Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რუსეთი რომ ხელოვნურად ვაქციეთ მტრად

რუსეთი ყოველთვის მტერი იყო, თქვენნაირები ბოლდებოდნენ ვითომდა მოყვრები ყოფილიყვნენ.

რამდენი ქართველის სისხლია მათ კისერზე.

 

დრო მოვა და ორმაგად ვაზღვევინებთ ყველაფერს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 306
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ვეფხვი

რუსებს ნურაფერს ვადანაშაულებთ

გენათალე თენა, ლოგოლ უკვალს კაცო, ლოგოლ უკვალს

 

asds

ჩემი ძმები ციხეში არიან

იდეურ ძმებს ვგულისხმობდი :music2:

 

ფრთხილად იყავი

ეგ მუქარები ლუბიანკაზე გასწავლეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

რუსეთი რომ ხელოვნურად ვაქციეთ მტრად ეს ფაქტია, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის არ ვიბრძოლოთ?

 

მართალი ხარ რომ მტრად ხელოვნურად ვაქციეთ და ის რომ დამოუკიდებლობისთვის უნდა ვიბრძოლოთ მაგრამ სანამდე და რა საშუალებით??? აგერ უკვე 20 წელია დამოუკიდებლები ვართ და მშვენივრად ვხედავთ რა დამოუკიდებლად ცხოვრების ტრაკიც გვაქვს ქართველებს... სტალინმა, ორჯონიკიძემ და მისთანა ქართველმა რევოლუციონერებმა მშვენივრად იცოდნენ საქართველოს რა დამოუკიდებლად ცხოვრების თავიც ჰქონდა და იმიტომაც გაასაბჭოეს და შეგვიყვანეს დიდ რუსეთის მფარველობის ქვეში... დარწმუნებული იყავით რომ მაგით მაშინ საქართველომ და ქართველებმა გაცილებით მეტი მოიგო ვიდრე დამოუკიდებლად რომ დარჩენილიყო... თორემ საქართველოს დამოუკიდებლობის მერე, გინდაც ეხლა და გინდაც 21 წელში ხომ სულ ბრძოლებსა და ეკონომიკურ გაჭირვებაში ვიყავით? ის ხომ ფაქტია რომ საქართველოში რუსების მიერ მეფობის გაუქმების მერე და გინდაც გასაბჭოების მერე თურქებს და საერთოდ არავის რომ აღარ შეუწუხებივართ???

საქართველოში არის ხალხის დიდი ნაწილი რომელიც თვლის რომ საქართველო დამოუკიდებელი ანუ ნეიტრალური ვერ იქნება და ამიტომ რატომღაც აუცილებლად ამერიკის მფარველობაში უნდა შევიდეთ და ამერიკის ბაზები უნდა განვათავსოთ საქართველოს ტერიტორიაზე... რა გამოდის აქედან? ... რომ ჩვენ რუსეთის ბაზები განვდევნეთ ამერიკის ბაზების განსათვასებლად??? თუ ვინმეს ჰგონია რომ ამერიკის ბაზების განთავსება საქართველოში ნიშნავს საქართველოს ავტომატურად აყვავებას??? ხომ იცით რომ მაგით საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება ... ???

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხომ იცით რომ მაგით საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება ... ???

არ ვიცით. აშშ-ს ბაზების განთავსება აქ ფანტაზიის სფეროა ამ ეტაპზე, მაგრამ სადაც არის განთავსებული, რომელი ქვეყანაა დაქცეული და გაუბედურებული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არ ვიცით. აშშ-ს ბაზების განთავსება აქ ფანტაზიის სფეროა ამ ეტაპზე, მაგრამ სადაც არის განთავსებული, რომელი ქვეყანაა დაქცეული და გაუბედურებული?

 

 

და პირიქით: სადაც რუსები არიან ან იყვნენ, რომელი არაა დამხობილი და განადგურებული?

 

მარტივი მაგალით, გერმანია, აბსოლუტურად ერთი ერი, დასავლეთი სადაც რუსები არ იდგნენ და აღმოსავლეთი - სადაც იდგნენ. ერი, რომელმაც მიაღწია მერსედესის და ბმვ-ს გამოშვებას რუსებმა მიიყვანეს იმ დონეზე, რომ ტრაბანტებს უშვებდნენ. ეს, ზალიან მარტივ მაგალითად რომ ვთქვათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

ხოდა მითუმეტეს რაა..

სხვაგან წასულიყავი, ნაბოზარ კოკოითს რატო მიეკედლე?

ვახ რა კაცი ხარ კაცოიიი : )))

 

კოკოითთან არ წავსულვარ გენაცვალე, იქ წავედი სადაც ნათესავები მყავდა და უსაფრთხოება მეგულებოდა .. აფხაზეთში რომ მყოლოდა ნათესავები აფხაზეთში გადავიდოდი და რა მერე?

 

მე მაპატიეთ ეხლა არც უცხოეთის პასპორტი რომ არ მქონდა აღებული და არც სადმე შვეიცარიის-საფრანგეთის-ინგლისის-გერმანიის და ლუქსემბურგის მიდამოებში მოხევას და იქაური გადასახადების გადამხდელების ხარჯზე ცხოვრების მოწყობას რომ არ ვგეგმავდი : )))

 

4 წელი ვიცხოვრე ინგლისში და უკან დავბრუნდი ვგონებ .. წასვლის შანსი ყოველთვის მქონდა, მაგრამ თუ რამე ფინანსურ მატერიალური რესურსი გამაჩნდა საინფორმაციო სააგენტოს (ITNExclusive თუ კიდევ გახსოვთ) შექმნასა და ჩემი პრინციპული ხედვით, ხალხის სამსახურს შევალიე და იმიტომაც არის მანდაური ბევრისგან განსხვავებით დუხზეც რომ ვარ და არაფერში დამნაშავედ რომ არ ვთვლი საკუთარ თავს ..

