Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ნორჩი მიშისტის შეგონებანი

შენი საკუთარი მოიფიქრე რამე, პლაგიატს რომ ეწევი :)

 

ვაღიაროთ მტრად რუსეთიც, თურქეთიც და გერმანიაც რომელმაც 80 000 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რომლის წინააღმდეგაც ჩემი ბაბუაც კი იბრძოდა...

წამსვლელია კი ჩვენი მთავრობა ამაზე???

იმ პერიოდის თურქეთი, რომელიც საქართველოში დაპყრობით ომებს ეწეოდა, დიდი ხანია ნაღიარებია საქართველოს მტრად იმ ეპოქაში, შეგიძლია ისტორიის წიგნებს გადახედო.

გერმანიას უშუალოდ საქართველოსთან ომი არ უწარმოებია. მეორე მსოფლიო ომის გამო გერმანიამ სამთავრობო დონეზე მოიხადა ბოდიში და ფულადი კომპენსაციებიც კი გადაიხადა. თანამედროვე გერმანელსა და ჰიტლერის აღზევების დროს მცხოვრებ გერმანელს მსოფლმხედველობა რადიკალურად განსხვავებული აქვთ და უბრალო გერმანელების უმრავლესობა სინდისის ქენჯნას განიცდის იმის გამო, რაც მათმა წინაპრებმა ჩაიდინეს.

აი რუსეთს კი არაფერი არ უღიარებია, რჩება ჩემი ქვეყნისადმი მუდმივად მტრული პოლიტიკის მწარმოებელ ქვეყანად, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ამ ქვეყნის მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა. ხოლო ორი საუკუნის წინანდელი რუსისა და ახლანდელის მენტალიტეტში დიდი არაფერი სხვაობა არაა.

 

ტყუილია... სტალინიც კი რატომღაც ქართულად სწავლობდა სასულიერო აკადემიაში!!!

ეგზარქოსი ვლადიმერის შემდეგ მეუფის მემკვიდრედ მოგვევლინა ალექსი პირველი ოპოცკი (1901-1905 წ.) კაცი კეთილი, გულისხმიერი, უბრალო, ყაირათიანი, მკვირცხლი, ენერგიული,... მაგრამ ამავდროულად სუსტი ნებისყოფის ადამიანი ყოფილა.

ეგზარქოსმა მოღვაწეობა უჩვეულო წესით დაიწყო, სამღვდელოებასთან სტუმრად სიარული დაიწყო. მისი ასეთი მოქმედებით ყველა მოხიბლული იყო.

მეუფე ვრცელი ეპარქიისა და საეგზარქოსოს საქმეებში ჩაეფლო. ეგზარქოსს სჭირდებოდა გამოცდილი, მტკიცე, საიმედო კაცი, რუსი, ვინც კარგად ერკვეოდა ადგილობრივ საქმეებში. „ასეთი” კაცი აღმოჩნდა დეკანოზი ივანე ვოსტორგოვი. ვოსტორგოვი სახალხო განათლების სისტემის უწყებიდან წავიდა (იგი თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის საღმრთო სჯულის მასწავლებელი იყო), მუშაობა დაიწყო ჯერ ქართული ეპარქიის სამრევლო სკოლების საეპარქიო მეთვალყურედ, შემდეგ იმავე სკოლების საოლქო მეთვალყურედ, შემდეგ საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის წევრად, (ბოლოს) ჟურნალ „Вестник Грузинского экзархата”-ს რედაქტორად. ვოსტორგოვს უდავო მჭერმეტყველების ნიჭი, სწრაფი საზრიანობისა და მოხერხებულობის უნარი და შედარებით დიდი ცოდნა ჰქონდა. იცოდა სასიამოვნო რამ ვისთვის ეთქვა და როდის, ვის გახუმრებოდა, ვის მოფერებოდა, ვინ დაეშინებინა. ამ თვისების გამო ეგზარქოსის არათუ მარჯვენა ხელი მართლაცდა აუცილებელი პიროვნება, მისი ხელმძღვანელი გახდა.

