Jump to content
Planeta.Ge

პატრულმა კიდე ერთი ადამიანი მოკლა?


Recommended Posts

მოიცა და რამე სკოლას არ ამთავრებენ და ეგრევე იღებენ სამსახურში?

ადრე მახსოვს პოლიციის აკადემია იყო, სადაც სხვა გამოცდებთან ერთად ფიზიკურ მომზადებაშიც ტარდებოდა მისაღები გამოცდა(ნორმატივების გარკვეული მინიმუმი უნდა ჩაგებარებინა).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 61
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

პატრონიანი მალევე გადის გამოსაცდელ ვადას 2-თვეში და მალევე იღებს სამხედრო წოდებას

 

 

უპატრონო განყოფილებაში

 

უპატრონი 6-დან 8-თვემდე გადის გამოსაცდელ ვადას და ნელა იღებს სამხედრო წოდებას ასევე მათ უფრო ბინძური საქმეების გაკეთება უწევთ წარმატების მისაღწევათ

 

 

ეს ვერ გავიგე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფიზიკური მონაცემებით არა, მაგრამ აი უნარებით კი განსხვავდებიან :D კაცს რომ პატრულში მოუნდება მუშაობის დაწყება, რომელ უნარებზე საუბრობ :* ან ბოღმა აქვს ვიღაცის, და რომ ვერაფერს ვერ უშვება, ძაღლდება, ან ფულის შოვნა უნდა. ეგრეა ყველა ქვეყანაში, წესიერი კაცი რატომ მოინდომებს პოლიციელობას, თუ ვიგოდა არ ექნება მანდედან?

არ გეწყინოს დზმა მაგრამ ანტისოციალური ელემენტივით ბაზრობ,

პოლიცია საჭიროა რომ კრიმინალებისგან დაიცვას საზოგადოება,

სახში არავინ შემოგივარდეს, ჯიბეში არავინ ჩაგიძვრეს,

პოლიციელს უნდა ჰქონდეს თავისი ღირსება

და ვაფშე დროა კრიმინალურმა ცნობიერებამ დატოვოს საზოგადოების ის ნაწილი ვინც კრიმინალით არაა დაკავებული,

ქურდული წესებით უნდა იცხოვრონ მხოლოდ კრიმინალებმა და ეხლა არ მითხრა ვინც ქურდულად არ ცხოვრობოს ბ... არისო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://7days.ge/index2.php?newsid=1069

 

მკვლელი პოლიციელი და მატყუარა ჟურნალისტები სიახლეები, მართლმსაჯულება

 

გუშინ, 18:41

დაჩი კვიკვინია, ზუგდიდი

წუხელ, საღამოს 18:00 საათზე ზუგდიდში ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორის, იროდიონ შელიას, ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად მოქალაქე ნუგზარ მანია მოკლეს.

 

მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში პროგრამა „პოსკრიპტუმში“ მკვლელობის ფაქტს სპეციალური ჩართვა მიეძღვნა.

 

წამყვანმა გადაცემა საგანგებოდ შეწყვიტა და ეთერი დაუთმო ჟურნალისტს, რომელიც შსს-დან პირდაპირ ეთერში შეუდგა სიცრუის გავრცელებას:

„თოლორაიების ოჯახში დაიწყო ჩვეულებრივი ყოფითი კონფლიქტი მამასა და შვილს შორის. მოხდა ისე, რომ ეს კონფლიქტი შემდგომ ჩხუბში და კიდევ უფრო ფართო დაპირისპირებაში გადაიზარდა. მეზობლების ჩარევის გარდა, საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ხოლო რა მოხდა საპატრულო სამსახურის ადგილზე მოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გვიამბო:

 

გრიგოლ ბესელია, დეტექტივი: „პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს სიტუაციის განმუხტვა, რა დროსაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. გიორგი და თამაზ თოლორაიებისა და მათი მეზობლების პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს გარდაიცვალა გიორგი თოლორაიას ერთ-ერთი მეზობელი, ნუგზარ მანია“.

