Jump to content
Planeta.Ge

ლიცემერის საჯარო აღსარება


Recommended Posts

ყველას კარგად გვახსოვს მიშას "გამეფებას" როგორი რთული, არეულ-დარეული დრო უძღოდა წინ-კორუფცია, სახელმწიფო მექანიზმის გაუმართაობა. აფხაზეთის და სამოქალაქო ომისგან განადგურებული ქვეყანა, სიღარიბე, მოსალოდნელი და გარდაუვალი ომის მოლოდინი. იყო თუ არა ასე? რა თქმა უნდა იყო. ჰოდა, მაშინ რა გასაკვირია თუ მეც დამებადა ( და არა მარტო მე, არამედ თითოეულ ჩვენგანს) ოცნება გმირზე, რომელიც იხსნის ქვეყანას ( მეც ქართველი ვარ-ქართული მესიანიზმით უზომოდ მთვრალი) საბოლოო განადგურებისაგან .

ამით იმის თქმა მინდა, რომ მიშა ჩვენ და მოვლენათა განვითარებამ შექმნა.

ის კარგად მიგვიხვდა ოცნებას, კარგად დაიჭირა ქართული სოციუმის მენტალური გასაღები. კარგად დაამუღამა სიტუაცია და შექმნა "გმირი"-საკუთარი პერსონა.

მან კარგად იცოდა , რომ მთავარი იყო ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ თავად არის ის ყრმა

"ვისიც არ ითქმის სახელი,

ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს

ჩუმის ნატვრითა ქართველი"?

დანარჩენს კი თავად ჩვენ, ქართული მესიანიზმით და სანიკიძის რესტავრირებული ისტორიით დაბრმავებულები გავაკეთებდით. თავად შევქმნიდით გმირს: წმინდას, უბიწოს, უმწიკვლოს, სპეტაკს, , უჭკვიანესს, უბრძნესს, შეუმცდარს, მართალს, გულადს, პატიოსანს, სამართლიანს, მოკლედ, ბელადს. ასეც მოხდა, მართლა შევქმენით არარაობისგან "ღმერთკაცი". საკუთარი ოფლით და სისხლით შევაკოწიწეთ "ღვთაება". ერთი სიტყვით, ასე იქცა მიშა ჩვენი ოცნების ექოდ. ასე გახდა ჩვენი ოცნების ლანდი, ორეული

მიშა!- ამ სახელში სხვა აზრიც ჩავდეთ-მიშა! ესე იგი, უკეთესი საქართველოსათვის, ესე იგი, ოცნებისათვის, ოცნების გადარჩენისათვის, სამართლიანობისათვის. მოკლედ, ძალიან ბევრ ცნებას იტევდა ეს სახელი.

მოიხსნა ნიღაბი არამზადამ, გამოჩნდა მისი ნამდვილი სახე, მაგრამ კიდევ ბევრს უჭირს ირწმუნოს , რომ მათ მიერ გამოძერწილი "მხსნელი" ასეთი მახინჯია. თავიდან მეც ძალიან გამიჭირდა...დიდხანს ვერ შევეგუე ამ სიმართლეს...ძლივს გავუსწორე თვალი სინამდვილეს. ძნელი ყოფილა ოცნების დამარცხებასთან შეგუება.

 

მოკლედ, ჩემი აზრით, სანამ ქართული სდაზოგადოება მიდრეკილია ქარიზმატული ლიდერისკენ, ჩვენი საშველი არ იქნება.

 

უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 35
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით?

:mad: :D

 

ლ ი ც ი

მიშა ყოველტვის ფლიდიუ კაცი იყო.

ისე საინტერესოა საქართველოს ისტორია რომ არა ვარდების პუტჩის დღე....და პარლამენტის სხდომის დასრულება..... :(

დაიწყებოდა ახალი ლიდერის ძიება....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

აბა, როგორ არ დაგეთანხმოთ? :D

 

