Jump to content
Planeta.Ge

ბესო გუგუშვილი " ვარსკვლავური საათი"


Recommended Posts

Pompiero

სამწუხაროდ ამ კონტინგენტის იქით რეალურად არანაირი წარმოდგენა არ აქვს იმ ხალხს, რომლებიც მაშინ სკოლის ასაკში ან სულაც დაბადებულები არ იყვნენ

 

ხო, რა ვიცი, დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, ერთ ნორმალურ ადამიანს ვერ ვხედავ მაშინდელ მთავრობის წევრებს შორის.

ერთმანეთზე გიჟები არიან ყველა.

 

Pompiero

1992 წლის 1 თებერვალს ზემელზე ხალხი არ შეგინიშნავს?

 

ეგ არ ვიცი, რა დღეა.ალბათ,მიტინგი რომ დახვრიტეს?

მხედრიონი და ჯაბა ყველაზე შავი ლაქაა ჩვენს ახლო წარსულში. კი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 57
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

საინტერესო წასაკითხი იყო.

სამწუხაროდ მაშინ მხოლოდ ემოციებით ცხოვრობდა ქართველობა. არავითარი პრაგმატიზმი. ეხლაც ეგრეა მაგრამ მაშინ მართლა განსაკუთრებით იყო. პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის ესეთი ემოციური აღწერა მხოლოდ მაშინდელ ჩინოსანს შეეძლო. ძალიან მშრალი ინფორმაცია და ბევრი ემოციები.

 

დამერწმუნეთ ამით ბანდიტური გადატრიალების გამართლებას არ ვცდილობ. უბრალოდ ვცდილობ გავერკვე რატომ მოგვიგეს ბანდიტებმა.

 

ემოციური ხალხი ვართ, თეატრი მუსიკა იცოცხლე, მაგრამ ...

 

დარწმუნებული ვარ მიშნაცების (მიშნაცუცუნის :givi:) აქტივის 99%-ს რომ მოვუყვე რამე ფაქტი და თან ყველაზე უმნიშვნელო მომენტზე გავაკეთო ემოციური აქცენტები და ამის მერე ჰკითხოთ თუ რა მოვუყევი მხოლოდ იმ ემოციურ მომენტს მოყვებიან და ძირითადი მონაყოლის დეტალები არ ემახსოვრებათ.

 

20 წლიანმა ომმა და გაწირვებამ დიდი დაღი დაგვასვა ქართველებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთ ნორმალურ ადამიანს ვერ ვხედავ მაშინდელ მთავრობის წევრებს შორის.

ეჰ, როცა არ გინდა და თვალებს ხუჭავ, კლდეზე ქვასაც ვერ დაინახავ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

ხო, რა ვიცი, დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, ერთ ნორმალურ ადამიანს ვერ ვხედავ მაშინდელ მთავრობის წევრებს შორის.

გეთანხმები, მაგრამ იქით მხარეს კიდე უარესი ხალხი იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1992 წლის 1 თებერვალს ზემელზე ხალხი არ შეგინიშნავს?

 

 

ეგ არ ვიცი, რა დღეა.ალბათ,მიტინგი რომ დახვრიტეს?

მხედრიონი და ჯაბა ყველაზე შავი ლაქაა ჩვენს ახლო წარსულში. კი.

არა, ხალხი 2 თებერვალს დახვრიტეს, ასე რომ მაგ დღეს ზემელამდე არ მოუღწევიათ. 1 თებერვალს მეც ვიყავი და კანცელარიასთან რომ მივედით, დემონსტრაციის ბოლო ჯერ კიდევ ზემელზე იქნებოდა. თან ეს მაშინ, როდესაც რეგიონებიდან ხალხს თბილისში არ უშვებდნენ. მაშინაც ისროლეს, ოღონდ სავარაუდოდ არავინ დაჭრილა. მე მას შემდეგ აღარ გავსულვარ. იმედი დავკარგე. მეტის თავიც აღარ მქონდა: ოჯახის წევრი გამიხდა მძიმედ ავად.

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავწერო უნდა რამე პოსტი აუცილებლად?

 

 

მაშვინ ვიტყვი რომ 90 წლები იყო ტრაგედია და სახელმწიფო გადატრიალება ..

