Jump to content
Planeta.Ge

პარტიებო თქვენი ფარისევლობა ვატირე


Recommended Posts

ყველამ ძალიან,ძალიან კარგად იცოდა რომ ალასანია გამსვლელი კანდიდატი იყო.

ყველა ფარისევლობდა და ფარისევლობს ერთიანობაზე.....

გუბაზის პარტია 1 წელია არსებობს . ამ ხნის განმავლობაში რა გააკეთეს არჩევნების გაუყალბებლად ჩატარებისათვის? სადაა სულკურთხეული დაუმორჩილებლობა რეგიონებში ?!

უბრალოდ ვერ გაბედეს მხარი დაეჭირათ სხვა პარტიის ლიდერისათვის პარტიული ინტერესების ზევით, ვერ შეძლეს თავის თავზე მაღლა დამდგარიყვნენ.დემაგოგიაა დანარჩენი....თავის მართლება გუბაზურ ლექსიკაში...."კაცურ" "ღირსეულ " ლამის თამადურ ლაყბობაში შეხვეული გაუბედაობა და ვითომ პოლიტიკური პრაგმატიზმი.

 

ქდმზე ლაპარაკიც ზედმეტია. მათი ამოცანა ნაციონალების ყულაბაში ოპოხმების მიტანაა. ამჯერად მეურნე ჭანტურია და გრიგოლია სურთ გახადონ გამსვლელი პაიკი.ამ პარტიისათვის მიცემული ხმა გულისხმობს ნაცებისათვის ზედმეტ პროცენტებს ა.გ კი ბანალურად ###########.....

 

ეროვნული საბჭო პარაზიტების ხროვაა. ეს ძალა არის ბალასტი ,ჩასარეცხები. პირადად მე არ ვცემ მიზერულ დონეზეც კი პატივს ამ ტიპებს და მათ დაძახილზე მიტინგზე არასოდეს მივალ, თუ ადამიანის უფლებები არ ირღევა ან მართლა ზეგანსაკუთრებული აუცილებლობა არაა........

გაჩეჩილაძე და მისი დაცული საქართველო ვატირე მე :D ბოლო წუთამდე უშნოდ დაყვანცალობდა . ჰოდა შენც ფარისეველი ხარ ლევან...

არც ალიანსი მომწონს. არამდგრადობა გამოიჩინეს, საარჩევნო კამპანია ვერ ააწყვეს და გამსვლელ კანდიდატს ბექგრაუნდი ვერ შეუქმნეს.

მოკლედ ვიტყვი- ძალიან , ძალიან მძიმე სურათია პოლიტიკურ ისტიბლიშმენტში .ამიტომ არ მიკვირს კომუნისტების(ნაც მოძრაობის...რამ გაყო) რეიტინგის ზრდა.

 

რაა საჭირო?

მაინც ოპტიმიზმი.

ალასანია ბოლომდე უნდა იმუშავოს . დაარწმუნოს ამომრჩეველი, მაგრამ თუ მომავალში გამარჯვება უნდა....უნდა აქცენტი ძლიერი, მობილური, ეფექტური პოლიტიკური პარტიის ფორმირებაზე გაკეთდეს დისციპლინით და ნაკლები ფარისევლობით. ალიანსი უნდა შეინარჩუნონ, მაგრამ თუ ვერ ახერხებენ გუნდურ მუშაობას, ზოგიერთ პოლიტიკოსს მიკროფონის დანახვაზე კრუნჩხვები ემართება და რას ბოდიალობენ არავინ იცის....ჯობია მაისის შემდეგ გაიყარნონ...შედეგის მიუხედავად.

 

ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნება არჩევნების შემდეგ რეაქციული მიშიზმი და ნოღა ბრძენის საბჭო შეეცდებიან მათ შორის მოხდეს პოლიტიკური გარჩევები. ქდმ საღათას ძილს მიეცემა შემდეგ არჩევნებამდე და დაკმაყოფილდებიან არსებული პოლიტ გარიგებებით...ეროვნული ფორუმი" კაცურ" ფარისევლობას განაგრძობს .

მოკლედ......

მაინც ოპტიმიზმი...რადგანაც მე პირადად ამ ქვეყანას მიშას კოოპერატივად ყოფნა სირცხვილად მიმაჩნია, ისე როგორც რუსული საფრთხე დღითიდღე უფრო რეალური......და ზოგმა მიშას გამო ლამის მტერს დაუდგას ძეგლი.

