Saturn Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 მთავარი რუსეთის აღიარებააუკან გაიკეთოს ყველა რუსეთუმემ ეგ აღიარება და იაროს ისე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 (edited) თუმცა ცოტა ეჭვი მეპარება, შეიძლება მანამდე უკრაინას კრედიტი მისცეს სავალუტო ფონდმა და აღარ აღიაროს.zen, შენ ფიქრობ სავალუტო ფონდი უკრაინას კრედიტს მისცემს იმისათვის, რომ აფხაზეთი არ აღიაროს?და შენი პოსტის პათოსიდან გამომდინარე ეს რათქმაუნდა ცუდი იქნება არა?სამაგიეროდ სააკიანცის დამხობისთვის კარგი საბაბი იქნება. მიშას პოზიციებია მყარი?)))ყველაფერი ფარდობითია newstudio, ოპოზიციის ღლეობების ფონზე მყარია კი არა, ზედმეტად მდგრადიცაასადაა მიშა? რატომ არ იკარებს არცერთ ნაციონალს უგულავა?მიშა ამერიკაშია და იმისდა მიხედვით როგორი მოლოდინებიცაა, აქა მაინც არაფერი ხდება. საიდან დაასკვენი რომ არ იკარებს, პალიკომ არ წარადგინა? Edited April 29, 2010 by Lo Janko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zen Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 zen, შენ ფიქრობ სავალუტო ფონდი უკრაინას კრედიტს მისცემს იმისათვის, რომ აფხაზეთი არ აღიაროს?და შენი პოსტის პათოსიდან გამომდინარე ეს რათქმაუნდა ცუდი იქნება არა? სააკიანცი თუ არ მოშორდა, დაიწყება საქართველოს დაშლის მეორე ეტაპი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 სააკიანცი თუ არ მოშორდა, დაიწყება საქართველოს დაშლის მეორე ეტაპი.zen, წი მაზგი ნე პუძრი, საქართველოს დაშლის მეორე ეტაპი დაიწყება თუ მესამე მაგი არავინ იცის. შენ მითხარი მიხოს წასვლა იმდენად მნიშვნელოვანია შენთვის, რომ ღირს მაგისათვის უკრაინამ აფხაზეთი აღიაროს? სხვათაშორის ანალგინის ახალ წესებში ასეთ გამოთქმებზე სააკიანცივორნია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 Lo Janko ოპოზიციის ღლეობების ფონზე მყარია კი არა, ზედმეტად მდგრადიცაამხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის ღლეობების გამო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 (edited) ვლადიმირ ციბულკო: "უკრაინელი ოლიგარქები სოხუმისა და ცხინვალის აღიარებით ევროკავშირის ბაზრის დაკარგვას არ გარისკავენ" უკრაინის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეიძლება, ითქვას, რუსულ-უკრაინული ურთიერთობების "გადატვირთვის" პოლიტიკა დაიწყო, რომლის რეალური, ხელშესახები შედეგები გაცილებით მალე გაჩნდა, ვიდრე რუსულ-ამერიკულისა. უკრაინელი ექსპერტების ნაწილი იანუკოვიჩისა და მისი მთავრობის მოსკოვში ვიზიტების რეკორდულ სიხშირეზე, ასევე ორ სახელმწიფოს შორის მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმების ტემპების რეკორდულობაზე მიუთითებს. სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებთან ერთად, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა დიმიტრი მედვედევმა და ვიქტორ იანუკოვიჩმა უკვე მოასწრეს რუსული ფლოტის სევასტოპოლში ბაზირების 25 წლით გახანგრძლივების შესახებ დოკუმენტის გაფორმება, რასაც მალევე პარლამენტების მიერ დოკუმენტის რატიფიკაცია მოჰყვა – მართალია, უკრაინის რადას შემთხვევაში – ხმაურიანი, მაგრამ მაინც. რუსეთთან დაახლოების სურვილი იანუკოვიჩს არც საპროტესტო აქციებმა გაუნელა, რომელიც რატიფიკაციის მეორე დღეს გაიმართა. მეტიც, რუსეთთან მიმართებაში საკუთარი განზრახვის ურყევობის დასამტკიცებლად უკრაინის პრეზიდენტმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომელიც, ბუნდოვანების მიუხედავად, დასავლეთის რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთების მიზეზად იქცა. იანუკოვიჩი რუსეთის მიმართულებით ენერგიული ნაბიჯების გადადგმას კვლავაც აგრძელებს და ერთ-ერთი ასეთი სავარაუდო ნაბიჯის შესახებ 13 მაისს გახდა ცნობილი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების საპასუხოდ რუსეთი სევასტოპოლში ბაზირებული შავი ზღვის ფლოტის