Jump to content
Planeta.Ge

რითია ქრისტიანობა კარგი და რითია ცუდი?


Recommended Posts

Siknadmo

ჯერ კიდევ საკითხავია მაშინ ვინ ვინ დაარბია!

კა, ეხლა :)

ბავშვებმა მოაწყვეს ჰელოუინი და მიუვარდნენ წვერებიანი მასტები, ამ უწყინარი აქციის ჩასაშლელად

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ქრისტიანებს რატომ აკვდები მაინცდამაინც?

dariala

თემა ქრისტიანებზეა და მუსულმანებზე ხომ არ ვისაუბრებთ. :)

 

 

მე მგონია რომ ეს შინაგანი ბრძოლების და კომპლექსების ბრალია.

ვიცი რომ მასე გგონია.

 

მართლადიდებლობის სახელით რამე ცუდი გაუკეთებია ვინმეს?

როგორც ჩანს მართლა არ გაცნობილხარ ეკლესიის ისტორიას. ზემოთ მე შეკითხვებიც დაგისვი მარა პასუხები არ გაგიცია.

 

ინკვიზიცია კათოლიკეებს მოკითხე, მე რატომ უნდა გიპასუხო ამაზე ვერ ვხვდები.

მხოლოდ ინკვიზიციას არ გვამცნობს ისტორია. წაიკითხე ეკლესიის ისტორია.

 

კითხვას ვსვამ - დამისახელე რა გაკეთებულა მართლადიდებლობის სახელით სარიცხვილო?

უიმე დედა რა ჩამოთვლის ყველაფერს. :D სირცხვილი არაა როცა თანაქრისტიანები ერთმანეთს შანტაჟს უწყობთ და ცხოვრებას უბედურებთ? სირცხვილი არაა რომ ერთმანეთს ხოცავთ და ცხოვრებას უსპობთ? მიპასუხე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კა, ეხლა :nekro:

ბავშვებმა მოაწყვეს ჰელოუინი და მიუვარდნენ წვერებიანი მასტები, ამ უწყინარი აქციის ჩასაშლელად

ბავშვებმა? :)) ერთI ლექსო ბაგრატიონია ბავშვი და მეორე მე :))

არ გვინდა რა მაგ თემაზე საუბარი არც მე ვიცი წესიერად მანდ რა მოხდა და არც შენ

 

რაც შეეხება აზრს. აზრო შენ მე მგონი არ გევასები ხო? :)) აგრესიას ვგრძნობ ჩემდამი შენს პოსტებში და მეჩვენება თუ მართლა? შენ ვერ გაიგე მე კითხვა როგორ დაგისვი - მართლმადიდებლებს რა გაგვიკეთებია იმას კი არ გეკითხები, არამედ მართლადიდებლობის სახელით რა მომხდარა. აუ შეაყარე კედელს ცერცვიო - შენზეა რა ნათქვამი. როცა ადამიანს არ გინდა რამის გაგება მე კი არა მაცხოვარო რომ გამოგეცხადოს ისიც ვერ დაგაჯერებს. შენ უბრალოდ ის გინდა რომ შენს აზრზე გადმოვიდე? თუ რა არის? რაღაცა ფანატიკოსი ყრუ გამოგყავარ. ცოტა დაიხიე რა უკან - ორი წლის ბავშვს არ ელაპარაკები, ვერიდები პოლემიკაში ჩართვას და ნუ მიწვევ!

Edited by dariala
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება აზრს. აზრო შენ მე მგონი არ გევასები ხო? :) აგრესიას ვგრძნობ ჩემდამი შენს პოსტებში და მეჩვენება თუ მართლა?

აგრესიას არა დეპრესიას კიდე. :nekro: არანაირი აგრესია, როგორც ჩანს გეჩვენება.

 

 

შენ ვერ გაიგე მე კითხვა როგორ დაგისვი - მართლმადიდებლებს რა გაგვიკეთებია იმას კი არ გეკითხები, არამედ მართლადიდებლობის სახელით რა მომხდარა.

