ვეფხვი Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 asds რას გთავაზობთ და საფრთხეების გაცნობიერებას! ეეხ... ჩემო კარგო... ეგ საფრთხე გაცნობიერბული გვაქვს აგერ უკვე 20 წელია მაგრამ რაა მერე??? რა გავაკეთეთ რომ უკეთესი ხელისუფლება გვყავდეს? ან ეგ ხელისუფლება რომელი საზოგადოების მიერ დაკომპლექტდა? რისი გაკეთება შეგვეძლო და არ გავაკეთეთ??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 (edited) asds არ მოგწონს თემა? იგრუზები? უაზროთ მიიჩნევ? არ შემოხვიდე და არაფერი წაიკითხო. ყველაზე მარტივი გამოსავალი ... ხალხს ნუ უბნევ ტვინს შენის უსაფუძვლო პროპაგანდით თორემ მე რა... მე მაგ საფრთხე უკვე 20 წელია გაცნობიერებული მაქვს და გამოსავალი ჯერ არ მოძებნილა სამწუხაროდ... Saturn რამე ლოგიკა გაქვს ამ პოსტში ჩადებული? მაინც რატომ აწყობთ? ეხლა თავიდან დავიწყოთ დისკუსია??? გადაავლა თვალი წინა ანალოგიურ თემას!!! იქ უკვე სათქმელიც ითქვა და სათქმელზე მეტიც და რა საჭიროა აქ ერთი და იგივე ომის აგიტაციის ღეჭვა??? Edited April 21, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 dire მე ვარ მე. და არა საქართველო.შენ ხარ საქართველო ჩემო კარგო, შენ ხარ საქართველო და ყველა სხვა საქართველოს მოქალაქე. დამიჯერე ეს უბრალოდ ასეა .. ქვეყანამ კი ერთი მცირედი რამ უნდა გამიკეთოს. უნდა ეცადოს რომ თავი არ შემძულოს, უნდა ეცადოს რომ რაიმეს ნიშნავდეს ჩემთვის, უნდა ეცადოს რომ მასში იყოს რაიმე ისეთი რაც მე მეყვარება...დღეს დღეობით ასეთი რამ ძალიან ცოტაა, და რაც არის მას არცერთი გარე დამპყრობელი არ ემუქრება... პირიქით... შიდა დამპყრობლები ცდილობენ მის განადგურებას. ხოდა რატომ უნდა ვიომო იმის დასაცავად რაც ჩემი მტერია ფაქტობრივად?ქვეყანა ისეთივეა, როგორც შენ და შენი თანამოქალაქეები? არც უკეთესი და არც უარესი .. ესეც ფაქტია .. მეც არ მომწონს ქვეყანა და რაც შემეძლო, რაც მოვახერხე ყოველ შემთხვევაში გავაკეთე, რომ უკეთესი ყფილიყო, ქვეყანამ ანუ საზოგადოებამ კი წიხლი მკრა და გამომაგდო, მაგრამ რა ვქნა ეხლა? ქვეყანა, რომ არ მომწნს ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ სამშობლო ანუ საკუთარი ოჯახი, ახლობლები და ხალხი დავიკიდო? ქვეყანა და სამშობლო ხომ სხვადასხვა მცნებაა? სამშობლო იდეალური გვაქვს, ქვეყანა არ გვივარგა და ვერც ივარგებს ვიდრე ჩვენ არ ვივარგებთ .. სამწუხაროდ ხშირად საკუთარ თავზე (ჩემ თავსაც ვგულისხმობ და ქართულ საზოგადოებასაც) უფრო კარგი წარმოდგენა გვაქვს ვიდრე ვართ სინამდვილეში .. შენ კიდო ემოციები გალაარაკებს, მაგრამ რეალურად რათქმაუნდა არც არაფერი არ გკიდია .. მორალისტობაში არ ჩამომართვა ძმურად .. მაღალფარდოვანი ბაასი არისტოკრატებისთვის დამითმია მაგრამ ფაიზაღს ვამბობ რომ დაუფიქრდე .. ვეფხვი ეეხ... ჩემო კარგო... ეგ საფრთხე გაცნობიერბული გვაქვს აგერ უკვე 20 წელია მაგრამ რაა მერე???არაფერი არ გვაქვს გაცნობიერებული. არაფერი ... რისი გაკეთება შეგვეძლო და არ გავაკეთეთ???