McLaren Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს მიესალმება11:27 - 15.04.2010ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს მიესალმება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. "ჩვენი ურთიერთობები თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზეა აგებული", - განაცხადა ბაიდენმა და აქვე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რო აშშ-ი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ურყევად უჭერს მხარს. სააკაშვილისა და ბაიდენის შეხვედრისას მხარეებმა ასევე ავღანეთის საკითხზე ისაუბრეს. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის გამო.http://pirweli.com.ge/index.php?option=com...28&Itemid=1 თქვენი აზრით მსგავსი განცხადებები საქართველოში არსებული რეჟიმის მხარდაჭერას ნიშნავს, თუ უბრალოდ დიპლომატიური სიტყვების რახარუხია? ჩემი აზრით რაც არ უნდა იყოს, მსგავსი განცხადებებით საზოგადოებაში ხდება დასავლური ფასეულობების დისკრედიტაცია. კაცი ზაფხულში იყო ჩამოსული საქართველოში. პარლამენტში გამოსვლისას ხელისუფლებას ურჩია (გინდათ მოუწოდა) გარკვეული რეფორმების გატარება, მათ შორის იყო მედიის გათავისუფლება, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღდგენა, სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა და ა.შ. გავიდა 9 თვე. არც ერთი რჩევა (თუ მითითება) არაა გათვალისწინებული. გამოდის ეს კაცი და ამბობს დემოკრატიულ რეფორმებს მივესალმებიო. ისმის კითხვა, კონკრეტულად რომელ რეფორმებს? ნუ რაც 2009 წლის ივლისამდე იყო გასაგებია, მაგას უკვე მიესალმა ივლისში. ახლა რაღას ესალმება? რამე რეალური რეფორმა გატარდა იმ სფეროებში რაზეც ბაიდენი პარლამენტში გამოსვლის დროს ლაპარაკობდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 ამერიკა მხარს დაუჭერს ისეთ რეჟიმს რომელიც მის ინტერესებს გაატარებს,დემოკრატია კიდია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 ამერიკა მხარს დაუჭერს ისეთ რეჟიმს რომელიც მის ინტერესებს გაატარებს,დემოკრატია კიდია+1ამერიკა ჩვენი მხსნელია, ჩვენ ყველანი ამერიკელები ვართ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს მიესალმებაპრინციპში რატო არ მიესალმება : ))) ყველაფერი ისე ვითარდება როგორც ვაშIნგტონს აწყობს : )))თქვენი აზრით მსგავსი განცხადებები საქართველოში არსებული რეჟიმის მხარდაჭერას ნიშნავს, თუ უბრალოდ დიპლომატიური სიტყვების რახარუხია?მსგავსი განცხადებები ვაშინგტონის გეოპოლიტიკის მხარდაჭერას ნიშნავს და სხვას არაფერს ... სააკაშვილსაც თითქოს პოზიციებს უმყარებს მაგრამ რატომ არ უნდა გაუმყაროს? როდის აქეთ აღარ არის "მიშა მაგარი" ვაშინგტონის პროექტი? სააკაშვილის გამოყენება არ დაუსრულებია თეთრ სახლს .. ბოლომდე რომ ამოწურავს ამ თემას სააკაშვილსაც დაასვენებს ვგონებ რომ სამუდამოდ და საქართველოსაც თუ რამე დარჩა იმ დროისთვის ამ ქვეყნისგან .... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 McLaren, დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ბაიდენს ისევე აინტერესებს საქართველო და საქართველოში მიმდინარე პროცესები როგორც მე და შენ ბურკინა ფასო და ვაგადუგუში მიმდინარე პროცესები.