეშნლ ჯიოგრეფიკში" მცდარი ინფორმაცია გაიპარა, რედაქციამ ერთ-ერთ კორესპონდენტს ამ ამბის გამოძიება დაავალა. კორესპონდენტი იტყობინებოდა, რომ ამ უზუსტობის მიზეზი იყო "მცდარი გასაიდუმლოება და უმართებულო მიმნდობლობა, თავისნათქვამა ადამიანებს შორის გაჩაღებული შეხლა-შემოხლა, თავმომწონეობა, არარეალური ოცნებები, გულუბრყვილო ვარაუდები, ადამიანური შეცდომები, სიჯიუტე, მანიპულირება, ზურგს უკან ქირდვა, მოტყუება, [და] კორუფცია". და რა თქმა უნდა, სწორედ მეცნიერების "დამსახურებაა" თანამედროვე მსოფლიოში ისეთი საშინელი საბრძოლო იარაღების არსებობა, როგორიცაა ბიოლოგიური იარაღი, მომწამლავი გაზი, რეაქტიული ჭურვები, მართული რაკეტები და ატომური ბომბები. ასე რომ, ფაქტებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, როგორცრელიგიას, ისე მეცნიერებასაც აქვს უარყოფითი მხარე. არც ერთია ანგელოზი და არც მეორე. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

თეორიები დამამტკიცებელი საბუთები არაა. რამდენი ხანია გწერ მოიყვანე ეგ დამამტკიცებელი საბუთებითქო და არ შვები. :yes: მიგვითითე ერთი მეცნიერული ჯგუფი მაინც, რომელიც იმ მიზნით შეიქმნა რომ ღვთის არსებობა არარსებობის პროექტზე ემუშავა. მოკლედ, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება იოლია მარა ფაქტების მოყვანა კი არ გსურს. როცა დამამტკიცებელი საბუთები არ აქვს მეცნიერებას, ვერ ვიტყვით რომ ის ეწინააღმდეგება რელიგიას.

 

მართალი ხარ არც ერთი მეცნიერული ჯგუფი არ მუშაობს იმაზე დაამტკიცოს ან უარყოს ღმერთის რსებობა, მაგრამ იცი რაა მეცნიერება არის უნარი ადამიანისა "ჭვრიტოს არსებული" გაიგოს მისი ბუნება,დაინახოს რაც აქამდე ჯერ ვერ დაინახა და და არ ხელეწოპება ჩაწვდეს საიდან ან რითი დაიწყო ეს ყველაფერი. ბევრს ვარაუდობენ ბევრ თეზისებს გამოცემენ,მაგრამ რეალურად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ პასუხს ვერ მიაგნეს!

აქედან დასკვნის გამოტანა აღარ უნდა იყოს ძნელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალი ხარ არც ერთი მეცნიერული ჯგუფი არ მუშაობს იმაზე დაამტკიცოს ან უარყოს ღმერთის რსებობა, მაგრამ იცი რაა მეცნიერება არის უნარი ადამიანისა "ჭვრიტოს არსებული" გაიგოს მისი ბუნება,დაინახოს რაც აქამდე ჯერ ვერ დაინახა და და არ ხელეწოპება ჩაწვდეს საიდან ან რითი დაიწყო ეს ყველაფერი. ბევრს ვარაუდობენ ბევრ თეზისებს გამოცემენ,მაგრამ რეალურად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ პასუხს ვერ მიაგნეს!

აქედან დასკვნის გამოტანა აღარ უნდა იყოს ძნელი.

 

 

ღმერთი რომ არ არსებობს იმაზე ვერ მიაგნეს პასუხს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეწინააღმდეგება მეცნიერება ბიბლიას? ●, აზრთა სხვაობა ჯერ კიდევ არსებობს

მეცნიერება არ ეწინააღმდეგება ბიბლისას და ზოგადა რელიგიებს, არამედ რელიგია ეწინააღმდეგება მეცნიერებას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეცნიერება არ ეწინააღმდეგება ბიბლისას და ზოგადა რელიგიებს, არამედ რელიგია ეწინააღმდეგება მეცნიერებას!