ბევრი რამე შეგვეძლო და არ გავაკეთეთ .. შეგვეძლო არ აგვერჩია პრეზიდენტად გამსახურდია, შეგვეძლო არ დაგვეშვა შეიარაღებული დაპირისპირება და სამოქალაქო ომი სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, სამეგრელოში, თბილისში, შეგვეძლო არ ავყოლილიყავით გარედან მართული პოლიტიკანების პროპაგანდას, შეგვეძლო ადეკვატური ადამიანებისთვის-რჩეული უმცირესობისთვის დაგვეთმო პირველობა და ბუნებრვად კუთვნილი ადგილი საზოგადობრივ პოლიტიკურ ელიტაში, შეგვეძლო დიპლომატიის ენაზე მოგვეგვარებინა პრობლემები მეზობელ სახელმწიფოებთან, შეგვეძლო რეალურად განვითარებული ეკონომიკა შეგვექმნა და შეგვექმნა სამოქალაქო საზოგადოება, შეგვეძლო აგვეშენებინა დემოკრატიული სახელმწიფო და კიდევ ბევრი რამე შეგვეძლო მაგრამ ვერ შევძლეთ ... ჩვენ ვერ შშევძლეთ. ხალხს ნუ უბნევ ტვინს შენის უსაფუძვლო პროპაგანდით თორემ მე რა... მე მაგ საფრთხე უკვე 20 წელია გაცნობიერებული მაქვს და გამოსავალი ჯერ არ მოძებნილა სამწუხაროდ...არავის არ უბნევ თვინს არანაირი პროპაგანდით .. ეს ხომ ფორუმია და საკუთარ აზრს ვაფიქსირებთ? ხოდა მეც ვაფიქსირებ ჩემ აზრს, ისე და იმ თემებში როგორც და სადაც ვაფიქსირებ .. პლუს ამას ჩემი არგუმენტები მომყავს ამა თუ იმ მოსაზრების დასასაბუთებლად, რაც პროპაგანდა ნამდვილად არ არის .. ეგეც არ იყოს და მეც ერორების ფრაიმ თაიმში არ მიმყავდეს გადაცემა : ))))) გამოსავალი კი ყველა სიტუაციაში არსებობს. ჩვენ შემთხვევაში გამოსავალი საზოგადოების კონსოლიდირებაა და სამოქალაქო დაპირისპირებისა და საომარი მოქმედებების არ დაშვება თუ ეს მოვახერხეთ .. თუ არა და ადეკვატურად მაინც უნდა შევემზადოთ ... ეგ არის და გორის ციხე ძმაუ http://s10.rimg.info/b2e7e9f3d1b0fd068087a490ebc506f7.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 (edited) asds ჩემთვის არსებობს მცნება სამშობლო რაც გაიგივებულია ქართველ ხალხთან და კულტურა-ტრადიციებთან და არსებობს მცნება სახელმწიფო რაც გაიგივებულია დღევანდელ მთავრობასთან და მის რეჟიმთან... მე ჩემს სახელმწიფოს ანუ მთავრობას მაშინ ვჭირდები და მაშინ ვახსენდები როცა ომში საზარბაზნე ხორცად მაგზავნის და როცა 5 ნომერის შემოხაზვას მთხოვს არჩევნებზე... დანარჩენ შემთხვევებში სულ ფეხებზე ვკიდივარ და სახელმწიფო იდეოლოგიას და ხალხის პატრიოტიზმს ამოფარებულები კი სუქდებიან და მდიდრდებიან როგორც მშვიდობიან ასევე ომის პერიოდშიც კი... ჩემთვის პირველი მტერი ჯერ ჩემი მთავრობაა და მერე პუტინი... ... ჩემს სამშობლსო კიდევ რაც შეეხება სამშობლოს სიყვარული არ ნიშნავს საქართველოში ყოფნას... მე ჩემს სამშობლოს არასოდეს არ დავკარგავ, სადაც ვიქნები იქ იქნება ჩემს შეგნებაში ჩემი სამშობლოც... და ამ სამშობლო საქართველოს ვერც ვერავინ ვერსად ზურგზე ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებს, ვერც პუტინი და ვერც ობამა... ამაზე უარესად ვყოფილვართ შეტოპილები და დაპყრობილები საბჭოთა კავშირის სახით მაგრამ კი გადავრჩით, მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კი იყო მაგრამ ქართველებს მაშინაც კი ჰქონდათ სამშობლო და ეს სამშობლო, სახელად საქართველო, არსადაც არ გაქცეულა... მაშინაც კი ქართველების სამშობლოდ მაინც საქართველო ითვლებოდა, თვით ოფიციალურადაც კი! ეს ქვეყანა ჩემი სახელმწიფო არაა!!! სამწუხაროდ ამ სახელმწიფომ ვერ დამანახა რომ მე მისი ნაწილი ვარ და მასზე ზრუნვის მიზეზი გამაჩნია! რადგან სახელმწიფოს ცხოვრება მარტო ომებით არ შემოიფარგლება და მას აქვს აგრეთვე მშვიდობიანი პერიოდებიც რომლის დროსაც ეს სახელმწიფო თვითეული ინდივიდისა და მოქალაქეზე ზრუნვით უნდა იყოს დაკავებული... რაც სამწუხაროდ არ ხდება!!! ... ანუ რასაც დასთესავ იმას მოიმკის პრინციპი!!! ეს მიშას მთავრობა ხალხის მტერია იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსეთი თავს არ დაგვესხმება და ამ მთავრობას უნდა ვებრძოლოთ იმისდამიუხედაცად დაგვესხმება თუ არა რუსეთი თავს... რადგან ამ მთავრობის ხელში მე არ ვიბრძოლებ არც რუსეთის, არც თურქეთის, არც სომხეთის და არც თვით უცხოპლანეტელების წინააღმდეგაც კი!!!ამ მთავრობის ხელმძღვანელობით მე მტრის წინააღმდეგ არ ვიბრძოლებ!!! ამ მთავრობის ხელში ნებისმიერი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება უკვე, წინასწარ წაგებული ომი!!! მიშას სიშლეგისა და პროვოკაციების გამო არავინ არ აპირებს ომში წასვლას... გვეყოფა უკვე ამდენი ექსპერიმენტები! მიშას თუ არ შეუძლია საქართველოს ომი ააცილოს ადგეს და გაგადგეს!!! იტოგში ნაცების ბლატაობას მე ჩემს სიცოცხლეს არ შევწირავ!!! ეგ ქვეყანა ჩემთვის არის ჩემი სამშობლო და არა ჩემი ქვეყანა - სახელმწიფო (მე სამშობლო მქონდა საბჭოთა კავშირის დროსაც და რატომღაც ჩემი სამშობლო მაშინ უფრო მშვიდობიანად და უზრუნველად ცხოვრობდა)... ვინც მაგ მიშას მიერ აწყობილი ქვეყნით სარგებელი ნახა ადგეს და იმან იბრძოლოს ამ თავისი სარგებელის გადასარჩენად... მე ჩემს სამშობლოს როგორმე სხვანაირად მოვუვლი და არა მასიურად ჩემს ხალხს გავწირავ მიშას ხუშტურების გამო... მიშას თუ არ შეუძლია ქვეყანა ომს აარიდოს ადგეს და გადადგეს!!! ისე ამ ნაცების სინაგლეს საზღვარი არა აქვს... ჩვენი ხალხით და ჩვენი ხალხის კისერზე ხომ გამდიდრდნენ, გაზულუქდნენ და ცხოვრება მოიწყვეს და ეხლა ამ ქონების გადასარჩენად უნდათ რომ ისევ ქართველი ხალხი გააგდონ ომში საზარბაზნე ხორცად და ქართველი ხალხის სისხლი დაღვარონ ამ ქონების შესანარჩუნებლად!!! ვაი მაგათ პატრონს უბედურს... ეს სახელმწიფო ვინც არჩევნებს აყალბებს და მაყუთს ღუნავს იმისია, ხოდა მისი დაცვაც მათთვის მიმინდვია! აგვისტოს ომის ფაქტი ის არის რომ სააკაშვილმა თავი დავით აღმაშენებლად წარმოიდგინა, მიზეზი (ვითომდა იმათი ტერიტორიებიდან ჩვენი ტერიტორიები იბომბებოდა) გამოიყენა, ცხინვალში ჯარები შეიყვანა და უნდოდა როკის გვირაბამდე