shamili Posted April 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2010 (edited) მე ამ ფორუმზე ბევრჯერ დამიწერია რომ დროა მოვრჩეთ არჩევნებსა და პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებზე დავას და მსჯელობას. საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე უნდა დავივიწყოთყველანაირი პარტიები და პოლიტიკა და ყველა ქართველი უნდა იქცეს იბერიის წმინდა მეომრად. გავისისხლხორცოთ რომ არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება ვიდრე სამშობლოსთვის ბრძოლაში სიკვდილი, თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი. არ იფიქროთ მენტორული ტონით ვწერდე ამას. მე ჩემს თავსაც მივმართავ ამას რომ ვწერ, რადგან მინდა რომ ეს რწმენა იმდენად გაძლიერდეს ჩემში რომ სამშობლოსთვის ბრძოლაში სიკვდილი, თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი გახდეს ისეთი სანუკვარი, როგორც მდუმარების ფიცდადებული მომაკვდავი ბერისთვის სასუფეველი ცათა . არავითარი პოლიტიკა და წარმავალი თემები. ვეცადოთ ყველა რომ ვიქცეთ წმინდა მებრძოლებად. გამოვწრთოთ ჩვენი სული იმდენად რომ სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი ბედნიერებად და ღვთის საჩუქრად მივიღოთ. გავაუქმოთ ჩვენს ფსიქიკაში და მახსოვრობაში ყველა პარტია და პოლიტიკური ლიდერი და ქართველი ერი გავერთიანდეთ ერთ მისტიურ ორდენად წმინდა მებრძოლთა ორდენად რომელიც კაცობრიობას თავს თითოეული მებრძოლის ჰეროიკული სიკვდილით დაამახსოვრებს. ვიქცეთ თეთრი გიორგის საყმო ორდენად, საქართველოს წმინდა მებრძოლთა ორდენად და კაცობრიობისთვის საქართველო და ქართველი ერი სამარადჟამოდ იყოს სამართლიანობისათვის მებრძოლი , უწმინდურებასთან , ბოროტებასთან მებრძოლი თეთრი გიორგის ერთიანი ორდენი, წმინდა მებრძოლთა ორდენი - ,, სიკვდილთან შერიგებულთა თავისუფლების ორდენი '' Edited April 18, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2010 არა და სიცოცხლეზე ბედნიერება თუ რამე იყო არ ვივოდი. ხედავ შენ სიკვდილის მქადაგებლები, სიკვდილი უკეთესიაოო და ბედნიერების მწვერვალიაო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2010 (edited) 6 დღეა უკვე რაც შევარდნაძე მოკვდაო და მალავენო, მართალია ნეტა? Edited April 18, 2010 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 (edited) 6 დღეა უკვე რაც შევარდნაძე მოკვდაო და მალავენო, მართალია ნეტა? მაგარი კანცერტი გაიჩითა ეხლა აქ.„ქანთრი“ მუზონის „ავარდის“ გადაცემაა. shamili საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე უნდა დავივიწყოთ „ხმა ჩაიგდეთ საქართველოს დეკუაპაციემდე“@ მარდუკა Edited April 19, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 shamili გავერთიანდეთ ერთ მისტიურ ორდენად წმინდა მებრძოლთა ორდენად რომელიც კაცობრიობას თავს თითოეული მებრძოლის ჰეროიკული სიკვდილით დაამახსოვრებს.საქართველოში "ჰამასს" ვაყალიბებთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 ძუკუ საქართველოში "ჰამასს" ვაყალიბებთ? შამილა ისეთ ფრაზებს ურტყამს,რომ მგონი უკვე ჩამოყალიბებულიც ექნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 (edited) shamili სწორი შენიშვნა მოგცა ბატონმა ძუკუმ. მსგავსი ტიპის დამოკიდებულება მხოლოდ რადიკალ ისლამისტებს ახასიათებს. ჰამასს, ჰეზბოლას, თალიბანს.ჰოდა შეხედე რა დღეში არიან და რამდენი ხანია ეგეთ დღეში არიან ავღანელები, პალესტინელები, ჩეჩნები, ქურთები ხო საერთოდ, საკუთარი ქვეყანაც არ აქვთ...და იქნებ გგონია რომელიმე ზემოთჩამოთვლილი ერი საქართველოზე ნაკლებ მეომრულ ტრადიციებს ატარებს ან ნაკლები ისტორია აქვს (ჩეჩნების გამოკლებით) ანაც იქნებ ავღანეთს, თუნდაც პალესტინას ნაკლები გეოსტრატეგიული მდებარეობა და მნიშვნელობა აქვს მსოფლიოსთვის ჩვენთან შედარებით?ყოველგვარი რადიკალური მოძრაობის და სისხლიანი ზვარაკებით ბედნიერების შეპირების ბოლო ავღანეთიზაცია, პალესტინიზაცია, იჩქერიიზაცია და ვინძლო ქურთისტანიზაციაც კია.