Jump to content
Planeta.Ge

რა უნდა ვქნათ საზოგადოებამ?


Recommended Posts

  • Replies 56
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ვინმემ ხომ არ იცით, პლეხანოველი მარინა რომელ უბანში იყრის კენჭს?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა რა გითხრათ, რით გაგახაროთ...

 

 

ყველგან და ყველა დროში, ხელისუფლება თავის გარემოცვასთან ერთად (იქნება ის: პრეზიდენტი, კანცლერი, იმპერატორი, მეფე თუ სხვა), მუდამ იმის მცდელობაშია, რაც შეიძლება მეტი რაოდენობა მოსახლეობა ყავდეს თავის სამფლობელოში , რაც შეიძლება უფრო მეტად მორჩილნი იყვნენ ისინი, რაც შეიძლება უფრო ღრმად ეძინოთ და იჯდნენ ჭურში, რომ ვერ მიხვდნენ, მათი ნაშრომითა და ნაჯაფით როგორ ეძლევა განცხრომას მისი "პატრონი", გაუმაძღარი პატრონი კი უფრო მეტ და მეტ მადას იჩენს დღემუდამ, და შესაბამისად იმის მცდელობაშია, რაც შეიძლება მეტი გამოწოვოს თავის მოსახლეობას. რაც შეიძლება მეტი მასა ამყოფოს საარსებო მინიმუმის ფარგლებში, რომ ქონდეთ მეტი საზრუნავი თვითგადარჩენისათვის, რომ ბრძოლისუნარიანობა დაქვეითებულები ნაკლებად საშიშნი იყვნენ, ასევე საჭიროა მათი მომავლის იმედით დაბოლება, რაც მათ მოდუნებას განაპირობებს, რომ ნაკლებად გაღიზიანდნენ პატრონზე. ეს გაჭირვებაში მყოფი და მშიერი უმრავლესობა კი მუხლებზე უჩოქებს თავის პატრონს, რომ ერთი ლუკმა მაინც მოუტეხოს მის მიერ ბოძებული მთლიანი ხაჭაპურიდან. და თუ მიიღო ეს საარსებო ლუკმა ხომ იმედით აღივსო თავისი "მამა მარჩენალის" მიმართ.როგორც სეთური აკეთებს დათა თუთაშხიაში. ხელისუფლებისათვის ეს უმრავლესობაა ანგარიშგასაწევი ყოველთვის, ის ცნობიერი უმცირესობა კი, რომელიც არ ექვემდებარება დაბოლებას, ნაკლებად ანგარიშგასაწევია და შესაბამისად მისი ნაკლებად ეშინია ხელისუფლებას...

 

სამწუხაროდ პოზიციისა თუ ოპოზიციის პოლიტიკა ყოველთვის მოსახლეობის უმრავლესობაზეა გათვლილი და მათი გამოყენების ხარჯზე აკეთებს ორივე თავის საქმეს. პოლიტიკოსი სანამ ხელისუფალი გახდება ტკბილი სიტყვებით აბოლებს ამ უმრავლესობას და მისი ხელით უნდა, არჩევნებში გამარჯვებაც და გამარჯვების მერე კი მის ხარჯზე ყოფნაც.

 

 

 

თუ არა და რამდენი შეძლებია ამ საცოდავ ხალხს, მათგან გამოწოვილი თითოეული თეთრიდან რა უზარმაზარი თანხები გროვდება და მათგან დაუკითხავად სად არ მიდის და რაზე არ იხარჯება, ხელისუფლებაც მუდამ იმის მცდელობაშია, გამონახოს ისეთი საქმე რომელიც ვითომ ხალხისთვის კეთდება, რასაც იმის ნახევარს არ ახარჯავს რაც სჭირდება , დანარჩენი კი ისევ თავის გაუმაძღრობას თუ მოხმარდება.

 

არაფერი ახალი არაა ამ ნათქვამში და საქართველოში არც მეგულება ისეთი ვინმე, რომელიც ვერ აცნობიერებდეს ყველაფერ ამას. მით უმეტეს ჩვენი ოპოზიცია, რომელიც საკუთარი ინტერესების ჩარჩოდან ვერა და ვერ გამოსულა დღემდე ისე, როგორც ხალხზე და სამშობლოზე მაფიქრალს ეკადრება. თუ არადა ასეთი ფიქრი ილიას რომ ქონდა, პასუხად ტყვია მიიღო შუბლში, საკუთარი ხალხის წარმომადგენლისგან. იგივე ბედი ერგო ზვიად გამსახურდიასაც და ამის მერე აბა ვინ უნდა გაბედოს ხალხზე და სამშობლოზე ფიქრი?

 

ამიტომ გამოსავალი ისევ ილიას გზაში თუა. სანამ ზემოთაღნიშნული უმრავლესობა არ გამოღვიძებულა და არ გამხდარა უმცირესობა მანამდე ასე ვიქნებით. "... როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?"-ო, კი იკითხა ილიამ, მაგრამ დღემდე ხომ არც პასუხი გვეღირსა და არც გამოღვიძება.