 

პაატა იაკობაშვილი: ჩვენი ინფორმაციით ინსპექტორი იროდიონ შელია უკვე დაკავებულია, კითხვებზე რატომ დასჭირდა მას ბუდიდან იარაღის ამოღება, რატომ არ იყო იარაღზე დამცველი დაყენებული, გამოძიება გასცემს პასუხს. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია,” – გვატყობინებდა ტელეკომპანია „რუსთავი2“ და შსს.

 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც, რაგინდ საკვირველიც უნდა იყოს, სრულად ემთხვეოდა იმ ტექსტს, რომელიც ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში გაახმოვანა.

 

მოწმეების ნაამბობის მიხედვით, რომლებიც მომხდარიდან რამოდენიმე წუთში ჩავწერე განსხვავებული სურათი იხატება. ირკვევა, რომ მოკლული არანაირ ოჯახურ კონფლიქტში არ ჩარეულა, მეტიც არც თოლორაიების ოჯახში ყოფილა 17 აპრილს ოჯახური კონფლიქტი. ეკლესიის მშენებლობაზე დასაქმებული 60 წლის ნუგზარ მანია სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა. თოლორაიების სახლიდან დაახლოებით 200 მეტრში მან შემთხვევით შენიშნა, როგორ სცემდნენ მისთვის უცნობ პიროვნებას პოლიციის თანამშრომლები. ხოლო რა მოხდა შემდეგ, ამაზე მკვლელობის თვითმხილველი თამარ ქირია გვიამბობს.

 

„ქუჩიდან ხმაური შემომესმა. გარეთ გასულებმა დავინახეთ, ძალოვანები როგორ ცემდნენ ახალგაზრდა ბიჭს, ის შველას ითხოვდა და სამართალდამცავებს ეხვეწებოდა: ნუ მირტყამთ თავი დამანებეთო. ამ დროს გამოიარა ჩვენმა მეზობელმა ნუგზარ მანიამ. მორწმუნე კაცი იყო და ბიჭს გამოექომაგა. პოლიციელებს ეუბნებოდა „ნუ სცემთ, მხეცები ხომ არ ხართ, შეეშვითო!”. ჩვენს საქმეში ჩარევა როგორ გაბედეო, და მასაც ცემა დაუწყეს. შემდეგ ერთ-ერთმა სამართალდამცავმა იარაღი ამოიღო. ეტყობოდა, რომ ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო... არ გამოვრიცხავ, ნარკოტიკული ნივთიერებაც ჰქონოდა მიღებული – არაადეკვატურად იქცეოდა, იარაღს ყველას უმიზნებდა, ბოლოს გამოაცხადა: ახლა მე შენ მოგკლავო და ნუგზარ მანიას ესროლა. 60 წლის მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა, ვხედავდით როგორ გაშავდა ადამიანი. საავადმყოფოში კი არ მიჰყავდათ. საპატრულო სამსახურში დავრეკე, იმედი მქონდა, რომ ისინი მაინც შეაჩერებდნენ რაიონული პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა საერთოდ არ გამოცხადდნენ. სისხლისგან დაცლილი ცხედარი მანქანაში ჩააგდეს, ჯერ კიდევ ცოცხალი ეგონათ და ურტყამდნენ.

 

ადამიანის მოკვლის მიზეზი მხოლოდ ის გახდა, რომ დაჩაგრულს გამოექომაგა, ბატონ ნუგზარს არავისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამ ამბავს 15 მოწმე მაინც ჰყავს, რადგან ხმაურზე მთელი სამეზობლო შეიკრიბა“.

 

ნუგზარ მანია საავადმყოფოში გარდაცვლილი მიიყვანეს, რამდენიმე წუთში ის ზუგდიდის პროზექტურაში გადაასვენეს, შუაღამის 2 საათისთვის კი – ოჯახში.

 

22:00 საათისთვის მოკლულის საცხოვრებელ სახლში მივედი. ცხედარი პროზექტურიდან ჯერაც არ იყო გადმოსვენებული. სახლთან შეკრებილი მეზობლები და ოჯახის წევრები აღშფოთებას ვერ მალავდნენ, ყველა ერთხმად დადებითად ახასიათებდა მოკლულს.

