Achiko1972 Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 dire თქვენი აზრით რა წილი ( პროცენტულ გამოსახულებაში ) მიუძღვის ოპოზიციას და რა წილი ხელისუფლებას დღევანდელ მდგომარეობაში ქვეყნის აღმოჩენაში. ჩემის პირადი აზრით შეფარდება ასეთია 0%-100% ოღონდ ერთი განმარტებით, მე მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში ოპოზიცია საერთოდ არ არსებობ. რაც არსებობს, ეს ან ხელისუფლების დანამატი, ან დანამატობაზე მეოცნებე-მოჩალიჩე ან ხელისუფლებას მოწყვეტილი-მოშორებული ხალხია. ამიტომ რაც არ არსებობს, ის ვერაფერს დააშავებს. ჩემის აზრით, რასაკვირველია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 Achiko1972 ოკ მაშინ პირადად მ. სააკაშვილის წილი როგორ მიგაჩნია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 dire თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ ამ ქვეყანაში კიდევ თუნდაც ერთი სახელი და გვარი, რომელიც რაიმეს წყვეტს საერთოდ? შესაბამისად პროცენტები ზემოთ დავწერე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 Achiko1972 კი როგორ არა.ივანე მერაბიშვილი.ზურაბ ადეიშვილი.გიგა ბოკერია.გივი თარგამაძე.ლევან რამიშვილი.და კიდევ რამოდენიმე ადამიანი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 სად გადის ზღვარი როცა " ამ ხელისუფლების ამ ეტაპზე და ამ ოპზიციით შეცვლის მოწინააღმდეგე თორე მიშას დედა ..." სასტავი იტყვის, რომ ყველაფერი რაც გაუარესდა და დაიკარგა 2003-დან დღემდე მიშას ბრალია? სად გადის ზღვარი, როცა მიშას გადაფურთხებულს ჯერ მის წინამორბედებს ალოკინებდნენ (იმათ დატოვეს ეგეთი მემკვიდრეოაბა და ძნელია...), მერე ის ხალხი ყველა რო დაიჭირეს (სამართლიანად-უსამართლოდ ამაზე აქ არ ვილაპარაკოთ) გაჩნდა მიშას ოპოზიციის პირველი პარტია სასტავები (რესპები, კონსერვები, გრეჩიხები) ეხლა ამათზე წავიდა ბრალდებები, ღორები ეგენი, ის ადგილები არ შეხვდათ რაც უნდოდათო და მაგიტო გახდნენ ოპოზიციაო, რას ამბობო ეს მინისტრები ვინც გვყავსო? ცაში ვარსკვლავებს ეთამაშებიანო. მერე "რატომღაც" ისე მოხდა, რომ ამ ხელისუფლების სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების დარგში, საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა და შემდგომში თავდაცვის მინისტრი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ათობით პარლამენტარი, რამდენიმე ელჩი (მათ შორის გაეროში) და დიპლომატი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღმოჩნდნენ ოპოზიციაში და ფუ მაგათი დედა ვატირეო, არაპროფესიონალები, კორუმპირებულები და ქვეყნის მოღალატეები იყვნენ და დიდი ხნის გასაყრელებიო ( და ამათ ვუჭერდით მხარსო, ამათ გატარებულ პოლიტიკას და ამათ არჩეულ კურსსო ). სასამართლოს წართმევაც უნდა მოვითმინოთ, ტელევიზიებისაც და ბიზნესისაც, რომ რუსებმა არ ისარგებლონ რამითო, ვერ ხედავთ როგორ გვებრძვის მთელი ოპოზიცია იყიდაო, მაგათი დედაო 7 ნოემბერს წკიპზე გადავრჩითო?! რუსებმა ბოლო რესურსები ჩართესო და ამ ნატო-ევროკავშირ-ივერიაგაბრწყინებული გზის ბოლოდან კინაღამ გადმოგვათრიესო. მიშა გვიყვარხაო, დღეს სახელმწიფო შედგაო!!!!! ვაშაო! ცოტაც მოვითმინოთ ძმებო, ჯორჯი ბიძია და ბებერი ევროპელები საქმის კურსში არიან, ახალი