Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი რომ გაუმართაობის გამო არ ჩამოვარდებოდა ხო არ არის საკამათო? გინდა ტუ-154 იყოს და გინდა ან-2 ასე რომ ცოტა უფრო სერიოზუად შევხედოთ სიტუაციას ...

 

ამ შემთხვევაში პარალელის გავლება მოგიწევს ზურაბ ჟვანიას დაღუპვასთან!

 

ვაშინგტონს ირანზე თავდასხმის დაწყებამდე ჭირდება სომხეთის "გაბედნიერება" რათა ირანული ენერგომატარებლების დასავლეთისკენ ტრანსპორტირება სომხეთის და კონკრეტულად ერევნის (იგივე მოსკოვი და ვაშინგტონი) მიერ ოკუპირებული-კონტროლირებული (საუბარია სამცხე-ჯავახეთზე და აჭარაზე ) ტერიტორიებით მოხდეს ..

 

ტყუილია... და მე მგონი ეს უფრო შენი ფანტაზია-ვარაუდებია ვიდრე თეთრი სახლის გეგმები! ამერიკას თუ უნდა ირანიდან პირდაპირ თურქეთზე გაატარებს დასავლეთისკენ მილსადენს, რა პრობლემაა???

 

პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ რომ უახლოესი დღეების განმავლობაში რუსეთის სპეც სამსახურები კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოგდებაში ქართულ სპეც სამსახურებს დაადანაშაულებენ ...

ეგეც ტყუილია... რუსეთს რომ მასეთი გეგმა ჰქონოდა ჩამოაგდებდა არ პირველი პირის თვითმფრინავს არამედ შედარებით დაბალი რანგის დელეგაციას... უბრალოდ მასეთი დონის მკვლელობას ეგ ვერ გარისკავდა და არც თავს არ აიტკიებდა! საქართველოსთვის ტერაქტის დაბრალებას და პროვოკაციებში ჩათრევას არ სჭირდება სხვისი პრეზიდენტების რუსეთის ტერიტორიაზე სიკვდილი! ... და თანაც ტერორისტებს ვერანაირად ვერ ექნებოდათ მაგ თვითმფრინავთან კონტაქტი თუ არა უშუალოდ მიწიდან და თანაც უშუალოდ იმ ახლომდებარე მიდამოდან... წესით კი ის ტერიტორია გაძლიერებულად დაცვის ამბავში რუსეთის სპეცსამსახურებს უნდა ეკონტროლებინათ! შესაბამისად ეგ ფაქტი რომ ტერაქტად გამოაცხადოს რუსეთმა მაშინ გამოდის რომ რუსეთი ვერ უზრუნველყოფს უცხო ქვეყნების პირველი პირების უსაფრთხოებას თავის ტერიტორიაზე და რუსეთთან მიმოსვლას ყველა ქვეყნის პირველი პირი შეაჩერებს!!! ეს ძალიან სკანდალური დარტყმა იქნება რუსეთისთვის რაზეც რუსეთი არასოდეს არ წავა!

... და თანაც არა დღესასწაულის წინ არამედ შედარებით სხვა დროს... და თანაც ეგ რომ წინასწარ დაგეგმილი ყოფილიყო რუსეთი მაშინვე, ცხელ კვალზე ატეხავდა საქართველოს წინააღმდეგ განგაშს და დადანაშაულებას... ეგ იგივეა რომ ამერიკის მიერ დაგეგმილი 11 სექტემბრის ტერაქტი, პანიკა და ანტი მუსულმანური კამპანია ერთი წლის შემდეგ რომ დაწყებულიყო... ვაშინგტონმა სულ რაღაც მაქსიმუმ 3 დღეში მოაწყო ბინ ლადენის ვითომდა სატელეფონიო საუბრის პერეხვატი სადაც ვითომ ბინ ლადენი აღიარებდა მაგ ტერქატს...

 

ნუ მე ვფიქრობ რომ ეგ იყო სრულიად შემთხვევითი, ადამიანური ფაქტორი პილოტის მხრიდან... გააფრთხილეს რომ ცუდი, ნისლიანი ამინდი იყო და შესთავაზეს სხვა აეროდრომზე დამჯდარიყო მაგრამ პილოტმა ჩათვალა რა ეს საშიშროება უმნიშვნელოდ და დაეყრდნო რა თავის პროფესიულ გამოცდილებას გადაწყვიტა რომ ყველაფრის და მიუხედავად მაინც შეძლებდა დაგეგმილ აეროდრომზე თვითმფრინავის დასმას... გარისკა მაგრამ უბრალოდ არ გამოუვიდა!!!

