Jump to content
Planeta.Ge

ქრისტე ისტორიული პიროვნება(ღმერთი) თუ მითი?


Recommended Posts

აზრი

ნუკრიკომ გამოთქვა მოსაზრება რომ სახარებაში მოთხრობილი

ამბები ისტორიას ეწინააღმდეგება

1. როგორ დაიბადებოდა ქრისტე 1. სა. დასაწყისში, კვირინეს მმართველობის დროს როდესაც ასურეთის მთავარი კვირინე

გარდაიცვალ ქრისტეს დაბადებამდე 60 წლით ადრე.

2. არასდროს არ ყოფილა იუდეაში ორი მღვდელმთავარი ერთად,

ხოლო სახარებაში ანა და კაიფა გამოყვანილები არიან როგორც მღვდელმავრები.

3. ნაზარეთთან დაკავშირებით, სახარებაში ქრისტე მოღვაწეობდა

ნაზარეთში, ხოლო ისტორიული წყაროებით ქ. ასეთი სახეწოდებით ჩნდება ჩვ. წ. აღ. 130 წლის შემდეგ

 

ვფიქრობ რომ ასეთ კონკრეტულ ბრალდებებს უნდა გაეცეს კონკრეტული პასუხები,

მე ორზე უკვე გავეცი პასუხი და ნაზარეთზე იქნებ შენ მოიძიო რამე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 74
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Ведь те тексты, которыми мы пользуемся в качестве основных источников — четыре новозаветных Евангелия, — написаны на греческом языке, распространенном в эллинистическом мире, тогда как реальный Иисус и его первые последователи жили и действовали в ином языковом и культурном пространстве, только частично входящем в орбиту эллинистической цивилизации.

ანუ აქ წერია რომ ოთხი სახარება იყო დაწერილი ბერძნულ ენაზე, იმ დროს როდესაც იესო და მისი პირველი მოწაფეები ცხყვრობდნენ, მოღვაწეობდნენ და ლაპარაკობდნენ საბერძნეთისგან სულ სხვა ადგილზე და სულ სხვა ენაზე.

Исследователи доказали, что Иисус Христос и его апостолы говорили на арамейском языке, бывшем разговорным языком жителей Палестины и Ближнего Востока, — в Евангелиях сохранились следы этого языка и даже целые фразы, представляющие собой греческую кальку с арамейского.

აქ ლაპარაკია იმაზე რომ დამტკიცდა რომ იესო და მისი მოწაფეები ლაპარაკობდნენ არამეულ ენაზე და თავად სახარებაში არის შემორჩენილი არამეული სიტყვები და ფრაზები.

До наших дней не сохранилось ни одного христианского документа на арамейском языке, хотя, вероятно, в свое время они существовали. Раннехристианские писатели упоминают о Евангелиях, написанных «по-еврейски» (то есть по-арамейски), которыми пользовались иудео-христиане, палестинские последователи Иисуса. Не совсем ясно, правда, насколько эти арамейские сочинения сопоставимы с имеющимися греческими Евангелиями, какие из них возникли раньше и кто на кого повлиял. Христианство очень скоро после своего возникновения вышло в эллинистический мир, и вполне возможно, что христианское предание было записано на греческом языке раньше, чем на родном языке Иисуса

აქ წერია რომ არ დარჩა არც ერთი იესოს დოკუმენტი არამეულ ენაზე. თუმცაღა ცნობილია რომ სახარება იყო დაწერილი ებრაულად (ანუ არამეულად) ამის გარდა არავინ იცის თუ რა ცვლილება განიცადა ბერძნულმა ვარიანტმა.

«Мифологическая школа» отрицала историческое существование Иисуса, заявляя также, что ни один нехристианский автор I — начала II века не упомянул о такой личности. Утверждалось, что о Христе нигде не говорится вне Нового Завета, то есть в нехристианских произведениях вплоть до середины II века, до того момента, когда окончательно сложились канонические Евангелия и христианская церковь распространилась по всему Средиземноморью. «Свидетельства» же античных писателей — фрагменты из сочинений Иосифа Флавия, Тацита и Плиния Младшего, в которых упоминается о Христе и которые часто цитировались христианскими апологетами, — отрицались как подложные, вставленные в текст христианскими переписчиками задним числом.

აქ წერია რომ "მითოლოგიის სკოლა" უარყოფს რა ქრისტეს ისტორიულ პიროვნებას, იმიტომ რომ არც ერთი არაქრისტიანული ავტორი 1-დან 2 საუკუნების განმავლობაში არ აღწერს ქრისტეს შესახებ და არ არსებობს არაქრისტიანული წყარო ქრისტეს შესახებ, ხოლო ფრაგმენტები სადაც იოსე ფლავიუსი, ტაციტუსი და პლინიუსი წერენ ქრისტეზე არის ქრისტიანების მიერ დამატებული მასალა, გადაწერის შედეგად.

Еще учителя и отцы Церкви придавали исключительно важное значение любым указаниям на Иисуса в нехристианской литературе, рассматривая их как действенные инструменты для проповеди христианства среди язычников. Целый ряд таких документов сохранился до наших дней только в передаче христианских авторов, тогда как оригиналы были утрачены.

აქ წერია რომ ეკლესია დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა არაქრისტიან ავტორების მიერ ქრისტეს შესახებ ცნობებს როგორც ქრისტეს არსებობის დამადასტურებელ ფაქტს. მატრამ როგორც ცნობილია ყველა დოკუმენტრი რომელიც შემორჩა, არა ორგინალია არამედ იყო გადაწერილი შუა საუკუნეებში ქრისტიანთა მიერ..

Все сказанное в полной мере относится к знаменитому «свидетельству Флавия» — короткому рассказу еврейского историка второй половины I века Иосифа Флавия о проповеднике Иисусе. Сочинение Иосифа, написанное на греческом языке, дошло до нас благодаря христианским переписчикам. Долгое время никто не подвергал сомнению подлинность сообщения Флавия об Иисусе. И только по мере развития библейской критики исследователи стали говорить о христианской интерполяции, внесенной в первоначальный текст Иосифа. Подозрения усиливал прохристианский характер рассказа об Иисусе; казалось невероятным, чтобы такой ортодоксальный иудей, как Иосиф Флавий, мог бы назвать Иисуса Христом (Мессией).