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა სარჩულს დაუდებენ ქრისტიანული რელიგიები თავიანთ სამარცხვინო ქმედებებს. მთავარი აქ ისაა, რომ ისინი თავს ქრისტიანებად თვლიდნენ და მრავალ სამარცხვინო საქმეებს ჩადიოდნენ.

 

აუ შეაყარე კედელს ცერცვიო - შენზეა რა ნათქვამი.

მასეთი ფრაზები ერთმენეთს თუ ვწერეთ შორს ვერ წავალთ. :))

 

როცა ადამიანს არ გინდა რამის გაგება მე კი არა მაცხოვარო რომ გამოგეცხადოს ისიც ვერ დაგაჯერებს.

შენ რასაც ამბობ ეგ რომ გავიგოთ, მაშინ პასუხი გაეცი ზემოთ პოსტებში რაც გკითხე, დანარჩენზე მერე ვიყოთ. :)

 

შენ უბრალოდ ის გინდა რომ შენს აზრზე გადმოვიდე? თუ რა არის?

ესეც შენი აზრია, მსგავსი რამ ფიქრადაც კი არ მომსვლია. :))

 

რაღაცა ფანატიკოსი ყრუ გამოგყავარ. ცოტა დაიხიე რა უკან - ორი წლის ბავშვს არ ელაპარაკები, ვერიდები პოლემიკაში ჩართვას და ნუ მიწვევ!

მუქარები არ გვინდა. თემას დაუბრუნდი. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

უიმე დედა რა ჩამოთვლის ყველაფერს. სირცხვილი არაა როცა თანაქრისტიანები ერთმანეთს შანტაჟს უწყობთ და ცხოვრებას უბედურებთ? სირცხვილი არაა რომ ერთმანეთს ხოცავთ და ცხოვრებას უსპობთ? მიპასუხე.

უწყობთ თუ ვუწყობთ? მოდერი საჯარო პირია ფორუმში და ალბათ უკეთესი იქნება თუკი გვეცოდინება საკუთარ თავს ქრისიტანად მიიჩნევთ თუ არა, მართლმადიდებლი რომ არ ხართ გასაგებია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადლი? რაში გამოიხატება ეგ მადლი? რა გააკეთეს კარგი, რაც ქვეყანაზე მცხოვრებ ადამიანებს წაადგებოდათ. ჩამოაყალიბე, არავინ გიშლის; საინტერესოა მოვისმინოთ. ამ თემის გამხსელიც დარწმუნებული ვარ დაინტერესდება.

 

აზრი

შენ თუათეისტი ხარ და არ გწამს(თუნდაც მართლმადიდებლობისა),ვერ გაიგებ მადლი რა არის!ანუ ის რაც მადლი იქნება შენ სხვა ახსნას მოუძებნი,მაგრამ მადლი თავის შედეგს მაინც გამოიღებს!!!ამას ასე იმიტომ გეუბნები,რომსხვა სიტყვებით ან წინადადებებით იმ გრძნობის გადმოცემა თითქმის შეუძლებელია! ერთ მაგალითს გეტყვი და დაუკვირდი:სიტყვა "სიყვარული", სიტყვებით სრულფასოვნად გასაგებს გახდი ისეთი ადამიანისთვის ვისაც საერთოდ არ განუცდია?ანუ ამ "განცდას" სიტყვებით გააგებინებ?განაცდევინებ?

ალბათ ვერა არა?!

ასევეა "მადლის" შესახებ აღქმა.ერთი კიდევ თუ კარგის დანახვა არ გინდა ვერაფრით ვერ დაინახავ,დაინახავ მხოლოდ შენებური ინტერპრეტაციით ანუ უარყოფითად ცუდად! მაგრამ აი განცდა თუ გინდა იმ მადლისა და უდიდესი სიყვარულისა, აქ ერთად ერთი გზას ეკლესიამდე, ტაძრამდე მიყავხარ!!!

