newstudio Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 სოზარ სუბარი “ალიანსიდან” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი აღარ იქნება. “ალიანსი საქართველოსთვის” ამ თანამდებობას “ღიად ტოვებს”. დღეს “ალიანსმა” საარჩევნო სიის პრეზენტაცია გამართა. ათეულში შედიან - თინა ხიდეშელი, დავით საგანელიძე, ზურაბ აბაშიძე, ნათელა მაჭავარიანი, ვიქტორ დოლიძე, დავით ბერძენიშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, კახა სეთურიძე, მამუკა კაციტაძე, ალექსი პეტრიაშვილი. სია 64-კაციანია. საარჩევნო სიაში არ არის სოზარ სუბარი, რომელმაც “ალიანსის” თანათავმჯდომარეების თანხმობით, მიიღო გადაწყვეტილება, მოხსნას საკუთარი კანდიდატურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან. როგორც “ალიანსში” განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ “ალიანსი” უმრავლესობით მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საკრებულოს თავმჯდომარეობას იმ ოპოზიციურ ძალას შესთავაზებს, ვისაც “ალიანსის” შემდეგ ყველაზე მეტი ხმა ექნება.“ასეთი გადაწყვეტილება სოზარ სუბარმა იმ მიზნით მიიღო, რომ “ალიანსი” კარს ღიას ტოვებს და არა აქვს ულიტიმატუმები”,-განმარტავენ “ალიანსში”. სოზარ სუბარი, როგორც “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იქნება ჩართული. ასეთი განმარტება თავად სუბარმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს ცნობილი გახდა, რომ იგი “ალიანსის” საარჩევნო სიაში არ იქნება და აღარც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. სოზარი ღირსეული კაცია....ამბიციებს ყველაფერი კი არ უნდა გადააყოლოს ადამიანმა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 მე მგონი პოლიტიკიდან მიდისსს....არასამთავრობოში, ან "ეროვნულ კრებაში".... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 machkatela მე მგონი პოლიტიკიდან მიდისსს....არასამთავრობოში, ან "ეროვნულ კრებაში"....ნუ წინასაარჩევნოდ არ მიდის, და მერე შეიძლება.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 machkatela მე მგონი პოლიტიკიდან მიდისსს....არასამთავრობოში, ან "ეროვნულ კრებაში"....ჯერ ჯერობით არსად, მითუმეტეს ეროვნულ კრებაში.ზემოთ თქმულს ჩემგან მინდა დავუმატო, რომ ალიანსმა დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც კობა დავითაშვილი იყრის კენჭს, არავინ არ დაასახელა.მეტი რა ვქნათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 ძუკუ ზემოთ თქმულს ჩემგან მინდა დავუმატო, რომ ალიანსმა დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც კობა დავითაშვილი იყრის კენჭს, არავინ არ დაასახელა.მეტი რა ვქნათ?რა ქნათ და რამდენი ხანია ვიძახი რამე სოციოლოგიური კვლევა ჩაატარეთ და შედეგები გამოაქვეყნეთ. თორე ნაციონალები იბრიქებიან 64% გვაქვსო. ერორი და იმედი არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე რაღაც მოდელირებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებას აპირებენ. ხალხი შფოთავს, უგულავა გაყალბების გარეშეც მოიგებსო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 :) მემგონი კიდევ, ჩასაძირად გამზადებული გემიდან გარბის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე სოზარ სუბარის გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის მოხსნის შესახებ დადებითად აფასებს. როგორც გოგი თოფაძემ განაცხადა, სოზარ სუბარის გადაწყვეტილება ოპოზიციის გაერთიანებისა და საერთო სტრატეგიის შემუშავებისათვის კარგი ნაბიჯია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 dire მემგონი კიდევ, ჩასაძირად გამზადებული გემიდან გარბისნუ ხარ შენ პესიმისტი “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს შანსი, საერთო კანდიდატზე შეთანხმდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 McLaren რა ქნათ და რამდენი ხანია ვიძახი რამე სოციოლოგიური კვლევა ჩაატარეთ და შედეგები გამოაქვეყნეთ. თორე ნაციონალები იბრიქებიან 64% გვაქვსო.გამოაქვეყნებს ალბათ რამდენიმე დღეში NDI.თუმცა დარწმუნებული ვარ რომ კარგი არაფერი არ იქნება.მე როგორც გული მიგრძნობს პირველ ადგილზე ნაცები გავლენ. მეორე-მესამეზე კი კი ალიანსი და ასლანიჩები.დანარჩენები ალბათ ბარიერს ვერ გადალახავენ.ერორი და იმედი არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე რაღაც მოდელირებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებას აპირებენ.მე ბევრჯერ დავწერე, რომ არჩევნების დღეს თბილისში დარღვევები არ იქნება. რაც დასარღვევი იყო, უკვე დარღვეულია.ამიტომ ეგზიტპოლები თუნდაც კარგად ჩატარებული, ვერაფერს ვერ დააფიქსირებს.ხალხი შფოთავს, უგულავა გაყალბების გარეშეც მოიგებსო.ეგრეც იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 ხალხი შფოთავსბურთი ბადეშია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს შანსი, საერთო კანდიდატზე შეთანხმდეს.newstudio, ალბათ მასეც მოხდება, მაგრამ ამისათვის რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა მოხდეს, მაგალითად დიდი განხეთქილება ნაცების რიგებში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 პ.ს. სოზარი ღირსეული კაცია....ამბიციებს ყველაფერი კი არ უნდა გადააყოლოს ადამიანმა! სოზარი,კარგი კაცია და პოლიტიკაშიც რომ დარჩევს მაგარ კარიერას გაიკეთებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 newstudio ვაღიარებ ვიჩქარე შეიძლება ეს სვლა, სამომავლო წარმატების საწინდარიც გახდეს...ვნახოთ ვნახოთ...ნუ ჯიჯის ალასანია მირჩევნია ბევრად...მაგრამ იმ პირობით თუ რეალურ კანდიდატად იქცევა...დღეს მე ამას ვერ ვხედავ... ღმერთმა ქნას ვცდებოდე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 (edited) dire მაგრამ იმ პირობით თუ რეალურ კანდიდატად იქცევა...ისიც ფაქტია ნელნელა აბაროტებს იღებს ალასანია... ხოლო უგულავა კი...კხმ Edited April 29, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 ძუკუ თუმცა დარწმუნებული ვარ რომ კარგი არაფერი არ იქნება.მე როგორც გული მიგრძნობს პირველ ადგილზე ნაცები გავლენ. მეორე-მესამეზე კი კი ალიანსი და ასლანიჩები.ხოდა მაგიც ვიძახი მეც. ნაციონალების პროპაგანდის წყალობით ასეთ რამეებს გრძნობს ძალიან ბევრი ადამიანი. ხოდა რეალური სურათი რომ სცოდნოდა ხალხს, ან დარწმუნდებოდა ამ გრძნობებში, ან პირიქით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.