DATA TUTASXIA Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 lasha_alo ამ საკითხზე ბოლომდე უნდა მიწოლილიყო ოპოზიცია. არ ვგულისხმობ ქდმს და სატელიტებს.....მაგრამ დათმეს და .. გეთანხმები.სწორედ აქ უნდა მომხდარიყო ალასანიას,როგორც ოპოზიციის ლოდერის პოლიტიკური ნათლობა. აი მერე ეროვნული ფორუმი და ლეიბორისტები ვერ იტყოდნენ უარს არჩევნებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 ლაშა პირველივე წინადადებაში არ გეთანხმები. თან კატეგორიულად.ვის და რის საფუძველზე უნდა სცოდნოდა, რომ ალასანია სხვებზე მაღალრეიტინგულია?ვინმემ, სადმე, რამე გამოიკვლია? რატომ არ დათანხმდა ალიანსი სოციოლოგიურ კვლევებს??? 4 დღის წინ ვესაუბრე "გორბის" ხელმძღვანელებს და იცი რა მითხრეს? უკანასკნელი 5 წელია საქართველოდან შეკვეთა არ მიგვიღიაო. სხვათაშორის ალასანიას ძალიან, ძალიან, ძალიან ახლობელი ადამიანია გორბის ხელმძღვანელი. მიდით, რა კითხეთ, ვის აქვს ოპოზიციაში ყველაზე მაღალი რეიტინგი.აი, ალასანიამ კითხა და როცა მიიღო პასუხი იმიტომაც გადადგა ნაბიჯები გასაერთიანებლად და ვისთან ერთად გადადგა ეგეც გაიხსენეთ, მაგრამ რა, დაიწყო მერე მისი ტვინის არევა და შანტაჟი.მართლა კარგი ბიჭია და დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ, მაგრამ მეტი პრინციპულობა და ობიექტურობა რომ გამოეჩინა მეც მიხილავდით მის აქტიურ მხარდამჭერთა რიგებში. ასე კი ვერ დავუჭერ მხარს ჯერჯერობით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 (edited) lasha_alo ყველამ ძალიან,ძალიან კარგად იცოდა რომ ალასანია გამსვლელი კანდიდატი იყო. ყველა ფარისევლობდა და ფარისევლობს ერთიანობაზე.....გუბაზის პარტია 1 წელია არსებობს . ამ ხნის განმავლობაში რა გააკეთეს არჩევნების გაუყალბებლად ჩატარებისათვის? სადაა სულკურთხეული დაუმორჩილებლობა რეგიონებში ?!უბრალოდ ვერ გაბედეს მხარი დაეჭირათ სხვა პარტიის ლიდერისათვის პარტიული ინტერესების ზევით, ვერ შეძლეს თავის თავზე მაღლა დამდგარიყვნენ.დემაგოგიაა დანარჩენი....თავის მართლება გუბაზურ ლექსიკაში...."კაცურ" "ღირსეულ " ლამის თამადურ ლაყბობაში შეხვეული გაუბედაობა და ვითომ პოლიტიკური პრაგმატიზმი. ქდმზე ლაპარაკიც ზედმეტია. მათი ამოცანა ნაციონალების ყულაბაში ოპოხმების მიტანაა. ამჯერად მეურნე ჭანტურია და გრიგოლია სურთ გახადონ გამსვლელი პაიკი.ამ პარტიისათვის მიცემული ხმა გულისხმობს ნაცებისათვის ზედმეტ პროცენტებს ა.გ კი ბანალურად ###########..... ეროვნული საბჭო პარაზიტების ხროვაა. ეს ძალა არის ბალასტი ,ჩასარეცხები. პირადად მე არ ვცემ მიზერულ დონეზეც კი პატივს ამ ტიპებს და მათ დაძახილზე მიტინგზე არასოდეს მივალ, თუ ადამიანის უფლებები არ ირღევა ან მართლა ზეგანსაკუთრებული აუცილებლობა არაა........ გაჩეჩილაძე და მისი დაცული საქართველო ვატირე მე ბოლო წუთამდე უშნოდ დაყვანცალობდა . ჰოდა შენც ფარისეველი ხარ ლევან...არც ალიანსი მომწონს. არამდგრადობა გამოიჩინეს, საარჩევნო კამპანია ვერ ააწყვეს და გამსვლელ კანდიდატს ბექგრაუნდი ვერ შეუქმნეს.მოკლედ ვიტყვი- ძალიან , ძალიან მძიმე სურათია პოლიტიკურ ისტიბლიშმენტში .ამიტომ არ მიკვირს კომუნისტების(ნაც მოძრაობის...რამ გაყო) რეიტინგის ზრდა. რაა საჭირო?მაინც ოპტიმიზმი.ალასანია ბოლომდე უნდა იმუშავოს . დაარწმუნოს ამომრჩეველი, მაგრამ თუ მომავალში გამარჯვება უნდა....უნდა აქცენტი ძლიერი, მობილური, ეფექტური პოლიტიკური პარტიის ფორმირებაზე გაკეთდეს დისციპლინით და ნაკლები ფარისევლობით. ალიანსი უნდა შეინარჩუნონ, მაგრამ თუ ვერ ახერხებენ გუნდურ მუშაობას, ზოგიერთ პოლიტიკოსს მიკროფონის დანახვაზე კრუნჩხვები ემართება და რას ბოდიალობენ არავინ იცის....