ქვა ქვაზე აღარ დარჩება მაგ გზით ჩვენი ქვეყნისგან, ყოველგვარი ინფრასტრუქტურა და განვითარების პერსპექტივა თავზე დაგვექცევა, რადგან ეჭვი არ შეგეპაროს მთელი მსოფლიო შეგვიყვანს ტერორისტული ქვეყნების სათავეში, ეს ერთი. მეორეც, მუსულმანურ ქვეყნებში პოლიგამიაა (მრავალცოლიანობა), პრაქტიკულად 6 შვილზე ნაკლები არცერთ ოჯახს არ ყავს, 10-12 შვილი ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ასულდგმულებს და იცავს მათ გადაშენებისგან. ჩვენ კი იცოდე მაგ გზაზე შედგომა რამოდენიმე ათწლეულში დემოგრაფიულად გაგვანადგურებს. ქურთებივით უსამშობლოდ და უსახლკაროდ, მომთაბარე ტომებად ნუ აქცევინებთ ჩვენს თავს ნურავის.თუ ძმა ხარ, კაცურად გთხოვ, ლაჩრობას ნუ დაგვწამებ ვისაც შენი გზის არ გვწამს. სადაც საომარი იყო, იქ ყველა ქართველის ოჯახიდან (უახლოესი წრიდან მაინც) ერთმა კაცმა მაინც იომა, აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მაგრამ გაებუტო სიცოცხლეს, მშენებლობას, განვითარებას, დაემშვიდობო მშვიდობას და ფიცვერცხლით შეეკრა სიკვდილს, ომს, ტირილს, უბედურებას, ნგრევას, არ მესმის!!!დიდ იმპერიებს პატარა ქვეყნები ვერასოდეს ანადგურბენ, ამას მხოლოდ მათზე დიდი და ძლიერი იმპერიები ახერხებენ. გადახედე ისტორიას.ძალიან დიდ პატივს გცემ, როგორც გულანთებულ ქართველს, მაგრამ ვაი, რომ უღირსებს თუ უღირსებისგან წაქეზებულ შეშლილებს ტვინი აურევიათ და თვალები აუხვევიათ შენთვის. Edited April 19, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 shamili საქართველოში "ჰამასს" ვაყალიბებთ?საქმეც მაგაშია რომ ჰამასის ჩამოყალიბებას ერთი ადგილი უნდა,ამათ კი შეუძლიათ ფილმი გადაიღონ ან სპექტაკლი დადგანან ტემაზე,როგორ იბრძვის მშვიდობისმოყვარე ხალხი კბილებამდე შეიარაღებული ოკუპანტებისწინააღმდეგდა ამ ბრძოლაში ითხოვოს ფინანსური დახმარება,ამ ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი წავა ნაცმოძრაობაზედა შესაძლოა ერთი ორი გროში ამათაც ერგოტ კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ აყენებთ რადიკალ ისლამისტებს შეურაცხყოფას ისინი კარგად ორგანიზებული, მომზადებული ადამიანები არიან,რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს წირავენ საქმეს და სხვათა შორის დიდ მაყუთსაც დებენ, ნაცმოძრაობის გმირული საქციელი მანახეთ, ერთი, მხოლოდ ერთი,აი წავიდეს შამილი დზმაო და რუს ოკუპანტს პანჩური ამოარტყას ხომ არ ვითხოვ რომ თავი აიფეთქოს არა, ერთი პანჩური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 Siknadmo ნაცმოძრაობის გმირული საქციელი მანახეთ, ერთი, მხოლოდ ერთი,როგორ არა, აჭარაში რომ ხალხი გაილახა ასლანის დროს(მაშინ არცერთი ნაცების წევრი არ იყო) მიშა მაგალითად თურმე ერთ ერთ სახაჭაპურეში აჭარულს მიირთმევდა.(მართალია ბოროტი ხმები ამბობენ იქ რომ არავის არ უნახავს) ამაზე მეტი გმირობა რა გინდათ. მართლა დაუნახავები ვართ ქართველები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 Siknadmo როგორ არა, აჭარაში რომ ხალხი გაილახა ასლანის დროს(მაშინ არცერთი ნაცების წევრი არ იყო) მიშა მაგალითად თურმე ერთ ერთ სახაჭაპურეში აჭარულს მიირთმევდა.(მართალია ბოროტი ხმები ამბობენ იქ რომ არავის არ უნახავს) ამაზე მეტი გმირობა რა გინდათ. მართლა დაუნახავები ვართ ქართველები. сучая племя Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 6 დღეა უკვე რაც შევარდნაძე მოკვდაო და მალავენო, მართალია ნეტა? და ეგ რა დასამალია?! აზრი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 6 დღეა უკვე რაც შევარდნაძე მოკვდაო და მალავენო, მართალია ნეტა?აზრი?არჩევნებზე ხმას გიგის არ უკარგავენ მართალია ბოროტი ხმები ამბობენ იქ რომ არავის არ უნახავს)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 Pariz 6 დღეა უკვე რაც შევარდნაძე მოკვდაო და მალავენო, მართალია ნეტა? და ეგ რა დასამალია?! აზრი?შეიძლება მასობრივი თვითმკვლელობები მოხდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 (edited) ომის პროვოცირება შეუძლია მშიშარასაც, მაგრამ ომში მონაწილეობა ეს უკვე მამაცი ადამიანების საქმეაომის პროვოკატორი ბევრი გვყვავს..აფხაზეთის ომში მონაწილე ბებერი გვარდია მზად იყო საომრად,გაგიკვირდებათ და იმ მებრძოლ ბიჭებში, ვინც თბილისის დაცვას აპირებდა, რუსებიც იყვნენ Edited April 19, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2010 ვაა, ეს პლანეტანიპუვსი ვინაა კაცო, არ დაგვბომბა კასეტური ინფორმაციებითააა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.