Jump to content
Planeta.Ge

ჰაიდი ტალიავინი: „2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო“

Recommended Posts

shamili

ქართველი ერი აღარ დაუშვებს ხელისუფლებაში პარაჟენცებისა და კოლაბორაციონისტების მოსვლას.

ემანდ მიკროფონი არ გაგივარდეს ხელიდან. :murtaza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 150
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

shamili

კარგად წაიკითხეთ ბატონო შამილ, რა წერია:

მისიის ხედვით, სამხრეთ ოსეთში საომარ მოქმედებებს სწორედ საქართველომ დაუდო სათავე. ამასთან, საკუთარი ქმედებების საფუძვლების განსამარტად ქართულმა მხარემ ვერანაირი ახსნა ვერ წარმოადგინა. კონფლიქტის გაღვივებამდე რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთში არანაირ შეტევას ადგილი არ ჰქონია“,

არაა საუბარი ომზე, არამედ საომარ მოქმედებებზე და იმაზე, რაც კომისიის დასკვნაშიც წერია, რომ მანამდე რუსების ფართომასშტაბიან შემოჭრას ადგილი არ ქონია.

ამის მერე კი იწყება რუსების გინება.

გარკვევით წერია თუ არა იმ დასკვნაში რომ 7 აგვისტომდე ანუ ქართული შენაერთების სამაჩაბლოში შესვლამდე აღინიშნებოდა ცხინვალის რეგიონში როკის გვირაბიდან რუსული არასამშვიდობო შენაერთების შემოსვლა. არის თუ არა ეს უკვე ომის დაწყება ?

ამას გარდა იბომბებოდა თუ არა გამუდმებით ქართული მოსახლეობით დასახლებული სოფლები მსხვილკალიბრიანი იარაღით სამაჩაბლოში ქართული შენაერთების შეწრამდე და ჰქონდა თუ არა სააკასვილს სრული ლეგიტიმური უფლება შეეყვანა სამხედრო შენაერთები და მოეხდინა სამხედრო გზით ტერორისტების ლიკვიდაცია ანუ გაუუვნებელყოფა ?

ანალოგიურ სიტუაციაში საფრანგეთის გერმანიის მოსაზღვრე რეგიონში მცხოვრებმა გერმანიის მოქალაქე თურქებმა რომ გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა საფრანგეთის ხელისუფლებისადმი და და ასევე დაფიქსირდეს გერმანიის არასამშვიდობო სამხედრო შენაერთების უკანონო შემოსვლა საფრანგეთის იმ კონკრეტულ რეგიონში და იმ რეგიონში მცხოვრებმა გერმანიის მოქალაქე თურქებმა რომ დაიწყონ მსხვილკალიბრიანი იარაღით ფრანგული მოსახლეობით დასახლებული ქალაქებისა და სოფლების დაბომბვა , საფრანგეთის ხელისუფლებამ მათ გასანეიტრალებლად და ასალაგმვად რომ შეიყვანოს სამხედრო შენაერთები და ამას რომ მოჰყვეს გერმანიის ჩარევა სამხედრო გზით საკუთარი მქალაქეების ''უფლებების დასაცავად '', როგორ ფიქრობთ დაასკვნიდა ტალიავინის დასკვნა რომ ომი დაიწყო ფრანგულმა მხარემ ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

გამიხარდება თუ მიშას მერე ცისკარიშვილი გახდება საქართველოს პრეზიდენტი. განათლებული, უშიშარი და უკანდაუხევი ადამიანია. თუში კაცია და იცის ქართული მიწის ფასი და მჯერა ისეთივე დიდი თავის ტკივილი იქნება რუსეთისთვის, როგორიც შამილ იმამი

კობა ბექაურზე რას იტყვით, ასევე მთის კაცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

შენ ის რომაული გამოთქმა არ გაგიგია, ვაი ომში დამარცხებულებსო?

თუ ვინმეს ახსოვს ლათინურად როგორაა, ვთხოვ, დადოს. ძალიან ლამაზად ჟღერს, როგორც მახსოვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

შენ ეხლა რას ამობ, იცი - აი, კაცი რომ ცოლ-შვილს ნაჯახით გამოეკიდოს მოსაკლავად და პოლიციამ დაიჭიროს, მერე რომ თქვა, თავის ოჯახშია და რასაც უნდა იმას იზამს, რატომ იჭერთ უდანაშაულო კაცსაო.