 

არის კი ჩვენი მოსახლეობა იმისთვის მზად, რომ მეორედ მოუშვას ილია და შეირგოს ბოლომდე? რომელიც თუ დაპირდებოდა ხალხს: სახელმწიფოს ბიუჯეტში ხომ მხოლოდ თქვენი ნაშრომიდან მიღებული ფულია დაგროვილი და იქიდან არც ერთი თეთრი თქვენი თანხმობის გარეშე არ დაიხარჯებაო. ხელფასსაც თქვენი თანხმობით დავინიშნავო... და რომ ეს დაუჯეროს ილიას? განა ცოტაა ჩვენს მოსახლეობაში გამანქურთებული ადამიანები, რომლებიც იფიქრებს გვატყუებს ილიაო და თუ ვინმე 30 ვერცხლს მისცემს, ისევ ესვრის შუბლში ტყვიას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა უნდა ვქნათ საზოგადოებამ?

ჩავიფსათ და რუსეთს დავაბრალოთ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

ციტატა(analgin @ 21st April 2010 - 03:48 PM)

ძალიან დიდი აგრესია აქვთ მისი და რესპების მიმართ. თვლიან, რომ ყოველთვის ყველგან პირველებმა დაარღვიეს ერთობა. "გამყიდველებად და მიშასთან შეკრულებად

 

კარგი რა ირაკლი. თურმე ყველგან ჩვენ ვარღვევთ ერთიანობას. გავიხსენოთ თანამიმდევრულად.

1. საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ეხლა ჩამოგითვლოთ ვისი ხმებით გახდა პოლიტიკისთვის ფაქტიურად უცნობი გრეჩო პრეზიდენტობის კანდიდატი.

უსუფამ მიიღო შემდეგი 5 ხმა. რესპების,კონსერვების, კობასი, სალომესი,ფორუმის.

გრეჩომ 6. ჯონდის, პადოშას,კოკოს,მე თვითონ, გოგა ხაინდრავასი, გრეჩოსი.

აქედან პირველი ოთხი დღეს პარლამენტშია და მე მგონი ერთი შეხედვითაც ნათელი სურათი რა წონის ხალხით გავიდა გრეჩო.მიუხედავად ამისა ჩვენ არ გავბუტულვართ და ბოლომდე გავყევით გრეჩოს ბრძოლაში და მთელმა არჩევნებმა ჩვენს კისერზე გადაიარა.

2.საპარლამენტო არჩევნებამდეც ჩვენ საბჭოში გაცხადებული გვქონდა რომ მარტო გამოვალთ.შევთავაზეთ მაჟორიტარებზე შეთანხმება და უარი მივიღეთ.

3. აპრილის აქციების დროს მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არცერთ წინადადებას არ ეთანხმებოდნენ და თავისი ტაქტიკით აქციები მიიყვანეს იქამდე სანამდეც მივიდა, ბოლომდე იქ ვიდექით და ყველაზე მეტი ხალხი(12) ჩვენი დაიჭირეს.

ერთხელ იქნებ ჩვენთვის დაეჯერებინათ და ალასანიასთვის მხარი დაეჭირათ? მაგათ ჭკუაზე სიარულით რაც გამოვიდა ვნახეთ.

 

 

ამ ამბავში ნამდვილად მართალი ბრძანდებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა უნდა ვქნათ საზოგადოებამ?

შევიარაღდეთ ინტელექტით, ზნეობრივი ნორმები დავაწესოთ, (დღეს საზოგადოებას არ გააჩნია ზნეობრივი ნორმები, ის რაც გააჩნია არის ფარსი, სპექტაკლი და მეტი არაფერი) და უარი ვთქვათ ხალხიდან არ მოსულ პოლიტიკოსებზე. შევქმნათ ჩვენი ხალხიდან წამოსული პოლიტიკოსები და უარი ვუთხრათ მოქალაქეთა კავშირიდან და ნაც.მოძრაობიდან წამოსულ პოლიტიკოსებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა უნდა ვქნათ საზოგადოებამ?

საზოგადოებამ ჯობია რომ გაიღვიძოს ..

 

მე ჯობია რომ დავიძინო ..

 

მიშა ჯობია რომ იქ დარჩეს ..

 

 

დილა მშვიდობისა და ტკბილი სიზმრები ... მე http://s.rimg.info/f81aa3db683d19ea7ffeb153bb3850d8.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

jacobtodua

არაფერი ახალი არაა ამ ნათქვამში და საქართველოში არც მეგულება ისეთი ვინმე, რომელიც ვერ აცნობიერებდეს ყველაფერ ამას.

 

და გამსახურდიას მთავრობაც მასეთი მსუნაგი იყო???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შევიარაღდეთ ინტელექტით

ეგ პირველ კლასელებს უნდა უთხრა. ზრდასრული კაცი თუ არაა უკვე "შეიარაღებული", დიდი ალბათობით ვეღარც იშოვის მაგ "იარაღს".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...