giauridia Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 giauridia ძალიან მიყვარს თევზაობა, ნადირობის პროცესი მიყვარს ძირითადად ფრინველზე. ირემს მითუმეტეს შველს ვერ ვესვრი. 3 წლის წინ ვიყავი გასული სათევზაოდ, გადავისროლე ბადე და მოხდა დაუჯერებელი რამ, ბადეს ამოყვა მაცხოვრის დიდი ზიმის მოოქროვილი ხატი და წაროიდგინე ყველაფერი ეს მოხდა ჩემ დაბადების დღეს. თავს ვთვლი უბედნიერეს ადამიანად იმდენი სიხარული მომიტანა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 (edited) giauridiaსაკითხისადმი ამგვარი მიდგომა მეთოდოლოგიური შეცდომაა. ესაა პრობლემის ცალმხრივი, ალოგიკური განხილვა. მითხარი რუსეთთან როგორ მოგვარდეს ურთიერთბა ლოგიკურად ამიხსენი giauridiaვარ ომის მონაწილე, მეცgiauridiaვიცი რასთან მაქვს საქმე. გირჩევ ამ ეტაპზე ტყვია-წამალი შორს დამალო, შემთხვევით არ გავარდეს. საერთოდ ომს იგებენ ომამდე. შორს კი არა რაც შეიძლება ბევრი ტყვია წამალი გვჭირდება და ომის დაწყება ახალი ომის ომს იგებენ ომამდე მაგრამ ხდება დაუგეგმავი რაღაცეებიც ანუ შეიძლება მოიგო ომამდე და ომის შემდეგ giauridiaგადავისროლე ბადე და მოხდა დაუჯერებელი რამ, ბადეს ამოყვა მაცხოვრის დიდი ზიმის მოოქროვილი ხატი და წაროიდგინე ყველაფერი ეს მოხდა ჩემ დაბადების დღეს. თავს ვთვლი უბედნიერეს ადამიანად იმდენი სიხარული მომიტანა. კარგია მართლაც ღმერთის წყალბაა Edited December 20, 2010 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 FRIDRIXმითხარი რუსეთთან როგორ მოგვარდეს ურთიერთბა ლოგიკურად ამიხსენი ურთულესი საკითხია. ამას სჭირდება მიზანდასახული კომპლექსური მიდგომა, ამოცანაა ურთულესი, რთულ ამოცანას მარტივი ამოხსნა არ აქვს.მტერს, რომ მოერიო მას უნდა კარგად იცოდე მისი განზრახვაც. ტიუტჩევის ლექსიდანაა ფრაზა - Умом Россию не понять ლოგიკურად ვერ აიხსნება ორმხრივი ალოგიკურობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 giauridiaУмом Россию не понятьხოდა მეც მაგას ვამბობ რომ რუსებთან სხვანაირი მიდგომა გვჭირდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 რუსეთთან ურთიერთობას ძალიან ადვილად მოვაყომარებოდა, ალბათ იმიტომ რომ მიყვარს ზოგადად რუსები,სიყვარული კი დიდი ძალაა, მაგრამ პირველ რიგში საქართველო უნდა გვიყვარდეს, ეგაა მთავარი და თუკი შენი სამშობლო მართლა გიყვარსდა არა შენი თავი გიყვარს შEნს სამშობლოში მაშინ მართლაც შეგიძლია შენი საქართველოსთვის გააკეთო კარგი, რასაც მე ვუკვირდები, უცნაურია და გასაკვირი, მაგრამ საქართველო ძალიან ცოტას უყვარს, უყვართ მწვადი, რუსთაველი, გა#######ება ქართულ პონტში, იმიჯის შექმნა, საქართველო ნაღდად უყვარდა ილია ჭავჭავაძეს, დღეს ასეთი კაცია ილია მე-2, ზვიადს არ უყვარდა საქართველო, არც ზვიადისტებს, ძირითადად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 Siknadmo აბსოლურურად გეთანხმები !!! +100 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 giauridiaაბსოლურურად გეთანხმები !!! +100 რას ეთანხმები კაცო? ამას ზვიადს არ უყვარდა საქართველო, არც ზვიადისტებს, ძირითადად :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 Siknadmo შენი პრობლემა ისაა რომ ქართველობა ჯერ კიდევ დაყოფილი გყავს ზვიადისტებად და ანტიზვიადისტებად. და რაც მთავარია რუსები გიყვარს და ზვიადისტები არა. FRIDRIXდღეს საქართველოს ოკუპირებული მიწების დაბრუნება შეუძლია ომით ან მხოლოდ ვაჭრობით სხვა რესურსი არ გააჩნია ომი ვნახეთ,ვნახეთ რა შეგვიძლია. მაინტერესებს ვაჭრობაში რას გულისხმობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 DATA TUTASXIA დათა ბატონო, საქართველოში 30 ადამიანს მაინც თუ ყვარებოდა თავისი ქვეყანა, მისი მომრევი არავინ არ იქნებიდა და ასეთ უბედურ დღეში ქვეყანა არ აღმოჩნდებოდა. ჩვენი საზოგადოების ძირითადი პრობლემა სოციალური აზროვნების დაბალი დონე გახლავთ. შესაბამისად, სოციალური