ვოსტორგოვი ეგზარქოსთან ათენებდა და აღამებდა, კვირაობით შინ არ მიდიოდა, ეგზარქოსის ყველა ღვთისმსახურებას ესწრებოდა. მეუფე თვითონ ვერაფერი შვილი იყო და ღვთისმსახურებისას ქადაგებას ყოველთვის მამა იოანეს ანდობდა. უფრო მეტიც საქმიან ქაღალდებს მისი კარნახით აწერდა ხელს რეზოლუციებს, რთული საქმეებისთვის გადაწყვეტილებას შავად ვოსტორგოვს აწერინებდა, თვითონ კი ათეთრებდა. რასაც არც მალავდა და არც ეუხერხულებოდა. ამბობდა: მიყვარს როცა ვოსტორგოვი ლამაზი სიტყვებით გამოთქვამს ჩემს აზრებსო-და არც ეეჭვებოდა რომ მამა იოანე არა მის აზრებს, არამედ საკუთარს გამოთქვამდა. ზოგჯერ ეგზარქოსი ქაღალდ მთხოვნელის თვალწინ ადებდა რეზოლუციას. მთხოვნელიც კმაყოფილი მიდიოდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი კანცელარიიდან სხვა რეზოლუციას ვღებულობდით. ვამოწმებდით და ვხედავდით, რომ თხოვნას იქ, სადაც ძველი რეზოლუცია ედო, დაწებებული ჰქონდა ქაღალდი და ზედ ახალი რეზოლუცია ეწერა-უკვე ვოსტორგოვისებური. ერთი ასეთი მოხსენება ახლაც ინახება ჩვენთან...

ვოსტორგოვი იმ ზომაზე გათავხედდა, ეგზარქოსს არც ეკითხებოდა, არც უთანხმდებოდა, ისე აჯილდოებდა მღვდელმსახურთ, თანაც ამ დროს მეუფეს იარაღად იყენებდა. მან ქართველთა დაშლა-დაქუცმაცების იდეალი კარგად ჩამოაყალიბა, მოსახლეობას ერთმანეთის მიმართ დამოუკიდებელ „ერებად” ჰყოფდა, ასეთები მისი აზრით იყვნენ „ქართლ-კახელები”, „იმერლები”, „გურულები”, „ხევსურები”, „ფშავლები”, „სვანები” და ა.შ. სვანების ზნეობრივი დაქვეითება გამოიწვია იმან, რომ სვანეთში დღემდის წირვა-ლოცვა და სკოლაში სწავლება ქართულად სწარმოებდა. ვოსტორგოვი დაბეჯითებით მოითხოვდა: სამურზაყანოში სწავლება და ღვთის მსახურება რუსულ ენაზე უნდა წარმოებდესო. იგი ბედნიერი და კმაყოფილი იყო იმით, რომ აფხაზეთიდან მის დროს გაძევებულ იქნა ქართული ენა, რასაც ეგზარქოსი ალექსი პირველიც ეთანხმებოდა. აფხაზეთში ბოლო დრომდე ქართულად ასწავლიდნენ და წირვა-ლოცვაც ქართულად სრულდებოდა. ახლა კი სკოლებში რუსულად ასწავლიან და წირვა-ლოცვა სლავურ ენაზე წარმოებს.

ცნობილი საზოგადო მოღვაწე და სწავლული თ. ჟორდანია „სასტიკად” იბრძოდა მათ წინააღმდეგ ვინც მეგრელთა ქართველობას უარყოფდა და ეჭვქვეშ აყენებდა. 1903 წელს თ.ჟორდანია პირადად ეახლა ეგზარქოს ალექსის და დამაჯერებელი არგუმენტებით დაარწმუნა, რომ სამეგრელოს სამრევლო სკოლებიდან ქართული ენის ამოღება არ შეიძლება, ამას შეიძლება გამოეწვია ამ კუთხის არა მარტო მღელვარება, არამედ აჯანყებაც კი.

სამეგრელოს ეკლესიებში წირვა-ლოცვის ქართულ ენაზე აკრძალვის მცდელობამ იმდენად ააღელვა სამეგრელოს სამღვდელოება, რომ ცნობილი დაყუდებული ბერი ალექსი შუშანია, რომელიც საზოგადოდ ერიდებოდა თავისი მონასტრისა და სენაკის დატოვებას, გზაზე გადაუდგა რუს ეგზარქოსს ალექსის 1903 წელს, მისი სამეგრელოში მოგზაურობის დროს და მოითხოვა მთავრობას შეეწყვიტა ქართული ენის დევნა სამეგრელოში.

ეგზარქოსი ბერის ასეთმა მოთხოვნამ შეაშფოთა, იგი დაფიქრდა, იქვე დაამშვიდა ბერი და აღუთქვა, ეს ჭორია და არაფერი მოხდებაო, როგორც ვიცით ეს რუსიფიკატორული განზრახვა ვერ განხორციელდა.