აქ წერია რომ დიდი ხნის განმავლობაში ფლავიუსის უკრიტიკოდ მიიღებოდა, მარა შემდეგ გაჩნდა ეჭვები რადგან ფლავიუსის ტექსტი შემორჩენილია ბერძნულ ენაზე და მისი გადაწერას აკეთებდნენ ქრისტიანები. ყველაზე დიდი ეჭვი გამოიწვია იმან, რომ ფლავიუსი იყო ორთოდოქსი იუდეველი და ამის მიუხედავად ის პროქრისტიანული იყო და ქრისტეს მესიას უწოდებდა. ლოგიკურად არ ჯდება როგორ შეიძლება ორთოდოქსმა იუდეველმა ქრისტეს მესია უწოდოს.

 

http://www.gumer.info/bogoslov_Buks/apolog...t/Derev_ved.php

 

 

Siknadmo

1. როგორ დაიბადებოდა ქრისტე 1. სა. დასაწყისში, კვირინეს მმართველობის დროს როდესაც ასურეთის მთავარი კვირინე

გარდაიცვალ ქრისტეს დაბადებამდე 60 წლით ადრე.

2. არასდროს არ ყოფილა იუდეაში ორი მღვდელმთავარი ერთად,

ხოლო სახარებაში ანა და კაიფა გამოყვანილები არიან როგორც მღვდელმავრები.

3. ნაზარეთთან დაკავშირებით, სახარებაში ქრისტე მოღვაწეობდა

ნაზარეთში, ხოლო ისტორიული წყაროებით ქ. ასეთი სახეწოდებით ჩნდება ჩვ. წ. აღ. 130 წლის შემდეგ

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ეს ცნობები ძირითადად ფლავიუსისგან მოდის, არც თუ ისე სანდო ცნობები გაქვს, მე შევედი შენს მიერ მითითებულ ვიკიპედიაში და ყველა ინფორმაციის წყარო ფლავიუსი აღმოჩნდა.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახარებათა მოთხრობებში გვაქვს ქრონოლოგიური შეუსაბამობანი. საყურადღებოა, მაგალითად, შემდეგი გარემოება: აღწერა, რომელსაც თითქოს ქრისტეს დაბადების წელს ჰქონდა ადგილი, მომხდარა, ლუკას ცნობით, მაშინ, როდესაც ასურეთს მთავრობდა კვირინე. კვირინე კი, ისტორიიდან ვიცით, გარდაიცვალა 60 წლით ადრე, ვიდრე ქრისტე დაიბადებოდა. შემდეგ - ქრისტე გასამართლებულ იქნა თითქოს მაშინ, როდესაც იერუსალიმში მღვდელმთავრებად იყვნენ ანა და კაიაფა; ცნობილია ნამდვილად, რომ იერუსალიმში ერთსა და იმავე დროს ორი მღვდელმთავარაი არ ყოფილა არასოდეს. ქრისტე, სახარების ცნობით, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. ნაზარეთში. ეს კი პირწავარდნილი ანაქრონიზმია, რადგანაც ნაზარეთი ჩნდება 130 წლით გვიან ქრისტეს დაბადების შემდეგ. სახარებათა ცნობით სახელწოდება "ქრისტიანი" გაჩნდა პალესტინაში, "საქმე მოციქულთა" კი გადმოგვცემს, რომ ეს სახელწოდება პირველად ანტიოქიაში გაჩნდა (XI,26).

 

სახარებები ყალიბდებოდა საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირობებში, ამიტომ ისინი შეიცავენ ისეთ წინააღმდეგობას, რომელთა მორიგება პირდაპირ შეუძლებელია.

 

შეიძლება განა ენდოს კაცი ისეთ წყაროს, რომელიც სავსეა შეუსაბამობით და წინააღმდეგობებით? ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება. განსაკუთრებით ვერ შეურიგდება ჭკუაში მყოფი კაცი სახარების იმ ამბავს, რომ ქალწულს, უქმრო ქალს შეეძლოს უთესლოდ, უქმროდ შვილი გააჩინოს; მითუმეტეს შეუძლებელია დავიჯეროთ, ქალწულმა დაბადოს და ამის შემდეგ ქალწულად დარჩეს, როგორც ამას ამტკიცებენ მარიამის შესახებ მისი თაყვანისმცემელნი, რომელნიც მას "მარადის ქალწულად" თვლიან. მტკიცება ასეთი რამესი (ეპიფანე კვიპრელი და იერონიმე) არის აბუჩად აგდება, შეურაცხყოფა ადამიანის გონებისა თვით ბნელით მოცულ საშუალო საუკუნეებშიაც კი. მარიამი სახარების თხრობის მიხედვითაც კი არ დარჩენილა ქალწულად, ის იყო ცოლი იოსებისა; მათე ამბობს: "თხოვილ იყო დედა მისი (ქრისტესი) მარიამ იოსებისა" (1,18), "ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო" (1,19). ანგელოზი ეუბნება იოსებს: "ნუ გეშინიან მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა" (მათ. 1,20), "და წარიყვანა იოსებ ცოლი თვისი და არა იცოდა იგი, ვიდრე შვა ძე იგი მისი პირმშო" (მათ. 1.24-25), ესეიგი - იოსებმა თუმცა დატოვა თავისთან, თავის სახლში თავისი ცოლი მარიამი, მაგრამ ცოლქმრული ურთიერთობა მასთან არ ქონია, სანამ მან, მარიამმა, არ შვა პირმშო, პირველი შვილი - ქრისტე, ამის შემდეგ კი ეს ურთიერთობა ძალაში შევიდა, მარიამს გაუჩნდა სხვა შვილებიც - ვაჟები: იაკობი, იოსია, სიმონ და იუდა (მათ. XIII, 55, მარკ. VI,3), ე.წ. "ძმანი უფლისანი", და ქალები მარიამი და სალომე.

