Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რაღა შორს წავიდეთ და ჩვენი მეზობლებით დავიწყოთ, იმედია იქ ნამყოფებიც გამოჩნდებიან და გაგვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს.

 

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/dd/Flag_of_Azerbaijan.svg/125px-Flag_of_Azerbaijan.svg.png http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/56/Coat_of_arms_of_Azerbaijan.svg/110px-Coat_of_arms_of_Azerbaijan.svg.png

 

სახელწოდება

 

* ოფიციალური: აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

* ეროვნული: Azərbaycan, Azərbaycan Respublikası.

* ეტიმოლოგია: ძვ. წ. მე-9 ს-ში ამ ტერიტორიაზე არსებობდა რომაული პროვინცია Media Atropatena ან მოკლედ Atropatena. ასე ერქვა მას მმართველის სახელის მიხედვით. დღევანდელი სახელი Azərbaycan მიღებულია რომაული “ატროპატენას” და არაბული “ადერბედაგანის” ტრანსფორმაციით. სხვა ვერსიით, ქვეყნის სახელი ნიშნავს „ცეცხლის ქვეყანას“.

* ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AZ.

 

გეოგრაფია

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

 

ქვეყანა მდებარეობს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კასპიის ზღვის სანაპიროზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია სამხრეთ–დასავლეთით - საქართველო, სომხეთი, თურქეთი, სამხრეთით - ირანი, ჩრდილოეთით - რუსეთი. აღმოსავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 86.600 კმ²-ს. ფართობით იგი ყველაზე დიდი ქვეყანაა ამიერ კავკასიაში. ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი მას აქვს სომხეთთან 566 კმ. ყველაზე მოკლე კი თურქეთთან -9 კმ. აფშერონის ნ/კ მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით იგი 60 კმ-ით შეჭრილია კასპიის ზღვაში. მისი სიგანე 30 კმ-ია აქ მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი ბაქო. აზერბაიჯანის უმაღლესი მწვერვალია მთა ბაზარდუზუ - 4485 მ, უდიდესი მდინარეები - კური (მტკვარი) და არაქსი.

 

 

ბუნება

 

რელიეფი. აზერბაიჯანის ტერიტორიის თითქმის ნახევარი უჭირავს მთებს. გვხვდება აგრეთვე ვრცელი ვაკე-დაბლობები. გამოიყოფა 4 მსხვილი გეონორფოლიგიური რეგიონი: კავკასიონი, რომელიც შედგება მთავარი ანუ წყალგამყოფი (მწვერვალი ბაზარდუზუ, 4480 მ) და გვერდითი (მწვერვალი შაჰდაღი, 4243 მ) ქედებისაგან; მცირე კავკასიონი ყარაბაღის ვულკანური მთიანეთითურთ; მტკვარ-არაქსის დაბლობი და თალიშის ანუ ლენქორანის მთები. კავკასიონს გარს ეკვრის დაბალი, ტყიანი მთისწინეთი, ქინა ქედები და ვაკეები. მთები უმთავრესად აგებულია იურული და ცარცული ასაკის ფლიშური (თიხაფიქლები), ნაწილობრივ კარბონატული (კირქვები) და ვულკანოგენური ქანებით, ზღვიური და მოლასური ნალექებით; დახრილი ვაკეები - გვიანდელი პლიოცენის და პლეისტოცენის ფლუვიოგლაციალური და ალუვიურ-პროლუვიური წყებებით; არიდულ მთისწინეთში ხშირია ბედლენდები, გობუსტან-აფშერონის რაიონში - ტალახის ვულკანები.

 

