Jump to content
Planeta.Ge

კრემლი სინამდვილეში ფსონს ნოღაიდელის და ბურჯანაძის საფარველქვეშ ალასანიაზე


Recommended Posts

  • Replies 88
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

shamili

 

თავშია ასაკი. 24 წლის ადამიანს არ აქვს იმხელა გამოცდილება და ცოდნა, რომ ქვეყნის, მითუმეტეს რეგიონის და მითუმეტეს მსოფლიოს მოწყობაზე, პრიორიტეტებზე და განვითარების გზებზე თავად შეიქმნას აზრი და სხვებს უმტკიცოს ამ აზრის უპირატესობა. მითუმეტეს ისეთი სათუთი და აფეთქებახანძარსაფრთხიანი თემის შესახებ რასაც მილიტარიზმი და მულტინაციონალური ომი ქვია.

ამ ასაკის ადამიანს ვიღაც სხვა, მასზე უფროსი უმტკიცებს ამგვარი პოლიტიკის სიკარგეს და მართებულებას.

თანაც იმდენად მოხიბლული, შეპყრობილი და ზომბირებული ხარ მაგ იდეით, რომ არათუ იმის გაგონება არ გინდა, რომ არასოდეს არავინ დაიწყებს მესამე მსოფლიო ომს საქართველოს მიზეზით, გინდაც საბაბით, არამედ იმასაც კი არ აგდებ ჩირად, თეორიულადაც არ ითვლი მაგ ომის შემთხვევაში, საქართველოდან დაწყებული ბირთვული ომის შემთხვევაში რამდენი მილიონი უდანაშაულო ადამიანი, ბავშვი დაიღუპება და გადარჩენილი მცირე ნაწილიდან რამდენი დარჩება სამუდამოდ ინვალიდი, ობოლი, ფსიქიკაშერყეული, ქვრივი, სიყვარულმკვდარი, უსახლკარო...შენთვის თუ შენი იდეაა უწმინდესი და მზად ხარ შეეწირო ამას. სხვებისთვის მთავარი სიცოცხლეა. სიცოცხლის უფლება ყველა რელიგიაში და ყველა კონსტიტუციაში უპირველესია და არ გაქვს უფლება მას მხოლოდ იმიტომ შეხო, რომ რუსეთი გძულს და გინდა მათ ზიანი მოუტანო....

და იქნებ უბრალოდ გეცადა. ქართულ არმიაში შესულიყავი და იქ გემსახურა. შენნაირი ხალხი იქ მართლა საჭიროა. მამაცი და თავდაუზოგავი მეომარი იქნებოდი და შენი მოქმედებით შენს ქვეყანას სიკვდილს და უბედურებას აარიდებდი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მანამდე, ამის პარალელურად და მერეც კი გირჩევ ეკლესიაში მიხვიდე და მოძღვარს გაუზიარო შენი ზრახვები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

რაც შეეხება არმიას ჩემს მეგობრებთან ერთად დიდი ხანია უკვე ვცდილობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში სამოქალაქო თავდაცვის კომიტეტების შექმნას ( ლეგალურს რა თქმა უნდა რომელიც გვარდიას დაემორჩილება ). ჯერ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანია ჩართული ამ საქმეში. დასამალი არაფერია, ყველაფერი ლეგალურად და კონსტიტუციის დაცვიტ მოხდება. რაც შეეხება ჩემი იდეების მოძღვვრისთვის განდობას, საერო საქმეში არ მიმაჩნია სწორად ის რომ ეკლესიას გადამწყვეტი როლი ეკისრებოდეს. მებრძოლი ერი ბრძოლის წინ ერის ლიდერებს უჯერებს და არა მღვდელმთავრებს.

არცერთი ეროვნების მშვიდობიან ადამიანებს არაფერს ვერჩი.

 

 

Siknadmo

 

მაგ კითხვით რისი თქმა გინდა ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მომწონს ამ ტიპის "ეროვნულების" გააქტიურება. ხელისუფლება ელდეპერის სტილის პოლიტიკურ ძალას ხომ არ ქმნის რათა გააკონტროლეს პრორუსულიფსევდოეროვნულები?

