Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მაგრამ ამაში კი არა, რადგან მგლები იშვიათად თუ წარმოადგენენ პრობლემას, უბრალოდ მასთან ურთიერთობის ფორმებს უნდა შეცვლა ხშირ შემთხვევაში.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში იყო ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები,

სოფლებში, დაჟე სახლიდან ვერ გადიოდა ხალხი,

ხე ტყის გაჩეხვა გადაწვამ (აგვისტოს ომში) ნადირი გააქრო და მგლებს საკვები მოუსპო

ამიტომაც თავს ესხმიან ადამიანებს,

გარდა ამისა, კომუნისტების დროსაც კი, როდესაც ეკოლოგია დაცული იყო,

მიმდინარეობდა მგლების რაოდენობის რეგულირება,

ჩემი ძმაკაცის მამა ნადირობდა მგლებზე და მგლის ტყავს 25 მანეთად იბარებდნენ და არა იმიტომ რომ მგლის ტყავს სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა არამედ საქონლის დაცვის მიზნით,

 

მგელზე ნადირობა ძნელია, თანაც წამგებიანი იმიტომ რომ მას ვერაფერში იყენებ,

ამიტომ მასზე ნადირობას მხოლოდ სახელმწიფო თუ წაახალისებს,

რა თქმა უნდა ეს სპონტანურად არ უნდა მოხდეს, ეკოლოგების ზედამხედველობის ქვეშ

და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსი გათვალისწინებით

თორემ ისე მგელი მაგრა მევასება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 39
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში იყო ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები,

სოფლებში, დაჟე სახლიდან ვერ გადიოდა ხალხი,

ხე ტყის გაჩეხვა გადაწვამ (აგვისტოს ომში) ნადირი გააქრო და მგლებს საკვები მოუსპო

ამიტომაც თავს ესხმიან ადამიანებს,

არ არის მთალდ ეგრე, გაწყვეტილი ნადირის დიდი ნაწილი და ეს პერმანეტულად ხდება, იგივე ნაკრძალებში ნადირობით და ა.შ.

როგორც უკვე დავწერე ის ბალანსი შენარშუნება აუცილებელია, ბალანსის რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად არღვევს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არის მთალდ ეგრე, გაწყვეტილი ნადირის დიდი ნაწილი და ეს პერმანეტულად ხდება, იგივე ნაკრძალებში ნადირობით და ა.შ.

როგორც უკვე დავწერე ის ბალანსი შენარშუნება აუცილებელია, ბალანსის რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად არღვევს

რა არ არის ეგრე, ხალხს დაესხნენ მგლები და დაგლიჯეს წელს იყო რამდენიმე შემთხვევა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არ არის ეგრე, ხალხს დაესხნენ მგლები და დაგლიჯეს წელს იყო რამდენიმე შემთხვევა

მგელი როგორც ასეთი არ ესხმის ადამიანს თავს, თუ ადამიანის მხრიდან პირდაპირი საშიშროება არ დაინახეს, ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება მოხდეს ტყესი ცხოველების ანუ მგლის საკვების იმ დონეზე განადგურება რომ სხვა გზა აღარ დარჩნენდა სოფლებს დაესხნენ, მაგრამ მაგ შემთხვევაში პირველ რიგი შინაურ ცხოველებს ესხმიან!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი "მგლობალიზაცია” საქართველოში11:39 - 10.02.2010 - საზოგადოება

საქართველოში “დიდი მგლობა” დაიწყო - როგრც ჩანს, ეკონომიკური კრიზისი სამხეცეთშიც აქტუალურია და მგლებმა ჩამოვაკება გადაწყვიტეს... მოკლედ, მგლები - მთაში, მგლები - ტყეში, მგლები - პოლიტიკაში... ისე, ხომ იცით, ადამიანი ადამიანისთვის მგელია და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ოთხფეხა და ორფეხა მგლებს ერთი საერთო აქვთ: ხალხის ხარჯზე ცხოვრებენ!

ოთხფეხა, ანუ ნამდვილი მგლის ადამიანზე თავდასხმის ბოლო შემთხვევა სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში რამდენიმე დღის წინ მოხდა. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსებმა 26 წლის გია კაკაშვილის ცხედარი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებას სიღნაღის პოლიცია აწარმოებს.

 

საქართველოს მოსახლეობა მგლის გახშირებული თავდასხმების გამო, პანიკაშია და შესაბამისი ორგანოებისგან დახმარებას ითხოვს.