აზერბაიჯანის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში გადაჭიმულია მცირე კავკასიონის ქედები: შაჰდაღი, მუროვდაღი (მწვერვალი გამიში, 3624 მ), აღმოსავლეთი სევანი, ზანგეზური, დალიდაღი, დარალაგიოზი (აიოძორი), ყარაბაღი; ყარაბაღის ვულკანური მთიანეთი და ნახიჩევანის ქვაბულის ვაკეები. მცირე კავკასიონი აგებულია იურული და ცარცული ასაკის ვულკანოგენური (კვარც-პორფირები, სხვადასხვა ეფუიზიური ქანები) და დანალექი ქანებით (ქვიშაქვები, თიხები, კირქვები, არგილიტები და სხვა), პალეოგენის ვულკანური-ტერიგენული ნალექებით. ყარაბაღის მთიანეთის რელიეფისათვის დამახასიათებელია მეოთხეული პერიოდის ვრცელი ლავური პლატოები. ბევრია ჩამქრალი ვულკანი. მცირე კავკასიონზე ჭარბობს საშუალო მთიანი ტექტონიკური-დენუდაციური რელიეფი. აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე თალიშის მთები (მწვერვალი გომურგოი, 2477 მ) უმთავრესად აგებულია მესამეული პერიოდის მძლავრი ვულკანოგენური და ტუფოგენური წარმონაქმნებით. მტკვარ-არაქსის დაბლობი, რომელსაც აზერბაიჯანის ფართობის მეოთხედზე მეტი უჭირავს, აგებულია მეოთხეული კონტინენტური და ზღვიური ნალექებით. მტკვარი და არაქსი დაბლობს ყოფს შირვანის, მილის, ყარაბაღის, მუღანისა და სალიანის ვაკეებად. კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ძირას მდებარეობს მეოთხეული ნალექებით აგებული ალაზან-აგრიჩაის ხეობა (ვაკე), კავკასიონის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით სამურდავაჩის დაბლობი და ყუბის ანუ გუსარის დახრილი ვაკე, თალიშის მთისძირების გასწვრივ კი - ლენქორანის დაბლობი. აზერბაიჯანის დაბლობების აღმოსავლეთი ნაწილი ოკეანის დონეზე დაბლა (28 მ-მდე) მდებარეობს. კასპიის ზღვის ნაპირთან განლაგებულია კუნძულთა ჯგუფები: აფშერონის არქიპელაგი (კუნძულები არტემი, რომელიც ახლა ნაპირთან ჯებირით არის შეერთბული, ჟილოი და სხვა), ბაქოს არქიპელაგი (კუნძულები - ბულა, სვინოი და სხვა) და კუნძულები (ბაქოს უბეში) - ნარგინი, ვულფი, ხანლარი. მნიშვნელოვანი ნახევარკუნძულებია:აფშერონი, მტკვრის ცელა, სარა; ყურეები - აფშერონის, კიროვის და ბაქოს.

 

აზერბაიჯანი მდიდარია წიაღისეულით, განსაკუთრებით ნავთობითა და ბუნებრივი აირით. გვხვდება ალუნიტის, რკინის მადნის, გოგირდის ალმადანის, მოლიბდენის, ბარიტის, კობალტისა და სხვა საბადოები. მოიპოვება ქვამარილი, დარიშხანი, ბევრია (1000-ზე მეტი) მინერალური წყარო (მათ შორის ნარზანის ტიპის ბადამლი და თურშსუ, ესენტუკის ტიპის ისთისუ, მაცესტის ტიპის სურახანი), აგრეთვე სამკურნალო ტალახი და სამკურნალო ნავთობი - ნაფთალანი.

 

 

 

სახელმწიფო სისტემა

 

* სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.

* სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ილჰამ ალიევი (Ilham ALIEV, 2003).

* საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი მილი მეჯლისი (125 წევრი).

* პოლიტიკური პარტიები: ახალი აზერბაიჯანი, სახალხო ფრონტი, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, მუსავატი.

* ეროვნული დღესასწაული: 28 მაისი - რესპუბლიკის დღე.

 

ტერიტორიული მოწყობა

 

ზერბაიჯანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 59 რაიონი, 1 საქალაქო ტერიტორია და 1 ავტონომიური რესპუბლიკა (muxtar respublika). რაიონები გაერთიანებული არიან 12 ოლქში.

ოლქი მოსახლ.

(ათასი) ფართობი

(ათასი კმ²)

არაქსისპირეთი 329 4,3

აფშერონი 2,226 5,4

განჯა 540 5,4

კელბაჯარი 264 7,4

ლენქორანი 759 6,1

მთიანი ყარაბაღი 146 2,7

მუღან-სალიანი 634 9,0

ნახჭევანი 370 5,5

ყაზახი 580 7,1

ყარაბაღი 710 6,5

შეკი 542 9,0

შირვანი 674 11,2

ხაჩმასი 464 7,0

 

 

 

დემოგრაფია

 

* მოსახლეობა: 8,239 მლნ (2003), მათ შორის 90% აზერბაიჯანელი, 3,2% დაღესტნელი, 2,5% რუსი, 2% სომეხი.

* სახელმწიფო ენა: - აზერბაიჯანული, სხვა ენები - რუსული, სომხური.

* რელიგია: ისლამი (შიიტური მიმართულების).

* დედაქალაქი: ბაქო (1,235 ათ).

