dire Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 ვათვალიერებდი მეზობელ ფორუმს. წავაწყდი ამ თემას. http://forum.ge/?f=29&showtopic=34101130 ნუ მოკლე შინაარსია: ალყაში მოგვაქცია რუსეთმა, ამერიკა და ევროპამ გვიღალატეს, ობამა სლეა, რა გვეშველება... ნუ ზოგად პათოსს კი დავეთანხმე. მაგრამ.მაააგრამ!!!! გამიჩდა ერთი კითხვა. რომელზეც პასუხი, ვერავინ და ვერსად გამცა. კი მაგრამ ეს ყველაფერი ვისი ბრალია? ვისი?ამერიკის? რუსეთის? ოპოზიციის? თქვე დალოცვილებო, ყველა თემაზე გუნდრუკს რომ უკრავდით ამ დეგენერატებს ( ხელისუფლებას ), ერთი პროტესტი არ გაგჩენიათ არაფერზე, ერთხელ ვერ აღგმოგხდათ სამართლიანი სიტყვა, ერთხელ არ მოგსვლიათ თავში რომ ამდენ გაყალბებას, ხელისუფლების უზურპაციას და უსამართლობის განცდას ქვეყანაში, რომ მოჰყვებოდა ქვეყნის შიგნით იმედგაცრუება, საგარეო ვეკტორების ცვლილების სურვილი, ნიჰილიზმი, საკუთარი ქვეყნის მომავლისადმი ინტერესის დაკარგვა, გარედან კი სრული იგნორირება, ბანანის ქვეყნის იმიჯის შექმნა, წარუმატებელი და მესამეხარისხოვანი ერის სტატუსის მინიჭება და სამარცხვინო პარტნიორად ქცევა....ეს არ იცოდით????თუ არ იცოდით და ეხლაც ვერ ხვდებით? თუ ხვდებით, მაგრამ ისიც არ შეგიძლიათ რომ ეხლა მაინც, აი ამ ურთულეს დროს მაინც, თქვათ სათქმელი.რომ ეს 7 წელი იყო უდიდესი შეცდომა. იდიოტიზმით, ტაკიმასხარაობით, სიცრუით, სიყალბით, უსამართლობით და სიბინძურით გაჟღენთილი მარაზმი.ის მარაზმი, რომელსაც თქვენ, თქვენვე და არავინ სხვამ, მიეცით საშუალება რომ მიეყვანა ქვეყანა იქამდე სადაც ის დღეს მივიდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 კი მაგრამ ეს ყველაფერი ვისი ბრალია? ვისი?ამერიკის? რუსეთის? ოპოზიციის?+ თუმცა მე უფრო ვფიქრობ, რომ თალეს შონია უნდა იყოს ყველაფერში დამნაშავე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 dire ვათვალიერებდი მეზობელ ფორუმს. წავაწყდი ამ თემას.თემაა იტირებ. მიშისტები ობამას პოლიტიკას უწუნებენ. :eshmak: უკრაინაში თურმე იანუკოვიჩი რუსეთმა გახადა პრეზიდენტი (ის რომ არჩევნებს პრეზიდენტ იუშენკოს და პრემიერ ტიმოშენკოს მმართველობის დროს ტარდებოდა და რომ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ დემოკრატიულად შეაფასა ეგ არაფერი). ყირგიზეთის ხელისუფლების ერთადერთ შეცდომას იმაში ხედავენ, რომ სუსტი ძალოვნები ყავდა. (სადაა ჩამოხრჩობის სმაილიკი) და ბოლოს. პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი იმიტომ ჩამოაგდეს, რომ სააკაშვილს ევროპაში მეგობარი დაეკარგა (ის კი არ იციან რომ დემოკრატიულ ქვეყნებში პრეზიდენტის მკვლელობით შეუძლებელია ქვეყნის სტრატეგიული პოლიტიკის შეცვლა). მოკლედ წავედი საქმეს მივხედო ჯობია. სად მაქვს ამდენი სისულელის მოსმენის ნერვები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 McLaren თემაა იტირებ. მიშისტები ობამას პოლიტიკას უწუნებენ.პროსტო ესეთი მგლები რომ გეყოლება საგარეო პოლიტიკაში,როგორებიც არიან ვაშაძე,კალანდაძე,ბოკერია და ა.შ. ნუ ტყეშელაშვილზე არაფერს ვამბობ,იასნია გაქვს უფლება სხვა ქვეყნებს პოლიტიკა დაუწუნო.. :eshmak: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 გიორგი68 McLaren asesino_141 თემა უფრო სხვა რამეზეა.საკუთარი შეცდომების დანახვაზე.ამ შეცდომების აღიარებაზე.ამ შეცდომების გამოსწორების გზებზე... და იმაზე, რომ სხვას როდემდე უნდა აბრალო საკუთარი საქციელი.კიდევ იმაზე, რომ არ შეიძლება მუდმივად არასწორს ამართლებდე და არ მოგეკითხოს...