უამრავი შემთხვევა შეიძლება გავიხსენოთ საიმისოდ თუ, როგორ უკარგავდა პიროვნულ სახეს ბუნებით კეთილ, მაგრამ სუსტი ნებისყოფის ეგზარქოსს მამა ვოსტორგოვი, რომელმაც ეგზარქოსს ჩაუნერგა საქართველოში „რუსული საქმე” ვოსტორგოვისებურად უნდა აკეთოო, თვითონ გაიქცა საქართველოდან მაშინ, როცა მისი დახმარება სჭირდებოდა ეგზარქოსს. გაიქცა სამარცხვინოდ და უხელმძღვანელოდ დატოვა დაბნეული მოხუცებული. მრავალ ფათერაკს, რომლებითაც აღსავსე იყო ეგზარქოს ალექსის მთავარეპისკოპოსობის პერიოდი, შემდეგი ამბავიც მიეკუთვნება: 1905 წლის 31 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართველმა სამღვდელოებამ გამართა ყრილობა, ისინი მოითხოვდნენ საქართველოს ავტოკეფალიის საკითხის განხილვას და სემინარიის რექტორის ნიკანდრის გადაყენებას. ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე სამღვდელოებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ეგზარქოსი ალექსის და რექტორ ნიკანდრის მხრიდან. მათი ბრძანებით კაზაკების მიერ დარბეული იქნა ყრილობა. ამ ამბის შემდეგ ეგზარქოსი გადაიყვანეს ტვერისა და კაშინის მთავარეპისკოპოსად.

http://www.sg-sakdari.ge/1901.php

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 306
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რუსეთი არის მტრულად განწყობილი სახელმწიფო

ხოდა რატომ?

ამას უნდა ჰქონდეს რაციონალური ახსნა

და არა ფორუჯიული-რეალტიური

ჩVენი დამოუკიდებლობის ეშინიათ და რუსეთს საქ. გაშვება ენანაება...

და ბლა-ბლა-ბლა

 

პოლიტიკა პრაგმატულია

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

saturn

 

ეხლა ცოტა რამ ჩემს შესახებ როგორც ერთი უბრალო მოქალაქის ამბავი... სკოლა იმ წელს (მაშინ 16 წლის ვიყავი) დავამთავრე როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, თუმცა ეროვნული მოძრაობა უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო, 9 აპრილი უკვე მომხდარი იყო (წესით იმ ღამეს მეც იქ უნდა ვყოფილიყავი მაგრამ...) და მეც როგორც ერთი ეროვნულად განწყობილი ქართველი თვალდახუჭული აქტიურად ვუჭერდი მხარს საბჭოთა კავშირის დანგრევას და მჯეროდა რომ ამით საქართველოსთვის დაიწყებოდა აყვავების ხანა და იმაზე უკეთესად ვიცხოვრებდით ვიდრე სსრკ-ს პერიოდში ვიყავით... დაუღალავად ვიბრძოდით, მთელი საქართველო იბრძოდა ნათელი მომავლისთვის მაგრამ რა შეგვრჩა ხელში??? ჩვენ არ გვიბრძოლია იმისთვის რომ ინგლისურ ენას ჩაენაცვლებინა რუსუსლი ენა... ჩვენ არ გვიბრძოლია იმისათვის რომ ლათინურ შრიფტს ცაენაცვლებინა ქართული შრიფტი... ჩვენ არ გვიბრძოლია იმისათვის რომ ამერიკის ჯარს ჩაენაცვლებინა რუსეთის ჯარი... ჩვენ არ გვიბრძოლია იმისათვის რომ რამიშვილებს, თუთბერიძეებს და მისთანებს მისცემოდათ საშუალება რომ ქართული ეკლესია ეგინებინათ... ჩვენ არ გვიბრძოლია იმისათვის რომ საქართველო ამერიკისა და რუსეთის საჯიჯგნ პოლიგონად გამხდარიყო... ჩვენ არ გვიბრძოლია იმისათვის რომ ვინმესთან (ამერიკასთან) მეგობრობის გამო კიდევ უფრო დაგვეკარგა მიწები და ტერიტორიები... (სააკაშვილმა ამერიკასთან ვითომდა მეგობრობის გამო რუსეთთან რადიკალურად გააფუჭა ურთიერთობა... რა მივიღეთ შედეგად?) ჩვენ არ გვიბრძოლია იმისათვის რომ ამერიკისა და ნატოს კრედიტებით მთავრობები გამდიდრებულიყვნენ და მოსახლეობა კიდევ სირზე დარჩენილიყო... და კიდევ ბევრი ასეთი სიმახინჯეები...