 

ლეგენდარული ქრისტეს სახის შესაქმნელად ფანტაზიამ გამოიყენა მითები და თქმულებები თითქმის ყველა ღვთაებათა შესახებ, რომელთაც თაყვანს სცემდნენ ჩვენს ერამდე ცნობილ რელიგიებში, ქრისტე უკვე ამ რელიგიებში იყო მოცემული. ასე რომ სავსებით მართალი იყო ნეტარი აგვისტინე იპონელი (IV-V ს.), რომელიც ამბობდა: "ის რასაც ქრისტიანულ რელიგიას უწოდებენ, არსებობდა უხსოვარი დროიდან და დაცული იყო იმ დრომდე, სანამ ქრისტე განხორციელდებოდაო".

 

ნათქვამის ნათელსაყოფად ჩვენ არ შევუდგებით ქრისტეს მთელი ბიოგრაფიის შედარებას ძველი ღმერთების ბიოგრაფიასთან, დავკმაყოფილდებით მხოლოდ ერთი მომენტით ამ ბიოგრაფიიდან, სახელდობრ - ქრისტეს შობის ამბებით.

 

რელიგიათა ისტორიიდან ცნობილია რომ ქალწულისაგან გამოქვაბულში იბადება არა მარტო ქრისტე, არამედ ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ, მითრა და აპოლონი. ეგვიპტის თებაიდაში ცნობილია ღვთაება ამონის ტაძრის ნანგრევები; ამ ტაძარში ადგილი ჰქონდა "შობის" სამლოცველოს, რომელიც ბარელიეფებით ყოფილა შემკული. ამ ბარელიეფებზე გამოხატულია ამენოფისე III დაბადება. ერთ ბარელიეფზე მოთავსებულია დედოფალი მეტ-ემ-ვე, მის წინ დგას ღვთაება ამონის მიერ გამოგზავნილი თოთი, რომელიც, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი მარიამს, ახარებს, რომ ის შობს ძეს. მეორე ბარელიეფზე გამოხატულია მუცლადღება ან დაორსულება დედოფლისა. მესამე ბარელიეფზე ვხედავთ "ღმერთკაცის" (ეს ქრისტეს ტიტულია) ამენოფისე III დაბადებას. მეოთხე ბარელიეფზე ახალდაბადებული ღებულობს სამი კაცისაგან ძღვენს, როგორც ქრისტე აღმოსავლეთის მოგვებისაგან. აღმოსავლეთის რელიგიებში ძალიან პოპულარულია სურათი, რომელზედაც გამოხატულია, თუ როგორ აწოვებს დედა ძუძუს ახალდაბადებულ ღვთიურ ბავშვს. პომპეის ერთ-ერთ ფრესკაზე წარმოდგენილია იზიდა, რომელიც ზის სახედარზე და ხელში უჭირავს პატარა ჰორუსი. ეს სურათი ძალიან გვაგონებს იოსებისა და მარიამის ეგვიპტეში გამგზავრების სურათს ახალდაბადებული იესოთი ხელში.

 

უფრო მეტ მსგავსებას ვპოლობთ მითრას და ბუდას მითოლოგიაში. მითრაიზმი ის რელიგიაა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვის პირველ ოთხ საუკუნეში მსოფლიო ბატონობისათვის ებრძოდა ქრისტიანობას. ის ჩვენშიც, საქართველოშიც კარგად იყო ცნობილი. "შობის" დღესასწაული სცოდნია მითრაიზმსაც. რას წარმოადგენს ნამდვილად ქრისტეს "შობა"? ეს არის მიბაძვა მზის ღვთაების დაბადების დღესასწაულისა. 25 დეკემბერი (დღე ქრისტეს შობისა) იულიოსის კალენდრით ითვლებოდა დღედ მზის დაბადებისა, რადგან ამ რიცხვიდან დღე მატულობს და მზე მეტ სინათლეს იძლევა. ამ დღეს იბადებიან სხვა, ისტორიულად ცნობილ რელიგიათა, ღმერთებიც, როგორიცაა: ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ და აპოლონი. ამ დღეს იბადება კერძოდ მითრაც, რომელიც არის "ღმერთი უძლეველი მზისა". რადგანაც მითრა და მისი ამბები ქრისტიანობაში ქრისტეზეა გადმოტანილი, ამიტომ მითრას დაბადების დღე გამოაცხადეს ქრისტეს დაბადების დღედ, იმ ქრისტეს, რომელსაც მათ, მითრას მიბაძვით, უწოდეს მზე, "მზე სამართლისა". თვით ქრისტიანობის იდეოლოგიური მებაირახტრენი, მაგალითად გრიგოლ ნოსელი და აგვისტინე იპონელი, არ მალავდნენ, რომ ქრისტეს შობი დღესასწაული მათ მიერ დაკავშირებულია მწის მოქცევასთან. საყურადღებოა, რომ მითრა, როგორც ქრისტე, იბადება ქალწულისგან გამოქვაბულში და იმასაც ისე მიართმევენ ძვირფას ძღვენს, როგორც ქრისტეს. ამასთან ერთად უნდა მოვიგონოთ ერთი გარემოება.