 

 

თუ ხალხი გონზე არ მოვა იგივეს გააკეთებენ რუსთის და პედერასტი ფულის მონა საქართველოს მოქალაქეების ხელით ვაშIნგტონელი სტრატეგები მომდევნო 1-2 წელიწადში ..

 

ისე კი რა შანსი გვქონდა მაგრამ .....

 

რა ეპრეზიდენტებოდა ან გამზახურდიას და ან ხალხმა რატო აირჩია ...

 

აქსიმოად არის ქცეული გამონათქვამი რომ კარგი რევოლუციონერი კარგი პოლიტიკოსი არ-ვერ იქნება (ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა (ამას ჩემზე ვუბნობ :givi:))... ეტყობა 90-იან წლებში ეს ყველას დაავიწყდა ..

 

თემებს კიდო მიაწერეთ რომა ნასვამზე არ შემოვიხედოთ! დაგრუზვა მინდა ტო ისედაც დაგრუზული ვარ : )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება ბევრს არ ახსოვს ვინ იყვნენ ზვიადისტები,

 

წარმოიდგინეთ ბაჩო, ოღონდ ძალაუფლების მქონე და

10 000 და 100 000 ბაჩო ერთად,

ნუ იქ მწნილებად გურმა პეტრიაშვილ-ძოძუაშვილები,

 

 

საშინელება იყო,

 

 

ჩემის აზრით ეს იყო თბილისელების ანტიპროვინციული ამბოხება,

რომელიც კეგებემ და ქართულმა კომ. ნომენკლატურამ გამოიყენა

 

 

რატომღაც იუტუბიზე ზვიადისტების მიტინგების ამსახველი მასალა ძალიან მწირედ მოიპოვება და ახალგაზრდობას არა აქვს შესაძლებლობა მათი ხილვით დატკბეს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

წარმოიდგინეთ ბაჩო, ოღონდ ძალაუფლების მქონე და

10 000 და 100 000 ბაჩო ერთად,

ნუ იქ მწნილებად გურმა პეტრიაშვილ-ძოძუაშვილები,

 

 

საშინელება იყო,

 

 

 

ჩემის აზრით ეს იყო თბილისელების ანტიპროვინციული ამბოხება,

რომელიც კეგებემ და ქართულმა კომ. ნომენკლატურამ გამოიყენა

Edited by vitaminC
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

წარმოიდგინეთ ბაჩო, ოღონდ ძალაუფლების მქონე და

10 000 და 100 000 ბაჩო ერთად,

ნუ იქ მწნილებად გურმა პეტრიაშვილ-ძოძუაშვილები,

 

 

საშინელება იყო,

 

 

ჩემის აზრით ეს იყო თბილისელების ანტიპროვინციული ამბოხება,

ისადა მეორე მხარეს სხვანაირი ხალხი იდგა? თენგიზ სიგუა - ეროვნული ხელისუფლების პირველი პრემიერ მინისტრი, ჯაბა იოსელიანი - ეროვნული მოძრაობის წევრი, ცხინვალის ომის ერთ ერთი გამღვივებელი. ირაკლი წერეთელზე, გია ჭანტურიაზე და სხვა ნაციონალისტებზე რომ არაფერი ვთქვათ.

 

საერთოდ ჩემი აზრით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხელისუფლებაში ნორმალური (არანაციონალისტური) ძალა რომ მოსულიყო ხელისუფლებაში, ბევრ უბედურებას ავცდებოდით და ის კონფლიქტებიც ამ დონემდე არ გაღვივდებოდა. მაგრამ იმ დროს ასეთი არანაციონალისტური ძალა ოპოზიციაში არ არსებობდა (ოპოზიციაში კი არა, კომუნისტებიც კი ნაციონალისტობდნენ). ასე რომ ზვიადის მაგივრად ვინმე სხვა ოპოზიციონერი რომ მოსულიყო ხელისუფლებაში შედეგი იქნებოდა იგივე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ვიცი რომ ქვების წვიმა წამოვა ჩემსკენ მაგრამ მაინც ვიტყვი - ის არ ყოფილა სამოქალაქო ომი

ის იყო კლანების ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რომელშიც გაიჭყლიტა აფხაზეთი და სამეგრელო

ვინ ებრზოდა ერთმანეთს რუსთაველზე?

მე და ბაბუაგიორგი თუ მარტა და შამილი? ( ყველა სახელი პირობითია)

ისევ სიგუა და ზვიადონები ამალებითურთ დაერივნენ ერთმანეთს - ზარბაზნები უბრალო და ჩვეულებრივმა ხალხმა მიათრია იქ?