ამ ფონზე, საქართველოს კანონმდებლობა მტაცებელთა უფლებებს, როგორც იტყვიან, კბილებით იცავს. ისე, სასაცილოა, საქართველოში ადამიანებს არაფრად აგდებენ, სამაგიეროდ, ოთხფეხებს “ხელის გულზე” ატარებენ. ასე, მაგალითად, ცნობილია, რომ უცხოელი დონორების დახმარებით, თბილსიის გარეუბანში მაწანწალა ძაღლების ფეშენებელური თავშესაფარი უნდა აშენდეს...

მოკლედ, საკითხავია, რა არის მთავარი - ადამიანი თუ წითელ წიგნში შეტანილი მტაცებელი?

 

"ჯერ იყო და, ქათმის გრიპით დაგვაშინეს, მერე, ღორი გაგვაწყვეტინეს. ჭელს, საკალანდოდ, ჩვენ სოფელში ღორი სულ ათმა ოჯახმა დაკლა. აღარ ვიცით, რა ვქნათ - სიმწრით გამოზრდილი ძროხით მგლები გამოვკვებოთ თუ თავი გადავირჩინოთ მტაცებლისგან," - აღშფოთებას ვერ მალავს გურიის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი ქალბატონი.

 

როგორ დავაღწიოთ თავი “დიდ მგლობას” და რომელი კანონი იცავს მგლის უფლებებს? ამ საკითხებზე "ქართული სიტყვა” გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, ნონა ხელაიას ესაუბრა.

 

როგორც ხელაია ამბობს, ბოლო შემთხვევაში ჯერ კიდევ დაუდგენელია, 26 წლის მამაკაცის სიკვდილის მიზეზი მგლის თავდასხმა გახდა თუ მგელმა გვამზე იერიში სიკვიდილის შემდეგ მიიტანა.

 

“გარემოს დაცვის სამინისტრო გარეული ცხოველების თავდასხმაზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. სიღნაღის შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ჯერ არ ვიცით, რისგან გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი. გასაკვირი არაა, რომ მგელი ან, სულაც, შინაური ცხოველი გვამთან მივიდა და გარდაცვლილის სხეულზე ნაკბილარებიც ამიტომ აღინიშნება,~ - ამბობს ნონა ხელაია.

 

მანამ, სანამ პროკურატურა დაადგენს სიღნაღში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი მგლის თავდასხმა გახდა თუ არა, არსებობს ძველი, უკვე დადასტურებული ფაქტები მოსახლეობაზე მგლის თავდასხმის შესახებ და ეს იმაზე მეტყველებს, რომ მტაცებელთა თავდასხმებმა `დაშვებულ ზღვარს~ გადააჭარბა. როგორც ბიომრავალფერივნების დაცვის სამსახურში განმარტავენ, ამ მოვლენას მთელი რიგი მიზეზები აქვს, რაც დასაბამს თავად მოსახლეობიდან იღებს.

 

ნონა ხელაიას თქმით, “ხშირ შემთხვევაში მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობა უპატრონოდ უშვებს პირუტყვს. მგელი გარეული ცხოველია და, რასაკვირველია, უპატრონოდ დატოვებულ პირუტყვს თავს დაესხმება. ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ: არ გაუშვას პირუტყვი უპატრონოდ. სხვათა შორის, მტაცებლების თავდასხმის შესახებ მთიანი რეგიონიდან არც ერთი განცხადება არ შემოსულა, რადგან მოსახლეობა მგლისგან თავს თავად იცავს. შესაბამისად, არც ფიქრობენ, რომ მგელი უნდა გაწყვიტონ.

 

მგლის გაწყვეტა უდიდეს პრობლემებს შექმნის. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მგელი ხელს უშლის როგორც საქონლის, ასევე - გარეული ჩლიქოსნების დაავადებების გავრცელებას. გარდა ამისა, მგელი ლეშითაც იკვებება და ამით მრავალი ინფექციის წყაროს სპობს.”

 

მგლების მომრავლების მეორე და ძალზე მნიშვნელოვან მიზეზად გარემოს დაცვის სამინისტროში უკანონო ნაგავსაყრელებს ასახელებენ. ნონა ხელაიას თქმით, ძველად სოფლებში ნაგავს სპეციალურად გათხრილ ორმოებში ყრიდნენ. ახლა კი ნაგავი პირდაპირ გზაზეა დაყრილი.

 

სახელმწიფო მგლის თავდასხმის წინააღმდეგ, თუნდაც პრევენციის მიზნით, არანაირ ღონისძიებას არ ატარებს. ერთადერთი პრევენცია სპეციალური ბუკლეტების დარიგებაა, რომელშიც განმარტებულია, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი მტაცებლისგან.