 

ცნობილია, რომ საქართველოში თითქმის ყველგან წესად მიღებული იყო, რომ "შობის" დღესასწაულს ღორის დაკვლით ეგებებოდნენ თითქმის ყველა ოჯახში. ღორის გასუქებას, მის დაკვლას, მისი ხორცით გახსნილებას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, პირდაპირ რიტუალური ხასიათი ქონდა. რით აიხსნება ასეთი უპირატესობის მინიჭება ღორისთვის, რატომ სხვა დღესასწაულთან არაა ასე ხაზგასმით მის მოხმარება დაკავშირებული? ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მითრაიზმის ერთ გადმონაშთთან. როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, 25 დეკემბერი, ქრისტეს შობის დღესასწაული, ქრისტეს შობამდე, ყველგან მაშასადამე ჩვენშიაც, იყო დღესასწაული მითრას შობისა. ღორი კი ყველგან და ყოველთვის მითრას წმინდა ცხველად ითვლებოდა, ის მტკიცედ და ურყევად იყო დაკავშირებული მითრას კულტთან. გარეული ტახი იხსენიება როგორც მითრას ცხოველი, რომლის მოდგმა, მითრაისტების რწმენით, მკვდრეთით აღდგომამდე გრძელდებოდა. ამრიგად, ქრისტეს შობის დღესასწაულთან ღორის დაკავშირება არის მონაგონარი მითრას კულტისა.

 

გაცილებით მეტი მსგავსება აქვს ქრისტეს შობის ამბავს ბუდას შობის ამბავთან, რომელიც წარმოდგენილია ბუდისტთა წიგნში "ლალიტა ვისტარა". აი ეს მსგავსება:

 

1. ქრისტეს, მის მიმდევართა რწმენით, არსებობდა "უწინარეს ყოველთა საუკუნეთა" და გარკვეულ დროს, როგორც კაცი დაიბადა ამ ქვეყნად; ასევე ბუდა არსებობდა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და მერე დაიბადა როგორც კაცი. ორივე დაიბადა საკუთარი ნება-სურვილით კაცობრიობის სიყვარულით.

 

2. ბუდა მეფის საგვარეულოს ეკუთვნოდა, მისი მამა მეფე იყო; ქრისტეც, სახარების მიხედვით, წარმოიშვა ებრაელთა მეფის დავითის ტომიდან, მას ეწოდება "ძე ღვთისა", დავითს კი "ღვთის მამა".

 

3. ქრისტეს დედას, ე.წ. "ღვთიშობელს", ერქვა მარიამი, ეს სახელი არის შესატყვისი ბუდას დედის სახელისა - მაია.

 

4. ბუდას დედა მაია ნახულობს სიზმარს, რომ მას ეყოლება შვილი ბუდა; ამ სიზმას ბრამინები მას უხსნიან იმავე სიტყვებით, რიგირითაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა "ღვთიშობელს" მარიამს აუხსნა საიდუმლოება მისგან ქრისტეს შობისა.

 

5. როგორც ქრისტეს დაბადება ეუწყა აღმოსავლეთის ასტროლოგებს ვარსკვლავის გამოჩენით, ისე ბუდას დაბადებაც ვარსკვლავის გამოჩენით იქნა აღნიშნული. როგორც ქრისტეს, ისე ახლად დაბადებულ ბუდას საჩუქრებს მიართმევენ.

 

6. მეორმოცე დღეს დაბადებიდან, სახარების თქმულებით, ქრისტე მიიყვანეს ტაძარში, სადაც ის მკლავზე მიირქვა მოხუცებულმა სვიმეონმა და აკურთხა. ახლად დაბადებული ბუდაც მიუყვანიათ ტაძარში, სადაც მოხუცებულ ასიტას თაყვანი უცია მისთვის.

 

7. სახარებაში გადმოცემულია: როდესაც იროდი მეფემ გაიგო უხუცესებისგან, რომ ბეთლენში, ქრისტეს სახით, დაიბადა მეფე ურიათა, ძალზე შეშინდა და აღმოსავლეთიდან მოსულ მოგვებს თხოვა გაეგოთ ბეთლემში ყველაფერი დაწვრილებით და ეხნობებიათ მისთვის. ასე მოიქცა მეფე ბიმბისარაც: როდესაც მის ყურამდე მივიდა ცნობა "ინდოელთა მესიის" დაბადების შესახებ, მან გაგზავნა ჯაშუშები და სთხოვა გაეგოთ ყველაფერი დაწვრილებით ახალდაბადებულის შესახებ და ეცნობებინათ მისთვის.

 

ასეთი მსგავსება, თითქმის იგივეობამდე დაყვანილი, დამაფიქრებელია. შეიძლება ზოგიერთმა ამ შემთხვევაში პირიორიტეტი სახარების ამბებს მიანიჭოს და ბუდისტური ლეგენდების წყაროდ სახარება ჩათვალოს. მაგრამ ეს სწორი არ იქნება, რადგანაც ბუდისტების "საღვთო წიგნები" რომლებიც შეიცავენ ბუდას შესახებ ლეგენდებს ჩამოყალიბებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ასე რომ ეს წიგნები ქრისტიანულ წყაროებს ვერ გამოიყენებენ. ამავე დროს იოსებ ფლაბიოსის შრომებიდან ვიცით, რომ ინდოეთი პალესტინაზე გავლენას ახდენდა ჯერ კიდევ სახარების შექმნამდე ("ებრაელთა ომის ისტორია", VII, VIII, 7).

 

ყველაფერი რაც აქამდე ითქვა, ნებას იძლევა დავასკვნათ, რომ შეუძლებელია დამტკიცებულ იქნას ისტორიულად ფაქტი ქრისტეს დაბადებისა და მისი რეალურად არსებობისა. ქრისტე დაიბადა ადამიანის შ ე გ ნ ე ბ ა შ ი მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობა ეწოდება.

 

მიუხედავად ამის, საქრისტიანო ქვეყნებში დამყარდა წელთაღრიცხვა ქრისტეს დაბადებიდან; ქრისტეს დაბადებას ჩვეულებრივ სდებენ 753 წელს ქ. რომის გაშენებიდან შეიძლება თუ არა ზუსტად გამოანგარიშება იმისა, თუ როდის დაიბადა ქრისტე, გვაქვს თუ არა რაიმე მონაცემი ამის გასარკვევად? არავითარი, გარდა იმ ცნობებისა, რომელთაც სახარებაში ვპოულობთ, მაგრამ ჩვენ უკვე ვნახეთ, რა ღურებულებისაა ეს წყარო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერი რაც აქამდე ითქვა, ნებას იძლევა დავასკვნათ, რომ შეუძლებელია დამტკიცებულ იქნას ისტორიულად ფაქტი ქრისტეს დაბადებისა და მისი რეალურად არსებობისა. ქრისტე დაიბადა ადამიანის შ ე გ ნ ე ბ ა შ ი მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობა ეწოდება.