მეც მქონია მასეთი შემთხვევა ცხოვრებაში... ავტომობილის მართვის სწავლების დროს ინსტრუკტორმა გამაფრთხილა რომ ავტოფაერხში ვერ შევიდოდი, ვერ ავიღებდი შესვლის კუთხეს და ჯობდა რომ მანქანა გამეჩერებინა მაგრამ მე ვენდე რა ჩემს თავს, ჩავთვალე რა საშიშროება არც ისე მნიშვნელოვნად მაინც არ გავაჩერე, საჭირო კუთხით ვერ მოვუხვიე და ვგლიჯე კიდევაც ავტოფარეხის შესასვლელ გვერდითა ბოძს... ასეა, წინასწარ არ იცი გამოგივა თუ არა მაგრამ მაინც ხარ დარწმუნებული რომ გამოგივა!

 

არც მთლად მასე იდეალურად იყო ის სამხედრო აეროდრომი ტექნიკურად მოწყობილი როგორც აქ ზოგ-ზოგიერთებს წარმოუდგენიათ... დაკონსერვებული იყო და რატომღაც მაინც ხმარობდნენ იმ მოძველებულ ტექნიკას რაც დიდად ვერ გამოდგება რთული მეტეოპირობებში საორიენტაციოდ!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 306
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ვეფხვი

რაღაც ედიკას დროს არ ხდებოდა საქართველოს მიმართ ეგეთი რადიკალური დადანაშაულებები და მით უმეტეს ქმედებები რუსეთის მხრიდან... რა თქმა უნდა არ ვარ მზად და არც ვაპირებ ომს ჩვენი პოლიტიკოსების რადიკალიზმისა და სისულელეების გამო... მით უმეტეს ბრძოლას უკვე წინასწარ წაგებულ ომში რუსეთის წინააღმდეგ!!!

შენ შემოგევლე ჩემო ძმაო შენ შენი ოჯახის - შენი სამშობლოსთვის უნდა იბრძოლო ეს ერთი და მეორეც მე არსად მითქვავს რომ საქართველოს სპეც-სამსახურებს რაიმე კავშირი აქვს კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან ...

 

მე იმას ვამბობ თუ რაშეიძლება თქვან რუსეთის სპეც-სამსახურებმა, მაგრამ რუსები რას იტყვიან მაგას არ აქვს მნიშვნელობა .. მნიშვნელოვანი საქართველოა მხოლოდ ...

 

მე ასე ვფიქრობ ...

 

და შევარდნაძეს ნუ ახსენებ მე მაგის ანალიტიკურ შესაძლებლობებს გადაუარ გადმოუარე რა კიდევ ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

სამწუხაროდ ვერ ან არ ვახერხებთ იმას რომ ქვეყნის ცხოვრებაში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გავაცნობიეროთ

 

ვაღიარეთ, გავაცნობიერეთ და მერე რა? არსებობს ანალიზი, გამოკვლევა და შემდეგ მკურნალობა... აი ამ მკურნალობას ანუ კონკრეტული ქმედებების განხორციელებას როგორ აპირებ? გაიხსენე 7 ნოემბერი ხალხმა რა აქტივობაც გამოიჩინა, გაიხსენე 26 მაისი და სტადიონის 70 000 კაცი, გაიხსენე მრავალჯერ გაყალბებული არჩევნები... ანუ რა? როგორღა უნდა გამოამჟღავნოს ეს თავის მიერ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა??? რაღა დარჩენია ხალხს? ან უნდა თავი გაანებოს ყველაფერს და ემიგრაციაში წავიდეს ან კიდევ იარაღი აიღოს და ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი საშუალებით (ტერაქტი, საწამლავი, სახალხო აჯანყება და ასე შემდეგ...) მოიცილოს მსუბუქად რომ ვთქვათ არასასურველი მთავრობა... და მკაცრად რომ ვთქვათ ქვეყნისა და ერის მტერი სააკაშვილის რეჟიმი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

ცუდათ არ გამიგო ძამიკო, მაგრამ ვფიქრობ ასაკით (ცოდნით) და გამოცდილებით ცოტაოდენ პატარა უნდა იყო ვიდრე მე და ეს თემა ბელიტრისტიკულ გადახვევას რომ არ დაემსგავსოს შენის ნებართვით აღარ შეგყვები კამათში ..