ეს შენი და მხოლოდ შენი გადასაწყვეტია ივლი თუ არა ამ გზით! მაგრამ ნუ ეცდები სხვა გადიყვანო ამ გზიდან შენი ნებსით თუ უნებლიე საქციელით ან საუბარით!!!(ამას ზოგადად ყველაზე ვამბობ და არა პირადად მარტო შენზე)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აზრი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა სარჩულს დაუდებენ ქრისტიანული რელიგიები თავიანთ სამარცხვინო ქმედებებს. მთავარი აქ ისაა, რომ ისინი თავს ქრისტიანებად თვლიდნენ და მრავალ სამარცხვინო საქმეებს ჩადიოდნენ.

კიდევ იმაზე საუბრობ რა?! სამარცხვინო საქმეებს ადამიანები იმიტომ კი არ ჩადიოდნენ,რომ ამას ქრისტიანობა ასწავლიდა ამას(მე კონკრეტულად მარტლმადიდებლობას ვგულისხმობ) ან ქრისტიანად რომ თვლიდნენ თავს. ადამიანს აქვს ასეთი ბუ-"ნება"(თან არ დაგვავიწყდეს ამაში სრულიად თავისუფალია) შენიღბოს ყოველივე თავისი ცოდვიანი საქციელი(მიმტაცებლობა,სხვაზე მძლავრობა,უბრალოდ უსამართლოდ მოპყრობა და ა.შ).

ეს ადამიანს შეიძლება ითვას ქვეცნობიერში აქვს,როცა არასამართლიანად ანუ ცუდად უნდა მოიქცეს თავადვე ჭირდება მიზეზი,რომელიც ვითომდა გაამართლებს მის ნამოქმედარს.და სხვების თვალის ასახვევად ხო ჭირდება და ჭირდება! მგონი ცოტა გასაგებად ვთქვი სათქმელი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხატმებრძოლეობა გაგიგიათ ალბათ ხო, მიტი წაიკითხეთ იმ პერიოდში ერთმანეთს როგორ უსწორდებოდნენ ხატმოყვარეები და ხატმებრძოლები და ნახავთ როგორი უდანაშაულოა მართლმადიდებლობა :)

 

რუსეთში ხალხს რომ წვავდნენ მართლმადიდებლობის გამო ეს არაფერი ხო? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

უწყობთ თუ ვუწყობთ? მოდერი საჯარო პირია ფორუმში და ალბათ უკეთესი იქნება თუკი გვეცოდინება საკუთარ თავს ქრისიტანად მიიჩნევთ თუ არა, მართლმადიდებლი რომ არ ხართ გასაგებია

Siknadmo

 

არანაირი მნივნელობა არ აქვს მოდერატორი თეისტია, ათეისტია თუ რა მრწამსისაა. მოდერის ვალდბულებაა ფორუმის წესების დაცვა და არა რომელიმე რელიგიური მრწამსის მიმდევრად მიჩნევა. გარდა ამისა, არაერთხელ მაქვს ფორუმზე დაწერილი რომ არცერთი რელიგიური მიმდინარეობის წევრად და მიმდევრად არ მივიჩნევ თავს. როდემდე უნდა დაისვას ერთი და იგივე შინაარსის შეკითხვები ჩემს მიმართ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

არანაირი მნივნელობა არ აქვს მოდერატორი თეისტია, ათეისტია თუ რა მრწამსისაა. მოდერის ვალდბულებაა ფორუმის წესების დაცვა და არა რომელიმე რელიგიური მრწამსის მიმდევრად მიჩნევა. გარდა ამისა, არაერთხელ მაქვს ფორუმზე დაწერილი რომ არცერთი რელიგიური მიმდინარეობის წევრად და მიმდევრად არ მივიჩნევ თავს. როდემდე უნდა დაისვას ერთი და იგივე შინაარსის შეკითხვები ჩემს მიმართ? :)

რელიგიურ მიმდინარეობაზე არაა საუბარი, არამედ იმაზე თავს ქრისტიანად მიიჩნევთ თუ არა,

