Jump to content
Planeta.Ge

გამოცხადდეს 31 მარტი - ზვიადობის დღესასწაულად


Recommended Posts

გაიოზ მამალაძე

 

ზვიადობა

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ნაციონალიზმის სახელწოდების პერსონაფიკაციის ნიშანს ატარებს. დღეს პროფანებისთვის ნაციონალიზმი სალანძღავი ტერმინმია. მათი აზრით, ნაციონალიზმი არადემოკრატიული და ადამიანისთვის არაბუნებრივი, შეურაცხმყოფელი მოვლენა. ასე ფიქრობენ დასავლეთზე `ორიენტირებული~ `პიროვნებები~, რომელთაც განათლება ფრიად საბჭოური აქვთ და აზროვნება პოსტ-საბჭოური. გადავხედოთ, როგორ არის განმარტებული ნაციონალიზმი არასაბჭოურ ენციკლოპედიებში:

`ნაციონალიზმი არის რწმენა იმისა, რომ ყოველი ადამიანი ვალდებულია გამოავლინოს უანგარო ერთგულება თავისი ერისადმი~(Eნციცლოპეტია Bრიტანიცა ვ. 12 1973-1974).

`ნაციონალიზმი არის გონების მდგომარეობა დამახასიათებელი განსაზღვრული ხალხისათვის, რომელთაც აქვთ ჰომოგენური კულტურა, ცხოვრობენ ერთად მჭიდრო კავშირში განსაზღვრულ ტერიტორიაზე და აქვთ რწმენა თავიანთი გამორჩეული არსებობისა და საერთო ბედისწერისა. ამ ხალხს აქვს ურთიერთთანაგრძნობის ღრმა შეგრძნება და ერთგულება საკუთარი ჯგუფისადმი.

ნაციონალიზმი აყენებს თავისი ჯგუფისადმი ერთგულებას უფრო მაღლა, ვიდრე სხვა ერთგულებებს და მოითხოვს სიამაყეს ამ ჯგუფის მიღწევების გამო~(Eნციცლოპეტია Aმერიცანა ვ. 19 1966).

`ნაციონალიზმი არის: 1) მოძღვრება, რომელიც ამტკიცებს ეროვნული ინტერესების უპირატესობას ამავე ერის ჯგუფების, კლასების, ინდივიდების ინტერესებთან შედარებით. 2) ინდივიდთა პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ცდილობს საკუთარი ერის ბატონობა განამტკიცოს ცხოვრების ყველა სფეროში~(Pეტიტ Lაროუსე. Pარის 1988).

ნაციონალიზმი ყოველი ხალხის გულისგულში არსებული გრძნობის, განწყობის სააშკარაოზე გამოტანასა და ცხოვრების მიზნად დასახვას ითხოვს. ამას განსაკუთრებული პიროვნებები ახერხებენ, ამიტომ ნაციონალიზმი ემყარება მითსაც განსაკუთრებული პიროვნების, ზეკაცის შესახებ.

ქართულ ნაციონალიზმზე დიდი ზემოქმედება იქონია ქართველთა ქვეცნობიერში დაიმედებულმა ოქროს აკვნისა თუ ჯაჭვების ამწყვეტი ამირანის მითებმა. დიდი პიროვნების, ნიცშესეული ზეკაცის (ქართულად მზე-კაცის) იდეა უხსოვარი დროიდან იდო ქართულ ცნობიერებაში.

ქართული ნაციონალიზმის პერსონიფიცირებას, პერსონასთან გაიგივებას, გარდა ზემოთჩამოთვლილისა, ხელი შეუწყო ქართული მწერლობის კლასიკოსის, კონსტანტინე გამსახურდიას ფენომენმაც. ქართველი ერის ისტორიის მანძილზე, ყველა დიდი ქართველი მწერალი ნაციონალიზმის იდეოლოგი იყო. ქართველი კლასიკოსის ოჯახში აბა ვინ გაიზრდებოდა, თუ არა ნაციონალისტი. ეს ხალხის გონებაში მყარად იყო გამჯდარი.