ჯობია მაისის შემდეგ გაიყარნონ...შედეგის მიუხედავად. ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნება არჩევნების შემდეგ რეაქციული მიშიზმი და ნოღა ბრძენის საბჭო შეეცდებიან მათ შორის მოხდეს პოლიტიკური გარჩევები. ქდმ საღათას ძილს მიეცემა შემდეგ არჩევნებამდე და დაკმაყოფილდებიან არსებული პოლიტ გარიგებებით...ეროვნული ფორუმი" კაცურ" ფარისევლობას განაგრძობს .მოკლედ......მაინც ოპტიმიზმი...რადგანაც მე პირადად ამ ქვეყანას მიშას კოოპერატივად ყოფნა სირცხვილად მიმაჩნია, ისე როგორც რუსული საფრთხე დღითიდღე უფრო რეალური......და ზოგმა მიშას გამო ლამის მტერს დაუდგას ძეგლი.დროა, დროა საღი ძალები გაერთიანდნენ ან თუ ვერ მოხერხდება ...დროა დაიწყოს ძლიერი პარტიების ფორმირებაბოლოს უნდა დაგემთავრებინა ამ ფრაზით..დიდება უძლეველ იკაკოს,ჩვენ გავიმარჯვებთ.. Edited April 19, 2010 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 (edited) როდესაც ადამიანები ასეთ კრიტიკულ მომენტშიც ვერ ხვდებიანროგორ უნდა მოიქცნენ, თავის გზაზე გაუმარჯოთ, თუმცა ეს გზა არაა გამარჯვების, ტუკი ნაცმოძრაობა ბოროტებად მიგაჩნიახომ უნდა ებრძოლო მას? მაგრამ აი სწორად ამაშია საქმე რატომ არ ევასებათ ნაცმო,ირაკლი არ აღადგენს არც კრიმინალურ პალაჟენიეს და არც კორუმპირებულ სისტემასდა რა აზრი აქვს მისთვის მხარდაჭერას ერს რომელსაც ენძვრის დიახაც სჭირდება ისეთი პოლიტ. ძალა რომელიც გამოიყვანს კრიზისიდან Edited April 19, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 (edited) მე ასე ვთვლი, გდეტა 30% საქ. მოსახლეობის არის მიშისტი,დაახლოებიტ 40% ანტისოციალური ელემენტიდა რჩება სამოქალაქო საზოგადოებაც ასე 30% ფარგლებში ეს თბილისში, რაიონებში კი გაცილებით მძიმე მდგომარეობააა Edited April 19, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 lasha_alo asds უი რა კარგი ავატარი გაქვს... პარდონ ოფტოპისათვისეგ ტიპი დაგრუზული რევოლუციონერია ჩემსავით : )))) ქარის წისქვილებთან მებრძოლი დონ კიხოტის თანამედროვე ვერსია http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif ხოდა რა მინდოდა მეკითხა ლაშა და ჩემი გახსნილი თემების დახურვა მე შემიძლია? თუ კი როგორ? თუ არა და რაის ვი-აი-პი მემბერი ვარ მაშვინ? ----- ----------- --------------- -------------------- ---------------------- ------------------------------------ თემას რაც შეეხება და მართლა მეტი ოპტიმიზმია საჭირო .. სხვა რა გზაა .. და ამდენად მე ლიჩნა პრინციპში როგორც ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე ალასანიას კანდიდატურას დავუჭერდი ბატონო მხარს ... მერი რომ ვერ გახდება ამაზე თემაც გავხსენი იმ დღეს და აღარ გავვრცელდები, მაგრამ თუ არსებული პოლიტ-სპექტრიდან ვინმეს გამორჩევაზეა საუბარი მაშინ ულაპარაკოდ ალასანიას გამოვყოფდი .. ანალიტიკური წიაღსვლების რესურსი უნდა ქონდეს მაგ ტიპს და რიგი სუსტი მხარეების მიუხედავად იქნებ მოახერხოს და ისე არ გამოაყენებინოს ანგლოსაქსებს თავი როგორც ეს მიშამ გააკეთა .. არადა ეს მნიშვნელოვანია რადგან პოსტ სააკაშვილისეული საქართველოს სამართავად რომ ყავთ ანგლოსაქსებს გამოგზავნილი მაგას (თუ რამე მოულოდნელობა არ მოხდა) წყალი არ გაუვა .. პოსტ სააკაშვილისეულ კიდევ უფრო დეზინტეგრირებულ და განადგურებულ საქართველოს, რომ კარგად მოაზროვნე ადამიანი დაჭირდება ლიდერად არც ამას .. ----------- თუმცაღა ისევ გავიმეორებ რომ ზუსტად ისეთი საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა არსებობს საქართველოში როგორიც თავად საზოგადებაა. როგორც ჩანს ვიდრე ის არ მოხდება რაც მოხდება და რაზეც წლებია ვსაუბრობ მანამდე საზოგადოება ვერ მოახერხებს საკუთარი მორალურ ზნეობრივი ღირებულებების რევიზიას და შესაბამისად ვერც საკუთარი თავის გაუმჯობესებასა და ვერც სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას შეძლებს .