ღმერთის თეორია თავად ანტიმეცნიერიულია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეცნიერება არ ეწინააღმდეგება ბიბლისას

უცხო_პლანეტელი

ესე იგი ამაში მაინც ეთანხმები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ რომ მეცნიერება არ ეწინააღმდეგება ბიბლიას.

 

და ზოგადა რელიგიებს, არამედ რელიგია ეწინააღმდეგება მეცნიერებას!

და ბიბლია ეწინააღდეგება მეცნიერებას?

 

ღმერთის თეორია თავად ანტიმეცნიერიულია..

Nukriko

 

რატომ ფიქრობ მასე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესე იგი ამაში მაინც ეთანხმები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ რომ მეცნიერება არ ეწინააღმდეგება ბიბლიას.

იმიტომ რომ მეცნიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს პრეტენზიის გარდა.

მეცნიერება ეძებს ჭეშმარიტებას, ხოლო ბიბლია ამტკიცებს რომ მან დიდი ხანია იპოვა ერთადერთი ჭეშმარიტება, რომლის კითხვის ქვეშ დაყენება არ შეიძლებაო.

მეცნიერება მანამდე ებრძოდა რელიგიებს სანამ მის გავლენის ქვეშ იყო. ამიტომ ვთვლი მე რომ მეცნირება არ ებრძვის, რელიგიას არამედ "საზრდოს" აცლის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეცნიერება მანამდე ებრძოდა რელიგიებს სანამ მის გავლენის ქვეშ იყო. ამიტომ ვთვლი მე რომ მეცნირება არ ებრძვის, რელიგიას არამედ "საზრდოს" აცლის.

მეც ესე ვფიქრობ

 

შუა საუკუნეებში რაც გაქრისტიანდა ევროპა, რელიგიამ დაატყვევა მეცნიერება. განთავისუფლების შემდეგ, მეცნიერება რელიგიაზე მაღლა დადგა და მას საერთოდ მეცნიერულ კვლევებში არ იყენებს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეცნიერება ეძებს ჭეშმარიტებას,

ძალიან კარგია რომ ეძებს, ვინც ეძებს იპოვის (ოღონდ თუ გულწრფელად ეძებს).

 

 

ხოლო ბიბლია ამტკიცებს რომ მან დიდი ხანია იპოვა ერთადერთი ჭეშმარიტება,

არა, ვერ დაგეთანხმები რასაც აქ წერ. ბიბლია არსად ამბობს 'მე დიდი ხანია ვიპოვე ერთადერთი ჭეშმარიტებაო'. ეგ შენაა რომ იძახი მასე. :)

 

რომლის კითხვის ქვეშ დაყენება არ შეიძლებაო.

ეგეც შენი სიტყვებია და არა ბიბლიის! პირიქით, ბიბლია ადამიანებს მოუწოდებს რომ გამოიკვლიონ. ასე რომ პლიიზ ბიბლიას მაინც ნუ დააბრალებ იმას რასაც არ იძახის. :) ბიბლიას და რელიგიებს ერთმანეთში ნუ ავურევთ ამ შემთხვევაში.

 

მეცნიერება მანამდე ებრძოდა რელიგიებს სანამ მის გავლენის ქვეშ იყო.

ძალიან კარგი. :)

 

ამიტომ ვთვლი მე რომ მეცნირება არ ებრძვის, რელიგიას არამედ "საზრდოს" აცლის.

მე თუ მკითხავ, მეცნიერება კი არ აცლის "საზრდოს" რელიგიას ან ბიბლიას, არამედ ამდიდრებს მას და ამყარებს. :)

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა, ვერ დაგეთანხმები რასაც აქ წერ. ბიბლია არსად ამბობს 'მე დიდი ხანია ვიპოვე ერთადერთი ჭეშმარიტებაო'. ეგ შენაა რომ იძახი მასე. smile.gif

სოფიზმი მოძველებულია რა.............

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...