დროა, დროა საღი ძალები გაერთიანდნენ ან თუ ვერ მოხერხდება ...დროა დაიწყოს ძლიერი პარტიების ფორმირება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 40
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

lasha_alo

ამ ხნის განმავლობაში რა გააკეთეს არჩევნების გაუყალბებლად ჩატარებისათვის? სადაა სულკურთხეული დაუმორჩილებლობა რეგიონებში ?!

აბსოლუტურად გეთანხმები ლაშა.დაჯდებიან ბრძნული სახეებით და გვმოძღვრავენ ყველას. იმ დღეს ჩემთვის ძალიან პატივსაცემ და წესიერ კაცს რეზო შავიშვილს ვუყურე "კავკასიაზე". მეორე გუბაზი. ინდაურივით გაიფხორა და ზემოდან გვიცქერდა ყველას.თურმე სიები გაბერილია და თბილისში ზედმეტი უამრავი ხალხია რეგისტრირებული. ვიცით ბატონო და ალიანსმა ბევრი გააკეთა მათ მოსასხნელად. რა ბოიმეტრიული პასპორტები უშველის ამას, როცა რომელიღაც ბინაში 150 კაცია რეგისტრირებული და ბინის პატრონი ამბობს თქვენი რა საქმეა, მინდოდა და დავარეგისტრირეო.

ეროვნული საბჭო პარაზიტების ხროვაა.

გეთანხმები.

გაჩეჩილაძე და მისი დაცული საქართველო ვატირე მე ბოლო წუთამდე უშნოდ დაყვანცალობდა . ჰოდა შენც ფარისეველი ხარ ლევან...

ამაშიც.

არც ალიანსი მომწონს. არამდგრადობა გამოიჩინეს, საარჩევნო კამპანია ვერ ააწყვეს და გამსვლელ კანდიდატს ბექგრაუნდი ვერ შეუქმნეს.

ესეც სწორია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაღდად ვიცი რა რომ ალიანსი დღეს ყველაზე ჯანსაღი პოლიტ. ძალაა

მაგრამ რა გინდა რომ ქნა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:givi: :) :givi:

 

არ დაიღალე...

 

უნდა გეთქვა, არ მოგბეზრდა ეს ანტირუსულობაო?

რუსეთი დღეს არის გაცილებით უფრო ევროპული ქვეყანა,ვიდრე საქართველო. სააკოვის ხროვის ბოდვები "პროდასავლურობაზე" და "ევროპულ ფასეულობებზე" იმდენად კომიკურია, რომ აღარავინ ჭამს უკვე, პირველ რიგში თავად ევროპაში. )))

ასე რომ, ნოღაიდელი და მისი ალიანსი არის სწორედ რაციონალური და ევროპული ძალა საქართველოში, თუ მაინცდამანიც ევროპაზე გაქვთ გართულება. ვინ უფრო "ევროპელია", მილანში მცხოვრები კახი კალაძე თუ რუსთავში მცხოვრები კირკიტაძე? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

ვინ უფრო "ევროპელია", მილანში მცხოვრები კახი კალაძე თუ რუსთავში მცხოვრები კირკიტაძე?

თბილისის მერობის სამტრედიული კილოკავიანი კანდიდატი ძიძი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი დღეს არის გაცილებით უფრო ევროპული ქვეყანა

რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწები და არანაირად არ მოხერხდება სრული სახით ურთიერთობის აღდგენა. ვიყოთ რეალისტები,შენ რომ გახდე საქარტველოს პრეზიდენტი.....ცოტა ხანი დაიწყება საუბრები ძველი ურთიერთობის აღდგენაზე,მაგრამ ცოტა ხანში გამოჩნდება რომ სტრატეგიული ინტერესები სხვანაირად აგალაპარაკებს. ასეა ჩემო ბატონო რეალ პოლიტიკა.

 

რაც შეეხება რუსეთს,სააკაშვილის წყალობით აზიატურ ურასახელმწიფო ვართ ჯერჯერობით და რუსეთი მეტად პროგრესირებს. მათ აქვთ არჩევანი ან დალაგებული ქვეყნისკენ წავლენ ან ეს ნარცისიზმი მალე წინ დაუხვდებათ.ჩვენ კი ...ისიც მესმის მოგვიწევს ურთიერთობა...უბრალოდ თავდახრილი სიარული კრემლის დერეფნებში არაა წარმატების გარანტი,არამედ სახელმწიფო დონეზე დიალოგი .....ჯანსაღი ქმედებები.....

 

პს ....ფორუმზე......მათ მაინც მოყვარედ აღვიქვავ...ჩემი კრიტიკა არის პრინციპით...მოყვარეს პირში უძრახეო.... :givi:

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ყველამ ძალიან,ძალიან კარგად იცოდა რომ ალასანია გამსვლელი კანდიდატი იყო.