ნურიკო:

თქვენ გიჭირთ დაჯერება,რწმენა ყველაფერ იმისა,რაზეც საუბრობთ!გასაგებია ეს ძნელია თან ისეთი პიროვნებისათვის,როგორიც თქვენ ხართ!(ცუდი არაფერი მიგულისხმია..პირიქით).

თქვენ ალბათ სასწაული(ხილული სასწაული)გჭირდებათ,რომ იწამოთ?! მჯერა მთელი შეგნებით,რომ იპოვით!!!

გისურვებ წარმატებებს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

guaba

თქვენ გიჭირთ დაჯერება,რწმენა ყველაფერ იმისა,რაზეც საუბრობთ!გასაგებია ეს ძნელია თან ისეთი პიროვნებისათვის,როგორიც თქვენ ხართ!(ცუდი არაფერი მიგულისხმია..პირიქით).

თქვენ ალბათ სასწაული(ხილული სასწაული)გჭირდებათ,რომ იწამოთ?! მჯერა მთელი შეგნებით,რომ იპოვით!!!

გისურვებ წარმატებებს!

მე არ მჯერა არარეალურ ამბების, არარეალურ ისტორიულ პირების და მითების

 

ხოლო აქ იმაზეა საუბარი იესო იყო თუ არა ისტორიული პიროვნება და არა იმაზე მე რისი მჯერა.

 

თუ გაქვთ მისი არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები, წყაროები, მასალა დადეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ведь те тексты, которыми мы пользуемся в качестве основных источников — четыре новозаветных Евангелия, — написаны на греческом языке, распространенном в эллинистическом мире, тогда как реальный Иисус и его первые последователи жили и действовали в ином языковом и культурном пространстве, только частично входящем в орбиту эллинистической цивилизации.

ანუ აქ წერია რომ ოთხი სახარება იყო დაწერილი ბერძნულ ენაზე, იმ დროს როდესაც იესო და მისი პირველი მოწაფეები ცხყვრობდნენ, მოღვაწეობდნენ და ლაპარაკობდნენ საბერძნეთისგან სულ სხვა ადგილზე და სულ სხვა ენაზე.

Исследователи доказали, что Иисус Христос и его апостолы говорили на арамейском языке, бывшем разговорным языком жителей Палестины и Ближнего Востока, — в Евангелиях сохранились следы этого языка и даже целые фразы, представляющие собой греческую кальку с арамейского.

აქ ლაპარაკია იმაზე რომ დამტკიცდა რომ იესო და მისი მოწაფეები ლაპარაკობდნენ არამეულ ენაზე და თავად სახარებაში არის შემორჩენილი არამეული სიტყვები და ფრაზები.

Nukriko

 

როგორც ჩანს არ იცი იმის მიზეზი, თუ რატომ დაწერეს ქრისტეს მიმდევრებმა ბიბლია (კონკრეტულად ახალი აღთქმა) ბერძნულ ენაზე. :)

 

დაინტერესებულხარ ამ საკითხით ოდესმე? თუ უბრალოდ აიტაცე ვიღაცის დაწერილი, რომ აი, არიქა, რადგან ბერძნულ ენაზეა დაწერილი სახარებების დიდი ნაწილი, ესე იგი ყალბია, რადგან მოციქულები და იესოც, არა ბერძნულზე, არამედ ებრაულზე და მის მონათესავე იენაზე - არამეულზე ლაპარაკობდნენო. :)

 

მანამ სანამ ნაჩქარევ დასკვნას გააკეთებდე, პირველ რიგში, მიუკერძოებელი თვალსაზრისით, უნდა გაიგო მიზეზი, თუ რატომ დაწერეს I საუკუნის ქრისტიანებმა ბიბლიის მეორე ნაწილი (ე.წ. ახალი აღთქმა) ბერძნულზე. ის რომ მათ ბერძნულ (კოინე) ენაზე დაწერეს ბიბლია, არანაირად არ აყენებს ეჭვ ქვეშ იმას, რასაც ასე გამალებით ცდილობ. :D

 

აზრი

ნაზარეთში, ხოლო ისტორიული წყაროებით ქ. ასეთი სახეწოდებით ჩნდება ჩვ. წ. აღ. 130 წლის შემდეგ

ვფიქრობ რომ ასეთ კონკრეტულ ბრალდებებს უნდა გაეცეს კონკრეტული პასუხები,

მე ორზე უკვე გავეცი პასუხი და ნაზარეთზე იქნებ შენ მოიძიო რამე?

Siknadmo

 

დიდი ხანია მოძიებული მაქვს ეს საკითხები. უბრალოდ აზრი არ აქვს დროის ხარჯვას. ნუკრიკო-სთვის მაინც არა საკმარისი არგუმენტი იქნება ნებისმიერი სახის მტკიცებულება. :D

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

როგორც ჩანს არ იცი იმის მიზეზი, თუ რატომ დაწერეს ქრისტეს მიმდევრებმა ბიბლია (კონკრეტულად ახალი აღთქმა) ბერძნულ ენაზე.

ხო და აგვიხსენი.

დაინტერესებულხარ ამ საკითხით ოდესმე? თუ უბრალოდ აიტაცე ვიღაცის დაწერილი, რომ აი, არიქა, რადგან ბერძნულ ენაზეა დაწერილი სახარებების დიდი ნაწილი, ესე იგი ყალბია, რადგან მოციქულები და იესოც, არა ბერძნულზე, არამედ ებრაულზე და მის მონათესავე იენაზე - არამეულზე ლაპარაკობდნენო.