* დიდი ქალაქები: განჯა (303 ათასი), სუმგაითი (280), მინგეჩევირი (100), ალი ბაირამლი (72), ნახჭევანი (69).

 

 

ეკონომიკა

 

ქვეყანას აქვს ნავთობის, რკინის მადნის მნიშვნელოვანი რესურსები, აგრეთვე ბუნებრივი აირი, ფერადი ლითონები, ალუმინი; ეროვნულ შემოსავალში დიდი ადგილი უკავია სოფლის მეურნეობას. სახელმწიფო ვალუტა აზერბაიჯანული მანათია (AZM).

 

უახლესი ისტორია

 

მთიანი ყარაბაღის გამო მეზობელ სომხეთთან კონფლიქტმა გამოიწვია არეულობა ქვეყანაში 1988-89 წლებში. 1990 წელს საბჭოთა ჯარები შევიდნენ ბაქოში წესრიგის დასამყარებლად და გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა. 1991 წელს აზერბაიჯანის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს მოსკოვურ პუტჩს. აზერბაიჯანმა გამოაცხადდა თავისი დამოუკიდებლობა და 1991 წელს შევიდა დსთ-ში. 1992 წელს გახდა გაეროს წევრი. განახლდა ომი მთიან ყარაბაღში. ნაციონალისტმა პრეზიდენტმა ა.ელჩიბეიმ ადგილი დაუთმო ყოფილ კომუნისტურ ლიდერს ჰ.ალიევს. 1994 წელს ეუთოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით მიღწეული იქნა დროებითი ზავი, თუმცა კონფლიქტი დღემდე მოუგვარებელია - ტერიტორიის მეშვიდედი ოკუპირებულია და ქვეყნას 800 ათასი ლტოლვილი ჰყავს. ბოლო წლებში იყო რამდენიმე უშედეგო მცდელობა სამხედრო გადატრიალებისა. 2001 წელს აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრი გახდა.

 

კულტურა

 

* არქიტექტურა: ბაქო - შირვანშაჰების სასახლე (XV ს.), ყიზყალასი (XII ს.), ციხე-სიმაგრე იშერი-შეჰერი (XI ს.), ძველი ქალაქი (IX ს.); ნახჭევანი - იუსუფ ქუსეირ-ოღლუს მავზოლეუმი (XII ს.), მომინე-ხათუნი (XIII ს); ძველი ქალაქის კაბალის ნანგრევები (VI ს.), გობუსტანის რეგიონის კლდის გამოსახულებები (ძვ. წ. VII ს).

* ლიტერატურა: საგმირო-საფალავნო ძეგლები - "დედე გორგუდის წიგნი" (XII ს.) და „ქოროღლუ“ (XVI ს.); აშუღური პოეზია; სახოტბო პოეზია სპარსულ ენაზე.

* მუსიკა: მუსიკალური საკრავები: თარი, საზანი, ქამანჩა, ზურნა, ნაღარა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხშირად ჩვენ ჩვენს მეზობლებს არ ვიცნობთ, რაც გაუცხოებას იწვევს.

მაგრამ რაც ყველაზე დიდი უბედურეება ჩვენ მხოლოდ პოლიტიკოსების მიერ შექმნილ მითებით ვიცნობთ ერთმანეთს, რაც სწორედ იწვევს შუძლს და გაუთავებელ დავა კამთს, ამიტომ კარგი იქნება თუ ცოტა მეტს გავიგებთ მეზობლების კულტურაზე თუ უბრალოდ ბუნებაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზერბაიჯანში ხშირად დავდივარ სანადიროთ ამ ხალხს ვაფასებ და პატივს ვცემ ძალიან სტუმართმოყვარე და ერთგული ხალხია

ჩვენი სამეზობლოდან აზერბაიჯანელებს დავასახელებ პირველ ადგილზე ჩვენთან მეგობრობის და ერთგულების მიხედვით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენი სამეზობლოდან აზერბაიჯანელებს დავასახელებ პირველ ადგილზე ჩვენთან მეგობრობის და ერთგულების მიხედვით

მეზობლების მრავალრიცხვიანობით დიდი არ გამოვირჩევით, ამიტომ კარგი ქინება თუ შედარებებს და პოლიტიკასთან ახლოს მყოფ პოსტებს მოვერიდებით, უბრალოდ ასეთმა პოსტებმა შეიძლება თემა გააფუჭოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამყოფი არა ვარ და დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი

ერთი ინტერნეტმეგობარი მყავს ბაქოში და კაი ჯიგარი ბიჭია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...