გარდა ამისა, ქართულ ცნობიერ თუ არაცნობიერ აზროვნებაში დიდი ადგილი აქვს რუსთველს. ქართველები მუდამ ვეძებთ `ვეფხისტყაოსანში~ აღწერილ იდეალებს, მაგალითად მეგობრობას. თავად ხშირად ვერ ვპოულობთ, მაგრამ სხვათა მეგობრობაში მტკიცედ გვწამს რომ იქნება. მერაბმა და ზვიადმა ტარიელისა და ავთანდილის იდეალური მეგობრობის რეალობა დაგვანახეს, `ვეფხისტყაოსნის~ `სინამდვილე~ დაგვიმტკიცეს. მერაბი აღიარებდა თავის ავთანდილობას, და ზვიადის ტარიელობა, პირველობა უეჭველი ხდებოდა ასეთი კრისტალურად სუფთა პიროვნების მტკიცებით. მერაბი ქართველი კაცის გაუტეხლობის სიმბოლოდაც იქცა. ეს უკვალოდ არ ჩაივლიდა.

მერაბისა და ზვიადის ქართული გარეგნობაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ _ ნამდვილი იბერიული რასა.

ბიოგრაფიამაც დიდი როლი ითამაშა, რასაკვირველია. როცა ობივატელები მკვდარი თევზებივით მიჰყვებოდნენ საბჭოურ დინებას, ზვიადი და მერაბი კალმახებივით კამკამა სათავეებისაკენ მიაპობდნენ ჩქერებს ახალი თაობების შესაქმნელად.

განსაკუთრებული როლი სახელმაც ითამაშა. განგებამ, საგანგებოდ მამის მეშვეობით შეურჩია სახელი.

სახელი ზვიადი წყაროებში XI საუკუნეში ჩანს _ სპასალარი ზვიად მარუშიანი. ჩვენი აზრით, იგი უნდა იყოს საქართველოს გაერთიანების ორგანიზატორის, დიდი იოანე მარუშისძის შვილი. მანამდე უცნობია თუ არქმევდნენ ამ სახელს საქართველოში. არც მერე ჩანს ამგვარი სახელით ცნობილი პიროვნებები. კონსტანტინემ ხელახლა შემოიღო პრეცედენტი ვაჟისთვის ერთ-ერთი ვაჟკაცური სახელის _ ზვიადის დარქმევისა. ხალხმა აიტაცა და ტრადიციად აქცია. დიდი ადამიანები დიდად მოქმედებენ ხალხზე, ისინი ქმნიან ტრადიციას.

ზვიადი ამაყს, გაუტეხელს, დიდებულს, გოროზს, ამაღლებულს, ვაჟკაცურს, მიუწვდომელს, მონუმენტურს ნიშნავს (აქვე გავიხსენოთ, რომ ნაციონალისტური ხელოვნება მონუმენტურია). ზვიადია კავკასიონის მყინვარქედები (ჩვენ ქედი ვახსენეთ, მყინვარი. ნუ შევუპირისპირებთ ერთმანეთს მყინვარსა და თერგს, ამ შემთხვევაში ზვიადობა ორივეს მოიცავს, თერგი მყინვარიდან გამოდის, თერგი მყინვარის თანანაწილია); ზვიადია სვანეთის ბუნება; ზვიადი იყო ბაგრატ V, რომელმაც თემურ ლენგს მისწერა, მე შენზე უმცირე არა ვარო;

სხვა სახალხო მოვლენები, მიმდინარეობები, რომლებიც პერსონების სახელთან არის დაკავშირებული, არ არის შინაარსობრივად, ეტიმოლოგიურად, თუ სხვა, ასე დამუხტული. მაგალითად, ფრანკიზმი, ჰიტლერიზმი, სტალინიზმი, ლენინიზმი და სხვა. აღარაფერს ვამბობთ ზნეობრივად სრულიად განსხვავებულობაზე.