ყველა ფარისევლობდა და ფარისევლობს ერთიანობაზე.....

გუბაზის პარტია 1 წელია არსებობს . ამ ხნის განმავლობაში რა გააკეთეს არჩევნების გაუყალბებლად ჩატარებისათვის? სადაა სულკურთხეული დაუმორჩილებლობა რეგიონებში ?!

უბრალოდ ვერ გაბედეს მხარი დაეჭირათ სხვა პარტიის ლიდერისათვის პარტიული ინტერესების ზევით, ვერ შეძლეს თავის თავზე მაღლა დამდგარიყვნენ.დემაგოგიაა დანარჩენი....თავის მართლება გუბაზურ ლექსიკაში...."კაცურ" "ღირსეულ " ლამის თამადურ ლაყბობაში შეხვეული გაუბედაობა და ვითომ პოლიტიკური პრაგმატიზმი.

 

ქდმზე ლაპარაკიც ზედმეტია. მათი ამოცანა ნაციონალების ყულაბაში ოპოხმების მიტანაა. ამჯერად მეურნე ჭანტურია და გრიგოლია სურთ გახადონ გამსვლელი პაიკი.ამ პარტიისათვის მიცემული ხმა გულისხმობს ნაცებისათვის ზედმეტ პროცენტებს ა.გ კი ბანალურად ###########.....

 

ეროვნული საბჭო პარაზიტების ხროვაა. ეს ძალა არის ბალასტი ,ჩასარეცხები. პირადად მე არ ვცემ მიზერულ დონეზეც კი პატივს ამ ტიპებს და მათ დაძახილზე მიტინგზე არასოდეს მივალ, თუ ადამიანის უფლებები არ ირღევა ან მართლა ზეგანსაკუთრებული აუცილებლობა არაა........

გაჩეჩილაძე და მისი დაცული საქართველო ვატირე მე D.gif ბოლო წუთამდე უშნოდ დაყვანცალობდა . ჰოდა შენც ფარისეველი ხარ ლევან...

არც ალიანსი მომწონს. არამდგრადობა გამოიჩინეს, საარჩევნო კამპანია ვერ ააწყვეს და გამსვლელ კანდიდატს ბექგრაუნდი ვერ შეუქმნეს.

მოკლედ ვიტყვი- ძალიან , ძალიან მძიმე სურათია პოლიტიკურ ისტიბლიშმენტში .ამიტომ არ მიკვირს კომუნისტების(ნაც მოძრაობის...რამ გაყო) რეიტინგის ზრდა.

 

რაა საჭირო?

მაინც ოპტიმიზმი.

ალასანია ბოლომდე უნდა იმუშავოს . დაარწმუნოს ამომრჩეველი, მაგრამ თუ მომავალში გამარჯვება უნდა....უნდა აქცენტი ძლიერი, მობილური, ეფექტური პოლიტიკური პარტიის ფორმირებაზე გაკეთდეს დისციპლინით და ნაკლები ფარისევლობით. ალიანსი უნდა შეინარჩუნონ, მაგრამ თუ ვერ ახერხებენ გუნდურ მუშაობას, ზოგიერთ პოლიტიკოსს მიკროფონის დანახვაზე კრუნჩხვები ემართება და რას ბოდიალობენ არავინ იცის....ჯობია მაისის შემდეგ გაიყარნონ...შედეგის მიუხედავად.

 

ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნება არჩევნების შემდეგ რეაქციული მიშიზმი და ნოღა ბრძენის საბჭო შეეცდებიან მათ შორის მოხდეს პოლიტიკური გარჩევები. ქდმ საღათას ძილს მიეცემა შემდეგ არჩევნებამდე და დაკმაყოფილდებიან არსებული პოლიტ გარიგებებით...ეროვნული ფორუმი" კაცურ" ფარისევლობას განაგრძობს .

მოკლედ......

მაინც ოპტიმიზმი...რადგანაც მე პირადად ამ ქვეყანას მიშას კოოპერატივად ყოფნა სირცხვილად მიმაჩნია, ისე როგორც რუსული საფრთხე დღითიდღე უფრო რეალური......და ზოგმა მიშას გამო ლამის მტერს დაუდგას ძეგლი.

