Jump to content
Planeta.Ge

ქრისტე ისტორიული პიროვნება(ღმერთი) თუ მითი?

Recommended Posts

სახარებები ყალიბდებოდა საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირობებში, ამიტომ ისინი შეიცავენ ისეთ წინააღმდეგობას, რომელთა მორიგება პირდაპირ შეუძლებელია

«"ქრისტუსი", რომლისგანაც მომდინარეობს ქრისტიანების სახელი, პროკურატორმა პონტიუს პილატემ ტიბერიუსის მმართველობის დროს სიკვდილით დასაჯა.» - ("ანალები", წიგნი XV, აბზაცი 44).

პიროვნება, რომელიც ეჭქვეშ აყენებს მაცხოვრის რეალურად არსებობის საკითხს, რატომ გგონია რომ რომაელი ისტორიკოსის ტაციტუცის არსებობას არ დააყენებს ეჭქვეშ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 74
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

განა ტაციტუცის მოწმობით მოწმდება იესოს ძეობის შესახებ? არამც და არამც არამედ ღმრთისა, რომელმაც დაამოწმა თავის ძეზე: ეს არის საყვარელი ძე ჩემი რომელიც მოვიწონე მე. აი მოწმობა სარწმუნო და ჭეშმარიტი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GIORGI777

ეს ისტორიები ხომ არ გეცნობა:

ეგვიპტური ღმერთი ჰორუსი (Horus) იყო ქალღმერთი აისის (Isis) შვილი. მას შემდეგ რაც აისისის ძმამ სეთმა (Set) მოკლა აისის ქმარი ოსირუსი (Osiris) მან შეაგროვა გარდაცვლილი ქმრის სხეულის ყველა ნაწილი, გარდა ოსირუსის ასოსი რომელიც ნილოსში გადააგდეს და იქ ლოქომ შეჭამა. ამის მერე აისისმა გამოიყენა მისი მაგიური ძალა და აღადგინა ოსირუსი ოქროს ფალოსით, რათა დაფეხმძიმებულიყო. სხვა ვერსით აისის განაყოფიერებულ იქნა ღვთაებრივი ცეცხლის მიერ.

ინდუიზმის მიხედვით კრიშნა დაიბადა სქესობრივი კავშირის გარეშე. "გონებრივი გადაცემა" მოხდა ვასუდევას (Vasudeva) მიერ და ის გონებით შევიდა დევაკის (Devaki) საშვილოსნოში და ასე დააფეხმძიმა დევაკი.

ძველბერძნული საკულტო ღვთაება ატისი (Attis) აგდისტის (Agdistis) და Nana (ნანას) შვილი. აგიდისტს გააჩნდა ორივე მამრობითი და მდედრობითი სქესი. მაგრამ ოლიმპოს ღმერთებმა შიშით მოაწყვიტეს მამრობითი სასქესო ორგანო და გადააგდეს. სადაც პენისი დაეცა იქ გაიზარდა ნუშის ხე და როდესაც მისი ნაყოფი დამწიფდა, ნანა მოწყვიტა ნუშის ნაყოფი და ჩაიდო საშოში. ნუში გაქრა და ნანა დაორსულდა. ასე გაჩნდა ატისი.

ბერძნული მითოლოგიის ნახევარღმერთი პერსვსი იყო ზევსის და დანაეს შვილი. ზევსი ოქროს შხაპის ფორმით გამოეცხადა დანაეს და ესე დააორსულა იგი. ასე გაჩნდა პერსევსი.

ბუდა - გაუტამა სიდჰართჰა იყო დედოფალი მაჰა მაიას და მეფე სუჰოდანას შვილი. დედოფალს სიზმარში გამოეცხადა თეთრი სპილო ექვსი თეთრი ეშვით და სპილო დედოფლის გვერდში შევიდა. ასე დაორსულდა დედოფალი.

კი მეცნობა, წუთისოფლის ღმერთი, სიცრუის მამა აცდენდა ხოლმე მსგავსი ისტორიებით წარმართთ, დღეს კი ახალი საცთური აქვს ევოლუცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი მეცნობა, წუთისოფლის ღმერთი, სიცრუის მამა აცდენდა ხოლმე მსგავსი ისტორიებით წარმართთ, დღეს კი ახალი საცთური აქვს ევოლუცია.