რუსული ტვინი აქვთ და არ გამოვრიცხოთ.

პს ორივე ტიპის ეროვნულება გუშინდელი დღეა.

შამილთან პირადული არაფერი, მაგრამ თითოეულ ამ "ეროვნულ" ლიდერის მიმართ გამოვხატავ სრულ გულგრილობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ეგაა კაცო.

ერთი ერთში ეგაა.

მეც წაკითხული მაქვს.

მეორე საქმეა რომ ესეც იგივე უაზრობაა რაც ის.

მაგრამ აშკარად ჯოაოსგან მოპარულია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

პრორუსულ ფსევდოეროვნულებში ვის გულისხმობთ ? თუ ფორუმს ,,ეროვნულ საბჭოს''გეთანხმებით

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

 

რა თქმა უნდა ედპ-ს. სხვა ვინ უნდა იგულისხმოს? :)

მაშ ტყუილად კი არ დამისვამს კითხვა რამდენი ხანია მაგათ იცნობ და მათზე ინფოები რა წყაროებიდან გაქვს თქო. :) მართლა ვწუხვარ, რომ ასეთ კაცს მაგათი გწამს და არ გაინტერესებს არანაირი სხვა აზრი.

 

ღმერთმა შნს გზაზე გაგიმარჯოს, მაგრამ იცოდე, რომ ყოველთვის ვიქნები მტერი ომის პარტიების.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

რა გინდა კაცო? :) :) :D

 

თემაზე კი...

არანაირი აზრი არ აქვს რა ასაკის და გამოცდილების არის...

 

სულ სხვა თემაა ის, რომ

პადოშასა ედპ-სგან ცდილობენ ქართული ჟირინოვსკების შექმნას...

ამავე დროს... არცერთის ( პადოშები+ქარდავები) ინტელექტუალური დონე არ იძლევა იმის ოპტიმიზმს რომ მიხვდებიან რაში სჭედავენ...

 

ნუ ჩაირეცხებიან რა ეგენიც და ეგ იქნება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

 

რა თქმა უნდა ედპ-ს. სხვა ვინ უნდა იგულისხმოს? :)

მაშ ტყუილად კი არ დამისვამს კითხვა რამდენი ხანია მაგათ იცნობ და მათზე ინფოები რა წყაროებიდან გაქვს თქო. :) მართლა ვწუხვარ, რომ ასეთ კაცს მაგათი გწამს და არ გაინტერესებს არანაირი სხვა აზრი.

 

ღმერთმა შნს გზაზე გაგიმარჯოს, მაგრამ იცოდე, რომ ყოველთვის ვიქნები მტერი ომის პარტიების.

 

არ მგონია ყოფილი ედეპეშნიკი პრორუსულ ძალებში ედეპეს გულისხმობდეს. თუმცა მე არანაირი შეხება არ მაქვს ედეპესთან და არც მათ იდეოლოგიას ვიცნობ მაინცდამაინც. ცხონებულ გია ჭანტურიას ნაწარმოებებს თუ არ ჩავთვლით. მარტო მაგათი ახალგაზრდულის ლიდერს ვიცნობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

24 წლის ვარ. რა შუაშია ჩემი ასაკი

 

ვფიქრობ ანალგინმა კარგად აგიხსნა თუ რა შუაშია ასაკი. მე ერთს დავამატებ. რაც ზემოთ დაწერე შეინახე და 10-12 წლის მერე წაიკითხე. დარწმუნებული ვარ მიხვდები, თუ რას ვფიქრობ მე ამას რომ ვკითხულობ.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კრემლი სინამდვილეში ფსონს ნოღაიდელის და ბურჯანაძის საფარველქვეშ ალასანიაზე დებს

არაა გამორიცხული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კრემლი სინამდვილეში ფსონს ნოღაიდელის და ბურჯანაძის საფარველქვეშ ალასანიაზე დებს

უფრო ალბათ კრემლი და ამერები ერთად

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...