ზოგიერთს ამპარტავნობა ჰგონია ზვიადობა. ეს მცდარია. ზვიადობაა არ დააჩაგვრინო ქვეყანა; ზვიადობაა არ დაეცე, თუ დაეცემი ადგე და გააგრძელო ბრძოლა; ზვიადობაა ქრისტე ვერ ამოგიშანთონ გულიდან; ზვიადობაა გარდაცვლილი მამის საფლავთან ამაყად მისვლა; ზვიადობაა შვილებისათვის მამის ან ისტორიული გმირების სახელთა დარქმევა და არა რესპუბლიკის ხელმძღვანელისა; ზვიადობაა სიკვდილთან შერიგება, ქრისტიანი რაინდი სიკვდილთან შერიგების გარეშე ომში ვერ წავა;

აბა წარმოვიდგინოთ, როგორი გამომეტყველება ექნებოდათ დიდგორისკენ მიმავალ დავით აღმაშენებლის თანამებრძოლებს _ ზვიადი. ზვიადი სახეებით დაუხვდნენ რვაჯერ, ათჯერ მრავალრიცხოვან მტერს. წარმოვიდგინოთ როგორი სახეები ექნებოდათ შალვა და ივანე ახალციხელებს...

ზვიადია ქართველი ერი გადამწყვეტ წუთებში. ზვიადობა ნაციონალისტური სტილია, ნაციონალისტური მეომრობის განწყობაა.

ზვიადობა სულაც არ გამორიცხავს თავმდაბლობას. დავით აღმაშენებელზე და მის მეომრებზე თავმდაბალი ვინ იქნებოდა.

რაც მთავარია, ზვიადმა სააშკარაოზე გამოიტანა თაობათა და თაობათა ნაოცნებარი. მეომრებად აქცია და გამარჯვების იმედი ჩაუსახა მეომართა რასის შვილებს. ყველასათვის საერთო, ყველასათვის საყვარელი, ყველასათვის ძვირფასი, ყველას გულისგულში მყარად ჩაბუდებული, გენის მოცემულობა გააღვიძა. ხალხი და პიროვნება გაიგივდა ერთ მცნებაში _ ნაციონალიზმში, ზვიადობაში.

ზვიადმა დროისა და ვითარების შესაბამისად გადაახალისა ეროვნული იდეოლოგია (რა ადვილია სათქმელად `გადაახალისა~, ილიას მერე საქართველოს არ ჰყოლია ასეთი დიდი იდეოლოგი).

ნაციონალისტობა ზვიადობაა, ამიტომაც დაერქვა მეოცე საუკუნის დასასრულის

ნაციონალიზმის აზვირთებას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ზვიადი როგორც ადამიანი და ზვიადობა, როგორც მოვლენა, მთლიანად, ბუნებრივად, ორგანულად გაიგივდა, გათავისდა ერთმანეთში, შეერწყა ერის კოლექტიურ ცნობიერებას, უფრო სწორად, გამოვიდა მისგან.

ზვიადისტობა, ნაციონალისტობა თავისი ჭეშმარიტი გაგებით ბუნებრივია, ორგანულია, კოლექტიურია. არქეტიპებთან საუბრის, მასთან გაერთიანების სურვილის შედეგია, კეთილშობილი ნაციონალური ინსტიქტების, გულის მიყოლაა.

ანტიზვიადისტობა, ზვიადიზმ-ნაციონალიზმის წინააღმდეგ განწყობა, ამხედრება და გალაშქრება ვერაფრისდიდებით ვერ ჩაითვლება ნაციის კოლექტიურ, ბუნებრივ, გულისგულში დაბუდებული გრძნობის, განწყობის გამოვლენად. ეს ორგანულ, ბუნებრივ გრძნობებში გაურკვევლობის, პირდაპირ ვთქვათ, ნაციონალურ ინსტიქტებში გაურკვევლობის, ზოგ შემთხვევაში, არ გარკვევის სურვილის გამოვლენაა. იგი არაფრისდიდებით არ ემყარება გარდასულ თაობათა მიერ ინდივიდების გულებში თუ ქვეცნობიერში მემკვიდრეობით დატოვებულ გრძნობა-გამოცდილებას. ანტიზვიადისტობა მთავარი ორიენტირის არ (ზოგ შემთხვევაში _ ვერ) დანახვაა.

მე ვიტყოდი, ანტიზვიადისტობა მხოლოდდამხოლოდ პერსონალური მოვლენაა, ანტინაციონალისტურია და ხშირ შემთხვევაში ნასაზრდოებია საკუთარი ეგოისტური განწყობიდან, პირადი პატარა მედან, რომელსაც ხელი შეუწყო ამგვარი განწყობის ადამიანთაგან არქეტიპთან გასაუბრების სურვილის არქონამ.