არ დაგავიწყდეს, რომ ეს ისტორიები უფრო ძველია ვიდრე ქრისტიანობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ დაგავიწყდეს, რომ ეს ისტორიები უფრო ძველია ვიდრე ქრისტიანობა

არც ის დაგავიწყდეს, რომ სიცრუის მამაც უფრო ძველია ვიდრე ქრისტიანობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც ის დაგავიწყდეს, რომ სიცრუის მამაც უფრო ძველია ვიდრე ქრისტიანობა.

კარგი რა,

რა სიცრუის მამა და ბებია.

კითხვები დაუსვი უბრალოდ შენ თავს.

მთავარი კითხვა არ დაგავიწყდეს. რატომ აღიარებს ეკლესია იესოს შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ჩვენი წელთაღრიცხვით 100 წლის მერე დაწერილს და არ აღიარებს მისი თანამედროვეების მიერ ან უფრო ადრე დაწერილ ინფორმაციებს?

რატომ არის კანონიკური მხოლოდ 4 სახარება?

რატომ არ არის კანონიკური მათზე ძველი სახარებები?

რატომ იზღუდავ თავს და მხოლოდ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებ დასკვნებს რაზეც ეკლესიამ დაგრთო ნება?

თავად იესოს ხომ არ დაუდგენია მხოლოდ ეს 4 სახარება არის სწორიო, ჩემნაირმა და შენნაირმა ადამიანებმა არ გადაწყვიტეს. ანუ რატომ ენდობი 15 საუკუნის წინ ინფორმაციაშეზღუდული ადამიანების გადაწყვეტილებებს ბრმად.

იქნებ მათ ამოძრავებდა ეშმაკი და სიცრუე? აპრიორში რატომ უშვებ, რომ ის ადამიანები მართლები იყვნენ და სხვა რამეზე ბჭობა ცოდვაა.

ამაზე დგას მთელი რელიგია.

"სიცრუე ძველია" და "ეშმაკს არ სძინავს" მაგარი კომფორტული არგუმენტებია. სწორედ ამ არგუმენტებით წვავდნენ "ალქაჯებს" და "ჯადოქრებს" ადრეული ქრისტიანები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაცხოვრის, სატანის დამთრგუნველის მოსვლა ღმერთმა პირველად სატანას აუწყა და უთხრა: და ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს,

და შენ მას ქუსლს დაუგესლავ.

იცოდა რა მესიის გარდაუვალი მოსვლისა და მისი მარცხის შესახებ და ძრწოდა ლუციფერი და აი რა მოიგონა:ეგვიპტური ღმერთი ჰორუსი (Horus) იყო ქალღმერთი აისის (Isis) შვილი. მას შემდეგ რაც აისისის ძმამ სეთმა (Set) მოკლა აისის ქმარი ოსირუსი (Osiris) მან შეაგროვა გარდაცვლილი ქმრის სხეულის ყველა ნაწილი, გარდა ოსირუსის ასოსი რომელიც ნილოსში გადააგდეს და იქ ლოქომ შეჭამა. ამის მერე აისისმა გამოიყენა მისი მაგიური ძალა და აღადგინა ოსირუსი ოქროს ფალოსით, რათა დაფეხმძიმებულიყო. სხვა ვერსით აისის განაყოფიერებულ იქნა ღვთაებრივი ცეცხლის მიერ.

ინდუიზმის მიხედვით კრიშნა დაიბადა სქესობრივი კავშირის გარეშე. "გონებრივი გადაცემა" მოხდა ვასუდევას (Vasudeva) მიერ და ის გონებით შევიდა დევაკის (Devaki) საშვილოსნოში და ასე დააფეხმძიმა დევაკი.

ძველბერძნული საკულტო ღვთაება ატისი (Attis) აგდისტის (Agdistis) და Nana (ნანას) შვილი. აგიდისტს გააჩნდა ორივე მამრობითი და მდედრობითი სქესი. მაგრამ ოლიმპოს ღმერთებმა შიშით მოაწყვიტეს მამრობითი სასქესო ორგანო და გადააგდეს. სადაც პენისი დაეცა იქ გაიზარდა ნუშის ხე და როდესაც მისი ნაყოფი დამწიფდა, ნანა მოწყვიტა ნუშის ნაყოფი და ჩაიდო საშოში. ნუში გაქრა და ნანა დაორსულდა. ასე გაჩნდა ატისი.