დროა, დროა საღი ძალები გაერთიანდნენ ან თუ ვერ მოხერხდება ...დროა დაიწყოს ძლიერი პარტიების ფორმირება

 

ლაშა შენი პოსტიდან გამომდინარე ნათელია,რომ მიშას პიარმა გაამართლა და მიაღწია იმას,რაც ქონდა ჩაფიქრებული. კერძოდ,ოპოზიცია ბანძია და სხვა. და რაც ხდება უცნაურად რატომ გეჩვენება? მიუხედავად იმისა, რომ (ირაკლის მომხრე ვარ საპრეზიდენტოზეც კი)ალიანსს ვუჭერ მხარს, სიმარტლე უნდა ითქვას: თავიდანვე მერობაზე პრეტენზია არ უნდა გამოეთქვა ალასანიას, რადგან ამით უხერხული სიტუაცია შექმნა. წარმოიდგინე ეხლა ხელისუფლებიდან დისტანცირებული,გუშინ ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი დღეს გადმოდის ოპოზიციაში და ეგრევე აცხადებს ამბიციას მერობაზე და თანაც ოპოზიციის საერთო კანდიდატი უნდა იყოს. ბოდიში და ეს არის ოპოზიციის დაიგნორება და ფეხებზე დაკიდება. გეკითხებით რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ძიძიგურმა ალასანიას და არა პირიქით. გეთანხმებით,რომ ალასანია ამ ეტაპზე უალტერნატივოა, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც ურთიერთპატივისცემა და გონივრული ნაბიჯების გადადგმის სურვილი მაინც. ალიანსის ქმედებები ამ სიტუაციაში არაპოლიტკორექტული იყო.

მაშინ ირაკლიმ გადადგა ნაბიჯი,რომელიც სწორი იყო(ვგულისხმობ სოციოლოგიურ კვლევაზე თანხმობას და ასეთი ფორმით საერთო კანდიდატის გამოვლენას), მაგრამ მერე რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. ვიღაც ვიღაცეებმა ეს ნაბიჯი არასწორად გაიგეს და მერყევობაში ჩაუთვალეს.

 

და რა მოხდებოდა სოციოლოგიური კვლევა რომ ჩატარებულიყო? არც არაფერი მოიგებდა ალასანია და ოპოზიცია უფრი შეკრული და ერთიანი იქნებიდა, რაც ხალხში დათესილ ნიჰილიზმს ცოტათი მაინც გაანეიტრალებდა.

 

და რა მოხდება თუ უგულავამ გაიმარჯვა?

 

მოხდება ის,რომ ალასანია დაკარგავს რეიტინგს,რაც მისი და საერთოდ ოპოზიციის გაფარჩაკებას ნიშნავს.

 

დღევანდელი მონაცემებით ხელისუფლებას გაყალბებაც კი არ სჭირდება ისე მოიგებს არჩევნებს.

მე ვიცი ბევრი ოპოამომრჩეველი არ მივა არჩევნებზე,აი ხელისუფლება კი უკლებლივ ყველა თავის ამომრჩეველს მიიყვანს. ოპოზიციის მთავარი პრობლემა ერთიანი კანდიდატია არყოლაა და ამაზე თოფაძემაც ღიად განაცხადა.როგორც ვიცი იგი თანახმაა მოხსნას კანდიდატურა ოპოზიციის საერთო კანდიდატის სასარგებლოდ. არც კონსერვატორები და არც ხალხის პარტია იყო ალასანიას წინააღმდეგი, მაგრამ რესპუბლიკელებმა და რამდენიმე ახლების წევრმა გაიგიჟეს თავი და მთელი პასუხისმგებლობა მაგათზეა.

 

ესაა ჩემი კომენტარი.

Edited by DATA TUTASXIA
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

არც კონსერვატორები და არც ხალხის პარტია იყო ალასანიას წინააღმდეგი, მაგრამ რესპუბლიკელებმა და რამდენიმე ახლების წევრმა გაიგიჟეს თავი და მთელი პასუხისმგებლობა მაგათზეა.

კონსერვებს და გრეჩოს (კობას არა) მთელი წლის განმავლობაში უამრავი შეთავაზება ქონდათ ალიანსიდან, მაგრამ პასუხად მხოლოდ დროის გაწელვა მათი მხრიდან. არჩენებამდე თვენახევრით ადრე გამიკითხვებზე დროის კარგვა უბრალოდ არ შეიძლებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

პრაიმერი თუ გამოკითხვაზე აქცენტი იყო გარიგებების მცდელობა....შენ მერი , მე საკრებულო....ამდენიდაამდენი ადგილი და ბლაბლაბლა...ყველაფრის უკან ეს დგას და მოდით ნუ დავმალავთ. :givi:

დღევანდელი მონაცემებით ხელისუფლებას გაყალბებაც კი არ სჭირდება ისე მოიგებს არჩევნებს.