 

კარგი იქნება ჩემი სტრატეგიული ხედვა საქართველოს უახლოეს მომავალთან დაკავშირებით თუ მცდარი აღმოჩნდება მაგრამ ....

 

მთავარია ხალხმა გული არ გაიტეხოს და სიმხნევეს უხმოს .... დანარჩენი მოგვარებადია ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

შენ შემოგევლე ჩემო ძმაო შენ შენი ოჯახის - შენი სამშობლოსთვის უნდა იბრძოლო

 

ჩემთვის არსებობს მცნება სამშობლო რაც გაიგივებულია ქართველ ხალხთან და კულტურა-ტრადიციებთან და არსებობს მცნება სახელმწიფო რაც გაიგივებულია დღევანდელ მთავრობასთან და მის რეჟიმთან... მე ჩემს ქვეყანას ანუ მთავრობას მაშინ ვჭირდები და მაშინ ვახსენდები როცა ომში საზარბაზნე ხორცად მაგზავნის და როცა 5 ნომერის შემოხაზვას მთხოვს არჩევნებზე... დანარცენ შემთხვევებში სულ ფეხებზე ვკიდივარ და სახელმწიფო იდეოლოგიას და ხალხის პატრიოტიზმს ამოფარებულები კი სუქდებიან და მდიდრდებიან როგორც მშვიდობიან ასევე ომის პირობებშიც კი... ჩემთვის პირველი მტერი ჯერ ჩემი მთავრობაა და მერე პუტინი... და კიდევ მე ჩემს სამშობლოს არასოდეს არ დავკარგავ, სადაც ვიქნები იქ იქნება ჩემს შეგნებაში ჩემი სამშობლოც... სამშობლოს სიყვარული არ ნიშნავს საქართველოში ყოფნას... და ამ სამშობლო საქართველოს ვერც ვერავინ ვერსად ზურგზე ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებს, ვერც პუტინი და ვერც ობამა... ამაზე უარესად ვყოფილვართ შეტოპილები და დაპყრობილები საბჭოთა კავშირის სახით მაგრამ კი გადავრჩით და არაფერი დიდი განსაკუთრებული პანიკა!!!

...და თანაც ჩვენ უკვე გამოვცადეთ ომი და დავინახეთ ვინ რისი გამკეთებელია, ჩვენი ჯარი საით გარბოდა და ჩვენი მთავრობის ოჯახის წევრები კიდევ საით... და ისიც დავინახეთ ვინ დაიწყო ომი... და ისიც დავინახეთ თუ ვისი შეკვეთით დაიწყო ომი... და ისიც დავინახეთ მართლა მტერი ვინ იყო და მართლა პარტნიორი საქართველოსთვის... და ისიც დავინახეთ ვინ აღშფოთდა და ვინ შეშფოთდა... და ისიც დავინახეთ თუ როგორ აპიარებდა ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერს (თურმე ომი მოვიგეთ)... და ბევრი ასეთი ფაქტები... აღარ მინდა გახსენება... ვფიქრობ რომ თვით რუსეთის მტრის ხატად გამოცხადებაც სპეციალურად არის მოწყოილი ოკიანის გაღმიდან! მათ წისქვილზე უფრო ასხავს წყალს ჩვენი რუსეთთან კონფლიქტი ვიდრე რუსეთის წისქვილზე!!!

 

ეს არ იყო და შესაბამისად არ იქნება ომი საქართველოსა და რუსეთს შორის არამდე იქნება ომი კონკრეტულად ამერიკასა და კონკრეტულად რუსეთს შორის როგორც იყო ეს ავღანეთსა და ვიეტნამში!!!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცუდათ არ გამიგო ძამიკო, მაგრამ ვფიქრობ ასაკით (ცოდნით) და გამოცდილებით ცოტაოდენ პატარა უნდა იყო ვიდრე მე და ეს თემა ბელიტრისტიკულ გადახვევას რომ არ დაემსგავსოს შენის ნებართვით აღარ შეგყვები კამათში ..

ვახ შენ გენაცვალე... მაინც რა ცოდნა გაქვს ეგეთი? და თანაც რა ასაკი??? ეგ შენ ხარ ჩემზე 4 წლით პატარა და არა მგონია ჩემზე დატვირთული და აქტიური ცხოვრება განგევლო...