უბრალოდ მე მას ცოტა ადრე ვიცნობდი პირადად და მასზე ასეთი აღმატებული წარმოდგენა არ მქონია. მხოლოდ შევარდნაძეს მერჩივნა და ახლაც მირჩევნია, გარდა პოლიტიკური შორსმჭვრეტელობისა და დიპლომატიურობისა. ვერ ვინელებ, რომ მივდივარ დასკვნამდე, ცხინვალი პრაქტიკულად დაბრუნებული ჰქონია შევარდნაძეს, ოღონდაც უსტატუსოდ. ხალხის ნახევარზე მეტი დაბრუნებული იყო, გზა და მოძრაობა გახსნილი და შეუზღუდავი, ქართული სკოლები ფუნქციონირებდა და ქართული ფული რუსულთან "პაპალამ" ტრიალებდა. მეტიც, მათი ეკონომიკა სასიცოცხლოდ იყო დამოკიდებული ჩვენსაზე (ერგნეთის წყალობით). აფხაზეთშიც თითქმის მთელი გალი დაბრუნებული იყო. ჩემი მეზობლები არიან წალენჯიხელები, მაგათი ნათესავი გათხოვდა გალში 2000-ში თუ 2001-ში და 100 კაცი მაყარი იყვნენ წასულები დაუბრკოლებლად. მოკლედ მიშაზე ჩემს თავს ნაკლებად ვუსაყვედურებ. მხოლოდ იმას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, შევარდნაძის მართლა დედამოხნულ მთავრობის წევრებს და ბიზნესმენებს, მართლა უკანონოდ ნაშოვნ ფულს და ქონებას რომ ართმევდნენ, მაშინ არ ვხაოდი ბოლო ხმაზე და არ ვაგინებდი მიშას. უნდა მივმხვდარიყავი, რომ უკანონობას სჩადიოდნენ. დაჭერა ხო, მაგრამ ქონების კონფისკაცია და გაკულაკება არაა დემოკრატიული მოვლენა და ეს სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანდა. უნდა მივმხვდარიყავი, რომ მათ წართმეულ ბიზნესებზე აუცილებლად წასძლევდა სული ვინმეს. უნდა მივმხვდარიყავი, რომ კეზერა და ტახირიჩა რო თანამდბობებზე დანიშნეს აი მანდ დაერხა საქართველოს, რადგან მაგათზე ფულისტი ხალხი იშვიათად შემხვედრია ცხოვრებაში და მაგათ კი გადასარევად ვიცნობდი მანამდეც... და მაშინ უნდა მომეთხოვა მათი მოსპობა. ეხლა გვიანღაა თითზე კბენანი. :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას კარგად გვახსოვს მიშას "გამეფებას" როგორი რთული, არეულ-დარეული დრო უძღოდა წინ-კორუფცია, სახელმწიფო მექანიზმის გაუმართაობა. აფხაზეთის და სამოქალაქო ომისგან განადგურებული ქვეყანა, სიღარიბე, მოსალოდნელი და გარდაუვალი ომის მოლოდინი. იყო თუ არა ასე? რა თქმა უნდა იყო. ჰოდა, მაშინ რა გასაკვირია თუ მეც დამებადა ( და არა მარტო მე, არამედ თითოეულ ჩვენგანს) ოცნება გმირზე, რომელიც იხსნის ქვეყანას ( მეც ქართველი ვარ-ქართული მესიანიზმით უზომოდ მთვრალი) საბოლოო განადგურებისაგან .

ამით იმის თქმა მინდა, რომ მიშა ჩვენ და მოვლენათა განვითარებამ შექმნა.

ის კარგად მიგვიხვდა ოცნებას, კარგად დაიჭირა ქართული სოციუმის მენტალური გასაღები. კარგად დაამუღამა სიტუაცია და შექმნა "გმირი"-საკუთარი პერსონა.

მან კარგად იცოდა , რომ მთავარი იყო ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ თავად არის ის ყრმა

"ვისიც არ ითქმის სახელი,

ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს

ჩუმის ნატვრითა ქართველი"?

დანარჩენს კი თავად ჩვენ, ქართული მესიანიზმით და სანიკიძის რესტავრირებული ისტორიით დაბრმავებულები გავაკეთებდით. თავად შევქმნიდით გმირს: წმინდას, უბიწოს, უმწიკვლოს, სპეტაკს, , უჭკვიანესს, უბრძნესს, შეუმცდარს, მართალს, გულადს, პატიოსანს, სამართლიანს, მოკლედ, ბელადს. ასეც მოხდა, მართლა შევქმენით არარაობისგან "ღმერთკაცი". საკუთარი ოფლით და სისხლით შევაკოწიწეთ "ღვთაება". ერთი სიტყვით, ასე იქცა მიშა ჩვენი ოცნების ექოდ. ასე გახდა ჩვენი ოცნების ლანდი, ორეული

მიშა!- ამ სახელში სხვა აზრიც ჩავდეთ-მიშა! ესე იგი, უკეთესი საქართველოსათვის, ესე იგი, ოცნებისათვის, ოცნების გადარჩენისათვის, სამართლიანობისათვის. მოკლედ, ძალიან ბევრ ცნებას იტევდა ეს სახელი.

მოიხსნა ნიღაბი არამზადამ, გამოჩნდა მისი ნამდვილი სახე, მაგრამ კიდევ ბევრს უჭირს ირწმუნოს , რომ მათ მიერ გამოძერწილი "მხსნელი" ასეთი მახინჯია. თავიდან მეც ძალიან გამიჭირდა...დიდხანს ვერ შევეგუე ამ სიმართლეს...ძლივს გავუსწორე თვალი სინამდვილეს. ძნელი ყოფილა ოცნების დამარცხებასთან შეგუება.