... და მოდით ამ ყველაფერ სიმახინჯეებს ნუ ვაბრალით მარტო რუსეთს და მის პოლიტიკას...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

გარემოცვა ეს რომელი... ვანო და მისნაირი მინისტრები თუ ,,თავისუფლების ინსტიტუტი'' რამიშვილების, თუთბერიძეების და მისთანა სირების სახით??? თუ ვანოსა და მისთანა მინისტრებს გულისხმობ მაგათ მოშორებას რა უნდა მაგრამ თუ თავისუფლების ინსტიტუტს გულისხმობ რომელიც ცენტრალური დაზვერვის მთავარ სააგენტოდ რა რეზიდენტურად ითვლება კავკასიაში მაშინ მაგას მიშა რა თქმა უნდა ვერ მოერევა... ისე კი სტალინსაც ჰყავდა გარემოცვა მაგრამ ვისაც უნდოდა და როცა უნდოდა მაშინ ხვრეტდა... კაცმა მოინდომოს და გამოსავალს და საშუალებას ყოველთვის იპოვის!!!

როგორც უკვე ვთქვი თუ სააკაშვილი დატვინავს სიტუაციას და მიხვდება, რომ ძალიან მურტალ "თამაშში" იყენებს ვაშინგტონი, მაშინ იმასაც გააცნობიერებს, რომ ხალხისა და ქვეყნისკენ შემობრუნება მისი, როგორც პოლიტიკოსის და როგორც უბრალოდ ადამიანის გადარჩენის ერთადერთი შანსია .. ანუ სააკაშვილისთვის ამ და ასეთ შემთხვევაში ავტომატურად დადგება ან ვიცის უკვე დადგა, ვაშინგტონის მიერ "კომისრებად" მიჩენილი გარემოცვის ჩამოშორების საკითხი .. და სწორედ აქ იწყება თავდავიწყება მისთვის, რადგან კონკრეტული მოქმედება რომ მოინდომოს უნდა გაბედოს და რომ გაბედოს ამჯერად უკვე არა ვაშინგტონის ან სხვა რომელიმე დედაქალაქის, არამედ მის მიერვე დარბეული საკუთარი დედაქალაქისა და ხალხის მხარდაჭერა და ზურგი ჭირდება ..

 

ის თუ ვინ და რა ძალები ყავს ვაშინგტონს სააკაშვილის ზედამხედველებად გამწესებული, ამ უკანასკნელმა ჩემზე უკეთ იცის .. ამჯერად მხოლოდ ის რჩება გასარკვევი სააკაშვილმა რა და როგორ დატვინა და ხალხი რას ტვინავს თუ ტვინავს საერთოდ რამეს .. თორე დრო იმდენად ცოტაა, რომ სააკაშვილისა და ხალხის დროში გაწელილ ტვინისდღვნას ქვეყანაც შეიძლება შემოედღნას და ის ხალხიც იმ სააკაშვილთან ერთად ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

##################

 

თემას კიდო ბელიტრისტიკაში ნუ გადავიყვანთ ..

 

დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვისჯაბაასოთ http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

ომი გარდაუვალია კისა და ჯობია ამ ობიექტური რეალობისაკენ შემობრუნებასა და ომისთვის მზადებას შეუდგეს ქვეყანა და ხალხი, ვიდრე მახათით ხელში მიშას, გრიშას, ლევანჩოს, იკაკოსა და ანზოროვნას შიზოიდური მისწრაფებების ახსნა განმარტებებზე ხარჯავდეს დროსა და ენერგიას ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ომი გარდაუვალია კისა და ჯობია ამ ობიექტური რეალობისაკენ შემობრუნებასა და ომისთვის მზადებას შეუდგეს ქვეყანა და ხალხი, ვიდრე მახათით ხელში მიშას, გრიშას, ლევანჩოს, იკაკოსა და ანზოროვნას შიზოიდური მისწრაფებების ახსნა განმარტებებზე ხარჯავდეს დროსა და ენერგიას ..

ხო და რა ვქნათ ეხლა? შაჰიდის ქამრები გავამზადოთ თუ საფლავები გავითხაროთ?

თუ მოვცოცხოთ სანამ დროა- არ მესმის რა!

ჩვეულებრივმა ადამიანმა რა უნდა ქნას შენის აზრით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ხო და რა ვქნათ ეხლა? შაჰიდის ქამრები გავამზადოთ თუ საფლავები გავითხაროთ?

თუ მოვცოცხოთ სანამ დროა- არ მესმის რა!

ჩვეულებრივმა ადამიანმა რა უნდა ქნას შენის აზრით?

ხანდახან მაინც კითხულობ ჩემ პოსტებს ბოლომდე?

