Jump to content
Planeta.Ge

ჰაიდი ტალიავინი: „2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო“


Recommended Posts

ძუკუ

ქართული სოფლები ნამდვილად იბომბებოდა მსხვილ კალიბრიანი იარაღით და ესეც უწერიათ. მაგრამ ჩვენ შეგვეძლო და კიდევაც ვაკეთებდით ანალოგიურად გვეპასუხა. ხოლო ფართომასშტაბიანი საომარი ქმედებების დაწყება, როდესაც იქ რუსის "სამშვიდობო" ჯარი იდგა, არაფრით არ შეიძლებოდა.სწორედ ამისთვის აკეთებდა ამას რუსების მიერ მართული კოკითი , რათა რუსებს "კასუს ბელი" ქონოდა.

 

ბ-ნო მიშა. ამაზეც იყო საუბარი დღეს. ითქვა რომ იბომბებოდა როგორც ქართული, ასევე ოსური დასახლებებიც. თქვენ თვლით, რომ ოსებმა დაგვიწყეს სროლა თავიდან? მარტო იმისთვის რომ რუსებისთვის ომის საბაბი მიეცათ? პირიქით ხომ არ მოხდა?

 

უბრალოდ სიმართლე მაინტერესებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 150
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Saturn

იმიტომ რომ ის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაა და იმ მომენტისთვის რუსეთიც კი აღიარებდა ამას. როგორ შეიძლება ომი დაუწყო საკუთარ თავს?

 

სატურნ ნუ დაიწყებთ ხოლმე რა.

 

ეგ რომ ჩვენი ტერიტორიაა ეს მე და შენ ვიცით,მაგრამ ტალიავინისთვის და უცხოელისთვის კონფლიქტის ზონაა,სადაც ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ. და ბუნებრივია, რომ ამ კონფლიქტს ყავს ორი ურთიერთდაპირისპირებული მხარე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ჯერ არ მახსოვს ისტორიაში რომ რუსეთს უკვე მითვისებული მიწები ვინმესთვის დაებრუნებინოს...

 

ყირიმი მისცეს უკრაინას, ფინეთს დამოუკიდებლობა უბოძეს, ყაზახეთსაც დაუთმეს დიდი ტერიტორიები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

მე ჯერ არ მახსოვს ისტორიაში რომ რუსეთს უკვე მითვისებული მიწები ვინმესთვის დაებრუნებინოს

თავისი კეთილი ნებით არა რა თქმა უნდა. თუმცა გამოგდებით კი გამოუგდიათ სხვადასხვა ადგილებიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტია რომ რაც დრო გადის,სულ უფრო და უფრო ტრაკში ვართ..და ესეთ პირობებში ბევრისთვის მიშა უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე ეს ქვეყანა..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ყირიმი მისცეს უკრაინას

 

კი არ დაუბრუნეს,არამედ აჩუქეს.

 

ყირიმი უკრაინის არ ყოფილა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

 

ბ-ნო მიშა. ამაზეც იყო საუბარი დღეს. ითქვა რომ იბომბებოდა როგორც ქართული, ასევე ოსური დასახლებებიც. თქვენ თვლით, რომ ოსებმა დაგვიწყეს სროლა თავიდან? მარტო იმისთვის რომ რუსებისთვის ომის საბაბი მიეცათ? პირიქით ხომ არ მოხდა?

 

უბრალოდ სიმართლე მაინტერესებს.

მალხაზ ბატონო,პირველმა ვინ ისროლა, მაგის დადგენა პრინციპში შეუძლებელია. ის რომ მიშას იწვევდნენ პროვოკაციაზე მაგის ნამდვილად მჯერა.კარგად მახსოვს 6 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდა ეს-კა-კას რუსი თანათავჯდომარე პოპოვი. ტელევიზორში რომ დავინახე როგორი გაბადრული სახიტ დაიოდა, ეგრევე მივხვდი და ფორუმ.გეზე დავწერე: მე მგონი გვითრევენ.

ეგრეც მოხდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

საუბარი იმაზეა, რომ რუსის ჯარი ლეგიტიმურად იდგა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოს თანხმობითაც და სროლა დაუწყეს.