ჩემი ასაკი ჩემს ანკეტაში წერია და შეგიძლია ნახო... და რაც შეეხება კიდევ თემას თუ დაიწყე ამაზე ლაპარაკი მაშინ უნდა განმარტო კიდევაც რასაც გულისხმობ და რაღაც აბსტრაქტულ ფილოსოფიაში გადახვიდე! ისე გამოგყავს ვითომ შენ ხარ აქ ერთადერთი მაღალი ინტელექტის მქონე... ისეთი მაღალის რომ სხვები ვერ გაგიგებენ და ვერ შესწვდებიან შენს ინტელექტს... :007:

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ვახ შენ გენაცვალე... მაინც რა ცოდნა გაქვს ეგეთი? და თანაც რა ასაკი??? ჩემი ასაკი ჩემს ანკეტაში წერია და შეგიძლია ნახო... და რაც შეეხება კიდევ თემას თუ დაიწყე ამაზე ლაპარაკი მაშინ უნდა განმარტო კიდევაც რასაც გულისხმობ! ისე გამოგყავს ვითომ შენ ხარ აქ ერთადერთი მაღალი ინტელექტის მქონე... ისეთი მაღალის რომ სხვები ვერ გაგიგებენ და ვერ შესწვდებიან შენს ინტელექტს...

რატო ჩხუბობ ადამიანო?

 

არაფერი არ გამომყავს რადგან არაფრის გამოყვანას არ ვაპირებ, თან საკუთარ თავზე კარგის თქმაც სიმართლე გითხრა ბევრი არაფერი შემიძლია ასე რომ მოდი ყველაფერი პივის ნაკლებობას და უძილობას დავაბრალოთ ...

 

ვგონებ შენც დაგაკმაყოფილებს ასეთი პასუხი და მეც არ ვიგრძნობ უხერხულობას იმის გამო რომ საუბარში მხარი ვერ აგიბი ..

 

შენთვის შეიძლება ეხლა გათენდა და ნიუ იორკიც მშვენიერია (აშშ-ში ხო არ ხარ შემთხვევით ) მაგრამ ჩემთვის დილის ექვსი დაიწყო და ტოლი პახმელია მეწყება ტოლი მძიმე არტილერიაზე უნდა გადავიდე ... ტოლი კიდევ ძილის დროა მამენტ : )))

 

ღმერთი შენსკენ : )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ თავს დაგვესხმება ყველა მზად ვართ იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ერის, სახელმწიფოს ფადასარჩენად. სხვა გზა არ არსებობს. იმედია მსოფიო და უპირველესყოვლისა ამერიკა დაიწყებს ცრდილოელი სიკვდილისმთესველი ცინიკოსი სათანის მოციქულის კრემლის გე-ბე-ვშჩინის წინააღმდეგ საყოველთაო გაერთიანებას.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფანატები საცოდავები არიან იმიტომ რომ ემსახურებიან სატანას და არ არსებულს.

სამშობლოს ერთგული კი ემსახურება სამშობლოს გადარჩენას - რეალურს -საკუთარ მიწა-წყალს, საკუთარ სალოცავებს, სახელმწიფოს და ერს.

ჩვენ თუ დაგვესხმებიან თავს კიდევ ჩვენ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ორგანიზებას გავუკეთებთ უდიდეს ტოტალიტარულ ომს კრემლის სატანაილის დასამხობად. ეს ჩეჩნური ტყეებში სირბილი არ იქნება , ეს უკვე კრემლის ტერორისტების განადგურების მრავალეროვნული ანტიტერორისტული ბრძოლა იქნება. ეს იცის მანიაკმა პუტინმა და იმისმა ძაღლებმაც,

აქ რომ ამოწმებენ იომებენ თუ არა თავის დასხმის შემთხვევაში...

იციან და ისიც იცოდნენ - ომი არ იქნება პრიმიტიული, ფრონტის ხაზი არ იარსებებს გებეშნიკებისათვის- საქართველოსადმი ხელახალი აგრესიის შემთხვევაში კრემლის გებეშნიკებს ყველგან ექნებათ ომი და დაუნდობელი ბრძოლა გამოცხადებული, თვით მათ საყვარელ სორტირში და მათ საძინებელ ოთახებშიც...