 

გარემოს დაცვის სამინისტროში გავრცველებულ მოსაზრებას, რომ მგელი მომრავლდა, კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, უბრალოდ, მგლის სოფლებთან დაახლოება მოხდაო. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ მგელი ადამიანს ან შინაურ ცხოველ-ფრინველს ესხმის თავს, მისი მოკვლა კანონით ნებადართულია. სხვა შემთხვევაში კი მგლის განმგმირვა 400-ლარინაი ჯარიმით ისჯება.

 

მართალია, აუცილებლობის შემთხვევაში, მგლის მოკვლა არ ისჯება, მაგრამ ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს სამინისტროს, გარემოს დაცვის ინსპექციას, ან ადგილობრივ თვითმმართველობას. თუკი მოსახლეობა ვერ მოახერხებს გარეული ცხოველის მოკვლას თავდასხმის მომენტში, მან უნდა მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, მიმართავს სამინისტროს, ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, ან მოწვეული ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ხდება დაჭერილი ცხოველის მოკვლა. მსგავსი ქმედება პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა, რადგან იმ ადგილს, სადაც მგლის მოკვლა მოხდება, დიდი ხნის განმავლობაში სხვა მგელი აღარ ეკარება. ცხოველთა დაჭერა ხორციელდება სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მინისტრის ბრძანებულების საფუზველზე.

 

“ქართული სიტყვა”

http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...5733&act=ns

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ქართული სიტყვა”

ძალიან გლეხური სტატია!

ზემოთ დაგიწერე მიზეზ-გარემოებები, მაგრამ ყველასათვის მხოლოდ შედეგია საინტერესო ხოლო მიზეზი არავის აინტერესე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

პირველყოფილი ადამიანები ნადირობის გარეშე ვერც იარსებებდნენ. ნადირობა აუცილებელია ცხოველებისთვისაც (ერთი ცხოველი მეორეს ხორცით იკვებება...), ეს კი ღმერთის კანონზომიერებაა. მაგრამ ნებისმიერი ცხოველი ნადირობით არანაირად არ არღვევს ბალანსს ბუნებაში. შეიძლება ითქვას პირიქით აჯანსაღებს მას. მაგალითად მგლები ჭამენ დაავადებულ ირმებს და ასე რომ არ მოქცნენ დაავადებული ირემი სხვა ირმებსაც გადადებს ავადმყოფობას და ამან შეიძლება მათი მოდგმის განადგურება გამოიწვიოს...

 

ცხოველებისაგან განსხვავებით ადამიანები ვერ იცავენ უფლის კანონზომიერებას და არანაირად არ შეუძლიათ ბუნების მტრები არ იყვნენ. ნადირობენ აზარტის გამო, და არა საარსებო საშუალების მოპოვებისთვის, თავიანთი აზარტის დაკმაყოფილებისთვის არ გადიდევენ, ამით ნადგურდება თუ არა ცხოველთა ესა თუ ის სახეობა, რითაც ირღვევა ბალანსი და ზოგჯერ ძალიან ცუდი შედეგებით უბრუნდება ისევ ადამიანს. ვერა და ვერ ისწავლა ადამიანმა, უფლის მიერ ბოძებული გონების გამოყენება. იმდენად უგუნურ საქციელებს სჩადის, რომ ნებისმიერი ცხოველის გაკეთებულთან ახლოს ვერ მიდის.

 

ნადირობასა და აზარტს რაც შეეხება, არასწორი აღზრდის შედეგია მხოლოდ. ადამიანი ბავშვობიდან ეჩვევა აზარტულ თამაშებს, რაც უარყოფითად აისახება მის ფსიქიკაზე და იმდენად ემონება აზარტის ჭკუაზე სიარულს, რომ ვერა და ვერ იმორჩილებს მას, სარგებელთან იქნება ის დაკავშირებული, მოგებასთან თუ გამარჯვებასთან.

 

ადამიანი იმისდა მიხედვით, თუ რა დონისაა, ეძებს ფიზიკურ სიამოვნებას (მუცლის ჭკუაზე მოარული...), მშვინვიერ სიამოვნებას ( აზარტული თამაშების, ნადირობის მოყვარული...), და სულიერ სიამოვნებას (ღვთიური საქმეების მკეთებელი...). ეზარებათ ადამიანებს ფიქრი და საკუთარი საქციელის კონტროლი, შედეგად ფიზიკურ სხეულს ემონება მათი გონება და არა პირიქით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველყოფილი ადამიანები ნადირობის გარეშე ვერც იარსებებდნენ.

მე მგონი ეგ პერიოდი დიდი ხანია წარსულ ჩაბნართა, სადღასთანაც რამოდენიმე ათასი წლის წინ.