 

+10

 

shamili

გადამრია ამ ხალხმა, ომი რას ნიშნავს საერთოდ ? ნიშნავს თუ არა ერთი სახელმწიფოს სამხედრო ძალით შეჭრას მეორის ტერიტორიაზე ? როგორ უნდა დაეწყო სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე ომი რუსეთთან ? საქართველო შეიჭრა რუსეთის ტერიტორიაზე თუ რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე.

 

მარა ტალავინს რას ვერჩი როცა ტალიავინის კომისიამდე და ყველანაირ საგამოძიებო კომისიამდე ბევრად ადრე, ჯერ ომი დასრულებულიც არ იყო ოფიციალურად, თუ არ ვცდები აგვისტოს შუა რიცხვებში უსუფაშვილმა მისცა ინტერვიუ რომელიღაც ყველაზე პრესტიჟულ ინგლისურ გაზეთს ინტერვიუ ომი სააკაშვილმა დაიწყოო. მერე მთელი ეს ოპოზიციის კოლაბორაციონისტი ფრთა აჰყვა უსუფაშვილს და იმეორეს და იმეორეს სააკაშვილმა დაიწყო ომი თორემ რუსები ჩვენი ერთმორწმუნე ძმები არიანო.

 

ეხლა ხელისუფლებაში მოინდომეს მოსვლა. ქართველი ერი აღარ დაუშვებს ხელისუფლებაში პარაჟენცებისა და კოლაბორაციონისტების მოსვლას.

 

 

grig

 

ჩვენებმა დაუწყეს სროლა ? ქართული მოსახლეობით დასახლებული სოფლები რომ იბომბებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში გამუდმებით მსხვილკალიბრიანი იარაღით და ტყვიამფრქვევებით ის არ ახსოვთ ?

 

შენ მაგას გინდა საქარტველოს ომი დაარქვი რუსეთთა და გინდა სამხედრო ოპერაცია ოსი ხალხის წინააღმდეგ... აქ ლაპარაკია თუ სამხედრო მოქმედებები ვინ დაიწყო!!!

 

ძუკუ

არაა საუბარი ომზე, არამედ საომარ მოქმედებებზე და იმაზე, რაც კომისიის დასკვნაშიც წერია, რომ მანამდე რუსების ფართომასშტაბიან შემოჭრას ადგილი არ ქონია.

 

+10

 

Grig

შენ ეხლა რას ამობ, იცი - აი, კაცი რომ ცოლ-შვილს ნაჯახით გამოეკიდოს მოსაკლავად და პოლიციამ დაიჭიროს, მერე რომ თქვა, თავის ოჯახშია და რასაც უნდა იმას იზამს, რატომ იჭერთ უდანაშაულო კაცსაო.
ოსების სოფლებიც იბომბებოდა და შენ რა იცი, სროლა რომ ჩვენებს არ დაუწყიათ? დარწმუნებული ხარ ამაში? თუ კი - მაშინ ჩვენც გვიბოძე არგუმენტები.

 

+10

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

გარკვევით წერია თუ არა იმ დასკვნაში რომ 7 აგვისტომდე ანუ ქართული შენაერთების სამაჩაბლოში შესვლამდე აღინიშნებოდა ცხინვალის რეგიონში როკის გვირაბიდან რუსული არასამშვიდობო შენაერთების შემოსვლა. არის თუ არა ეს უკვე ომის დაწყება ?