ბერძნული მითოლოგიის ნახევარღმერთი პერსვსი იყო ზევსის და დანაეს შვილი. ზევსი ოქროს შხაპის ფორმით გამოეცხადა დანაეს და ესე დააორსულა იგი. ასე გაჩნდა პერსევსი.

ბუდა - გაუტამა სიდჰართჰა იყო დედოფალი მაჰა მაიას და მეფე სუჰოდანას შვილი. დედოფალს სიზმარში გამოეცხადა თეთრი სპილო ექვსი თეთრი ეშვით და სპილო დედოფლის გვერდში შევიდა. ასე დაორსულდა დედოფალი.

განავრცო სიცრუე იგი ქვეყნის წარმართთა შორის და იმედოვნებდა შედეგს და დადგა შედეგიც, საყვარელო ძმაო ჭადრაკის თამაშის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ცინასწარ განჭვრიტო მოწინააღმდეგის სავარაუდო სვლა მიენდე უფალს და ის დაგანახვებს სატანის სიღრმეებს, განა ეს სიცრუე იმად არ შთააგონა წარმართთ, რომ შენ გაგჩენოდა ეჭვი? და გეთქვა რად ჰგავსო საეჭვოდ ეს ისტორიები ქრისტეს ღვთივსულიერად შობას? მას უნდოდა დაეთესა ეჭვი შენს გულში რათა გეთქვა ებრაელებმა წარმართთა მოძღვრების მიხედვით თავადაც შექმნეს ისტორია საკუთარ უფალზეო, ვწუხვარ რომ მან ამ მიზანს მიაღწია ეჭვი დათესა შენში მე ვილოცებ შენთვის, რომ უფლის სულიწმინდამ დაგანახვოს სატანის სიცრუის სიღრმეები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავარი კითხვა არ დაგავიწყდეს. რატომ აღიარებს ეკლესია იესოს შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ჩვენი წელთაღრიცხვით 100 წლის მერე დაწერილს და არ აღიარებს მისი თანამედროვეების მიერ ან უფრო ადრე დაწერილ ინფორმაციებს

პასუხი მარტივია სარწმუნო წყაროები არ არსებობს და ეკლესია არ არის თვითნებური გამგე უფლის სიტყვისა რომ ახალი ქვეყნიერების თარგმნები წეროს.

რატომ არის კანონიკური მხოლოდ 4 სახარება?

რატომ არ არის კანონიკური მათზე ძველი სახარებები?

იმიტომ რომ წერილი რომელიც სულიერად არ აშენებს უბრალო მატიანეა.

რატომ იზღუდავ თავს და მხოლოდ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებ დასკვნებს რაზეც ეკლესიამ დაგრთო ნება?

ვინ, ვინ და მე თავს ნამდვილად არ ვიზღუდავ.

თავად იესოს ხომ არ დაუდგენია მხოლოდ ეს 4 სახარება არის სწორიო, ჩემნაირმა და შენნაირმა ადამიანებმა არ გადაწყვიტეს. ანუ რატომ ენდობი 15 საუკუნის წინ ინფორმაციაშეზღუდული ადამიანების გადაწყვეტილებებს ბრმად.

მე არ ვენდობი ადამიანთა მოძღვრობებს არამედ ღმრთისას, ღმერთი კაცი არ არის, რომ იცრუოს.

იქნებ მათ ამოძრავებდა ეშმაკი და სიცრუე? აპრიორში რატომ უშვებ, რომ ის ადამიანები მართლები იყვნენ და სხვა რამეზე ბჭობა ცოდვაა.

იმიტომ რომ ხე ნაყოფით შეიცნობა და ბოროტისაგან კეთილი ვერასოდეს აღმოცენდება ვერც პირიქით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაზე დგას მთელი რელიგია.

"სიცრუე ძველია" და "ეშმაკს არ სძინავს" მაგარი კომფორტული არგუმენტებია. სწორედ ამ არგუმენტებით წვავდნენ "ალქაჯებს" და "ჯადოქრებს" ადრეული ქრისტიანები

რელიგია ღვთის სიტყვაზე დგას ამ სიტყვებით კი მრავალი ვაჭრობს მეძავთა მსგავსად ხომ დაგიწერე სიტყვა ძალაა აიღო და გამოიყენა ბატონმა მსახურის მორჩილებისათვის ამავე სიტყვით ბატონზე დაკისრებული ვალდებულება მსახურის მიმართ კი დაივიწყა, განა მიწიერი კანონებიც ასე არ არის ძლიერს იცავს სუსტს ნაკლებად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

როცა უჭირთ, ეშმაკი იხსნით ხოლმე მათ... :D

ხო ხედავ ეშმაკს გაუკეთებია ის სამქეები, რათა ქრისტიანობისთვის უნდობლობა გამოეცხადა ხალხს... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა უჭირთ, ეშმაკი იხსნით ხოლმე მათ...