შესაძლოა ადამიანი თავს თვლიდეს ქრისტიანად და არ იყოს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის წევრი, ასე რომ ჩემს მიერ დასმული კითხვა კორექტულია და არა განმეორებადი, ასეთ კითხვას პირველად ვსვამ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგიურ მიმდინარეობაზე არაა საუბარი, არამედ იმაზე თავს ქრისტიანად მიიჩნევთ თუ არა,

შესაძლოა ადამიანი თავს თვლიდეს ქრისტიანად და არ იყოს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის წევრი, ასე რომ ჩემს მიერ დასმული კითხვა კორექტულია და არა განმეორებადი, ასეთ კითხვას პირველად ვსვამ

Siknadmo

 

არცერთი რელიგიის მიმდევრად არ მივიჩნევ თავს. თუ ადამიანი ქრისტიანად მიიჩნევს თავს, ესე იგი ამა თუ იმ (ქრისტაინული) რელიგიის მიმდევარია ნაწილობრივ მაინც. მე ასე მესმის. :) რადგან არცერთი რელიგიის მიმდევარი არ ვარ, ბუნებრივია თავს ვერც მუსლიმად, ბუდისტად, ვერც ქრისტიანად, ვერც იუდეველად ვერ მივიჩნევ. რომ ვთქვა თავს ქრისტიანად მივიჩნევთქო, მაშინ ქრისტიანული ცხოვრებით უნდა ვცხოვრობდე კიდეც, ანუ რელიგიურად. მე ასე განვიხილავ ამ საკითხს (და სხვა როგორ განიხილავს და როგორ ესმის, ეგ მისი საქმეა, მე არ მაინტერესებს.) უფრო მეტსაც გეტყვი; ქრისტიანად თუ მიიჩნევს ადამიანი საკუთარ თავს, მაშინ ქრისტეს მცნებებით და პრინციპებით უნდა ცხოვრობდეს. მე კი ჩემი პრონციპები მაქვს და არავის პრინციპებს არ მივსდევ, თუმცა შესაძლოა ჩემი პრინციპები სხვის პრინციპებს ემთხვეოდეს. იმედია დავაკმაყოფილე შენი შეკითხვა. :D

 

მიუხედავად იმისა რაც აქ აგიხსენი ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ერთს მაინც გეტყვი ცნობისათვის, რომ ქრისტიანულ რელიგიად I საუკუნის ქრისტიანობას მივიჩნევ და არა IV-ხე საუკუნის შემდგომ განვითარებულ-ჩამოყალიბებული "ქრისტიანობა" რომელიც არანაირად არ ჰგავს I საუკუნის ქრისტიანობას - სახელის გარდა.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

არცერთი რელიგიის მიმდევრად არ მივიჩნევ თავს. თუ ადამიანი ქრისტიანად მიიჩნევს თავს, ესე იგი ამა თუ იმ (ქრისტაინული) რელიგიის მიმდევარია ნაწილობრივ მაინც. მე ასე მესმის. :yes: რადგან არცერთი რელიგიის მიმდევარი არ ვარ, ბუნებრივია თავს ვერც მუსლიმად, ბუდისტად, ვერც ქრისტიანად, ვერც იუდეველად ვერ მივიჩნევ. რომ ვთქვა თავს ქრისტიანად მივიჩნევთქო, მაშინ ქრისტიანული ცხოვრებით უნდა ვცხოვრობდე კიდეც, ანუ რელიგიურად. მე ასე განვიხილავ ამ საკითხს (და სხვა როგორ განიხილავს და როგორ ესმის, ეგ მისი საქმეა, მე არ მაინტერესებს.) უფრო მეტსაც გეტყვი; ქრისტიანად თუ მიიჩნევს ადამიანი საკუთარ თავს, მაშინ ქრისტეს მცნებებით და პრინციპებით უნდა ცხოვრობდეს. მე კი ჩემი პრონციპები მაქვს და არავის პრინციპებს არ მივსდევ, თუმცა შესაძლოა ჩემი პრინციპები სხვის პრინციპებს ემთხვეოდეს. იმედია დავაკმაყოფილე შენი შეკითხვა. :)