მართლა მასე რომც ყოფილიყო გინდა თქვა რომ მიშამ მაგ რუსების შესაჩერებლად გაგზავნა ჯარი ცხინვალისკენ??? ... და თანაც რუსის ჯარი ხომ ცხინვალში ისედაც იდგა ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები... ახალი დანაყოფები კი როგორც შემოვიდოდნენ უმიზეზოდ ისე გავიდოდნენ უკან მიშას რომ მიზეზი არ მიეცა... ანდაც ცხინვალში 100 რუსი სამხედრო იქნებოდა თუ 1000 რუსი სამხედრო წყვიტავდა ეს საქართველოსთვის რამეს??? რა აზრი ჰქონდა რამდენი რუსის ჯარისკაცი იქნებოდა ცხინვალში, 1 თუ 1000 მაინც ვერც ერთ შემთხვევაში საქართველო ვერ აკონტროლებდა სიტუაციას ცხინვალში და რა აზრი ჰქონდა რაოდენობას... 7 აგვისტოს რუსის ჯარი იმიტომ შემოვიდა რომ წინასწარ იცოდნენ დაზვერვისგან მიშა ომს რომ აპირებდა და უბრალოდ დაასწრეს ჯარების შემოყვანა... ეს არის სულ!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

კი არ დაუბრუნეს,არამედ აჩუქეს.

 

ყირიმი უკრაინის არ ყოფილა.

 

მართალია, მაშინ უკრაინა საერთოდ არ ყოფილა. :D

 

ფარულ რუსეთუმეობად არ ჩამომართვათ და მაინტერესებს - აჭარა 'დაგვიბრუნეს' თუ 'გვაჩუქეს'?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

პუტინს და ''ეროვნულ'' საბჭოს დაუკავშირდი, მათ აქვთ მსგავსი გეგმები და გამოადგებათ შენი ხედვაც

თუ აკია შენ დაუკავშირდი - არ ამაკრა იარლიყი

ყველაფერს აქ საზღვარი, ბოლოსა და ბოლოს!

შენ კლავიატურაზე კაკუნით ერთობოდი ჩემი შვილი კი ომში იყო - ბიჯოს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ იმას თუ ვინ დაიწყო სროლა. მთავარია ის საშინელი შედეგი რაც დადგა ჩვენთვის! დავკარგეთ ტერიტორიები ძალიან დიდი ხნით, თუ სამუდამოდ არა! არ მჯერა შეშფოთებული ევროპის და ამერიკის, არც რუსეთის გაკეთილშობილების იმედი მაქვს, ვერც გამოსავალს ვხედავ ახლო მომავალში. ამას ემატება ჩვენი დაღუპულები! ისტორიისათვის და ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობითვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ ისროლა პირველად?

კაი მიშამ ჭამა, ამით გვაქვს რაიმე შეღავათი?-არავითარი!

 

მოკლედ მაგრა გვერხევა და ვერ ვხვდებით! თუ ვინმეს გონია, რომ რუსეთი, რომელიმე დაღლილისათვის რაიმეს დათმობს ძალიან ცდება!

მოკლედ დაბნეული და შეწუხებული ვარ იმით რაც ხდება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ გავიგე რა საჭიროა ამდენი კამათი..ტალიავინის კომისიამ დადო ოფიციალური დასკვნა,რომ ფართომაშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დავიწყეთ ჩვენ..ეს მოისმინა მთელმა მსოფლიომ..რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის..ეხლა ნაცებმა რაც არ უნდა იყვირონ ტალიავინი მოღალატეა და ა.შ. ფაქტი ფაქტად რჩება..

ეხლა ჩვენთან თუ მიშაზე თქვი გააყალბაო ნაცები სრაზუ თითს დასავლეთისკენ იშვერენ იმათმა ცნესო..ხო და ეხლაც იყავით თანმიმდევრულები და მოუსმინეთ დასავლეთს..

კიდე ერთველ ვიმეორებ ეს დასკვნა ძალიან ცუდია ქვეყნისთვის და ამ სიტუაციიდან დამოსავალზე უნდა ვფიქრობდეთ და არა მიშაზე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ ეხლა რას ამობ, იცი - აი, კაცი რომ ცოლ-შვილს ნაჯახით გამოეკიდოს მოსაკლავად და პოლიციამ დაიჭიროს, მერე რომ თქვა, თავის ოჯახშია და რასაც უნდა იმას იზამს, რატომ იჭერთ უდანაშაულო კაცსაო.

თან პახოდუ, ერთი პოლიციელი ჩაერიოს ჯერ, და ის პოლიციელი დაბრიდოს :D და მერე გაუკვირდეს, რას მერჩოდა ეს პოლიციაო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...