გეოპოლიტიკა მიდისო (ჟოაოს ცნობილი თეზისები) და ახლოსაა საქართველოს გაერთიანება და რუსეთის დაქცევაო, მაგ ბომჟებმა ვის უნდა მოუგონ უსწავლელი, დაუბანელი სამხედროებით და ჟანგიანი ტანკებითო? ჩვენო ერაყში ვომობდით, ტაოტიანი M4-ები გვაქვს, კომპიუტერი და ინგლისური ვიცითო. ვინ დაიქცა, გაიქცა და წაიქცა 2008-ში კი გამოჩნდა და გაასავსავეს მერე ხელები, ნუ, რა ეჭვი გეპარებოდათ რო ეს ერთი ბეწო საქართველო ამხელა რუსებთან მარტო ვერაფერს გახდებოდაო? და ჩვენ რო ვკითხეთ აბა იცოდა ევროპამ და აშუშუმო? ევროპამ გადაგვაგდო მაგათი ბოზი დედაო, გაზზე გაიყიდაო. და აშშ-მო? აშშ-მ გადაგვარჩინა, თორე რა გგონიათ ეგენი რო არა რა, თბილისში არ შემოვიდოდნენ და არ მიგვიერთებდნენო? ვააჰო, ამოვიგმინეთ...ეხლა დგანან და ობამას ლამის სულ შავტრაკა მაიმუნს უძახონ. ახია თქვენზე მეგობრებო, ახი!მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ ამდენი წელი სულ ბნელებს, ჩამორჩენილებს და მოღალატეებს რომ გვიწოდებდით იმის თქმის გამო, რაზეც თქვენ მერე ახალ-ახალი თეორემებით იმართლებდით თავს და თან კატეგორიულად უარყოფდით და გამორიცხავდით თქვენს პირად მატერიალურ და სხვა სახის ინტერესსა თუ მიშას მიმართ შინაგან სიყვარულსა და რწმენას? მითხარით, რა დავაშავეთ?და სად გადის ზღვარი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 (edited) analgin ცოტაც მოვითმინოთ ძმებო, ჯორჯი ბიძია და ბებერი ევროპელები საქმის კურსში არიან, ახალი გეოპოლიტიკა მიდისო (ჟოაოს ცნობილი თეზისები)ამაზე სულ ის მახსენდება დარჩიაშვილმა რომ სთქვა მე ვიციო, მალეო მიშა სააკაშვილიო აღმაშენებელივით საგალობლებს დასწერსო ღმერთო რომ ვფიქრდები რა დონის გარეწარი აფერისტები ყოფილან, რა მდაბიოები და რა მატყუარები...არადა უბრალოდ ფული, გავლენა და ძალაუფლება სდომებიათ... სად გადის ზღვარი?არის ასეთი მცნება... სირცხვილი ჰქვია...არა ნამუსი, არა აღზრდა, არა ის და ეს.. ეს სულ სხვა საკითხებია.უბრალოდ სირცხვილის შეგრძნება.აი ამ უნარს რომ დაკარგავ... ძალიან ადვილია ცხოვრება, მაგრამ ძალიან სავალალო შედეგებით მთავრდება...აი მანდ გადის ეგ ზღვარიც...როდესაც იცი, რომ ადამიანს ატყუებ, და მაინც აკეთებ ამას, თან თვალებში უყურებ... აი მანდედან გერხევა ადამიანს...და რამდენჯერ უთქვამთ ასეა საჭიროო? რამდენჯერ ირონიული ქედამღლობით ჩაუხითხითიათ? რამდენჯერ თეთრზე შავი უთქვამთ? ხოდა... ვიმკით ყველანი ერთად.მაგრამ მე არ მრცხვენია... მათ კი შეარცხვენენ ესაა და ეს... Edited April 12, 2010 by dire Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 dire არც მე მრცხვენია და კიდევ საკითხავია ვისთვის უფრო ადვილია ცხოვრება - ჩემთვის თუ მათთვის.თუმცა ეს უკვე ფილოსოფიის საკითხებია. ყველაზე მეტად კი იმაში გეთანხმები, რომ პოლიტიკა, კურსი და ვექტორები არაფერ შუაშია. მთავარი ფულია. ძალიან დიდი ფული. სწორედ ამ დიდი ფულით შეინარჩუნა მიშამ ხელისუფლება. ანუ იმის ანალოგია, რომ რომელიმე ქვეყანაში 5-6 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სახელისუფლებო გუნდის სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების დარგში, საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა და შემდგომში თავდაცვის