Jump to content
Planeta.Ge

არის აღსრულდა ოცნება!


Recommended Posts

от перестановки мест слагаемых - რა იცვლება?

 

და არ ფიქრობთ რომ ვინმე ცდილობს კოდუასგან ჩაგრული და საცოდავი კაცი შექმნას?

რომ მერე ბადრი 2 გაიმეორონ? :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 45
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

dire

და არ ფიქრობთ რომ ვინმე ცდილობს კოდუასგან ჩაგრული და საცოდავი კაცი შექმნას?

წარმოდგენა არ მაქ რით განსხვავდება სოდი, კუდი და კრიმინალური პოლიცია ერთმანეთისგან - მართლა

ეს რა სხვადასხვა უწყებებია, თუ მაინც ყველა ვანოს ემორჩილება?

 

ან კოდუა რომელი "ჟერტვაა" რომ ვინმეს სეეცოდოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

წარმოდგენა არ მაქ რით განსხვავდება სოდი, კუდი და კრიმინალური პოლიცია ერთმანეთისგან - მართლა

ეს რა სხვადასხვა უწყებებია, თუ მაინც ყველა ვანოს ემორჩილება?

 

ან კოდუა რომელი "ჟერტვაა" რომ ვინმეს სეეცოდოს?

ან შესაცოდი რა აქვს?

ყველა ვანოს ემორჩილება :rock:

ისედაც ეგრე არაა? :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ან შესაცოდი რა აქვს?

ყველა ვანოს ემორჩილება smile.gif

ისედაც ეგრე არაა? smile.gif)

კი ესეა, ამიტომ რა მნიშვნელობა აქ სად დაინიშნა - რავი მე განსხვავებას ვერ ვხდეავ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერეკლე კოდუა სოდ-ის უფროსის თანამდებობაზე ახალაიების კლანის წევრით ჩაანაცვლეს

18:32 - 21.04.2010

ერეკლე კოდუა სოდ-ის უფროსის თანამდებობაზე ახალაიების კლანის წევრით ჩაანაცვლეს. "პირWელის" ინფორმაციით, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ახალი შეფი დევი ჭელიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კადრია და შესაბამისად, კუდ-ის რეალურ უფროსთან დათა ახალაიასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან დაახლოებული პირია. სამართალდამცველი ორგანოების კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის

 

 

და ჩვენ რა ხეირი როოოოო????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ერეკლე კოდუა სოდ-ის უფროსის თანამდებობაზე ახალაიების კლანის წევრით ჩაანაცვლეს

18:32 - 21.04.2010

ერეკლე კოდუა სოდ-ის უფროსის თანამდებობაზე ახალაიების კლანის წევრით ჩაანაცვლეს. "პირWელის" ინფორმაციით, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ახალი შეფი დევი ჭელიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კადრია და შესაბამისად, კუდ-ის რეალურ უფროსთან დათა ახალაიასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან დაახლოებული პირია. სამართალდამცველი ორგანოების კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის

 

 

და ჩვენ რა ხეირი როოოოო????

პრობლემა ისაა, რომ კოდუების კლანი ჰიპერვიჟივადი რაობაა და მისი დამარცხება რომ შეძლო, მასზე უფრო ძლიერი უნდა იყო...

 

სულ რომ გაისუსოს ქართველი ხალხი, მარტო ეგ კლანი გამოყვერავს ამ ხელისუფლებას...

 

ასე რომ, თუ კი კოდუების კლანი დაუპირისპირდება ამ ხელისუფლებას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად მოვიმარაგოთ პოპკორნი...

 

მარა... მე არ მჯერა მაი ამბის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

პრობლემა ისაა, რომ კოდუების კლანი ჰიპერვიჟივადი რაობაა და მისი დამარცხება რომ შეძლო, მასზე უფრო ძლიერი უნდა იყო...

 

სულ რომ გაისუსოს ქართველი ხალხი, მარტო ეგ კლანი გამოყვერავს ამ ხელისუფლებას...

 

ასე რომ, თუ კი კოდუების კლანი დაუპირისპირდება ამ ხელისუფლებას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად მოვიმარაგოთ პოპკორნი...

 

მარა... მე არ მჯერა მაი ამბის...