ანტიზვიადისტობა ერთგავარი ნევროზი იყო, საკუთარი პერსონისთვის საკუთარი ხელით თავსმოხვეული.

ჩვენ შეგნებით ანტიზვიადისტებზე ვლაპარაკობთ. პირდაპირი მოღალატეები, რომლებიც რუსეთის დავალებას ასრულებდნენ, არა გვყავს მხედველობაში. ანტიზვიადისტთა რიცხვი იყო პროცენტულად ძალიან მცირე. ეს იყო უიშვიათესი შემთხვევა, როცა მთელი ერი, საბედნიეროდ, იყო ნაციონალისტი.

დღეს ანტიეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ფაქტიურად აღარ არსებობს, რადგან ყოფილი ანტიეროვნული ხელისუფლების მომხრეების დიდმა ნაწილმა ისტორიული რეალობის ხილვის შედეგად შეძლო საკუთარ გულისგულში ჩახედვა და განიკურნა. თუ სადმე შემორჩა დღეს ანტიეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ეს არის ქრონიკული დაავადების სახე, ან ნასაზრდოებია ქრისტიანობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლის, მონანიების ნიჭის არქონის სურვილით, ანუ საკუთარი თავის გამჟღავნებისაგან დაცვის სურვილით, საკუთარი კომფორტული განწყობის შენარჩუნების სურვილით.

ანტიზვიადისტობა არის ფსევდოზვიადობა, არაზვიადობა, არაგოროზობა, არაამაყობა, არადიადობა, არამონუმენტური აზროვნება და ა. შ.

დღეს უფრო საშიშია ფსევდოზვიადისტობა, ფსევდონაციონალისტობა. სადაც ზვიადობა მხოლოდ გარეგნულია. ფსევდონაციონალისტობა უბრალო მოვლენა არ არის, ის ძალიან დამანდრეველი ძალაა, რადგან ხიბლს შეიცავს და სახიფათოა. როგორც ფსევდომართლმადიდებლობა არის ანტიმართლმადიდებლობა, ისე ფსევდონაციონალისტობა არის ანტინაციონალისტობა, იქნება ის გამოხატული პერსონაში თუ ჯგუფში.

 

31 მარტს მთელი ერი ზვიადის მეაურობი ზვიადი სახი მიდიოდა საარევნო ყუთებან

დასასრულ, ვფიქრობ 31 მარტი უნდა გამოცხადდეს ქართველი ერის ზვიადობის დღესასწაულად.

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ვფიქრობ 31 მარტი უნდა გამოცხადდეს ქართველი ერის ზვიადობის დღესასწაულად.

კარგით, მაგრამ მაშინ 21 დეკემბერი გამოვაცხადოთ ან იოსკობათ ან მიშაობათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

კარგით, მაგრამ მაშინ 21 დეკემბერი გამოვაცხადოთ ან იოსკობათ ან მიშაობათ.

 

სტალინს სააკაშვილს და ზვიადს შორის სხვაობას ვერ ხედავთ ?

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხაროდ, ზვიად გამსახურდიაცა და ბევრი მისი კარგი იდეაც დაღუპა და შეიწირა სწორედ ასეთმა აბსოლუტურად უაზრო და უადგილო გაფეტიშებამ, ძალიან ბევრმა შეგნებულმა და ასევე არანაკლებ გულუბრყვილომ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

სტალინს სააკაშვილს და ზვიადს შორის სხვაობას ვერ ხედავთ ?

ყველა ერთნაირად არ აღიქვავს ზვიადის მოღვაწეობას. 31 მარტს მარტო ზვიადის მომხრეები არ მისულან იმ რეფერენდუმზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არავითარ შემთხვევაში!!!

 

მომხრე ვარ პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალის გვერდზე დაიდგას მისი და მერაბ კოსტავას ძაგლები (ოღონდ არა გრანდიოზული!). მე მას პატივს ვცემ როგორც ადამიანს, რომლის დროსაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და როგორც საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი, რომელმაც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა, გავაკერპოთ და მისი დღეობა ვიზეიმოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მომხრე ვარ პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალის გვერდზე დაიდგას მისი და მერაბ კოსტავას ძაგლები (ოღონდ არა გრანდიოზული!). მე მას პატივს ვცემ როგორც ადამიანს, რომლის დროსაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და როგორც საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი, რომელმაც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა, გავაკერპოთ და მისი დღეობა ვიზეიმოთ.