გასვლა... კი მაგრამ, ხომ იცოდა რომ ამით რუსეთს გააქტიურებდა და შედეგად მივიღებდით ომს რუსეთთან (რასაც ნამდვილად ვერ მოვუგებდით) და უფრო უარესს დაძაბულ სიტუაციას რეგიონებში? კი მაგრამ მტრის ტერიტორიაზე საცეცხლე წერტილების ჩაქრობას რად უნდოდა გამყოფი სადემარკაციო ხაზს იქეთ გადასვლა და ცხინვალში შესვლა? ხომ შეიძლებოდა რომ მტრის საცეცხლე წერტილები აქედან არტილერიით და სხვა საშუალებებით გაენადგურებინათ? რუსები და სეპარატისტები შორიდან, თავისი ტერიტორიებიდან გვესროდნენ, ხაზს აქეთ არ გადმოსულან და ასე ვთქვათ ,,შეთანხმება'' არ დაურღვევიათ... ხოლო სააკაშვილმა (ალბათ მაშინ მაკკეინის მხარდაჭერით) ადგა და პირდაპირ ცხინვალს მიაჭრა... მოკლედ მაგრად არადიპლომატიურად და უტვინოდ მოიქცა... თუ იგივენაირად უტვინოდ მოიქცევა ეს მთავრობა რა თქმა უნდა რომ არავინ არ აპირებს ამისთვის სისხლი დაღვრას! Edited April 21, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 (edited) და არსებობს მცნება სახელმწიფო რაც გაიგივებულია დღევანდელ მთავრობასთან და მის რეჟიმთან...ასეთი მიდგომა ქართული საზოგადოების უმთავრესი პრობლემაა და კარგად ხსნის იმ მიზეზებს, თუ რატომ ვერ შეიქმნა ამ ქვეყანაში ძლიერი სახელმწიფო. რა საჭიროა აქ ერთი და იგივე ომის აგიტაციის ღეჭვა???თუ ამას მე მეუბნები, წაკითხულის აღქმის სერიოზული პრობლემები გქონია. Edited April 21, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Precursor Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 მე ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერი ომისთვის, თუ კი მეცოდინება, რომ უმაღლესი მთავარსარდალი ყველაზე დიდი მეომარია.. ასე რომ - მე პას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 ვეფხვი ეტყობა კარგად არ ავხსენი თორე არ ვიცი რითი შეგექმნა შთაბეჭდილება რომ ან სააკაშვილის მხარდამჭერი ვარ ან და სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ვისარგებლე რამით .. მაგ აგვისტოს ომს გადაყვა როგორც ქვეყანა და ასობით ადამიანის სიცოცხლე ასევე ჩემი ომამდელი ცხოვრებაც, ომი დამთავრებული არ იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იდიოტი ეკა ზღულაძე ჩემ საინფორმაციო სააგენტოს რუსეთის პროპაგანდის ინსტრუმენტად მოიხსენიებდა (რა შედეგებს გამოიწვევდა ეს ჩემთვის ადვილი წარმოსადგენია) და როგორ ფიქრობ შეიძლება მე სააკაშვილის მხარდამჭერი ვიყო? ასე რომ სააკაშვილი, როგორც აგვისტოს ომამდე მეკიდა ისე დღეს მკიდია, მაგრამ არ მკიდია ის ათიათასობით ადამიანი, რომელიც შეიძლება იმ ომს შეეწიროს რომელზეც წელიწადზე მეტია აგერ ვსაუბრობ ... არ ################## სააკაშვილის რეჟიმს ტო ბოლო ბოლო .. ხალხმა რა დააშავა? ან რა ვქნათ აჭარა და სამცხე ჯავახეთი დავცალოთ მშვიდობიანი მოსახლეობისგან? იქნებ ახმეტის და ყაზბეგის რაიონები? იქნებ სამეგრელო? ან იქნებ თბილისი? საქართველოს ევაკუირებას ხომ ვერ შევძლებთ? ამაზეა