მაგისტანამ რომც გამოყვეროს ისევ თავისთვისი მერკ. მიზნებისთვის,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Precursor

ასე რომ, თუ კი კოდუების კლანი დაუპირისპირდება ამ ხელისუფლებას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად მოვიმარაგოთ პოპკორნი...

არ არის მასე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლობოლო რა მოხდა მანდ? სპექტაკლს თამაშობენ, რომ ვითომ რა წესიერი ხალხი ვართო, თუ მართლა დაერივნენ ერთმანეთს?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

არის აღსრულდა ოცნება!, ვანომ კოდუა დაჭიპა

 

რა არის ოცნება... ეს არის ოცნება??? :haha: :))

ოცნება მაშინ იქნებოდა კოდუას რომ დაეჭიპა ვანიჩკა... :):018: მერე ნახავდით თქვენ პარადს... დიდ ჭიპლაობას საქართველოში... :duel:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერაბიშვილი „ცნობილებს“ დაერია

[რუსიკო მუმლაძე]

ბარნოვზე, ამჟამად კი - აბაშიძეზე აპრილის შუა რიცხვებში მოხდარი გარჩევები ვანომდე რომ მივიდა და კოდუა დაქვეითდა, ცნობილი ამბავია. ამ გარჩევებს ცნობილი მამების შვილებიც შეეწირნენ. ოთხი დაკავებულია, ოთხი კიდევ - ძებნაში იმყოფება. კეზერაშვილი ისევ საქართველოშია. რატომ გაექცა სოსო თოფურიძე პრესა.გე-ს...

 

ვინ დაიჭირეს და ვის ეძებენ სკანდალური ჩხუბის შემდეგ?

ცნობილია, რომ დაკავებულია მიხეილ ჯორჟოლიანი – კოდუას ცოლისძმა. სხვათა შორის, როცა დავით კეზერაშვილი ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, მაშინ ჟორჟოლიანი ამ პოლიციის სამეურნეო სამსახურის უფროსი გახლდათ.

 

სარწმუნო ინფორმაციით, მასთან ერთად დაიჭირეს ოთარ ღლონტი, რომელიც “ვაიდ დისტრიბიუშენის” გენერალური დირექტორია. ოფიციალურად, ამ კომპანიას ეკუთვნის ის ცნობილი, ავტობუსების გაჩერებებზე წამოჭიმული “უგულავას ჯიხურები”, სადაც ქართული ჟურნალ-გაზეთები იყიდება და, როგორც ამბობენ, იქ საკმაოდ დიდი ფულიც ტრიალებს. ღლონტის მამა შევარდაძის დროს საგადასახადო ინსპქციის მაღალჩინოსანი გახლდათ.

 

ეძებენ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ჩოხატაურში გამართულ დოღზე მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი “ავტორს”. მაშინ იმ დოღზე რევოლუციური მთავრობის მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, მაგრამ როგორც ითქვა, მოხდა სროლა, რის შემდეგაც მამა-შვილი დოლიძეები დააკავეს. კუსა დოლიძე და მისი შვილი, ჩვენი ინფორმაციით, ციხიდან ახალი გამოშვებულები არიან.

 

დღეს კი, ბარნოვული გარჩევების შემდეგ, შვილი–დოლიძე შეიძლება ისევ წინასწარი დაკავების საკანში აღმოჩნდეს.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინციდენტის დროს ჰაერში ისროდნენ. დაჭრილი არავინაა. პოლიციასთან ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია.

 

ძებნაშია ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელისა და მოადგილის, ზაზა ვეფხვაძის შვილი. ზაზა ვეფხვაძე “მხედრიონელ” გია სვანიძესთან ერთად, 1993 წელს შატბერაშვილის ქუჩაზე ჩაცხრილეს.

 

დაკავებულია კიდევ ერთი ცნობილი მამის შვილი. ერთ დროს, გენერალური პროკურორის მოადგილის, შემდეგ სასამართლოს მაღალჩინოსნის, ვენედი ბენიძის შვილი – დავით ბენიძეც “კუდის” ხელშია.

 

სარწმუნო ინფორმაციით, უმცროსი ბენიძე ამჟამად, კაზინო “აჭარის” დირექტორია. მაშინ კი, როცა დავით კეზერაშვილი ფინანსური პოლიციის შეფი გახლდათ, დავით ბენიძე პოლიციის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო.