პოზიციების გაძლიერებას და ახალი სამხედრო ბაზების გახსნას გეგმავს. საუბარია უპირველესად ბალაკლავაში საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოქმედი წყალქვეშა ნავების ბაზის აღდგენაზე. რა პროცესები მიმდინარეობს უკრაინაში? რა სახე შეიძლება, მიიღოს ამ ფონზე ქართულ-უკრაინულმა ურთიერთობებმა? რამდენად მოსალოდნელია, იანუკოვიჩის ხელისუფლებამ საქართველოს კონფლიქტური რეგიონები აღიაროს? - ამ და სხვა საკითხებზე “პირჭელი” ცნობილ უკრაინელ პოლიტოლოგს ვლადიმირ ციბულკოს ესაუბრა. - ბატონო ვლადიმირ, როგორ შეაფასებთ ხარკოვში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მიერ მიღწეულ შეთანხმებას, რომლის თანახმად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკრაინის ტერიტორიაზე ბაზირების ვადა 25 წლით გაუგრძელდა? - სევასტოპოლის მედალს ორი მხარე აქვს: ერთის მხრივ, თავად ქალაქის მოსახლეობის ჩვევები, მეორეს მხრივ კი - კიევის ხელისუფლების მხრიდან ქალაქის განვითარების თუნდაც რაიმე სახის სტრატეგიის არარსებობა. სევასტოპოლის საკითხის საბოლოო გადაწყვეტის მსგავსი გადავადება პერსპექტივაში სწორედ დემოგრაფიული კარტის გადათამაშების საშუალებას იძლევა და ვფიქრობ, უკვე უახლოეს ათ წელიწადში ქალაქში მოსახლეობის ბალანსი მათ სასარგებლოდ შეიცვლება, ვისთვისაც სევასტოპოლი წმინდა უკრაინული ქალაქი იქნება. - რუსული მედიის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების საპასუხოდ რუსეთი სევასტოპოლში ბაზირებული შავი ზღვის ფლოტის პოზიციების გაძლიერებას და ახალი სამხედრო ბაზების გახსნას გეგმავს. საუბარია უპირველესად ბალაკლავაში საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოქმედი წყალქვეშა ნავების ბაზის აღდგენაზე. რამდენად განხორციელებადია აღნიშნული გეგმა? - ეს უფრო სიმბოლური თამაშია, რადგან ბალაკლავაში საკმარისი ინფრასტრუქტურა ამჟამად უბრალოდ არ არსებობს. სიტუცია უფრო იმპერიის უკანასკნელ გაბრძოლებას მაგონებს, ვიდრე აღორძინებას. შავი ზღვის ფლოტის ობიექტები ხომ მხოლოდ სევასტოპოლის ტერიტორიაზე ისედაც არ არის განლაგებული! ვფიქრობ, ეს ძალისხმევა განსაზღვრულ ოპერატიულ-ტაქტიკურ ღირებულებებს ვერ ჩამოაყალიბებს და მხოლოდ რუსული ელიტის შიდა გათვლებისა და თამაშების გადაფარვის მცდელობას წარმოადგენს. თუ კონსპირაციულ ვერსიას განვიხილავთ, ეს მანევრები რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის, როგორც პუტინის სავარაუდო ლიბერალური ალტერნატივის გასაძლიერებლადაა მიმართული. სადღეისოდ არსებული რეიტინგით ხომ პუტინსა და მედვედევს შორის მხოლოდ 7%-იანი სხვაობაა, რომელიც მედვედევის სასარგებლოდ მცირდება?! ექსპერტების ნაწილი მედვედევის შესაძლო გამარჯვებას რუსეთის მხრიდან იმპერიული მარყუჟების მოსუსტებისა და კრემლის შიდა რუსულ პრობლემებზე კონცენტრირების შანსად განიხილავს. - უმაღლეს რადაში აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება ჩხუბის, კვერცხის სროლის ფონზე, მბოლავი მაშხალების კვამლში განხორციელდა, პარლამენტს გარეთ კი იულია ტიმოშენკოს მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი აქცია გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნულს "მოკლე კონცერტი" უწოდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ოპოზიციის გაერთიანება და კიევში მასობრივი აქციების დაწყება? - ჩემი პროგნოზით, მომდევნო წლებში სამართლებრივი სპექტრის სრულმასშტაბიანი გადატვირთვა განხორციელდება. უახლოეს არჩევნებზე კი მმართველი "რეგიონების პარტია" სისტემური რეფორმების არარსებობის გამო "წითელ ბარათს" მიიღებს და პოსტიმპერიალისტური ძალების გავლენის არეალი 6 ოლქამდე შემცირდება. შეგახსენებთ, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარების მომენტისთვის მხოლოდ სამი არაკომუნისტური ოლქი გვქონდა, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე კი იმპერიალისტი იანუკოვიჩის სასარგებლოდ 