რატომ გიყვარს პირადზე საუბარი, თემის ირგვლივ ისაუბრე გეთაყვა, აქ არა ჩემ პირად ინტერესზეა საუბარი, არამედ ჩემ მისერ მოყვანილ არგუმენტებზე და თუ შეიძლება პირადულს ნუ ეხები თემებში, მხოლოდ თემის ირგვლივ, მე რა მაინტერესებს და რა არ მაინტერესებს ეს არავის საქმე არ არის ჩემს გარდა და თუ მეტი არაფერი დაგრჩენია, გარდა იმისა რომ თემიდან პირადულებზე გადახვიდე, ეს შენ სისუსტეზე მეტყველებს და მეტი არაფერზე :)

მიუკერძოებელი თვალსაზრისით

ესეთი თვალსაზრისი არ არსებობს. არსებობს წინასწარი პოზიცია რომელიც ადამიანს აქვს და მხიოლოდ მაშინ იცვლის ამ პოზიციას როცა მისი პირვანდელ შეხედულებებს ბევრი რამე არ დაემთხვევა. ასე რომ მოდი სანამ სხვის მიუკერძოლობაზე ილაპარაკებ ჯერ შენს შენს მიუკერძელებაზე იფიქრე :)

 

ის რომ მათ ბერძნულ (კოინე) ენაზე დაწერეს ბიბლია, არანაირად არ აყენებს ეჭვ ქვეშ იმას, რასაც ასე გამალებით ცდილობ

და რატომ, რატომ არ აყენებს ეჭვ ქვეშ, რახან შენ ამბობ? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ხო და აგვიხსენი.

Nukriko

 

აგიხსნა? რატომ? მათ, ვისგანაც აკოპირებ ვარაუდებს, დაგიმალეს ის მიზეზები და გარემოებები რამაც სახარებების ბერძნულ ენაზე დაწერა განაპირობა? :D ცოტა შენც მიდექ-მოდექი, მარტო კოპი პეისტი კი არაა მართლა, გამოიკვლიე საკითხი მანამ სანამ მტკიცებით ფორმებში შემოგვთავაზებდი უკვე მოძველებულ სკეპტიკურ იდეებს. :D

 

რატომ გიყვარს პირადზე საუბარი, თემის ირგვლივ ისაუბრე გეთაყვა, აქ არა ჩემ პირად ინტერესზეა საუბარი, არამედ ჩემ მისერ მოყვანილ არგუმენტებზე და თუ შეიძლება პირადულს ნუ ეხები თემებში, მხოლოდ თემის ირგვლივ, მე რა მაინტერესებს და რა არ მაინტერესებს ეს არავის საქმე არ არის ჩემს გარდა და თუ მეტი არაფერი დაგრჩენია, გარდა იმისა რომ თემიდან პირადულებზე გადახვიდე, ეს შენ სისუსტეზე მეტყველებს და მეტი არაფერზე :D

პირადზე? მე შენს დამოკიდებულებაზე გავამახვილე ყურადღება, რადგან, ოღონდ სადმე რაიმე რელიგიის უარსაყოფი ვარაუდი და აზრი ნახო, ეგრევე აიტაცებ ხოლმე. :D

 

ესეთი თვალსაზრისი არ არსებობს. არსებობს წინასწარი პოზიცია რომელიც ადამიანს აქვს და მხიოლოდ მაშინ იცვლის ამ პოზიციას როცა მისი პირვანდელ შეხედულებებს ბევრი რამე არ დაემთხვევა. ასე რომ მოდი სანამ სხვის მიუკერძოლობაზე ილაპარაკებ ჯერ შენს შენს მიუკერძელებაზე იფიქრე :D

სწორედ რომ არსებობს მასეთი თVალსაზრისი და ეგ თვალსაზრისი განპირობებულია შენი სურვილით, როგორმე რამე ისეთი ნახო, რითაც შეეცდები ნებისმიერი რელიგიურობის უარყოფას ან სულ ცოტა ეჭვქვეშ დაყენებას. :)

 

და რატომ, რატომ არ აყენებს ეჭვ ქვეშ, რახან შენ ამბობ? :D

მე არა, ის გარემოებები და მიზეზები, რაც ძვ.წ.IV საუკუნიდან ახ.წ.-ით IV საუკუნეში იყო. გამოიკვლიე და გაიგებ. თუ გსურს მე დავწერო, მაშინ ცინიკური დამოკიდებულებები გვერდით უნდა გადადო და უკვე ჩამოყალიბებული შეხედულებებით არ მიუდგე საკითხებს, არამედ გამოიკვლიო. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

აგიხსნა? რატომ? მათ, ვისგანაც აკოპირებ ვარაუდებს, დაგიმალეს ის მიზეზები და გარემოებები რამაც სახარებების ბერძნულ ენაზე დაწერა განაპირობა? D.gif ცოტა შენც მიდექ-მოდექი, მარტო კოპი პეისტი კი არაა მართლა, გამოიკვლიე საკითხი მანამ სანამ მტკიცებით ფორმებში შემოგვთავაზებდი უკვე მოძველებულ სკეპტიკურ იდეებს. D.gif

მე რას ვისწავლი, როგორ მოვიძიებ და ა.შ ეს ჩემი საქმეა. ფორუმზე კი დისკუსია მიდის, ერთი მხარე თავის არგუმენტს დებს, მეორე თავის არგუმენტს და მერე განხილვა მიდის. თუ არ დებ ფორუმზე მოწინააღმდეგის არგუმენტზე პასუხს, ეს ჩემი ნაკლი ნამდვილად არ იქნება, პირიქით ეს ჩემ არგუმენტზე ასხავს წყალს...