 

ასე რომ, დავით კეზერაშვილი, დავით ბენიძე და კოდუას ცოლისძმა, მიხეილ ჟორჟოლიანი დიდი ხანია ერთდ “მოდიან”.

 

პრესა.გე-ს ინფორმაციით, ბენიძე ჩხუბის დროს არ დაუკავებიათ. ის სახლიდან აიყვანეს. სამინისტროდან გამოჟონილი ინფორმაციით, თავს დამნაშავედ არც სცნობს. მოტივი – ჩხუბის დროს, იქ საერთოდ არ ვყოფილვარო.

 

იძებნება კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის შვილიც. საქართველოს უშიშროების ექმინისტრის, ვახტანგ ქუთათელაძის ვაჟიც. სხვათა შორის, მასზე ყველას უკვირს, რა უნდოდა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების გარემოცვაში. გამოძიება კი, ჯერჯერობით, არაფერს ახმაურებს. ეს ბუნებრივიცაა და არც არავის უკვირს.

 

პრესა.გე შეეცადა, ინფორმაცია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, სოსო თოფურიძესთან გადაემოწმებინა, როცა ის პარლამენტში ერთ-ერთი კომისიის სხდომას ესწრებოდა. თუმცა, “კუდის” მაღალჩინოსანთან კითხვების დასმის საშუალება არ მოგვეცა. მხოლოდ ეს გვითხრა: ”სამინისტროში ყველაფერი კარგადაა”.

 

როგორ მივიდა საქმე “იმ ვანომდე”

ინციდენტის სურათის აღდგენა, თუ როგორ მივიდა ვერელებთან დაწყებული ბარნოვული გარჩევების ამბავი “იმ ვანოს” ყურმდე, დეპუტატისგან შევძელით. ის თავად ცხოვრობს ვაკეში და, შესაბამისად, ბევრი რამ იცის ამ ინციდენტზე. ინციდენტი აბაშიძის ქუჩაზე, სუხიშვილების სახლის წინ, ლიტერატურულ კაფეში, საღამოს მოხდა.

 

ირაკლი ალასანიას “მარჯვენა ხელი”, გიორგი ცაგარეიშვილი: “კაფეშიც შეიძლება, დაჯდომა და გარეთაც. გარეთ სკამებია. როგორც გავიგე, ვიღაც ვერელებთან მოხდა ჩხუბი. ეს ვერელები აღარ ჩანან. ვერ დავადგინე. შეიძლება, ვინც ძებნილია, სწორედ, ის ოთხი კაცია. არ ვიცი, რატომ არ ჩანან ეს ადამიანები, მაგრამ გამოძიებას მათი ვინაობა უკვე ეცოდინება.

 

საინტერესო აქ ისაა, რომ სისხლის სამართლის საქმე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით აღიძრა და არა - ხულიგნობაზე, ანუ იმ ფაქტზე, რის გამოც ამ ინციდენტში პოლიცია ჩაერთო. მანამდე რომ ხულიგნური გარჩევები იყო, ამაზე გამოძიება ყურადღებას არ ამახვილებს.

 

ერთი სიტყვით, საქმის გარჩევები ლიტერატურულ კაფეში დაიწყო და რადგან ეს ტერიტორია ხალხმრავალი ადგილია, მოჩხუბრებმა ვაკის პარკთან გადაინაცვლეს, “ვისოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს ჩხუბი. იქ მაინც მოფარებულია და ხალხმრავლობა არ არის. მყუდრო ადგილია. როგორც ჩანს, ისინი პატრულსაც გაერიდნენ.

 

თუმცა, ეტყობა, ხმამაღალი გარჩევები იყო და ვიღაცამ პატრული გამოიძახა. შემდეგ უკვე ვაკე-საბურთალოს პოლიციაც გამოიძახეს. აქ უკვე ყველა მხარე ჩაერთო ბრძოლაში.

 

ინფორმაცია უკვე თბილისის პატრულის ხელმძღვანელთან შევიდა და შემდეგ საქმეში პატრულის მთავარი “შეფი” გრიგალაშვილიც ჩაერთო.

 

როგორც მეუბნებიან, ამათ უკვე ვანო მერაბიშვილი ჩაყენეს საქმის კურსში. იქიდან მოვიდა ბრძანება, რომ ყველანი, ძალის გამოყენებით, ნარკოლოგიურში გადაეყვანათ.