ხო ხედავ ეშმაკს გაუკეთებია ის სამქეები, რათა ქრისტიანობისთვის უნდობლობა გამოეცხადა ხალხს

გგონია რომ სიტყვის თქმა მიჭირს? ცდები. ეს შემს შთამაგონებელს უჭირს ჭეშმარიტებასთან პაექრობა როდესაც გაჯერებს, რომ სულიერი ადამიანი უსულო მატერიამ შექმნა, როდესაც გხიბლავს თეზისით, ბუნებამ შვა ფრინველიც ცხოველიც, მწერიც და ადამიანიც განა შეუძლია მკვდარ ქალს ცოცხალი ძის შობა? განა შეუძლია ჰაერს, წყალს, მიწას ან ცეცხლს შვას გონიერი არსება? მილიარდი წელიც რომ გავიდეს შეძლებს ქვა სულ მცირე ზომის თუნდაც უგონო ინსტიქტის მქონე სულ მცირე ერთუჯრედიანი ამების შვას? ეს გინდა დავიჯერო და უზენაესი უარვჰყო? როგორც ეს თავად ჩაიდინე? მისი მიღწევაც ეს არის სწორედ მან არა მარტო ღვთის არსებობაში დაგაეჭვათ საკუთარ არსებობაშიც და მატერიაში დაიმალა.

ვილოცებ თქვენთვის რათა მოგცეთ უზენაესმა მადლი სატანის სიღრმეების წვდომისა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანების მანიპულაციის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც რელიგიათა უმრავლესობას აქვს, საიქიო ცხოვრებაა თავისი სამოთხითა და ჯოჯოხეთით. რელიგია ადამიანებს, ერთი მხრივ, სამოთხით ქრთამავს, მეორე მხრივ, ჯოჯოხეთით აშინებს.

ბატონო GIORGI777 თქვენ ეხლა ცდილობთ ეშმაკით დამაშინოთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანების მანიპულაციის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც რელიგიათა უმრავლესობას აქვს, საიქიო ცხოვრებაა თავისი სამოთხითა და ჯოჯოხეთით. რელიგია ადამიანებს, ერთი მხრივ, სამოთხით ქრთამავს, მეორე მხრივ, ჯოჯოხეთით აშინებს.

ბატონო GIORGI777 თქვენ ეხლა ცდილობთ ეშმაკით დამაშინოთ

ცდები საყვარელო მეგობარო მე იმიტომ არ ვარ ქრისტიანი რომ სამოთხის ნეტარება მხიბლავს არამედ იმიტომ რომ იესო მიყვარს და ამ სიყვარულის საზღაური ჯოჯოხეთიც რომ იყოს მაინც ქრისტიანად დავრჩები, მითუმეტეს არ აშინებს უფალი ჯოჯოხეთით თავის ძეს და არც მაქვს ბნელეთის შიში მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი მე შენ ეშმაკით კი არ გაშინებ თავად ეშმაკს ვაშინებ ჭეშმარიტებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 weeks later...

Nukriko

რაც არსებობს ბუდასა და ქრისტეს შორის მსგავსება ყველა ჩამატებულია ქრისტეს შობის მერე

და ამაზე კომპეტენტურმა ხალხმა დაამტკიცა

იმდენა მოეწონათ აღალი აღთქმა რომ ....:D

ადამიანების მანიპულაციის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც რელიგიათა უმრავლესობას აქვს, საიქიო ცხოვრებაა თავისი სამოთხითა და ჯოჯოხეთით. რელიგია ადამიანებს, ერთი მხრივ, სამოთხით ქრთამავს, მეორე მხრივ, ჯოჯოხეთით აშინებს

სამოთხე არ არის ბაღი ცხოველებით და არც ჯოჯოხეთი ცეცხლით

მოკლედ ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ რაც კი დაიწერა ისესოს მსგავსი ღვტაებებზე ყველა დაიწერა ქრისტეს შობის მერე

და ნუ აცდენთ ხალხს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...