ოსების სოფლებიც იბომბებოდა და შენ რა იცი, სროლა რომ ჩვენებს არ დაუწყიათ? დარწმუნებული ხარ ამაში? თუ კი - მაშინ ჩვენც გვიბოძე არგუმენტები.

რაღა უნდა გიპასუხო მაგაზე. ზვიადისთვის წაყენებული ოსების გენოციდის ბრალდებას ჰგავს შენი სიტყვები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

შენ ის რომაული გამოთქმა არ გაგიგია, ვაი ომში დამარცხებულებსო?

თუ ვინმეს ახსოვს ლათინურად როგორაა, ვთხოვ, დადოს. ძალიან ლამაზად ჟღერს, როგორც მახსოვს.

ისე ამეშალა ნერვები, რომ ჩემი საკუთარი სახელი არარ მახსოვს :D

უბრალოდ მე არ მესმის რამ გადარია ეს ხალხი და როგორ ამართლებენ ამ ავადმყოფ-სოციოპათ მიშას

კაცი არის ტრიბუნალზე გადასაცემი ესენი კი სხვებს აგინებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიადისთვის წაყენებული ოსების გენოციდის ბრალდებას ჰგავს შენი სიტყვები

ჰო გენაციდზედ გამახსენდა - ტალიავინმა, არავითარი გენოციდი არ ყოფილა, ტყუილია ესაო.

ზვიადას დროს კი მისმა ხალხმა (მისი ბრძანებით თუ ამის გაერეშე - არ ვიცი) ოსების ეთნიკური წმენდა მართლა მოაწყო ზოგიერთ რაიონში. მაგ., ბორჯომის ხეობაში. რა, არ იყო მასე? იქნებ ვიგონებ? გენოციდში გამსახურდია არავის დაუდანაშაულებია. ისე, გენოციდი სხვა რამეა, ეთნიკური წმენდა - სხვა და სამხედრო დანაშაული - კიდევ სულ სხვაა.

Edited by Grig
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტალიავინის თავზეც გავიარე და რუსეთისაზეც, მაგრამ ომს რატომ ვერ დაიწყებდა?

იმიტომ რომ ის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაა და იმ მომენტისთვის რუსეთიც კი აღიარებდა ამას. როგორ შეიძლება ომი დაუწყო საკუთარ თავს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

იმიტომ რომ ის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაა და იმ მომენტისთვის რუსეთიც კი აღიარებდა ამას.

ამავე დროს ჩვენი თანხმობით იმყოფებოდა მანდ რუსების "სამშვიდობო მისია"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ეხლა მე გავგიჟდები რა!!! ვინ გიხასიათებს შენ მაგ ხალხს ეგრე???

პეტო ცისკარიშვილი ჩემი უბნელი იყო. მაგარი ფულიანი მამიკო ყავდა და უბნის ძველი ბიჭი ნარკუშების განეცი იყო. წამალზე არბენინებდნენ ხოლმე საყიდლად. იმიტო რო მიშასთან იყო და ბლატები ქონდა, არ დაიჭერდნენ. ზატო არჩევნებზე, მიტინგებზე და ეგეთ რამეებზე პეტო აძლევდა წამლის ფულს, რესტორნებში პატიჟებდა და დაყავდა ისინი როგორც დამრტყმელი ძალა.

იმდენი მაგას არ აუდგა გვერდები რაც ეგ შამილ იმამი გახდეს. :D

ფულის და ლიჟების მეტი ცხოვრებაში არც არასოდეს არაფერი აინტერესებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

საკუტარი თავი რა შუაშია? სამშვიდობოები არ იდგნენ აქ? რომ გადაეცხრილათ სათითაოდ და სახელობით, ულაპარაკოდ უკომისოდ იქნებოდა თუ არა ომის დაწყება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ისე ამეშალა ნერვები, რომ ჩემი საკუთარი სახელი არარ მახსოვს :D

უბრალოდ მე არ მესმის რამ გადარია ეს ხალხი და როგორ ამართლებენ ამ ავადმყოფ-სოციოპათ მიშას

კაცი არის ტრიბუნალზე გადასაცემი ესენი კი სხვებს აგინებენ

პუტინს და ''ეროვნულ'' საბჭოს დაუკავშირდი, მათ აქვთ მსგავსი გეგმები და გამოადგებათ შენი ხედვაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

გარკვევით წერია თუ არა იმ დასკვნაში რომ 7 აგვისტომდე ანუ ქართული შენაერთების სამაჩაბლოში შესვლამდე აღინიშნებოდა ცხინვალის რეგიონში როკის გვირაბიდან რუსული არასამშვიდობო შენაერთების შემოსვლა. არის თუ არა ეს უკვე ომის დაწყება ?