 

მოკლედ, ჩემი აზრით, სანამ ქართული სდაზოგადოება მიდრეკილია ქარიზმატული ლიდერისკენ, ჩვენი საშველი არ იქნება.

 

უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით?

ჩვენი საშველი არ იქნება

 

ამაში გეთანხმები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალია საშველი არაა

 

რა სონეტი? რაღა დროის მიძღვნებია

დაგვანებონ თავია თუ თავები

ოცნებები ცნებებივით ირღვევიან

უსასრულო დასასრულში გავები.

მე რა ვიცი რა წებოთი გავახვიე

მე რა ვიცი დავუჯერო ვის ზრახვებს

დაველოდოთ გასულია საქართველო

და რომ მოვა თვითონ გამოგვიძახებს.

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

მოიხსნა ნიღაბი არამზადამ, გამოჩნდა მისი ნამდვილი სახე, მაგრამ კიდევ ბევრს უჭირს ირწმუნოს , რომ მათ მიერ გამოძერწილი "მხსნელი" ასეთი მახინჯია. თავიდან მეც ძალიან გამიჭირდა...დიდხანს ვერ შევეგუე ამ სიმართლეს...ძლივს გავუსწორე თვალი სინამდვილეს.

ოპრიჩნიკები გემახსოვრება ისტორიიდან - "სლოვო ი დელო"

ამას იცი როდის მივხვდი? ინაუგურაციის დღეს გელათში ვიღაც გაჭირვებულ გლეხ-კაცს გადახვია ხელი და თქვა - ამათ თუ იმედი გავუცრუვეო, აი მაშინ კი ეს საზოგადოება ჩავარდება სასოწარქვეთილებაში და აღარავის არარ დაუჯერებსო.

თქვა და შეასრულა, ესე "სლოვო ი დელო". ლიც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბევრს უჭირს ირწმუნოს , რომ მათ მიერ გამოძერწილი "მხსნელი" ასეთი მახინჯია

მხსნელების ძერწვას უნდა შეეშვათ. არავითარი მხსნელი არ არსებობს და არც იარსებებს არასდროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

მოკლედ, ჩემი აზრით, სანამ ქართული სდაზოგადოება მიდრეკილია ქარიზმატული ლიდერისკენ, ჩვენი საშველი არ იქნება.

რამაზს მხურვალე სალამი.

ეგრეა ნამდვილად. სულ მაგას ვიძახი რომ საქართველოშო მოწონთ ან მიშა მაგარია ან მიშა მოვედი.

ამიტომაა ალასანია მაინც თეთრი ყვავია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, ჩემი აზრით, სანამ ქართული სდაზოგადოება მიდრეკილია ქარიზმატული ლიდერისკენ, ჩვენი საშველი არ იქნება.

 

უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით?

ჩემზე ამას ვერანაირათ ვერ ვიტყვი, რაც თქვენ მთელ ქართულ საზოგადოებაზე თქვით.

ჩემ აზრს (სრულიად საწინააღმდეგოს) მოგვიანებით ცალკე თემაში მოგახსენებთ.

და მაინც იმედი მაქვს, რომ ზუსტად თქვენ (პლანეტელები) გამიგებთ და შეაფასებთ (კონსტრუქტიულად მიიღებთ ან უარყოფთ).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მხსნელების ძერწვას უნდა შეეშვათ. არავითარი მხსნელი არ არსებობს და არც იარსებებს არასდროს

აი ასე რა შე კაცო :mad: იქნებ შენ მაინც დაგიჯერონ, უფრო ვესიანი ხარ აქ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმები ლ ი ც ი! :)

ასეც მოხდა, მართლა შევქმენით არარაობისგან "ღმერთკაცი".
ფრიად სამწუხაროდ. :)

analgin

შევარდნაძეს მერჩივნა და ახლაც მირჩევნია, გარდა პოლიტიკური შორსმჭვრეტელობისა და დიპლომატიურობისა
აღმოჩნდა რომ ზუსტად პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და დიპლომატიურობა ესაჭიროება პირველ რიგში ისეთი პატარა და რთული ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალს, როგორიც საქართველოა.
ვერ ვინელებ, რომ მივდივარ დასკვნამდე, ცხინვალი პრაქტიკულად დაბრუნებული ჰქონია შევარდნაძეს, ოღონდაც უსტატუსოდ.
სასაცილოა, მაგრამ ბევრი დღესაც ბელადის მთავარ მონაპოვრად აჭარის "შემომტკიცებას" თვლის და როცა მაგ თემაზე "მგზნებარედ" საუბრობს ვერც კი ხვდება რამხელა შეურაცხყოფას აყენებს აჭარლებს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმები ლ ი ც ი!
რამაზს მხურვალე სალამი.

ძუკუ

Lo Janko

analgin

lasha_alo

სალამი :)

 

 

 

irene :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...