მიგაჩნია თუ არა ბიბლია ჭეშმარტიებად, უფრო სწორად შენი დამოკიდებულება ბიბლიის მიმართ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

შენ პირადული შეკითხვები არ გელევა როგორც ჩანს. :yes: მოდი ჯერ მითხარი, დავაკმაყოდილე შენი პირველი შეკითხვა რასაც ზემოთ მეკიტხებოდი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

ხატმებრძოლეობა გაგიგიათ ალბათ ხო, მიტი წაიკითხეთ იმ პერიოდში ერთმანეთს როგორ უსწორდებოდნენ ხატმოყვარეები და ხატმებრძოლები და ნახავთ როგორი უდანაშაულოა მართლმადიდებლობა :)

 

რუსეთში ხალხს რომ წვავდნენ მართლმადიდებლობის გამო ეს არაფერი ხო? :D

 

მოგესალმებით ძვირფასო ფორუმელებო! პირველრიგში ბოდიშს ვიხდი იმისგამო რომ შესაძლოა ფორუმზე ეს აზრი უკვე გამოთქმული იყოს თქვენს მიერ და მე ისევ გავიმეორო უნებლიედ (ამ თემამ გადამაწყვეტინა გამევლო რეგისტრაცია).

 

უპერველეს ყოვლისა როცა ვიწყებთ რაღაცის კრიტიკას ან ვიღაცის სოფხედველობის განსჯას, ჯერ უნდა დავფიქრდეთ საკუთარ შემეცნებაზე რამდენად მართებულად ვაზროვნებთ და რასაც "ვეთაყვანებით" არის თუ არა ის თაყვანისცემის ღირსი (შენს სახელზე მიბმული სურათები პირდაპირ გეტყვი მასონიზმის ნაყოფია) და როცამ ამ "მოძღვრების" კაცი იწყებს დისკუსიას ანტონი დიდის დარიგებით საერთოდ უპასუხოდ უნდა განერიდო. მაგრამ რადგან ზოგჯერ თქმა ჯობს არათქმასა ამიტომ მოდი გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები.

ორიოდე სიტვით ჯერ აბრამიის მიერ მორიას მთაზე ისააკის შეწირვაზე: მთელი ბიბლიის ისტორია არის გმობა და ღვთის მოწოდება იმისა რომ ადამიანები როცა კერპებს სწირავდნენ საკუთარ შვილებს ცეცხლში გატარებით უფალს ამაზე მეტ სიბილწედ არაფერი მიაჩნია და ის ორგიები რასაც წარმართული კერპები ითხოვდნენ ქალწულებისაგან მსხვერპლშეწირვის მიზნით. ის რაც აბრაამმა ღვთისგან მოწყალებით მიიღო (ძე აღთქმისა ისააკი) ნუთუ უფალს მართლაც მისი შეწირვა უნდოდა? არა! და არც შეუწირია. ეს იყო აბრაამის უდიდესი სიყვარულის გამოხატულება ღვთისადმი რომელიც უფალმა სურვილის სახით შეიწირა(შესაძლოა ეს ერთგავრ გამოცდადაც ჩავთვალოთ რითაც "აბრაამის საქმეები გამოჩნდა" (Iიაკობი.ეპ) მან კი ჩვენ საკუთარი მხოლოდშობილი ძე არა სურვილად არამედ ჭეშმარიტი ქმედებით, განკაცებით, ვნებით, სიკვდილით, აღდგომით და დიდებით ამაღლებით მოგვცა.