რომ ვსაუბრობ და იმიტომ არის თავდაცვითი ომისთვის ადეკვატურ მზადებას, რომ მივიჩნევ მნიშვნელოვნად თორე ქვეყანასა და სამშობლოს შორის განსხვავებას და სააკაშვილის რეჟიმის შინაარსსა და რაობას კი ვხვდები როგორმე ... გაიგეთ ხალხო რომ სააკაშვილის მოშორების შესაძლებლობას ვაშინგტონი არავის არ მიცემს ვიდრე ქვეყნის დეზინტეგრაციას და "სომხეთის გაბედნიერებას" არ მიაღწევს და არც არსებობს საქართველოში რეალურად დამოუკიდებელი ძალა, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. და რადგან ეს ასეა ისევ მაგ სააკაშვილის მობრუნება უნდა ვცადოთ თუ არა და ################## ხელისუფლებას! ხალხმა უნდა ივარგოს და არ დათმოს ის რისი დათმობაც არ შეიძლება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 (edited) asds ბევრი რამე შეგვეძლო და არ გავაკეთეთ .. შეგვეძლო არ აგვერჩია პრეზიდენტად გამსახურდია, შეგვეძლო არ დაგვეშვა შეიარაღებული დაპირისპირება და სამოქალაქო ომი სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, სამეგრელოში, თბილისში, შეგვეძლო არ ავყოლილიყავით გარედან მართული პოლიტიკანების პროპაგანდას, შეგვეძლო ადეკვატური ადამიანებისთვის-რჩეული უმცირესობისთვის დაგვეთმო პირველობა და ბუნებრვად კუთვნილი ადგილი საზოგადობრივ პოლიტიკურ ელიტაში, შეგვეძლო დიპლომატიის ენაზე მოგვეგვარებინა პრობლემები მეზობელ სახელმწიფოებთან, შეგვეძლო რეალურად განვითარებული ეკონომიკა შეგვექმნა და შეგვექმნა სამოქალაქო საზოგადოება, შეგვეძლო აგვეშენებინა დემოკრატიული სახელმწიფო და კიდევ ბევრი რამე შეგვეძლო მაგრამ ვერ შევძლეთ ... ჩვენ ვერ შშევძლეთ. ეეხ... ჩემო კარგო... ურემი რომ გადატრიალდებაო გზა მერე გამოჩნდებაო ხომ გაგიგია... გულთმისანი და წინასწარმეტყველი ჩვენთან არავინ იყო თორემ... და თანაც ხომ იცი რომ ბევრი რამ ჩვენზე, ხალხზე არ იყო მაშინ დამოკიდებული??? Edited April 21, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 ვეფხვი და თანაც ხომ იცი რომ ბევრი რამ ჩვენზე, ხალხზე არ იყო მაშინ დამოკიდებული???ბევრი რამე არც ეხლაა ჩვენზე დამოკიდებული, მაგრამ ერთხელ მაინც, რაც შეგვიძლია ის თუ გავაკეთეთ კატასტროფის თავიდან აცილებას თუ არა ნეგატიური შედეგების მინიმიზირებას მაინც შევძლებთ ... თუ არა და მაშინ დროა საქართველოს ევაკუერება დაიწყოს ... არავინ იცის დრო რამდენი დარჩა .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 (edited) Saturn ასეთი მიდგომა ქართული საზოგადოების უმთავრესი პრობლემაა და კარგად ხსნის იმ მიზეზებს, თუ რატომ ვერ შეიქმნა ამ ქვეყანაში ძლიერი სახელმწიფო. სამწუხაროდ ასე დაიმსახურეს ჩვენმა მთავრობებმა და სხვანაირი დამოკიდებულება ვერც გვექნებოდა... რა მთავრობაც გვყავს ისეთი ძლიერი სახელმწიფოც გვაქვს!!! Edited April 21, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 შენ ხარ საქართველო ჩემო კარგო, შენ ხარ საქართველო და ყველა სხვა საქართველოს მოქალაქე. დამიჯერე ეს უბრალოდ ასეა ..