ვერ დაგეთანხმებით. ძალიან ,ძალიან უჭირთ . გაყალბების გარეშე მოგება გაუჭირდებათ .

 

მე ვიცი ბევრი ოპოამომრჩეველი არ მივა არჩევნებზე,აი ხელისუფლება კი უკლებლივ ყველა თავის ამომრჩეველს მიიყვანს.

ამაშია ძაღლის თავი დამარხული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

კონსერვებს და გრეჩოს (კობას არა) მთელი წლის განმავლობაში უამრავი შეთავაზება ქონდათ ალიანსიდან, მაგრამ პასუხად მხოლოდ დროის გაწელვა მათი მხრიდან. არჩენებამდე თვენახევრით ადრე გამიკითხვებზე დროის კარგვა უბრალოდ არ შეიძლებოდა.

 

დროის გაწელვაში გეთანხმები, მაგრამ ეს გამოწვეული იყო მხოლოდ რესპების სიჯიუტით.არ იყვნენ თანახმა პრაიმერზე და მერე არც სოცგამოკითხვაზე. არგუმენტები თქვენ ჩემზე უკეთ იცით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

პრაიმერი თუ გამოკითხვაზე აქცენტი იყო გარიგებების მცდელობა....შენ მერი , მე საკრებულო.

ბუნებრივია იქნებოდა და რა არის ამაში ცუდი?

ყველა კოალიციაში ხდება ადგილების გადანაწილება.

ვერ დაგეთანხმებით. ძალიან ,ძალიან უჭირთ . გაყალბების გარეშე მოგება გაუჭირდებათ .

 

იმ ფორმულით რა ფორმულითაც ტარდება არჩევნები არ გაუჭირდებათ.

50+1 ფორმულა რომ იყოს მაშინ ნაღდად გაყალბება დასჭირდებოდათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე უცნაური ის არის რომ მიუხედავავდ ყველაფრისა ამ ვითომ ოპოზიციური პარტიების იმედზე ხართ : )))

 

წლიდან წლამდე გიცრუებენ იმედებს მაგრამ წლიდან წლამდე ისევ მათ იმედზე ხართ და მოკლედ არის ერთი სიამტკბილობა ..

 

იქნებ პრობლემა იმაშია რომ საზოგადოების რეალურად რჩეულ უმცირესობას მოსახლეობის უმრავლესობა ადამიანებად არ თვლის და მიწასთან ასწორებს ნაძირლებსა და მყუდროზე გამდიდრებულებს, ანდა უბრალოდ პოლიტიკისთვის არაადეკვატურ პირებს კი პიდესტალზე აყენებს?

 

იტოგში ისეთი პოლიტიკური სპექტრია საქართველოში როგორიც თავად საზოგადოებაა .....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნდა გეთქვა, არ მოგბეზრდა ეს ანტირუსულობაო?

რუსეთი დღეს არის გაცილებით უფრო ევროპული ქვეყანა,ვიდრე საქართველო. სააკოვის ხროვის ბოდვები "პროდასავლურობაზე" და "ევროპულ ფასეულობებზე" იმდენად კომიკურია, რომ აღარავინ ჭამს უკვე, პირველ რიგში თავად ევროპაში. )))

ასე რომ, ნოღაიდელი და მისი ალიანსი არის სწორედ რაციონალური და ევროპული ძალა საქართველოში, თუ მაინცდამანიც ევროპაზე გაქვთ გართულება. ვინ უფრო "ევროპელია", მილანში მცხოვრები კახი კალაძე თუ რუსთავში მცხოვრები კირკიტაძე? :givi:

ანტირუსულობა სრულიადაც არ მიგულისხმია!! ცუდად გაიგე ჩემი კომენტარი.

 

მე ვიკითხე არ მოგბერზრდა ასე მუდმივი წუწუნი ( იმ მიზიზეით რომ ვითომდაც ოპოზიციის მომხრე ხარ) , ხოლო როცა საქმე საქმეზე მიდგება, სამართლისტის პოზის დაჭერა და მიშიკოს წისქვილზე წყალის დასხმა თქო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმ ფორმულით რა ფორმულითაც ტარდება არჩევნები არ გაუჭირდებათ.

50+1 ფორმულა რომ იყოს მაშინ ნაღდად გაყალბება დასჭირდებოდათ.

ამ საკითხზე ბოლომდე უნდა მიწოლილიყო ოპოზიცია. არ ვგულისხმობ ქდმს და სატელიტებს.....მაგრამ დათმეს და ....

asds

უი რა კარგი ავატარი გაქვს...:givi: პარდონ ოფტოპისათვის

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...