 

დალი მანია, მოკლულის და: „როგორ შეიძლება ასეთი რამ! უდანაშაულო ძმა მომიკლეს. სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა მშიერი ადამიანი. ჩანთა მოჰქონდა, რომელშიც მუშის ტანსაცმელი ელაგა, დაუხიეს და ქუჩაში დაუყარეს. კვირას არ მუშაობდა და ოჯახთან უნდოდა უქმე დღის გატარება.

 

ძაღლივით მოკლეს ადამიანი უსინდისო პოლიციელებმა. თურმე ნუგზარი ეხვეწებოდა მეც გამიშვით და ამ ბიჭსაც თავი დაანებეთ, ნუ მოკლავთო – მაგრამ მაინც არ დაინდეს! ჩვენთვის უცნობია, ვინ იყო ის ახალგაზრდა.

 

ჩვენთან მოვიდა „რუსთავი2“-ს ჟურნალისტი, ამ ტელეკომპანიამ სრული სიცრუე გაავრცელა. პირობას ვდებ: სანამ ცოცხალი ვარ, არ გავახარებ იმ უსინდისოებს. სიკვდილის ღირსი არიან პოლიციელები და მატყუარა ჟურნალისტები. დაგვღუპეს შვილო, დაგვღუპეს!“

 

შინაგან საქმეთს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად სწორედ იმ ოჯახში მივედი სადაც, ძალოვანი უწყების ინფორმაციით, თამაზ და გიორგი თოლორაიებს შორის ოჯახური კონფლიქტი მოხდა. სახლში ოჯახის უფროსი დამხვდა:

 

ნუგზარ თოლორაია: „რა სისულელეა, არანაირი კონფლიქტი არ გვქონია, ჩემი ვაჟიშვილი დღეს საერთოდ არ მინახავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩხუბი, შელაპარაკება ან სხვა სახის კონტაქტი ჩემს შვილთან არ მქონია. სახლში ვიყავი მთელი დღე. ამ ქუჩაზე არც პოლიციელი დამინახავს და არც ხმაური გამიგია. არ ვიცი, რატომ გამოაცხადა ტელევიზიამ ჩემი სახელი და გვარი. გაურკვევლობაში ვარ. საღამოს მითხრეს, მეზობელ ქუჩაზე ნუგზარ მაინა მოკლესო. ძალიან მეწყინა”.

 

თოლორაიების მეზობლები „რუსთავი2“-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში სიმშვიდე იყო. ოჯახური კონფლიქტი კი თოლორაიებს არ ჰქონიათ, შესაბამისად, საპატრულო პოლიციაც არავის გამოუძახია.

 

კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც პოლიციამ და ქართულმა ტელეკომპანიამ გაავრცელეს ის არის, რომ დამნაშავე თითქოს უკვე დაკავებულია. სინამდვილეში მკვლელი პოლიციელი იროდიონ შელია ამ დრომდე თავისუფალია. იგი წუხელ, გვიან ღამით, 022-ის შენობიდან პოლიციის პიკაპით გამოვიდა და ქალაქის ცენტრის მიმართულებით დაძრა ავტომანქანა. რასაკვირველია შელია საჭეს თვითონ მართავდა...

 

 

:D :D :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

რაც დაწერე ჩემთვის სიახლე არ ყოფილა, მაგრამ შენ მოგწონს "ოპოზიციურ მიდრეკილებებს" რომ ამოწმებენ? სხვათაშორის ის სქემა, რაც შენ აღწერე არა მხოლოდ შსს-ში მოქმედებს. ყველა სახელმწიფო სამსახურში და ბევრს კერძო მსხვილ კომპანიებშია, რომელთა მეპატრონეებიც ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან (ყაზტრანსგაზი, საქართველოს ბანკი, რუსთავი2, იმედი, ბილაინი და ა.შ.).