ქვეყანა ისეთივეა, როგორც შენ და შენი თანამოქალაქეები? არც უკეთესი და არც უარესი .. ორი საწყისი შეცდომა საიდანაც დანარჩენი შეცდომები გამომდინარეობს მე არ ვარ საქართველო. მე ვარ უბრალოდ მე.და შეცდომა ნომერ ორი. მე გაცილებით უკეთესი ვარ ვიდრე საქართველოს მოსახლეობის 90%.ზოგზე იმით ვარ უკეთესი რომ არ ვმუშაობ შსს-ში.ზოგზე იმიტომ რომ არჩევნებზე არ დავრბივარ ნაცების მხარდასაჭერად.ზოგზეც იმიტომ რომ ხმას არ ვაძლევ ნაცებს.ზოგზეც იმიტომ რომ ხელისუფლებაში მოსვლა არ მინდა იმიტომ რომ ცხოვრება მოვიწყო.ზოგზეც იმიტომ რომ არ ვფარისევლობ და პირდაპირ ვამბობ რასაც ვფიქრობ.ზოგზეც იმიტომ რომ... ასე რომ..მკიდია რა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 dire ასე რომ..მკიდია რა...რას მეჩხუბები ძმაუ მე დაგიშალე რამის დაკიდება : )))) მტრები მყამს http://s10.rimg.info/b2e7e9f3d1b0fd068087a490ebc506f7.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 ახალი თემა რომ არ გავხსნა ამ თემაში დავპოსტავ. დავოსტავ კი იმას თუ რა და როგორ შეიძლება განვითარდეს უახლოეს მომავალში ჩემის ჰაზრით .. 1. ადგლობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარაელურად და არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შესაძლოა დაიწყოს სხვადასხვა მასშტაბის სამოქალაქო დაპირისპირება/დაუმორჩილებლობა აჭარაში, თბილისში. შესაძლოა სხვა რეგიონებშიც. 2. პარალელურად დაიძაბება ვითარება ორივე ან ერთ ერთ კონფლიქტის ზონაში. შემდეგ კი მოვლენები სადღაც დაახლოებით, როგორც პირველ პოსტში წერია ისე განვითარდება.. ანუ:--- სიტყვაზე ვთქვათ და ცხინვალის რეგიონში მოულოდნელად იძაბება ვითარება .. კლავენ კოკოითს ან ვინმე მაგდაგვარს ან მხარეებს შორის ცეცხლი ინტენსიურად იხსნება, რუსეთი კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციაში ადანაშაულებს საქართველოს და რუსეთის არმია შედის ე.წ. ბუფერულ ზონაში, სამეგრელოში და ჩრდილოეთ კავკასიასთან მოსაზღვრე რამდენიმე რაიონში, ყაზბეგი და ახმეტა მაგალითად ... შესაბამისად მოვლენების ამგვარი განვითარეის პირობებში რუსეთი ავტომატურად იკავებს საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო მაგისტრალებს, ფოთის პორტს .. ამ პროცესში მთლიანად ან მნიშვნელოვნად მიზანმიმართულად განადგურდება სარკინიგზო და საავტომობილო ხიდები, რაც საქართველოზე სატრანზიტო ტვირთების გავლას ხანგრძლივი დროის მანძილზე გახდის შეუძლებელს .. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციიდან რამდენიმე დღეში ოფიციალური ერევანი გააკეთებს განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო და არაკეთილმეზობლური პოლიტიკის გამო ის იძულებულია შევიდეს სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში რათა გაჭრას ე.