სულ ესაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უგუნურების ბრალია... რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლების.... და იმავდროულად, შტერი ოპოზიციის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უგუნურების ბრალია... რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლების.... და იმავდროულად, შტერი ოპოზიციისგეშლება მხოლოდ ოპოზიციიის ბრალია, რა დღეში ჩაგვაგდო ამ ოპოზიციამ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 machkatela იქნებ ოპოზიციის ბრალეულობის საკითხიც ამიხსნა და ბრალეულობაში პროცენტული გამოხატულებაც თუ შეიძლება, ნუ დაახლოებით და შენი აზრით და კიდევ ოპოზიციის წილიც გავყოთ მათზე ვინც ეწინააღმდეგებოდა და მათზე ვინც თაშს უკრავდა და პარლამენტში ჯდომით "უპრავებდა" ხელისუფლებას თავის იდიოტიზმებს.ჩემი ხედვით :90% ხელისუფლება 9% საპარლამენტო სიქიმები1% არასაპარლამენტო სიქიმები. თუ ვცდები...იქნებ არგუმენტაციაც მოვისმინო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 dire ეს ოპოზიცია არ იყო კაცო, გზები რომ გადაკეტეს და ხალხს ბავშვები ვერ გამოჰყავდასაბავშვო ბაღიდან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 Siknadmo ხო... ნუ ჟალიან არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე აი ჟაააალიან... მაგრამ სად გაექცევიან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 machkatela და იმავდროულად, შტერი ოპოზიციისოპოზიცია რა შუაშია გამაგებია რა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 newstudio ოპოზიცია რა შუაშია გამაგებია რა!ის რომ ბოლო ამ წლების განმავლობაში მათI ძირითადი მიზანი სკამებია და არა ქვეყნის კეთილდღეობა. საბოლოო ჯამში არც სკამები აქვთ და არც ქვეყანაა ხეირიანად. მოკლედ უტვინოებიც ყოფილან ყველაფერთან ერთად. (ქრისტიან დემოკრატებს არ ვგულისხმობ, ამათ იხეირეს მაინც) მაგრამ ამის გათვალისწინებითაც ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისგებლობის შედარება მგონი არ შეიძლება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 McLaren რალეულობაში პროცენტული გამოხატულებაც თუ შეიძლება, ნუ დაახლოებით და შენი აზრითთორემ ეგენი რომ კუტუები არიან ყველამ ვიცით.მაგრამ ამ მდგომარეობამდე მიყვანა მაგათი ბრალია? :O :O :O Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 ოპოზიცია რა შუაშია გამაგებია რა! გააჩნია "ოპოზიციას" რას და ვის დავარქმევთ! ესენი თუ ოპოზიცია არიან მაშინ შუაში კი არა, თავში არიან: ნინო ბურჯანაძე - ამათი პარლამენტის თავმჯდომარე; ზურაბ ნოღაიდელი - ამათი პრემიერ-მინისტრი; ირაკლი ოქრიაშვილი - ამათი თავდაცვის და კიდევ უამრავი რაღაცეების მინისტრი ირაკლი ალასანია - ამათი ხელისუფლების წევრი, 2008 წლამდე სავსებით ერთგული და ლოიალური (ოფიციალურად მაინც) ბერძენიშვილები და რესპები - ამათი თანამერევოლუციონერები და თავის დროზე საკმაოდ კარგი თანამებრძოლები ძიძიგური და დავითაშვილი - "ჩვენც დაგვარტყმევინეთ პენალტი" ხალხი, იგივე ამათი თანაგუნდელები თავის დროზე სალომე ზურაბიშვილი - ამათი მინისტრი გაჩეჩილაძე-გამყრელიძეები - ოდითგან მოქ-კავშირის ხაზინადარები შალვა ნათელაშვილი - ოდითგან "მოიდა ზურაბი" ჩვენ ყველა დანარჩენებიის დიდი ნაწილი - ამათი ამომრჩევლები და მხარდამჭერები (თავის დროზე მაინც, თუმცე მე ამომრჩეველი ნამდვილად არ ვყოფილვარ) სხვა ოპოზიცია იცით ვინმემ?? პასუხისმგებელი ყველა ვართ ამ ქვეყნის დაქცევაში, რათქმაუნდა მეტ-ნაკლები მონაწილეობითა და პასუხისმგებლობით, რაც მთავარია - შესაძლებლობებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 Achiko1972 ერთი შესწორებით.არცერთი მათგანი, ნუ ოქრუაშვილის გარდა... არ იყო პოლიტიკის წარმმართავი. არცერთ ეტაპზე.ვირი კი იყო პრემიერ მინისტრი მაგრამ რა ჩემი ფეხების მაქნისი იყო კი ვიცით,იგივე ბურჯიკა.ალასანია საერთოდ გაეროში ელჩი.თუმცაღა გეთანხმები. ამათ ყველას თავის წილი პასუხსიმგებლობა გააჩნია.დანარჩენები... ლიფსიტები არიან რა... მაგრამვინმემ მიპასუხეთ რა.ასეთი რთულია? თქვენი აზრით რა წილი ( პროცენტულ გამოსახულებაში ) მიუძღვის ოპოზიციას და რა წილი ხელისუფლებას დღევანდელ მდგომარეობაში ქვეყნის აღმოჩენაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.