ბაიდენი საკუთარი რეფერენტებისგან ღებულობს გამზადებულ დიპლომატიურად დაბალანსებულ ტექსტს მასმედიისათვის და გარკვეულ ინფორმაციას, რომელსაც მას უმზადებენ მრჩეველები თბილისის საელჩოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ამერიკელებისათვის მთავარია ავღანეთი, რომელთან მიმართებაშიც სააკაშვილის ხელისუფლება მათთან თანამშრომლობს, პერსპექტივაში ირანის საკითხია და ამაშიც მათ იციან, რომ მიხო არაფერზე უკან დამხევი არაა.როგორ ფიქრობ ასეთ ფონზე დაიწყებს აშშ-ს მაღალ ჩინოსანი მიხოსთან საქმის გარჩევას და საყვედურების მიცემას?რათქმაუნდა არა.საყვედურისა და შენიშვნის მიცემა თუ უნდათ გამოაგზავნიან ემისარს ასე, არჩევნებამდე 10-15 დღით ადრე და მიცემენ დიპლომატიურ, ფრთხილ გაფრთხილებას, როგორც ეს შევარდნაძეს გაუკეთეს ბეიკერის საშუალებით.თუ გაჭრა, რაც ნაკლებად სავარაუდოა ხომ კაი. თუ არა, მაშინ უბრალოდ აშკარად არ გაუპრავებენ არჩევნებს და დაელოდებიან მოვლენების განვითარებას. თუ მიხომ შეძლო ნაკლები სისხლით ხელისუფლების შენარჩუნება ჩვეულებრივად გააგრძელებენ მასთან "გაცივებულ" ურთიერთობას დიპლომატიური ეტიკეტის ჩარჩოებში. თუ ძალიან აირია სიტუაცია, ტრადიციულად დაგმობენ ძალადობასა და მხარეებს მოუწოდებენ კომპრომისებისაკენ.თუ მოხდა ახალი რევოლუცია, ჩვეულებრივად, როგორც ეს მოხდა 2003-ში, ახალ ხელისუფლებასთან დაიჭერენ საქმეს პრინციპით - "მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს".უბრალოდ დიპლომატიური სიტყვების რახარუხიაასე მგონია მეც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 უბრალოდ დიპლომატიური სიტყვების რახარუხია+++++++1000000ობა-ნა ტან მარტლაც ეგრე ჩანს შორიდან-ყველაზე დაბალი გადასახადები არის?დამოუკიდებელი ტვ-ები არის?ოპოზიცია პარლამენტში არი?გზები იგება ფასადები იღEბება?ხოდა მიესალმება რაღა...... მოკლედ რა ვუყო ობამას-ბუტაფორიული ქვეყანა რომ ვართ ტემა გავხსენი-ქართული მაგან არ იცის და პლანეტაზე პოსტვა და....ხოდა მიესალმება( ისე რუსების საიტებზე რომ წერია პრარვალსა კ ობამე მიშაო-დაცვა მიუყარმოუყარა თუ რა პონტში?) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 McLaren, დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ბაიდენს ისევე აინტერესებს საქართველო და საქართველოში მიმდინარე პროცესები როგორც მე და შენ ბურკინა ფასო და ვაგადუგუში მიმდინარე პროცესები.ბაიდენი საკუთარი რეფერენტებისგან ღებულობს გამზადებულ დიპლომატიურად დაბალანსებულ ტექსტს მასმედიისათვის და გარკვეულ ინფორმაციას, რომელსაც მას უმზადებენ მრჩეველები თბილისის საელჩოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ამერიკელებისათვის მთავარია ავღანეთი, რომელთან მიმართებაშიც სააკაშვილის ხელისუფლება მათთან თანამშრომლობს, პერსპექტივაში ირანის საკითხია და ამაშიც მათ იციან, რომ მიხო არაფერზე უკან დამხევი არაა.როგორ ფიქრობ ასეთ ფონზე დაიწყებს აშშ-ს მაღალ ჩინოსანი მიხოსთან საქმის გარჩევას და საყვედურების მიცემას?რათქმაუნდა არა.