asds Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 14.04.10 11:02 საქართველო-აზერბაიჯანის საზვარზე სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მკვიდრები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას და 17 წლის მოზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი აზერბაიჯანელი მესაზღვრის დასჯას მოითხოვენ. შემთხვევა გუშინ მოხდა. ახმედ გაორგაშვილი მესაზღვრემ თავში სასიკვდილოდ დაჭრა. წინასწარი ინფორმაციით, გაორგაშვილი აზერბაიჯანის საზღვარზე საქონლის მოსაბრუნებლად გადავიდა, რის გამოც მას, გაფრთხილების გარეშე, ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრის ვინაობა დგინდება. მოკლულის ცხედარი მშობლიურ სოფელ დუისში წუხელვე გადაასვენეს. ----------ფორუმ.გე-ზე ნახეთ ალბათ ეს თემა და აზრიც დააფიქსირეთ მაგრამ ვინაიდან იქ ბანი მაქვს აქ გავხსნი თემას და ვიტყვი რომ არ უნდა გადაყლაპოთ ხალხო ყველაფერი ... ქსენოფობიის ნებისმიერი ფორმით გამოვლინების წინააღმდეგი ვარ და ამდენად არც აზერბაიჯანელი ხალხის შინაარსისა და რაობის გარჩევას ვაპირებ და არც სხვა რომელიმე ერის, ერთს კი ვიტყვი რომ ქართულმა საზოგადოებამ თავად უნდა დაიცვას საკუთარი თავიც და ქვეყნის ღირსებაც და როგორც მინიმუმ დღესვე გამართოს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია აზერბაიჯანის საელჩოსთან და მოითხოვოს არა მარტო დამნაშავე მესაზღვრის დასჯა არამედ თავად საელჩოსაც დედა მოუდღნას. ბოლო ბოლო ხალხის აგრესიამ მაინც შეიძლება დააფიქროს აზერბაიჯანის ხელისუფლება, რომელიც სიმართლე რომ ვთქვა დაუკრეფავში გადავიდა კი არა და იქ დარჩა ვგონებ ... შეშფოთება აღშფოთებების ფარგლებში პროტესტის შემფარგვლა არ არის საკმარისი ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 asds დღესვე გამართოს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია აზერბაიჯანის საელჩოსთან და მოითხოვოს არა მარტო დამნაშავე მესაზღვრის დასჯა არამედ თავად საელჩოსაც დედა მოუდღნას.გაბოლდებული ტექსტის კითხვის დროს გინდა არ გინდა აუცილებლად წამოუტივტივდება ადამიანს თავში ჩემი კლასიფიკაცია შენთან დაკავშირებით.რაც შეეხება იმას თუ რა უნდა ვქნათ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. ველოსიპედის გამოგონება არ გვიწევს. არსებობს გაწერილი პროცედურები დიპლომატიურ დონეზე. და ეს პროცედურები უნდა შესრულდეს ამ შემთხვევაშიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 (edited) მარტივია იმედმა დაარუპორა ზნაჩით სუპერ სლეობას იზამენ ზემოთ Edited April 14, 2010 by chegesto Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 Saturn გაბოლდებული ტექსტის კითხვის დროს გინდა არ გინდა აუცილებლად წამოუტივტივდება ადამიანს თავში ჩემი კლასიფიკაცია შენთან დაკავშირებით.სატურნ ისემც გიქნიათ და მადლობა გითქვიათ აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობისთვის .. საქართველოში ყოფნისას ერთხელ გავმართე აზერბაიჯაის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით და ეხლა რომ მანდ ვყოფილიყავი პროტესტის გამოხატვას ნამდვილად არ მოვერიდებოდი .. (სიტყვამ მოიტანა და რამე რომ იყოს მაშინ დავაფიქსირე ჩემზე გარე დაკვირვება პირველად ..) საელჩოს დედისდღვნა თანამედროვე ფორმის აგრესიული პროტესტის ფარგლებში მაქსიმალურად აგრესიულ "ხმაურს-სკანდირებას-შეძახილს-მოწოდებას" გულისხმობს და არა კალაშებით ჩაცხრილვას ... ახრინეწ ბლინ .. ეს თემა დახურე თუ გინდოდეს და სხვა უზერმა გახსნას იგივე, იდიოტური ბრალდებებით რომ არ გამოტენო აქაურობა ... ზრდასრული ადამიანი არ ხარ ტო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 აზერი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია... მაგრამ როგორ შეიძლება სტრატეგიულ პარტნიორთან სადაო მიწები გქონდეს? თუმცა სადაც თურქეთი ჩვენი ისტორიული მოკავშირეა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 asds საელჩოს დედისდღვნა თანამედროვე ფორმის აგრესიული პროტესტის ფარგლებში მაქსიმალურად აგრესიულ "ხმაურს-სკანდირებას-შეძახილს-მოწოდებას" გულისხმობს და არა კალაშებით ჩაცხრილვას ...მაშინ უნდა დააზუსტო ხოლმე. "დედისდღვნა" სხვა რაღაცასთან ასოცირდება და არა ხმაურთან და სკანდირებასთან. იდიოტური ბრალდებებით რომ არ გამოტენო აქაურობა ... ზრდასრული ადამიანი არ ხარ ტო?ბრალდებები არაა. მხოლოდ ეჭვებია. პირადულ შეურაცხყოფებს კი მოვერიდოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 ყველაფერი უნდა მოგვარდეს დიპლომატიურად, საქმე უნდა იქნას გამოძიებული და თუკი აზერბაიჯანელი მესაზღვრის ქმედებაში გამოვლინდება დანაშაულის ნიშნები, უნდა მოითხოვოს ხელისუფლებამ მისი დასჯაყოველგვარი ისტერიის ფონზე უნდა მოხდეს ეს,ოღონდ ჩვენ ქართველები ან ისტერიკას ვტეხთ, ან ფეხებზე ვიკიდებთ პრობლემებსდა ვერცერთ შემტხვევაში საქ. სასარგებლო შედეგს ვერ ვაღწევთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 ყოველგვარი ისტერიის ფონზე უნდა მოხდეს ესთუ ისტერიული ფონის გარეშე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 თუ ისტერიული ფონის გარეშე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 საზოგადოების მიერ პროტესტის გამოთქმა და საპროტესტო აქციის გამართვა როდის აქეთ გახდა ისტერია? იმან იძიოს საქმე ვისაც გამოძიება ეხება, საზოგადოებამ კი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დააფიქსიროს აღშფოთება თუ მართლა აღშფოთებლია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით და ისიც მაქსიმალურად მწვავე ფორმით .. Saturn მაშინ უნდა დააზუსტო ხოლმე. "დედისდღვნა" სხვა რაღაცასთან ასოცირდება და არა ხმაურთან და სკანდირებასთან.პრინციპში დავაზუსტე მაგრამ მეეჭვება ადამიანი იქ საელჩოს შენობის ან პერსონალის გასანადგურებლად მივიდეს .. თუ საერთოდ მივიდა ვინმე ...ბრალდებები არაა. მხოლოდ ეჭვებია. პირადულ შეურაცხყოფებს კი მოვერიდოთ.რაზეა ბურდღუნი, კორექულობას ორივე ხელით მივესალმები მამენტ : )) ისე კი ძალიანაც არ გაგიტაცოს ეჭვებმა : ))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.