პირადზე? მე შენს დამოკიდებულებაზე გავამახვილე ყურადღება, რადგან, ოღონდ სადმე რაიმე რელიგიის უარსაყოფი ვარაუდი და აზრი ნახო, ეგრევე აიტაცებ ხოლმე. D.gif

კიდე პირადული :)

სწორედ რომ არსებობს მასეთი თVალსაზრისი და ეგ თვალსაზრისი განპირობებულია შენი სურვილით, როგორმე რამე ისეთი ნახო, რითაც შეეცდები ნებისმიერი რელიგიურობის უარყოფას ან სულ ცოტა ეჭვქვეშ დაყენებას. smile.gif

ეს მაგონებს მიშისტების არგუმენტს პრესაზე, მიუკერძოებელ ტელევიზიის იდეით რომ ჩაერიენ ტელევიზიებში და მიშისტური პროპაგანდისუტილი ტელევიზია რომ შექმნეს :D

მე არა, ის გარემოებები და მიზეზები, რაც ძვ.წ.IV საუკუნიდან ახ.წ.-ით IV საუკუნეში იყო. გამოიკვლიე და გაიგებ. თუ გსურს მე დავწერო, მაშინ ცინიკური დამოკიდებულებები გვერდით უნდა გადადო და უკვე ჩამოყალიბებული შეხედულებებით არ მიუდგე საკითხებს, არამედ გამოიკვლიო. TAT.gif

ცინიკუსა და კრიტიკულს შორის განსხვავებულაი და ომც დადო, არ გპირდები იმას რომ უკრიტიკოდ მივიღებ და არ დავიწყებ იმის ძიებას მართლია და უნაკლოა შენი პოსტი თუ აქვს შეცდომები. :)

 

ეხლა დავუბრუნდეთ თემას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცინიკუსა და კრიტიკულს შორის განსხვავებულაი და ომც დადო, არ გპირდები იმას რომ უკრიტიკოდ მივიღებ და არ დავიწყებ იმის ძიებას მართლია და უნაკლოა შენი პოსტი თუ აქვს შეცდომები. :)

Nukriko

 

ხოდა უნდა დაიწყო ძიება, კვლევა რომ იცოდე ნამდვილი მიზეზები, თუ რატომ დაიწერა ბიბლიის მეორე ნაწილი ბერძნულ ენაზე და არა ებრაულზე და არამეულზე. მაგრამ, პირადულს იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ შენ მხოლოდ იმით ხარ დაინტერესებული, რაიმე მონახო რაც ნებისმიერ რელიგიურ მოსაზრებას უარყოფდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა.

 

აი მიპასუხე შემდეგი. ძველი აღთქმა, დაიწერა ებრაულ ენაზე. მიუხედავად ამისა, მისი არ გწამს. ახლა მითხარი, რატომ თარგმნეს ებრაელებმა ძველი აღთქმა ბერძნულად? იცი? :) მხედველობაში ის ფაქტიც გქონდეს, რომ ძველი აღთქმა თავდაპირველად ებრაულ ენაზე დაიწერა. აქ დასმულ შეკითხვის პასუხს რომ მოიძიებ, იმის პასუხსაც მიიღებ, თუ რატომ დაწერეს იესოს ებრაელმა მიმდევრებმა ახალი აღთქმა ბერძნულად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ხოდა უნდა დაიწყო ძიება,

მე დავწერე რომ არ გპირდები ამას მეთქი, შენ კი სულ სხვა რამეს მეუბნები :)

ახლა მითხარი, რატომ თარგმნეს ებრაელებმა ძველი აღთქმა ბერძნულად? იცი

აქ ძველ აღთქმაზე არ არის საუბარი, აქ იესოს ისტორიულ პრივონებაზეა საუბარი

აქ დასმულ შეკითხვის პასუხს რომ მოიძიებ, იმის პასუხსაც მიიღებ, თუ რატომ დაწერეს იესოს ებრაელმა მიმდევრებმა ახალი აღთქმა ბერძნულად.

ჩემი ინტერესის სფერო არ არის ძველი აღთქმა, ამიტომ ამ შემტხვევში ჩემი ინტერესის წყარო არა ძველი არამედ ახალი აღთქმაა. :)

თუ რამე პასუხი გაქვს დაწერე, თუ არა, სხვა საკითხზე ნუ გადაგყავარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მე დავწერე რომ არ გპირდები ამას მეთქი, შენ კი სულ სხვა რამეს მეუბნები

Nukriko

 

არ მოიძიებ და შენი ნებაა. ვინც მოიძია, იცის და ამიტომ შენგან განსხვავებით, აკვიატებული არ აქვს ისე აზრები, რაც პირადი მოსაზრებების მოსარგებად და გასამყარებლად აწყობს. :)

 

აქ ძველ აღთქმაზე არ არის საუბარი, აქ იესოს ისტორიულ პრივონებაზეა საუბარი

ქრისტეს ისტორიულობას როგორც ახალი აღთქმა, ისე მის გარეთ არსებული უამრავი რამ ადასტურებს. ზოგიერთი დავწერე უკვე, მაგრამ რაც არ გაწყობს, ის შენთვის მიუღებელია. გარდა ამისა, ძველი აღთქმის გარჩევა დაიწყეთქო არ მითქვამს. მე დაგისვი შეკითხვა, რისი მოძიება არც თუ ისე რთულია. აი როცა იმ შეკითხვაზე მიპასუხებ, შენს მიერ დაყენებული საკითხი, თუ რატომ დაწერეს იესოს ებრაელმა მიმდევრებმა ახალი აღთქმა ბერძნულ ენაზე, იპოვიდი პასუხს. შეგნებულად არ დაგიწერ, რადგან ცოტა შენც უნდა მიდგე-მოდგე. :) აი ვინმე თუ იკითხავს, ვისაც მართლა აინტერესებს თუ რატომ დაიწერა ახალი აღთქმა ბერძნულად და არა ებრაულად ან არამეულად, საკმარისზე მეტ არგუმენტებს წარვუდგენ. :)

 

ჩემი ინტერესის სფერო არ არის ძველი აღთქმა, ამიტომ ამ შემტხვევში ჩემი ინტერესის წყარო არა ძველი არამედ ახალი აღთქმაა.