აქ კრემლის ძაღლები ცდილობენ ხალხი დააწმუნონ, რომ თუ რუსი დაგვესხა თავს, ჯერ უნდა მთავრობა მოვსპოთო, რადგან პუტინზე დიდიმტერი ჩვენი მტავრობააო, ეს ცინიზმის უკიდურესი აქტია. ამგვარს უკვე დიდი ხანია არ უყურებს საქართველოს მოქალაქე და თუ რუსეთი გაბედავს საქართველოში არაოკუპირებულ ნაწილში შემოჭრას , ეს იქნება უმძიმესი და ხანგრძლივი ომი გებეშნიკებისათვის ყველგან , ტოტალური ხასიათის... ამგვარს კი ტავადაც რომ არ ხვდებოდნენ, არ დაყოვ ნდებოდნენ ამდენი ხანი - პუტინმა და მისმა ძაღლებმა კარგად იციცან რაც მოხდება - და შევახსენებ მათ , ნუ აყვებიან აქ მზაკვრულად მოთრეულ ექსპერტებს რომლებიც რუსული აგრესიის შემთხევაში კვლავ მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას მოგვიწოდებენ... საქართველო არარ მიემხრობა რევოლუციის დამანგრეველ გზას, ჩვენ სულ სხვა გზა გვაქვს არჩეული და ეს ყოველდღე ყოველწუთას სცილდება კრემლის გე-ბე-შნიკურ ძარლურ ცინიკური სიცრუის გზას.

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიტხვა დაისვა ჰიპოეტეტურ სტილში , აგრესიის შემთხვევაში რას იზამთო, თან ოასუხს სცემენ, ჯერაო მთავრობას დაერიეთო, და არა რუს აგრესორებსო, თან ვაივიშია გამართული ორ ფრონტზე რა ეშველებაო საქართველოსო.. ამას რომ პასუხი არ გასცე მიიტანენ ნაცალნიკებთან - დასტურია - აითბილისი აიღეო... გაიხსენეთ.. ლაშა ამატ ჯობია აუხსნა რომ არ იქნება ფრონტის ხაზი თუ რუსი გებეშნიკების ხროვა შემოიჭრება საქართველოში - ამ კრემლს ომი ექნება ყველგან ... იმედია გაიგებენ ამას და საკუტარ ბარდაკსმიხედავენ , იმედია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სცნობენ ამ გებეშნიკების კრახის შემდგეგ მოსული სხვა ნორმალური მტავრობა და ამიტ პასუხსაც გასცემს საკუტარ და სხვა სეპარატიზმს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

P.S.

აღნიშნული ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაციის გაგონების თანავე მეხსიერებაში სააკაშვილი-კაჩინსკის ცხინვალის რეგიონთან დატრიალებული ინცინდენტი ამოტივტივდა ... ეს ისე, როგორც დეტალი ...

მოწმეები მოყვნენ ახალგორის გზაზე მიმავალი მიშა მაგრა იყო მთვრალიო.

ვითომ ეგეც (დალევა) რუსულ სპეცოპერაცია იყო? :eshmak:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცუდათ არ გამიგო ძამიკო, მაგრამ ვფიქრობ ასაკით (ცოდნით) და გამოცდილებით ცოტაოდენ პატარა უნდა იყო ვიდრე მე და ეს თემა ბელიტრისტიკულ გადახვევას რომ არ დაემსგავსოს შენის ნებართვით აღარ შეგყვები კამათში ..

asds, რას შობი ნელ-ნელა ჟოაოს მეთოდებზე გადადიხარ? :eshmak:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რატომ და როგორ დაიწყება ომი.

თუ გამომიცხადეს რომ რუსები შემოიჭრნენო და ამავე დროს ყველა ალტერნატიული ინფორმაციის წყარო დაახშეს არ ვიომებ.

თუ რაიმე სირეგვენე ჩაიდინეს და ამას მოჰყვება შემოჭრა ( ანუ პროვოცირება გაუკეთეს ) - არ ვიომებ.

ალალ მართლები თუ ვიქნებით და ისე შემოვიდნენ... აი მაშინ... სისხლის ბოლო წვეთამდე ვიდგები სამშობლოს დასაცავად...

რა მოგველის? არ ვიცი. მოვიგებთ? არ ვიცი.

მაგრამ ვიომებ. უსამართლობას ვერ ვიტან ყველაზე მეტად. ეს ადამიენბიც რომლებიც დღეს ხელისუფლებაში ზიან ამიტომ შემძულდნენ... ხოდა სამშობლოს მიმართ უსამართლობას ხომ საერთოდ არ მივიღებ არასოდეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...