აზროვნების დაბალი დონის მქონე ხალხი საზოგადოებას ვერ შექმნის. არშემდგარი საზოგადოება კი არშემდგარი სახელმწიფოს არსებობის საფუძველია. ყველა დანარჩენი ყოფითი პრობლემა სწორედ ამ ძირითადიდან, ანუ ჩვენი დაქვეითებული სოციალური აზროვნებიდან გამომდინარეობს. ამრიგად, პასუხისმგებლობას ვერცერთი ჩვენგანი აიცილებს, მათ შორის ვერც მე. თუ სიყვარულის ნიჭს არ ვფლობთ - გამორიცხულია, სამშობლო გვიყვარდეს, შეუძლებელია, ნათლად გვესმოდეს სამშობლოს იდეა, არსი. და თუ სამშობლოს იდეა, არსი ადამიანისთვის მიუწვდომელია, ის უმისამართოდ, უმიზნოდ მოძრაობს და მას ასეთი სვლა არაფრამდე მიიყვანს. /მ.თ./ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 DATA TUTASXIAშენი პრობლემა ისაა რომ ქართველობა ჯერ კიდევ დაყოფილი გყავს ზვიადისტებად და ანტიზვიადისტებად. და რაც მთავარია რუსები გიყვარს და ზვიადისტები არა. აი, აქ შეგეძლო ბოლოში დაგეწერა რომ რუსები გიყვარს მაგრამ ქართველების ის ნაწილი ვისაც ზვიადისტებად მიიჩნევ ისენი კი არაო, მაგრამ ამის ნაცვლად ეს ტერმინი იხმარე "ზვიადისტი" გამოდის რომ ზვიადისტები თავად გამოყავი, ისევე როგორც მე, გარკვეული ნიშნით,დიახაც, მე საერთო ენას ვერ გამოვნახავ იმ ადამიანებთან ვინც საკუთარი თავს ზვიადისტებს აკუთვნებს, ისვე როგორც საერთო ენას ვერ გამოვნახავ მათთან ვინც ეგ. წოდებულ შავ გაგებას აწვება, ან ნაციონალებს უჭერს მხარს ამა თუ იმ მოტივით,მე პირადად ამას დეფექტად ვთვლი, დეფექტურ აზროვნებას ვუწოდებ, შეიძლება მათთვის მე ვარ დეფექტური, პრეტენზიები არ მაქვს, მე მაქვს ჩემი გარკვეული სტანდარტები რაშიც უნდა ჯდებოდეს ადამიანი და მითუმეტეს ქართველი, ხოდა ამ სტანდარტებისგან ეს სამი კატეგორია ძალიან შორსააა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 საქართველო ნაღდად უყვარდა ილია ჭავჭავაძეს, დღეს ასეთი კაცია ილია მე-2, ზვიადს არ უყვარდა საქართველო, არც ზვიადისტებს, ძირითადად??????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 ზვიადს არ უყვარდა საქართველო, არც ზვიადისტებს, ძირითადად ზვიად გამსახურდია-ქებაი და დიდებაი ქართული ენისაი.."...იოანე-ზოსიმეს გაგებით „ყოველი საიდუმლო“ ქართულ მოდგმაში და მის ენაში „დამარხულ არს“ ჯერ კიდევ იმ პრეისტორიული ხანიდან, როდესაც ქართული ენა იყო მოგვთა ენა, პირველადი მისტერიების ენა ღმერთებთან ურთიერთობისათვის შექმნილი. ამიტომაც არის შემონახული მისტერიების „ყოველი საიდუმლო“ ქართულ ენაში, ქართულ კულტურაში. ამიტომ ქართულ ენა ლაზარეა ყველა ენებს შორის, იგი პირველადი ენაა, მთავარი ენაა, ისევე როგორც ლაზარე-იოანე იყო მთავარი მოციქული იესო ქრისტესი, მოწაფე „რომელი უყვარდა იესოს“ და რომელიც იყო მისი უახლოესი სულიერი მეგობარი, იგი იყო ამავე დროს ძეობილი ღვთისმშობლისა, ისევე როგორც საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი." Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 Siknadmo! ამას რა დააწერინებდა თუ არა სამშობლოს სიყვარული...კარგად წაიკითხე და ამ შობის მარხვაში ცოდვებით ნუ დაიმძიმებთ ისედაც დამძიმებულ სულს!!! "შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია, სამსარი, კლდეში შეხიზნული, გედივით წუნდა, შოთას აკვანი მადლიანი ვინაც არწია, ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა. შენ გეზმანება გარუჯული სამცხის სერები, მუნჯი მოწამე წარსულისა - მდუმარე მტკვარი, ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები, კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი. შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა, იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული, ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა, ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული. ხანძთის უდაბნო, მუნ მლოცველი წმინდა მამები, ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება, მონასტრის ვაზი, მზით ძალუმად ნათამამები, და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება. აქ თითქოს ქვებიც ჩაკირულან ცრემლის დუღაბით, დანისლულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები, მოსჩანს ხერთვისი, სალ კლდეებთან შენადუღები და საფლავებზე გახლართულად უსურვაზები. თმოგვს მკერდდალეწილს დაფრქვევია სხივთ ათინათი, სეფე-გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი, გასცქერის ზეცას, მარადიულ მზისა თინათინს, ნათელმხილველი მზერა მისი მზეობს მოგვური. ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ, დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან, დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ, ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს. ევლოგ სალოსი, შავთელი და დიდი რუსთველი, თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას, ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის ქართული მოდგმის საუკუნო არგადაგებას. ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგანწირული, დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი, ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული, და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი. გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი, მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას, წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი, ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს. "ზვიად გამსახურდია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 ზვიადს არ უყვარდა საქართველო, არც ზვიადისტებს, ძირითადადეროვნული გმირის-ზვიად გამსახურდიას სამშობლოს სიყვარულით მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი 9 არილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასაქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში.რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება. თბილისი, მთავრობის სასახლე1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 ზვიად გამსახურდია ქრისტეშობა ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით,...ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ხოლო ჩვენ კი დავეცით.ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს - უცნაური რამეა,ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა;დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,იმ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე,ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?!ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა ცრემლის დამდენი,ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩა და იუდა - რამდენი.ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა,ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია - დაცემა!მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობადა წარსული სიზმრად მექცა, მომავალი - ოცნებად,მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება.ქრისტეშობას სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს?ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი - იმედებს.ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს,ჭეშმარიტად! -კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს:თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა.შერცხვენილი, წაწყმედილი, ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს,ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს,რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი - უფრო ადვილად,ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად!პ.ს. Siknadmo, giauridia...წაიკითხეთ.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.