საყვედურისა და შენიშვნის მიცემა თუ უნდათ გამოაგზავნიან ემისარს ასე, არჩევნებამდე 10-15 დღით ადრე და მიცემენ დიპლომატიურ, ფრთხილ გაფრთხილებას, როგორც ეს შევარდნაძეს გაუკეთეს ბეიკერის საშუალებით.თუ გაჭრა, რაც ნაკლებად სავარაუდოა ხომ კაი. თუ არა, მაშინ უბრალოდ აშკარად არ გაუპრავებენ არჩევნებს და დაელოდებიან მოვლენების განვითარებას. თუ მიხომ შეძლო ნაკლები სისხლით ხელისუფლების შენარჩუნება ჩვეულებრივად გააგრძელებენ მასთან "გაცივებულ" ურთიერთობას დიპლომატიური ეტიკეტის ჩარჩოებში. თუ ძალიან აირია სიტუაცია, ტრადიციულად დაგმობენ ძალადობასა და მხარეებს მოუწოდებენ კომპრომისებისაკენ.თუ მოხდა ახალი რევოლუცია, ჩვეულებრივად, როგორც ეს მოხდა 2003-ში, ახალ ხელისუფლებასთან დაიჭერენ საქმეს პრინციპით - "მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს".აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სტროგა დიპლომატიური შემადგენელი ასეთია ზუსტად ვგონებ ...ეგ არის რომ როგორც წესი დოპლომატიურ შემადგენლამდე ვიდრე მივა საქმე, ლენგლი მუშაობს და ერთობ არადიპლომატიურად ქმნის ამა თუ იმ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 Siknadmo ამერიკა მხარს დაუჭერს ისეთ რეჟიმს რომელიც მის ინტერესებს გაატარებს,დემოკრატია კიდიააბსოლუტური სიმართლეა.ამერიკელებს ეკუთვნით ცნობილი გამოთქმა: სამოსა სუკინ სინ, ნო ნაშინ სუკინ სინ. ყველაფერი ნათელია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 აბა რა უნდა ეთქვათ,ალასანია კარგი ბიჭია და ხელისუფლება გადააბარეო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 ძუკუ ამერიკელებს ეკუთვნით ცნობილი გამოთქმა: სამოსა სუკინ სინ, ნო ნაშინ სუკინ სინეგ გამოთქმა უფრო რუსებს ეკუთვნით, ამერიკელები ინგლისურად იტყოდნენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 McLaren გამოჩნდება.არცევნების ჩატარების შემდეგ.სულ თვენახევარი უნდა მოვიცადოთ ეხლა ვერაფერს იტყვი.გაფრთხილება იყო, წახალისება, მხარდაჭერა თუ მუქარა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 მოკლედ რა ვუყო ობამას-ბუტაფორიული ქვეყანა რომ ვართ ტემა გავხსენი-ქართული მაგან არ იცის და პლანეტაზე პოსტვა და....ხოდა მიესალმება( ისე რუსების საიტებზე რომ წერია პრარვალსა კ ობამე მიშაო-დაცვა მიუყარმოუყარა თუ რა პონტში?)აი, სწორად ესაა ტრაგედია რომ დედები ბავშვებს ქართულის ნაცლვად ინგლისურს დაკომპს ასწავლიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 Saturn ეგ გამოთქმა უფრო რუსებს ეკუთვნით, ამერიკელები ინგლისურად იტყოდნენნამდვილად. სამოსა ის სან ოფ ბიჩ, ბათ ოურ სან ოფ ბიჩ. ორგინალში ეგრე უნდა იყოს.მაგრანმ გამოთქმა ნამდვილად ამერიკულია. სამოსა, ისევე როგორც მრავალი სხვა დიქტატორი მაგათი ძმაკაცები იყვნენ და მრავალი დღესაც არის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 Siknadmo დედები არა -მიშა და შაშკინი-დედების უმეტესობას ან ძIნავს ან სალონებში სხედს ან ბიზნესვუმენობს-საქარტველოში ოჯახში ბავშვის აღზრდა პრიორიტეტული და მოდური აღარაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 ისა და ამერიკა კიდევ გიყვართ? უკვე აღარ?თუ ელოდებით? :mad: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.