 

ახედე ზემოთ რაც დაგიწერე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

არ მოიძიებ და შენი ნებაა. ვინც მოიძია, იცის და ამიტომ შენგან განსხვავებით, აკვიატებული არ აქვს ისე აზრები, რაც პირადი მოსაზრებების მოსარგებად და გასამყარებლად აწყობს. smile.gif

შენი თუ ვერ გაიგე რა დავწერე, ეს ჩემი პრობლემა არ არის

სულ სხვა რამე დავწერე და თუ ყურადღებით წაიკითხავდი გაიგებდი რა დავწერე..

. ზოგიერთი დავწერე უკვე, მაგრამ რაც არ გაწყობს

რაც შენ არ გაწყობს, მერე პირადულზე გადადიხარ ხოლმე :)

 

ფლავიუსზე დაწერე და რომ დავწერე ფლავიუსზე პასუხი, ეს არ გაწყობს..

 

შეგნებულად არ დაგიწერ, რადგან ცოტა შენც უნდა მიდგე-მოდგე. vinki.gif აი ვინმე თუ იკითხავს, ვისაც მართლა აინტერესებს თუ რატომ დაიწერა ახალი აღთქმა ბერძნულად და არა ებრაულად ან არამეულად, საკმარისზე მეტ არგუმენტებს წარვუდგენ. yes4.gif

შენ ეხლა რას ამბობ ვერ გავიგე, ესეგი შენი აზრით რასაც შენ დაწერ, უკრიტიკოდ უნდა მივიღოთ თურმე და ეს იქნება ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია :)

 

თუ ესეთი ვარიანტი გაწყობს, ჩემსგან ვერ მიიღებ.. არ ვაპირებ ბრმად ვენდო არავის სიტყვას.

 

 

ძველ აღთქმაზე არაფრის ძებნას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ვერ ვხედავ კავშირს იესოს ისტორიულ პიროვნებასა და ძველ აღთქმას შორის..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენი თუ ვერ გაიგე რა დავწერე, ეს ჩემი პრობლემა არ არის

სულ სხვა რამე დავწერე და თუ ყურადღებით წაიკითხავდი გაიგებდი რა დავწერე..

რაც შენ არ გაწყობს, მერე პირადულზე გადადიხარ ხოლმე

Nukriko

 

შენ წარმოიდგინე და მშვენივრად გავიგე რაც დაწერე. შენს დაწერილში არაფერია ისეთი, რაც შენს მოსაზრებას დაასაბუთებდა.

 

ფლავიუსზე დაწერე და რომ დავწერე ფლავიუსზე პასუხი, ეს არ გაწყობს..

ეგ შენაა რაც გაწყობს იმას რომ მიიჩნევ მისაღებად. :) ფლავიუსის ნაშრომს სწავლულთა გარკვეული ნაწილი, კი ბატონო სადაოს ხდის, მაგრამ დიდი ნაწილი კი მას აღიარებს. ასე რომ ტყუილად გგონია ისე, რასაც წერ. :)

 

 

შენ ეხლა რას ამბობ ვერ გავიგე, ესეგი შენი აზრით რასაც შენ დაწერ, უკრიტიკოდ უნდა მივიღოთ თურმე და ეს იქნება ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. თუ ესეთი ვარიანტი გაწყობს, ჩემსგან ვერ მიიღებ.. არ ვაპირებ ბრმად ვენდო არავის სიტყვას.

 

სწორედ მაგიტომ არ დაგიწერე არაფერი, რომ ჩემ პოსტს შენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და თავად მოიძიეთქო. მე რომ მდომოდა ჩემი ნათქვამი აფსოლუტურ სინამდვილედ მიგეღო და მორჩა, აქამდე დაგიწერდი იმავე ბრტყელ-ბტყელი განცხადებებით, როგორსაც შენ აკეთებ ხოლმე შენი მცირე ცოდნიდან გამომდინარე. :)

როცა შეკითხვა დაგისვი, რაც ძალიან მჭიდროდაა იმასთან კავშირში რაც შენ იკითხე, თავს არიდებ, ანუ გაურბიხარ, რადგან ხვდები რომ წინააღმდეგობაში აღმოჩნდები იმაზე რომ მიპასუხო, რაც მე გკითხე. :D

 

ძველ აღთქმაზე არაფრის ძებნას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ვერ ვხედავ კავშირს იესოს ისტორიულ პიროვნებასა და ძველ აღთქმას შორის..

 

მშვენივრად ხედავ კავშირს იმაში, რა შეკითხვაც მე დაგისვი. იცი რომ შეკითხვაზე თუ მიპასუხებ, საკუთარ თავს შეეწინააღმდეგები. :) ასე რომ, სანამ ჩემ დასმულ შეკითხვაზე არ ცემ პასუხს, ხმა არ გაქვს ამოსაღები. :D

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

შენ წარმოიდგინე და მშვენივრად გავიგე რაც დაწერე. შენს დაწერილში არაფერია ისეთი, რაც შენს მოსაზრებას დაასაბუთებდა.

აბა სხვანაირად რატომ ინტერპრეტირებ ჩემს ნაწერს? :)

ეგ შენაა რაც გაწყობს იმას რომ მიიჩნევ მისაღებად. D.gif ფლავიუსის ნაშრომს სწავლულთა გარკვეული ნაწილი, კი ბატონო სადაოს ხდის, მაგრამ დიდი ნაწილი კი მას აღიარებს. ასე რომ ტყუილად გგონია ისე, რასაც წერ. vinki.gif

და ეს წინადადება რამე არგუმენტებს, ფაქტებს შეიცვას?

შეკითხვა დაგისვი, რაც ძალიან მჭიდროდაა იმასთან კავშირში რაც შენ იკითხე, თავს არიდებ, ანუ გაურბიხარ, რადგან ხვდები რომ წინააღმდეგობაში აღმოჩნდები იმაზე რომ მიპასუხო, რაც მე გკითხე.

თუ გაქვს პასუხი დაწერე, თუ არა და ნუ მთხოვ იმის ძიებას რაც ტემასთან კავშირში არ არის და თუ არის კავშირშI დაწერე რითია კავშირში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩემთვის უინტერესოა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...