:007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოცხადდეს 31 მარტი - ზვიადობის დღესასწაულად

დასვენების დღე იქნება,თუ სამუშაო..?? :givi: :suicide2:

მომხრე ვარ პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალის გვერდზე დაიდგას მისი და მერაბ კოსტავას ძაგლები (ოღონდ არა გრანდიოზული!).

გეთანხმები..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მომხრე ვარ პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალის გვერდზე დაიდგას მისი და მერაბ კოსტავას ძაგლები

 

კარგით რა

კოსტავასი კი, მაგრამ ზვიადის ძეგლი ხომ დგას ზუგდიდში?

აფხაზეთში საომრად მიმავალ ჩვენს ჯარს რომ გზას უკეტავდა იმის ძეგლი უნდა მაყურებინოთ ყოველდღე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

 

არა. მაგისი არა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის. გარდა ამისა მას საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე თავისუფლების და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ აღიქვამს.

არც მე მსიამოვნებს მაგალითად მეჩეთებს და სინაგოგებს რომ ვხედავ ჩემს ქვეყანაში, მაგრამ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომელთათვისაც ეს საჭიროა და მათი არსებობა აუცილებლად მიმაჩნია.

...ძეგლი გაყურებინო რა, სახელმწიფო დაცვაში მუშაობ კაცო, იქ რო სეირნობენ ხოლმე კიბეებზე? :givi:

ნუ უყურებ შენც. სადაც მიშას უყურებ როგორც ცოცხალ პრეზოს, იქ ზვიადის ძეგლიც აიტანე (თუმცა მე არ ვთვლი, რომ ეს ასატანია. მე მართლა ვთვლი საჭიროდ, რომ მისი ძეგლი იდგეს კოსტავასთან ერთად).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ძეგლი გაყურებინო რა, სახელმწიფო დაცვაში მუშაობ კაცო, იქ რო სეირნობენ ხოლმე კიბეებზე?

არა, მაგრამ მომავალი წანაა, რა იცი რა ხდება :mad:

 

მე მომხრე ვარ, გახსნან ბოლომდე კარტები და შეფასდეს ამ ადამიანის ქმედებები აფხაზეთის ომის პერიოდში. ერიდებათ ზვიადისტების?

მას საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე თავისუფლების და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ აღიქვამს.

მაგათ გულებში ისედაც დგას ზვიადის ძეგლი ნერუკატვორნი, ანუ ხელთუქმნელი.

Edited by vitaminC
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიადის ძეგლი დაიდგან კოლხურ კოშკში, მაგის ცოლს მაინც იქ უნდა მისი ნეშტის გადატანა და ძეგლიც იქ დაუდგან...

რუსთაველზე, სადაც მაგ ერლიდერების ბედოვლათობით ამდენი ხალხი დაიღუპა და თვიტონ გაიქცნენ, მაგათ ძეგლს იქ რა უნდა, სხვათაშორის მაშინდელ მსხვერპლზე პასუხისმგებლობა როდიონოვთან ერთად მაგ ერლიდერებსაც ეკუთვნით, წერეთელი კი საერთოდ პასუხისგებაში იყო მისაცემი, ილია მეორეს რომ გამოსტაცა მიკროფონი და ხალხს გარიდების საშუალება არ მისცა ტანკების წინ. თვითონ რატომ არ შეხვდნენ ხის ხმლებით და ყიჟინით? არ გადაგვიყოლეს ამ ფანატიკოსებმა, ახლა კიდევ მაგათი დღეები და გოდების კედელი გვაკლია რა, რა დამოუკიდებლობა მოიტანეს მაშინ, როცა რუსის ჯარი ისევ აქ იყო მერვე პოლკში, ეგ იყო ფიქცია და არა ფაქტი, ეგრე მეც დავწერ რომ გავხდით ატომური სახელმწიფო, ვიქნებით?....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...