 

ნარკოლოგიურშიც გაგრძელდა გარჩევები, რასაც იქ მომუშავე მედპერსონალი შეესწრო. აქ ხდება საინტერესო რამ, კოდუას ხალხი “სოდში” რეკავს და ნარკოლოგიურთან “სოდელები” მიდიან. მათ მოსვლას კიდევ ახალი დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოო ჯამში, კოდუას ცოლისძმა დააკავეს.

 

მერაბიშვილმა გააკეთა შემდეგი: დასცხე შენიანებს, რათა სხვებს შეეშინდეთ. ვანომ გვაჩვენა, რომ გარემოცვის გაყოყოჩებას არ დაუშვებს”.

 

ალბათ, ამიტომ აცხადებს “კუდის” ერთ-ერთი მარალჩინოსანი “პრესა.გე-სთან, რომ “სამინისტროში ყველაფერი კარგადაა”. ისე, ქალაქში უკვე ხმები დადის, მერაბიშვილს ამ ინციდენტზე თვალი რომ დაეხუჭა, პოლიცია ხელიდან გამოეცლებოდაო.

 

“სოდში” კი, მაშინვე ძმები ახალაიების კადრი დევი ჭელიძე დაინიშნა და აქტიურად დაიწყო კოდუას კადრებისგან ამ დანაყოფის გაწმენდა. თავად კოდუა კირიმინალური პოლიციის უფროსად გადაიყვანეს და ამ ეტაპზე ასე “დააშოშმინეს”.

 

ბარნოვული ჩხუბიდან მეორე დღეს, ისრაელიდან საქართველოში ჩამოფრინდა დავით კეზერაშვილი. თუმცა, ამბობენ, ის თბილისში ისედაც ამ დროისთვის აპირებდა დაბრუნებასო.

 

საქართველოშია დასაბრუნებელი ყველას უფროსი და ქვეყნის პირველი პირი. ეს დაპატიმრებები მის გარეშე მოხდა. ბუნებრივია, სააკაშვილი საქმის კურსში იქნება, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება, როცა საქართველოში დაბრუნდება – “იმ ვანოს” მიუკერძოებლობასა და დამსახურებაზე ისაუბრებს, თუ კოდუა-კეზერაშვილის “დამსახურებებს” არ გადაყრის წყალში.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10488

19:41 26.04.2010

http://www.presa.ge/print.php?i=10488

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

 

რაზეა ბაასი? ჩემთან არ ხსნის მაივიდეოს.

 

 

კისა

 

და, ეს ჩხუბი ვისა და ვის შორის მოხდა? რატომ არ წერია? ანუ, მთავარი რაც იყო ის არ წერია ამ სტატიაში მაინცდამაინც.

 

რა ამბები დატრიალებულა ჩემს არ ყოფნაში, აი.

 

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

და, ეს ჩხუბი ვისა და ვის შორის მოხდა?

:)

მე არ ვიცი ჩხუბი და გარჩევები ,ზემოთქმ,ულიდან ის აზრი გამოვიტანე რომ პრობლემა გახდა პატრულის მიმართ დაუმორჩილებლობაზე და მაღალჩინოსნების მხრიდან ჩარევაზე

რას გაუგებ მაგათ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ მერე ბადრი 2 გაიმეორონ?

რა გენაღვლება როოო?

რა არის ოცნება... ეს არის ოცნება???

მარა---ჩქიმი პოლიტოცნებური შესაძლებლობების მაქსიმუმია:givi:

 

რაზეა ბაასი? ჩემთან არ ხსნის მაივიდეოს.

ხო დაძველდა ლინკი-მაგას ხომ 10 დღიანი ვადა აქვს...ნანალეჟAვას გადაცემა იყო სადაც მოთხრობილია ნანუკა ჯორჯოლიანის( მადამ კოდუა მიმდინარე) ძმის (სავარაუდოდ ნარკამანის) და მისი ძმაკაცების დაჭერა ვანოს "ბიჭების" მიერ...ნუ ის ძმაკაცებიც ნავაროტკიანი ბიოგრაფიებით( ელიტნი სასტავი რა)

ხოდა სამი გვერდია ვხარობთ რომ ესეთი პრესტიჯული ახალგაზრდობა მიუხედავად ყველაფრისა დაჭერილ იქნა...

რეზიუმე: მადლობა პატრულს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...