კარგით რა, მართლა!

არ ბრძანდებიტ მართალი ასეთ შეფასაბაში. არ მგონია კლანური ბრძოლის შედეგია დღევანდელი ნაც.ბოლშევიკური საქართველო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ისადა მეორე მხარეს სხვანაირი ხალხი იდგა? თენგიზ სიგუა - ეროვნული ხელისუფლების პირველი პრემიერ მინისტრი, ჯაბა იოსელიანი - ეროვნული მოძრაობის წევრი, ცხინვალის ომის ერთ ერთი გამღვივებელი. ირაკლი წერეთელზე, გია ჭანტურიაზე და სხვა ნაციონალისტებზე რომ არაფერი ვთქვათ.

 

საერთოდ ჩემი აზრით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხელისუფლებაში ნორმალური (არანაციონალისტური) ძალა რომ მოსულიყო ხელისუფლებაში, ბევრ უბედურებას ავცდებოდით და ის კონფლიქტებიც ამ დონემდე არ გაღვივდებოდა. მაგრამ იმ დროს ასეთი არანაციონალისტური ძალა ოპოზიციაში არ არსებობდა (ოპოზიციაში კი არა, კომუნისტებიც კი ნაციონალისტობდნენ). ასე რომ ზვიადის მაგივრად ვინმე სხვა ოპოზიციონერი რომ მოსულიყო ხელისუფლებაში შედეგი იქნებოდა იგივე.

 

ჯაბა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ცხინვალის ომის :)

მას არანაირი ომი არ გაუღვივებია, მითუმეტეს ცხინვალის,

ოსები სწორად ზვიადისტებმა გადაგვკიდეს,

ზვიადი გამსახურდია მიტინგებზე აფხაზებს გადამთიელ აფსუას უწოდებდა,

სწორად მისით შევიტყვეთ რომ თურმე იყვნენ აფხაზები-ქართველები

და ჩამოთესლილი აფსუები,

 

ედპ-ეც კატეგორიული წინააღმდეგი იყო ანტიოსური ისტერიის და ანტიოსური

პოლიტიკის,

ზვიადისტები არავის არ ინდობდნენ და გაქართველებულ, ეგ. წოდებულ ქართველ ოსებსაც კი დაერივნენ

 

 

ფორუმებზე კარგადა წაიკითხე ზვიადისტების პოსტები, დაუკვირდი და მიხვდები რა კატეგორიის ხალხი იდგა ხელისუფლებაში

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ჯაბა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ცხინვალის ომის

91 წლის იანვრისთვის გამსახურდიას გვარდიაში 1000 კაცი თუ იქნებოდა. ძირითად ძალას მხედრიონი, კოსტავას საზოგადოება და სხვა კრიმინალური ფორმირებები წარმოადგენდნენ (რომელთა უმრავლესობამ შემდეგ ზვიად გამსახურდიას დამხობაშიც მიიღო მონაწილეობა). მარტო რუსულ წყაროზე დაყრდნობით არ ვწერ. მოვძებნი მასალებს თუ გინდა და დავდებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფორუმებზე კარგადა წაიკითხე ზვიადისტების პოსტები, დაუკვირდი და მიხვდები რა კატეგორიის ხალხი იდგა ხელისუფლებაში

ვკითხულობ იგივე პომპიეროს და ბაბუაგიორგის პოსტებს. ყოველთვის საინტერესო წასაკითხია. შენ რაღა მაინცდამაინც ზუზუმბო და მანანა არჩვაძე მოგყავს მაგალითად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოჯახის წევრის დამეღუპა ამ ომში... აქ ითქვა, ის ხალხი საქართველოს მომავალს ესროდაო... სიმართლეა, და იქნებ ორმაგად მწარე მათთვის, ვისაც ახლობელი დაგვეკარგა მაგ უბედურებაში... ოღონდ ერთი ხელის მოსმით ნუ დავაბრალებთ ყველას, ამ ომში მონაწილეს, ძალაუფლებისთვის ბრძოლას... განსაკუთრებით მათ მაინც, ვინც საკუთრაი სიცოცხლით აგო პასუხი ამ შეცდომისთვის და გნებავთ დანაშაულისთვის...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...