თუმცა თუ სამსახურის უფროსი წონიანია, შეუძლია ნებისმიერი სიების და შეხედულებების გვერდის ავლით აიყვანოს ადამიანი. საერთოდ სახელმწიფო სამსახურებში კადრების საკითხს ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი წყვეტენ. ქვედა დონეზე ვინ იმუშავებენ ამას შსს-ს ანალიტიკური სამსახური გადაწყვეტს უშუალოდ იმ სამსახურის კადრების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. რაც შეეხება მაღალ დონეებს (მინისტრის მოადგილე, მრჩეველი, დეპარტამენტის უფროსი) ასეთ საკითხებს პირადად ზურაბ ადეიშვილს, მინიმუმ მის მოადგილეს უთანხმებენ. ნებისმიერ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე კადრების წარდგენას, დაწყებული საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობიდან, დამთავრებული პარლამენტის წევრობით თუ პრემიერ-მინისტრობით, წყვეტს 4 კაცი: მიშა სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურა ადეიშვილი და კახა ბენდუქიძე. ამ უკანასკნელს დღემდე უზარმაზარი გავლენა აქვს, ხშირად ვანოზე და ზურაზე მეტიც. რომ იცოდეთ საქართველოს პრემიერ მინისტრი პრაქტიკულად ბენდუქიძეა ეხლა. :D გილაური უუფლებო კაცია. მის თითოეულ გადაწყვეტილებას მისი მრჩეველთა უფროსი ვახტანგ ლეჟავა იღებს, რომელიც კახას კადრია, მისი პირველი მოადგილე იყო. ანუ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილებას გილაური უთანხმებს ლეჟავას, ლეჟავა ბენდუქიძეს. ბენდუს ბეჭდის გარეშე არ მიიღება გადაწყვეტილება და პირიქით. ბენდუს ნებისმიერი ინიციატივა იქნება თუ ბრძანება, კანონია ლეჟავასთვის, ლეჟავასი კი გილაურისთვის.

 

საერთოდ უცნაური კაცია ეს ბენდუქიძე. ვერ გავიგე საიდან და რატომ ამდენი "ვესი", 7 ნოემბერს მთავრობის საგანგებო სხდომაზე სულ "Y"-ები ეძახა მის ვანოს და მის ძმებს; 6 აგვისტოს გვიან ღამით კი რაც მან გააკეთა მთელს კანცელარიას დღემდე პირზე აკერია, ჰოლში დადიოდა ნერვიულად, ლიფტს მუშტებს ურტყამდა და ბოლო ხმაზე იგინებოდა : "ამათი დედა მ...! ხო ვუთხარი, არა? რამდენჯერ ვუთხარი ეგ არ გააკეთოთ, არ გააკეთოთ თქვენი დედა... თქვე ყ...ბო. ეხლა დედას მოგ...ენ, ქვეყანა აღარ იქნება. ესენი ვინ არიან?". მთავრობის სხდომებზე თურმე ერთადერთი კაცი იყო, ვინც მიშას სიტყვას აწყვეტინებდა, არ ეთანხმებოდა და უხეშად ეკამათებოდა ხოლმე. მიშა რო დიღომში ცხოვრობდა, სანამ რეზიდენციას აუშენებდნენ, მის გვერდზე იყო ბენდუ და კვირაში 2-3ჯერ ქეიფობდნენ. რამდენიმე მაღალჩინოსნის მძღოლის თქმით "შეჩემა"-თი, "შე კარგმ...ო"-თი და Y-თი მიმართავს ხოლმე ბენდუ მიშას. :D

 

ბევრს ეღიმება, ზოგს გულწრფელად და ზოგს ცინიკურად, მაგრამ მართლა არსებობს ყოველდღიურად განახლებადი მონაცემთა ბაზა ე.წ. "შავი სია", სადაც მოქალაქეები არიან შეყვანილნი მათი ოპოზიციური პოლიტიკური შეხედულებების გამო. კაროჩე ქვეყანა კი არა კოშმარია რა. კუბურ-კოლუმბიურ-რუსული ჰიბრიდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

ბენდუქიძის უდიდესი გავლენა მართლაც არსებობს და ეს გავლენა შექმნილია მისი მასონთა ლოჟის წევრობით

 

კახა 1993-წელს გახდა მასონთა ლოჟის წევრი ეს მისი ბიზნეს წარმატებებისთვის იყო საჭირო ბიზნეს წარმატებებსაც მიაღწია და პოლიტკური გავლენაც შექმნა

 

რაც შეეხება სააკაშვილს როგორ მიმართავს ეგეთ ქეიფებს და კულუარულ სიტუაციებს პირადი მცველები ესწრებიან და არა მძღოლები