27-დან მხოლოდ 10-მა რეგიონმა მისცა ხმა. - რუსული მხარე მისი ფლოტის სევასტოპოლში ბაზირების 25 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის "გაყინვაზე" საუბრობს. როგორ ფიქრობთ, მართლაც "გაიყინა" უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება? - პოლიტიკოსებისთვის ამ რიტორიკულ საკითხთან დაკავშირებით სამხედროები სულ სხვა ტიპის კომენტარებს აკეთებენ. არსობრივად, უკრაინის ჯარი ნატო-ს ყველა პროგრამაში სრული მასშტაბითაა ჩართული. როგორც კი უახლოეს არჩევნებში პრო-ნატოური პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს, ნატო-ს საკითხი მაშინვე შევა უმაღლეს რადაში! - ბევრი ექსპერტი რუსეთის მიერ ე.წ. ფერადი რევოლუციების დისკრედიტაციისა და მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლის აღდგენის მცდელობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ამ კონტექსტში უკრაინის შემდეგ მის სამიზნედ ყირგიზეთი იქცა. იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას? - ჩემი აზრით, თავად რუსეთს აქვს მის შიგნით "ფერადი რევოლუციების" შიში. სურვილის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია, რუსეთის ფედერაციის ნაციონალურ რესპუბლიკებს "პორას" და "კმარას" ანალოგების გამოყენებით საზოგადოებრივი ბრძოლის მეთოდები შევასწავლოთ, რათა კრემლის მხრიდან მეზობლებთან ურთიერთობებში საკუთარი ფორმატის თავსმოხვევის მცდელობები შევაჩეროთ. - პრეზიდენტ იანუკოვიჩის აზრით, "გოლოდომორი" არა უკრაინელი ხალხის გენოციდი, არამედ სსრკ-ის სხვა ხალხებისა და რუსეთის საერთო ტრაგედია იყო. როგორ შეიძლება, შეფასდეს ასეთი პოზიცია? - ინუკოვიჩის მხრიდან მსგავსი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთში "კრიშის" მოპოვების მიზნით გაკეთდა. "რეგიონალების" უმრავლესობისთვის ჰუმანიტარული პოლიტიკა უბრალოდ არ არსებობს, რისი მიზეზიც მათ საბაზისო რეგიონებში კადრების მუდმივი ცვლაა. სწორედ ჰუმანიტარულ პოლიტიკაში დაკარგავენ ისინი არა მარტო ამომრჩეველს, არამედ სერიოზულ ფინანსებს. თანამედროვე სპეციალისტის აღზრდა ჰუმანიტარული შემადგენლის გარეშე შეუძლებელია, ამიტომაც უკვე უახლოეს წლებში "რეგიონების" პარტიის "კანონიკურ" ტერიტორიებზე თანამედროვე ეკონომიკის წარმოებისთვის გამოსადეგი კადრების უკმარისობა იჩენს თავს. - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში იანუკოვიჩის განცხადებები საქართველოში სხვადასხვაგვარად შეფასდა. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია, უკრაინამ საქართველოს კონფლიქტური რეგიონები აღიაროს? - ვფიქრობ, უახლოეს ხანებში ამას არ უნდა ველოდოთ, რადგან პარტია "რეგიონების" მომხრე ოლიგარქების ბაზარი ევროკავშირშია, უკრაინის ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით კი ოლიგარქები ამ ბაზრის დაკარგვას რისკავენ. - და ბოლოს, როგორ შეიძლება, განვითარდეს, თქვენი პროგნოზით, უკრაინის ახალი ხელისუფლების პირობებში ქართულ-უკრაინული ურთიერთობები? - განურჩევლად იმისა, ვინ არის უკრაინის ხელისუფლებაში, ქვეყანაში ძალიან ძლიერი პროქართული ლობი არსებობს და ნებისმიერი მმართველის პირობებში უკრაინაში საქართველოს მეგობარი მოიძებნება. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...37&Itemid=1 Edited May 15, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 გუშინ ვნახე უკრაინის საგარეო სამინისტროს განცხადება ინეტშიარ ვაღიარებთო - ტყუილიაო ესო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 Saturn უკან გაიკეთოს ყველა რუსეთუმემ ეგ აღიარება და იაროს ისეუკან გაკეთებული სამწუხაროდ ყველას ჩვენ გვაქვს და არა რუსებს. გუშინ ვნახე უკრაინის საგარეო სამინისტროს განცხადება ინეტშიარ ვაღიარებთო - ტყუილიაო ესომეც ეგრე მახსოვს, მაგრამ ვერ ვიპოვე. ისე გაახურეს რა, ერთ დღეს ერთს იძახიან, მეორე დღეს მეორეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.