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 ხოდა რა მინდოდა მეკითხა ლაშა და ჩემი გახსნილი თემების დახურვა მე შემიძლია? თუ კი როგორ? თუ არა და რაის ვი-აი-პი მემბერი ვარ მაშვინ?მოიცა არ შეგიძლია? რამე ბაგია?ბოლოს უნდა დაგემთავრებინა ამ ფრაზით..დიდება უძლეველ იკაკოს,ჩვენ გავიმარჯვებთ..ნწუ,.... analgin კარგი რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 lasha_alo მოიცა არ შეგიძლია? რამე ბაგია?ბოდიში .. ეხლა ვნახე და ყველაფერი ოკი დოკია .... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 lasha_alo რა, კარგი რა. გნებავთ ვისაუბროთ ჭეშმარიტ...სოციოლოგიაზე? თუ ფიქრობ, რომ რამეს ვიგონებ, შემიძლია შეგახვედრო ნამდვილ სოციოლოგებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 (edited) რა, კარგი რა. გნებავთ ვისაუბროთ ჭეშმარიტ...სოციოლოგიაზე? D.gif თუ ფიქრობ, რომ რამეს ვიგონებ, შემიძლია შეგახვედრო ნამდვილ სოციოლოგებს. ერთი სოციოლოგებს კლასიფიკაცია თხოვე- თუ ირაკლი არ იყრიდა და ვთქვათ ძიძი იყრიდა.... მას ემატება ალასას ხმები?!ან პირიქით....ამ სხვაობების შესაბამისობაზეც კითხე აპა....ძალიან ,ძალიან არსებითია.ამ კუთხით ვის მეტი შანსი ჰქონდა. არაა მარტივად . ვიღაცამ გამოკითხვებსი მეტი მიიღო (ვთქვათ ალასანიამ ) და და ძიძის ხმები მასზე გადმოვა მირონივით.ზუსტად ამ განსხვავების ანალიზი წარმოშობს ირაკლის შანსების ჩემეულ შეფასებებს პირველივე პოსტში. Edited April 19, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 analgin ამაზე კამათს ჯობია ირაკლი დიდი პურისჭამა არ გამოდის და მე შენ, ლაშა დავსხდეთ ხინკალი მივირთვათ და ლიცსაც დავუძახოთ და ვისაუბროთ საჭირბოროტო თემებზე. ხო კიდევ Siknadmo-ც მოვიწვიოთ.დანარჩენებს ვისაც გაუხარდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 (edited) a Edited April 19, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 100%-ით ემთხვევა, ჩემი და შენი მოსაზრებები lasha_alo ,მეც ესევე მაქვს იმედი, რომ სასწაულს მოახდენს ქართველი ამომრჩეველიდა მთელს მსოფლიოს დაანახებს,რომ "დამწიფდა" და დაღვინდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 analgin მართლა კარგი ბიჭია და დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ, მაგრამ მეტი პრინციპულობა და ობიექტურობა რომ გამოეჩინა მეც მიხილავდით მის აქტიურ მხარდამჭერთა რიგებში. ასე კი ვერ დავუჭერ მხარს ჯერჯერობით. ანუ არ მიხვალ არჩევნებზე ?? და ვის ჭრიალა წისქვილზე დაასხავ მაგით წყალს?? გრეჩოს პოზიციას იმეორებ. analgin ამაზე კამათს ჯობია ირაკლი დიდი პურისჭამა არ გამოდის და მე შენ, ლაშა დავსხდეთ ხინკალი მივირთვათ და ლიცსაც დავუძახოთ და ვისაუბროთ საჭირბოროტო თემებზე. ხო კიდევ Siknadmo-ც მოვიწვიოთ.დანარჩენებს ვისაც გაუხარდება. არ მომტეხოთ რაა?? მართალია დიეტაზე ვარ,მაგრამ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted April 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2010 analgin რომ გამოეჩინა მეც მიხილავდით მის აქტიურ მხარდამჭერთა რიგებში. ასე კი ვერ დავუჭერ მხარს ჯერჯერობით. ეხლა არ არის სენტიმენტების დრო. არჩევნებზე არმისვლა უგულავას მხარდაჭერას ნიშნავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.