 

რა უნდა ქნათ და საზოგადოებამ სააკაშვილს იმის ძალა და შესაძლებლობა უნდა მისცეთ რომ აზრზეც მოვიდეს და თქვენსკენ და ქვეყნისკენ შემობრუნებაც გაბედოს .. ჯერ ეს გააკეთეთ და დანარჩენი გაცილებით ადვილი განსახორციელებელი იქნება .. შეძლებთ?

 

ქვეყანას ადეკვატური შემზადება ჭირდება ხვალინდელი დღისთვის ..

 

რას ვამბობ გაუგებარს კისა? http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

და შენ გინდა თქვა რომ გერმანიის უბრალო მოქალაქეს აქვს იმის თავი რომ მერსედესი იყიდოს??? მასე ამერიკაც უშვებს ბოინგებს მაგრამ ხალხს რა მაგით??? კომუნისტების დროს კი მანქანას ვინც მოინდომებდა ის ყიდულობდა... ბებიამაგათმა ეხლა მანქანაში თუ კონდენციონერი ვერ ჩართე ისე ვერ გაივლი რა...

 

ჰო, მერსედესებით გერმანიაში მარტო დამპალი კაპიტალისტები დადიან, ზანგები რომ ყავთ მაგ მერსედესებზე ჯაჭვებით გამობმული და ისე როდ დასრიალებენ!!!

 

კომუნისტების დროს საშუალო ხელფასი იყო 120-130 მანეთი, 180-230 მანეთი იყო მაღალი ხელფასი, რამოდემე პროფესიის ხალხს (მაგალითად შახტიორებს) ჰქონდათ 600-700 მანეთი'

 

ზაპოროჟეცი ღირდა 3600 მანეთი, მოსკვიჩი აზლკ სადღაც 4500, ვაზ 21011 - 6300 მანეთი, ვაზ 2106 - 9800, გაზ 24 - 15 000 მანეთი, მაგრამ რაც მთავარია, მანქანის შეძენა ყველას შეეძლო!!!! წყალი არ გაუვა!!!!

 

 

ზედა კომენტარზე მარტო ერთს ვიკითხავ, თქვენის ნებართვით: მიშა რა შუაში იყო საერთოდ???

 

 

 

ფანატები მეცოდებიან ყოველთვის...

 

 

დასტურ!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

დაუღალავად ვიბრძოდით, მთელი საქართველო იბრძოდა ნათელი მომავლისთვის მაგრამ რა შეგვრჩა ხელში???

უმრავლესობა იბრძოდა თავისი ჯიბისთვის. ამიტომაც მივიღეთ ის რაც მივიღეთ.

 

ჩვენ არ გვიბრძოლია იმისთვის რომ ინგლისურ ენას ჩაენაცვლებინა რუსუსლი ენა... ჩვენ არ გვიბრძოლია იმისათვის რომ ამერიკის ჯარს ჩაენაცვლებინა რუსეთის ჯარი...

ინგლისური ენა, მიუხედავად იმისა მოგწონს ეს შენ თუ არა, მსოფლიოში არის ურთიერთობის სტანდარტი. სხვა რომ არაფერი წიგნები არის ყველა სფეროში ინგლისურად ხელმისაწვდომი. ამერიკის ჯარზე ვთქვით უკვე, ჩვენთან ის არაა განთავსებული. თუ როდესმე იქნება, იქნება მხოლოდ ჩვენი ნებართვით და არა ძალადობრივი გზით.

 

asds

ომი გარდაუვალია

მოდი ერთი წლის სიზუსტით თქვი როდის იქნება ეს ომი. თორე ასე მეც ვილაპარაკებ დედამიწას ასტეროიდი დაეჯახებაო. და როდესმე ახდება.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაუღალავად ვიბრძოდით, მთელი საქართველო იბრძოდა ნათელი მომავლისთვის

 

როგორ ვიბრძოდით ან ვის ვებრძოდით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

როგორ ვიბრძოდით ან ვის ვებრძოდით?

საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას ვებრძოდით და ვებრძვით ... თან დაუნდობლად ..

 

ბოლო 20-30 წელი რაცხა ანომალიურ ზონად იქცა საქართველო ...

 

შედეგებიც შესაბამისია ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ ლოგიკით რომიდან მიყოლებული მონღოლეთამდე ყველა ჩვენი მტერი გამოდის : ))

 

 

პატიოსან ქვეყანას რომ გვჩაგრავენ და ასე შორიდნა იყურებიან ეგეც მტრობაა.

 

 

მოეკითხებათ.

Edited by Private Nodari
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...