 

მაგრამ ნებისმიერი ცხოველი ნადირობით არანაირად არ არღვევს ბალანსს ბუნებაში.

:) თუ დღეს ადამიანების მხრიდან მაგ ბალანსისი დარღვევას არ აქვს ადგილი, მაშინ მე ბოდიში.

თან იქვე წერ რომ ირღვევა ბალანსიო

 

ნადირობასა და აზარტს რაც შეეხება, არასწორი აღზრდის შედეგია მხოლოდ.

ამაში გეთანხმები, მაგრამ აქ მარტო აღზრდის პრობლემა არა, არამედ საზოგადოების ბუნებისადმი დამოკიდებულება.

 

არც ბრაკონიერობა ითვლება რაიმე სერიოზულ კრიმინალად საქართველოში, არაფერს ვამბობ რაც არ ითვლება ბრაკონიერობად, ანუ ლეგალური გზით ნადირობაც ხშირად საკითხავია, რამდენად მორალურად გამართლებული საქციელია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასიამოვნოა თქვენი აზრების მოსმენა, უცხო პლანეტელო, მაგრამ ძალიან არასასიამოვნოა, როცა თქვენნაირი ადამიანები ცოტაა საქართველოში. უფრო მეტიც, ხომ ხედავთ სწორი აზრის მიღებაც კი როგორ უჭირთ ადამიანებს და მთელი მათი ცხოვრების არსი მუცლის ჭკუაზე რომაა დასული. ასეთ ადამიანებს როგორ უნდა გააგებინო სულიერი სიამოვნება, როცა ფიზიკური სიამოვნების იქით ვერაფერს ხედავენ. სამწუხაროდ ასეთი ადამიანებია მეტწილად ვინც ნადირობის კანონებს წერს და არც ხელისუფლებაშია ასეთების დეფიციტი.

 

თუ დღეს ადამიანების მხრიდან მაგ ბალანსისი დარღვევას არ აქვს ადგილი, მაშინ მე ბოდიში.

თან იქვე წერ რომ ირღვევა ბალანსიო

 

-აქ მე შეიძლება ვერ ვთქვი რაც მინდოდა: ვერც პირველყოფილი ადამიანები და ვერც ცხოველები ბუნებისთვის საშიში არ ყოფილან. ადამიანები კი საკმაოდ ჩამორჩებიან ცხოველებს ამ საქმეში. არცერთი ცხოველი არ არღვევს ბუნების კანონს, ღმერთის კანონს, მათი ნადირობით უფრო წონასწორდება ბალანსი ბუნებაში, ხოლო ადამიანები ვერ იქცევიან ასე და ბრაკონიერობენ მაშინაც კი როცა ნებადართულია ნადირობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასიამოვნოა თქვენი აზრების მოსმენა, უცხო პლანეტელო, მაგრამ ძალიან არასასიამოვნოა, როცა თქვენნაირი ადამიანები ცოტაა საქართველოში.

მადლობა, მაგრამ არამაგონია ბევრი ასე ფიქრობდეს :givi:

 

სამწუხაროდ ასეთი ადამიანებია მეტწილად ვინც ნადირობის კანონებს წერს და არც ხელისუფლებაშია ასეთების დეფიციტი.

საზოგადოებასი ზოგადად ასეთი აზრების დეფიციტი, რასიც დიდიწილად პრესისი პასიურობა არის დამნაშავე, ჩემის აზრით.

 

არცერთი ცხოველი არ არღვევს ბუნების კანონს, ღმერთის კანონს, მათი ნადირობით უფრო წონასწორდება ბალანსი ბუნებაში, ხოლო ადამიანები ვერ იქცევიან ასე და ბრაკონიერობენ მაშინაც კი როცა ნებადართულია ნადირობა.

წონასწორობა ძალიან "რთული" ტერმინია,მაგრამ სახეობების განადგურება ბევრად ადვილი დასადგენია(მიუხედავად იმისა რომ რამოდენიმეჯერ ეგონათ ესა თუ ის სახეობა გადაშენებული, მაგრამ საბედნიერედ ისევ გამოჩნდა). ამ მხრივ საქართველოში საკმაოდ რთული მდგომარეობა არამარტო ეხლა, არამედ საბჭოეთის დროსაც არ იყო ბევრად უკეთესი მდგომარეობა.

ბევრი ცხოველი გადაშენდა სწორედ დაუნდობელი ნადირობის გამო საქართველოში.

 

და გაფუჭებული საქმის გამოსწორებას 10-ჯერ მეტი ძლა ჭირდება ხოლმე ვიდრე მის დროულ თავიდან აცილებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...