მინისტრი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ათობით პარლამენტარი, რამდენიმე ელჩი (მათ შორის გაეროში) და დიპლომატი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გუბერნატორი და კიდევ ასობით თუ ათასობით სახელმწიფო მოხელე აღმოჩნდნენ ოპოზიციაში, ფორმალურად კი ისევ ის ხელისუფლებაა, მსოფლიოში არსად არ არსებობს. ბუნების ყველა კანონით ხელისუფლება ხუხულასავით უნდა დანგრეულიყო ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ და იცი რატომ არ დაინგრა? იმიტომ კი არა, რომ ოპოზიციაა ძალიან სუსტი (რასაც არ ვეთანხმები), არამედ იმიტომ რომ ფული ოხერია და მათი (ზემოთჩამოთვლილი ჩინოვნიკების) მსუყე პორტფელები სხვებს შესთავაზეს და ეხლა ისინი ძღებიან. განა ცოტა გეგულება საქართველოში ისეთი ადამიანი ვინც უარს იტყვის ისეთ პოსტზე, საიდანაც წელიწადში მინიმუმ ერთი და მარიფათის მიხედვით ათეულობით ლიმონი შეიძლება გაჭრას? 2003 წლიდან დღემდე სახელმწიფოში არცერთი ტენდერი და აუქციონი არ ჩატარებულა მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. პირადად მაქვს შეხება (მაისის დასაწყისში გეტყვით რა შეხებაც მაქვს)და ვიცი, რომ ნებისმიერ მინისტრს, დეპარტამენტის ხელმძღვანელს თუ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს კანონით აქვს უფლება პირადად განსაზღვროს მისი ორგანიზაციის ბიუჯეტის განაწილება. მაგალითად თუ აქვს ბიუჯეტი 10 მილიონი და ყავს 100 თანამშრომელი, შეუძლია ამ თანამშრომლებს დაუნიშნოს 300-300 ლარი ხელფასი, თავად დაინიშნოს 5000 ლარი, შემდეგ თანამშრომლებს არ მისცეს პრემია, თავად კი ყოველთვიურად აიღოს 2 ან 3 ხელფასის (საკუთარი) ოდენობის პრემია. გაიფორმოს თვეში 3-4 მივლინება განუსაზღვრელი ბიუჯეტით, განუსაზღვრელი გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოწეროს, ულიმიტოდ გამოწეროს ბენზინის და მობილურის ფული, გასცეს დახმარებები კერძო მოქალაქეების თხოვნის საფუძველზე (ვთქვათ: ბატონო მინისტრო შვილი მყავს ავად, ოპერაციას ვერ ვუკეთებ, 40 000 ჭირდება, დამეხმარეთ). მოკლედ ფინანსებს ერთპიროვნულად განკარგავს, კანონი მას ჩარჩოებს არ უწესებს. ნებისმიერ შესყიდვას სამინისტროსთვის ახორციელებს ულიმიტოდ და პირდაპირი გზით.ყველაზე დიდი "პრაზდნიკი" ნაცებში არის არჩევნები, როცა სრული კარტ ბლანში ეძლევათ ფულის მოსაზიდად კორუფციული გარიგებების, რეკეტის და ა.შ. ნებისმიერ მინისტრს სულ თავისუფლად შეუძლია მისი სამინისტროს ბიუჯეტის მინიმუმ ერთი მესამედი მიითვისოს და როგორც ეგეთი კანონი არ დაარღვიოს. რეალური ხარჯები (თანამშრომელთა ხელფასები, სხვადასხვა კომუნალური გადასახადები, ინვენტარი) იმდენად ცოტაა ბიუჯეტთან შედარებით, რომ ის ერთი მესამედიც თავის დასაზღვევად ვთქვი. მოკლედ არაა საშველი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 analgin არ მგონია მიზეზი ეგ იყოს...ეგ ყველაფერი არის რა თქმა უნდა. მაგრამ მიშას ხელისუფლების მიზეზი ეგ არ მგონია იყოს...მე უფრო მიმაჩნია რომ ერთი პერიოდი იყო საგარეო მხარდაჭერა ( აშშ ) და აქედან გამომდინარე ყველა სიკეთე როდესაც ეს ვალი არ ან ვერ გაუსტუმრა ეგ დაკარგა. დაკარგა და კიდეც ვხედავთ რომ ნელ ნელა ხუხულასავით ენგრევა თავზე ხელისუფლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.