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპატრულო სამსახურში დავრეკე, იმედი მქონდა, რომ ისინი მაინც შეაჩერებდნენ რაიონული პოლიციის თანამშრომლებს

ანუ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მოუკლავს და არა პატრულს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

რა მასონთა ლოჟა? :)

 

კაცო, მძღოლებს არ მიყავთ-მოყავთ საქეიფოდ? ხოდა სანამ უფროსები ქეიფობენ მძღოლები ერთად უცდიან. სუფრას არ უსხედან, მაგრამ ხშირად ხდებიან ძალიან ინტიმური საუბრების შემსწრენი. :givi:

 

ისე, კითხვას რატომ აარიდე თავი?

 

შენ მოგწონს "ოპოზიციურ მიდრეკილებებს" რომ ამოწმებენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

რა მასონთა ლოჟა? :)

 

კაცო, მძღოლებს არ მიყავთ-მოყავთ საქეიფოდ? ხოდა სანამ უფროსები ქეიფობენ მძღოლები ერთად უცდიან. სუფრას არ უსხედან, მაგრამ ხშირად ხდებიან ძალიან ინტიმური საუბრების შემსწრენი. :givi:

 

ისე, კითხვას რატომ აარიდე თავი?

 

შენ მოგწონს "ოპოზიციურ მიდრეკილებებს" რომ ამოწმებენ?

 

 

არ იცი რუსული უძლიერესი მასონთა ლოჟის არსებობის შესახებ

 

ოპოზიციური მიდრეკლებები მოწმდება უსაფრთხოების მიზით რუსეთის აგენტები ვერ დაიწყებენ მუშაობას ორგანოებში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ იცი რუსული უძლიერესი მასონთა ლოჟის არსებობის შესახებ

 

ოპოზიციური მიდრეკლებები მოწმდება უსაფრთხოების მიზით რუსეთის აგენტები ვერ დაიწყებენ მუშაობას ორგანოებში

 

 

სურათები დაიდოს, სურათები, უფრო მეტი დამაჯერებლობისათვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ პოლიციელმა მანჰეტენზე ველოსიპედისტების პროტესტის დროს კლიენტი ველოსიპეტიდან ჩამოაგდო.დედა უტირეს,ჯერ ხომ გააგდეს სამსახურიდან და პოლიციას დიდი შრაფიც შეტენეს იმ კლიენტზე გადასახდელად.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ პოლიციელმა მანჰეტენზე ველოსიპედისტების პროტესტის დროს კლიენტი ველოსიპეტიდან ჩამოაგდო.დედა უტირეს,ჯერ ხომ გააგდეს სამსახურიდან და პოლიციას დიდი შრაფიც შეტენეს იმ კლიენტზე გადასახდელად.

 

 

ანგელოზები ნამდვილად არარიან პოლიციელები არც მანდ

 

 

ნიუორკის პოლიციის უფროსი რატო ვერ დაიჭირეს

 

არსად მთელს მსოფლიოში პოლიციელი არ არის და ვერ იქნება ანგელოზი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანგელოზები ნამდვილად არარიან პოლიციელები არც მანდ

 

 

ნიუორკის პოლიციის უფროსი რატო ვერ დაიჭირეს

 

არსად მთელს მსოფლიოში პოლიციელი არ არის და ვერ იქნება ანგელოზი

არადა, ლაშამ სულ სხვა რაღაცა თქუა :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არადა, ლაშამ სულ სხვა რაღაცა თქუა :*

 

დიტომ ის თქვა რომ ვითომ ამერიკაში პოლიციელები ელემენტარული გადაცდომისთვისაც კი ისჯებიანო

 

სინამდვილეში ძალიან ცუდ რაღაცეებს აკეთებენ ამერიკაში პოლიციელები და სპეცსამსახურები

 

აქციებსაც არბევენ უდანაშაულო ხალხსაც იჭერენ ციხეებში პატიმრებსაც აწამებენ და ასე შემდეგ

 

რატომ არ დაიჭირეს ნიუორკის პოლიციის უფროსი როგორც ამას დიტო ამბობდა დაიჭერენო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...