წ. "სიცოცხლის გზა" და გადაარჩინოს სომხეთის მოსახლეობა ბლოკადისგან .. სომხეთის საჯარისო ფორმირებები სავარაუდოთ რუსეთის 58-ე არმიის დახმარებით შედიიან სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში სადაც სიტყვაზე ამ დროისთვის, დრო კი სავარაუდოდ ზაფხული იქნება, ათიათასობით სომეხი დამსვენებელი იქნება თავმოყრილი და მათი დაცვა, "სიცოცხლის გზასთან" ერთად სომხეთის აგრესიის გამართლების ერთ ერთი მიზეზი გახდება ... ამასობაში რუსეთის სპეც სამსახურების სპეც-დანიშნულების რაზმები მიაგნებენ და გაანადგურებენ სააკაშვილს და საქართველოში იწყება იმენნოი აპოკალიპსი ... აპოკალიფსი ქართულად ოღონდ .. რაღაც დროის შემდეგ შესაძლოა ალასანია დასვან ახალ ბელადად იანკებმა და მანაც, როგორც "უცოდველმა კრავმა" იმის შენარჩუნება განვითარებაზე დაიწყოს საუბარი რაც იმ დროისთვის იქნება დარჩენილი საქართველოსგან. და ამით და ასე დასრულდება ბატონებო იმ საქართველოს ისტორია რომელსაც მე და თქვენ ვიცნობთ ... იტოგში მაისის ბოლოს დაიწყება ეს ყოველივე, ივნისის დასაწყისში თუ 2011-2012 წლებში არ ვიცი. ვფიქრობ, რომ რუსეთი უკვე დღეს მზად არის საომარი მოქმედებების განახლებისთვის და ვფიქრობ რომ ვაშინგტონს შესაბამისი სანქცია გაცემული აქვს.. შესაძლოა ამასთანაც იყოს დაკავშირებული სააკაშვილის ბოლოდროინდელი იშვიათი ვიზიტები საქართველოში და დროის ძირითადი ნაწილის ქვეყნის გარეთ გატარება. მოკლედ მე დიდი ხანია გეუბნევით სათქმელს, თქვენ დიდი ხანია არ გსურთ ჩემი სიტყვების გაგება ამასობაში კი "D day"-იც მოახლოვდა. თუ შეგიძლიათ სადმე წადით მომდევნო 2-3 თვით. თუ არა და ჰუმანიტარული კატასტროფისთვის შეძლებისდაგვარად მოემზადეთ, რადგან თუ წელს დაიწყებენ საქართველოს დეზინტეგრაციის მეორე ეტაპს ერთადერთი რის გაკეთებასაც შეძლებთ, ეს საკუთარი თავის და ახლობლების სიცოცხლის გადარჩენა იქნება.. შეგიძლიათ არაფერი დაპოსტოთ, შეგიძლიათ არც დაფიქრდეთ ამ ყველაფერზე, მაგრამ უსაფრთხოების ელემენტალური ზომები მიიღეთ და ნუ აყვებით პროვოკაციებს. დანარჩენი რა? არც არაფერი მამენტ, გააგრძელეთ მართლმადიდებლობაზე, ჰომოსექსუალიზმზე, ალასანიას სიდიადეზე, ჟოპოზიციის უმეცრებაზე და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები.. ხოდა ისა კიდო რა ქვიოდა და გახსომდეთ ბიშკეკი http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 asds იტოგში მაისის ბოლოს დაიწყება ეს ყოველივე, ივნისის დასაწყისში თუ 2011-2012 წლებში არ ვიცირომ არ დაიწყოს, დაწერ შენი "პირით ბანძი პოლიტოლოგი ვარ და არ დაუჯეროთ ჩემს ბოდიალსო"? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 ახალი თემა რომ არ გავხსნა ამ თემაში დავპოსტავ. დანარჩენი რა? არც არაფერი მამენტ, გააგრძელეთ მართლმადიდებლობაზე, ჰომოსექსუალიზმზე, ალასანიას სიდიადეზე, ჟოპოზიციის უმეცრებაზე და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები.. ხოდა ისა კიდო რა ქვიოდა და გახსომდეთ ბიშკეკი http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.