ის სასაცილო ბრალდებეი რაც შენიაზრით თან ახლავს სიმართლის დაცვას ეკლესიას ეს არასდროს მოუწონებია ეს იყო ყოველთვის ადამიანთა რადიკალური ქმედებების ნაყოფი. მაგრამ მოდი ვთქვათ წმ. მამაებს ვის კვალსაც ეკლესია მისდევს ნუთუ ვინმე იტყვის რომ მათ ამდაგვარი რამ სჩვეოდათ? ქრისტიანობამ არ თქვა გიყვარდეს მტერი შენიო და მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისიო? ქრისტიანობამ თქვა თავს უფლობდეო და არა ვნებები უფლობდნენ შენზეო რასაც დღეს ქადაგებენ. გავაკეთოთ ყველაფერი, აღვასრულოთ ჩვენი თავისუფალი ნება, რა რწმენა და რელიგია? "განვთავისუფლდეთ" ვიყოთ სინდისისგან გაშიშვლებულები, რომ უკეთესად მოხერხებულად "უპატიოდგვყონ" (სწორედ ამას ასწავლის გამოცდილი მეძავი ახალბედას რომ ადვილად ჩაითრიოს სიბილწის მორევში). ქრისტიანობამ "დაამხო"ადამიანის პიროვნებაა? წარმართული უთვალავი, გაუმაძღარი ღმერთები რომლებიც ყველა ყურეში და ფეხისნაბიჯზე მსხვერპლს ითხოვდნენ იმათ მოქონდათ ადამიანის პიროვნების რეალიზება? "ყოველი ღმერთი წარმართთაი ეშმაკი არს"(ფს.). მოდი ვთქვათ შენს იდიალებზე რომელსაც ეთაყვანები საფრანგეთის რევოლუციამ რომ სისხლი დაღვარა განურჩევლად ყველასი ორსულ ქალებს რომ კლავდნენ იმისგამო რომ შვილი იმავე სისხლის იქნება რაც მისი მონარქისტი მშობელიო ამაზე მეტი სისაძაგლე და ფანატიზმი სადმე მართლმადიდებლობის გავრცელებისას გინახია? კათოლიციზმს სწორედ ამას ჩასძახის ყველა რომ ამგვარი ქრისტიანობა ყოვლად მიუღებელია და ეს ქრისტიანობის იდეალი არც არსდროს ყოფილა. და რაც რუსეთში მომხდარ ქმედებებს შეეხება მოდი ჯერ დავსვათ შეკითხვა ან გავიხსენოთ თამარ მეფის სიტყვები გიორგი რუსის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შეიძლება რუსულ აზროვნებაზე ვიგულისხმოთ "ვინც ქრისტეს აღიარებს განა ყველას საქმენი ქრისტიანია?" მართლმადიდებლობა დევნილი იყო სწორედ ხატმებრძოლების მიერ და სწორედაც რომ უდანაშაულოა ხატმებრძოლეობის ფორმებისა. ქრისტიანობამ მისცა ადამიანებს ამსოფლიური უბედურების პასუხი და არა იმ მოძღვრების მსგავსად, რომლებიც ჰაერში გამოკიდებული იდეებით მიყავდათ ადამმიანები ბურუსში (პატივცემული რენესანსის მსოფმმხედველობამ მიიყვანა მომავალი საუკუნეები ღმერთის უარყოფამდე. გირჩევ ფილოსოფიის ზოგად კურსს გადახედო)მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი შენთვის ხომ ღიმილის მომგვრელია იმიტომ რომ ათეისტი და რწმენა?! ესენი ხომ ისე ნათესაობენ როგორც ანგელოზი და ეშმაკი (ერთის გაუკუღმართებული ნაყოფია მეორე). ბევრს აღარ შეგაწყენთ (შეიძლება ესეც მოვახერხე და ამის გამო ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ)და ჩემი პოზიციაა ძვირფასო ღვთისმოყვარე ქრისტიანებო, რომ ახლოსაა "ზაფხული" და იმ დღის მოლოდინის იმედად გავძლიერდეთ, რომ სიმართლე გამოაჩენს ჭეშმარიტებას, რომლის დიდება არის და იქნება მარადჟამს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...