ამას გარდა იბომბებოდა თუ არა გამუდმებით ქართული მოსახლეობით დასახლებული სოფლები მსხვილკალიბრიანი იარაღით სამაჩაბლოში ქართული შენაერთების შეწრამდე და ჰქონდა თუ არა სააკასვილს სრული ლეგიტიმური უფლება შეეყვანა სამხედრო შენაერთები და მოეხდინა სამხედრო გზით ტერორისტების ლიკვიდაცია ანუ გაუუვნებელყოფა ?

არ წერია ასე. თქვენ რა გინდათ თქვათ ტალიავინმა საკუთარი დასკვნის შინაარსი არ იცის?

ქართული სოფლები ნამდვილად იბომბებოდა მსხვილ კალიბრიანი იარაღით და ესეც უწერიათ. მაგრამ ჩვენ შეგვეძლო და კიდევაც ვაკეთებდით ანალოგიურად გვეპასუხა. ხოლო ფართომასშტაბიანი საომარი ქმედებების დაწყება, როდესაც იქ რუსის "სამშვიდობო" ჯარი იდგა, არაფრით არ შეიძლებოდა.სწორედ ამისთვის აკეთებდა ამას რუსების მიერ მართული კოკითი , რათა რუსებს "კასუს ბელი" ქონოდა.

ხოლო ე.წ. სამშვიდოებები, რომლებიც ედიკამ ჩააყენა,ვერაფრით ვერ გავაყვანინეთ ამ ხელისუფლებას. სულ იმას იძახდნენ, ეხლა ამის დრო არ არისო.

Saturn

იმიტომ რომ ის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაა და იმ მომენტისთვის რუსეთიც კი აღიარებდა ამას. როგორ შეიძლება ომი დაუწყო საკუთარ თავს?

არსად არ უწერია ტალიავინის, რომ საქართველომ ომი დაიწყო. უწერია დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ქმედებები.

რუსებისთვის სამშვიდობო მანდატის არგაუქმება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რომ ამ ხელისუფლების უდიდესი დანაშაული იყო ეგ კარგად ვიცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

იმიტომ რომ ის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაა და იმ მომენტისთვის რუსეთიც კი აღიარებდა ამას. როგორ შეიძლება ომი დაუწყო საკუთარ თავს?

ჯერ ეს ერთი მაგი კონფლიქტის ტერიტორია იყო და მანდ გამშველკებლად რუსეთი იდგა შუაში რომ ქართველ ერს და ოს ერს ერთმანეთისთვის არ დაეცხოთ... ოფიციალურად ასე ითვლებოდა მაგ ამბავი...

და თანაც ფაქტი ის არის რომ სააკაშვილმა მიზეზი (ვითომდა იმათი ტერიტორიებიდან ჩვენი ტერიტორიები იბომბებოდა) გამოიყენა, ცხინვალში ჯარები შეიყვანა და უნდოდა როკის გვირაბამდე გასვლა... კი მაგრამ, ხომ იცოდა რომ ამით შუაში მდგარ რუსეთს გააქტიურებდა და შედეგად მივიღებდით ომს რუსეთთან (რასაც ნამდვილად ვერ მოვუგებდით) და მივიღებდით უფრო უარესს დაძაბულ სიტუაციას რეგიონებში? კი მაგრამ მტრის ტერიტორიაზე საცეცხლე წერტილების ჩაქრობას რად უნდოდა გამყოფი სადემარკაციო ხაზს იქეთ გადასვლა და ცხინვალში შესვლა? ხომ შეიძლებოდა რომ მტრის საცეცხლე წერტილები აქედან არტილერიით და სხვა საშუალებებით გაენადგურებინათ? რუსები და სეპარატისტები შორიდან, თავისი ტერიტორიებიდან გვესროდნენ, ხაზს აქეთ არ გადმოსულან და ასე ვთქვათ ,,შეთანხმება'' არ დაურღვევიათ... ხოლო სააკაშვილმა (ალბათ მაშინ მაკკეინის მხარდაჭერით) ადგა და პირდაპირ ცხინვალს მიაჭრა... მოკლედ მაგრად არადიპლომატიურად და უტვინოდ მოიქცა...

ეხლა კი... მე ჯერ არ მახსოვს ისტორიაში რომ რუსეთს უკვე მითვისებული მიწები ვინმესთვის დაებრუნებინოს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...