 

არ უნდა შექმნილიყო ჩემს ირგვლივ ისეთი გარემო რომ გაქცევაზე მეფიქრა.. რადგან შეიქმნა ის გავაკეთე რაც იმ მომენტში ოპტიმალურ გამოსავლად ჩავთვალე ..

პროსტა შენი ლოზუნგები და მოწოდებები ჩემ თვალში არ ფასობს, სწორედ იმიტომ, რომ მტერთან გაიქეცი

ოსი და აფხაზი ხალხი ჩემი მტერი არასდროს ყოფილა .. პოლიტიკა ერთია და ადამიანობა მეორე ..

 

რაც შეეხება ჩემი პიროვნების ან ჩემი მოსაზრებების პატივისცემა არ პატივისცემას ეს ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილებისა და ფსოფმხედველობის სფეროდან საკითხია და ამდენად რათქმაუნდა ყველა თავისუფალია საკუთარ დასკვნებსა და შეხედულებებში ..

 

პოპულისტი კიდო არასდროს ვყოფილვარ ასე რომ დიდად არ მადარდებდა და არ მადარდებს ვევასები თუ არ ვევასები ხალხს .. ვიტყოდი საერთოდ არ მადარდებს მეთქი მამენტ, მაგრამ ზედმეტად უხეშად გამომივა ალბათ : ))))

 

დიდება ალაჰს ჯიგარსონ http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კუბა

რა კუბა? კუბაში ამერიკელი მაფიოზების ბაზები იყო და არა სამხედროების. და მიუხედავად ამისა იქ ხალხი ფიდელ კასტროს ხელისუფლებაში მოსვლამდე უფრო კარგად ცხოვრობდა ვიდრე მას შემდეგ. თან ისიც გაითვალისწინე სსრკ რა დოზით ეხმარებოდა კუბას.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა კუბა? კუბაში ამერიკელი მაფიოზების ბაზები იყო და არა სამხედროების.

სამხედრო ბაზა არაა ამერიკაში?

 

უი...

 

 

კაი მაშინ ერაყი :music2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

მაშინ ერაყი

ერაყში აშშ ომის საწარმოებლად ჩავიდა და არა როგორც მოკავშირე. აქ საუბარია ბაზებზე, რომელიც ქვეყნის თანხმობით განთავსდება და არა პირიქით. საუბარია მოკავშირეებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სადაც ომის წარმოების საშიშროება არაა იქ აშშ არასდროს არ განათავსებს საკუტარ ბაზებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

მეფის რუსეთის დროს რუსეთმა გაანადგურა და მოსპო საქართველოში 800-მდე მომქმედი ეკლესია-მონასტერი, გააუქმა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, დაგვინიშნა ეგზარხოსი და წირვა-ლოცვაც კი ზოგან აიკრძალა და ზოგან შეიზღუდა ქართულ ენაზე. რაც დატოვეს, გადაათეთრეს და გაძარცვეს თითქმის სრულად. რაც მათ გადაურჩათ, კომუნისტებმა დააგვირგვინეს.

რუსეთმა გაგვიუქმა ავტოკეფალია და მაგალითად თურქეთმა (რომელსაც დღეს ჩვენი პრეზიდენტი ერთ ადგილს ულოკავს) გაგვიუქმა საერთოდ ქრისტიანობა! ამერიკას კიდევ საერთოდ არ გააჩნია ისეთი პრინციპები როგორიცაა: ,,ენა, მამული, სარწმუნოება!''

... და დღეს ჩუმად და ნელა, გაიძვერულად არ მიდის ჩვენი გადაგვარება და გაამერიკანიზმება? ზოგიერთი ტელეარხი უკვე ,,ნაგლად'' ინგლისურ ენაზე ისე უშვებს ფილმებს არც კი თარგმნის ქართულად...

მაშინ საქართველოში სკოლებშიც ქართულად ისწავლებოდა და ეკლესიებშიც ქართულად ტარდებოდა წირვა!!! პირადადა ვარ ამის მომსწრე... (თუ კი სადმე კომუნისტების დროს საერთოდ წირვა ტარდებოდა)...

ჟურნალ-გაზეთებს აკონტროლებდა არა ,,რუსული'' ცენზურა არამედ ,,კომუნისტური'' ცენზურა! ეს სხვადასხვა მცნებებია!

რომელ ქართულ ღირებულებებზე გაქვს საუბარი? დღეს არის კი ეს ქართული ღირებულებები დაცული???

საბჭოთა კავშირში შეგვიყვანეს ისევ და ისევ ჩვენი უსუსურობის გამო... რა მნიშვნელობა აქვს მაშინ საბჭოთა კავშირი ჩაგვყლაპავდა თუ თურქეთი? მე შენ გეტყვი და ჩვენი გულისთვის ევროპა შეიწუხებდა თავს თუ ამერიკა?

 

რუსეთი მე გადაგვარებული და განადგურებული არასოდეს არ გამიგია... პირიქით: საუკუნეების განმავლობაში სულ უფრო და უფრო იზრდება... დიდი პოტენციალის ქვეყანაა და იმიტომ, თანაც მართლმადიდებლური და თანაც უახლოესი მეზობელი... რუსეთის შიდა ავტონომიებს ყოველთვისაც ჰქონდათ გამოყოფის სურვილი მაგრამ რა მერე? რას მიაღწიეს? რუსეთი მეორე მსოფლიო ომშიც იყო ჩართული მაგრამ დაიშალა? პირიქით გაიზარდა!

 

მიუხედავად უამრავი სისხლიანი ისტორიისა, ამ მასშტაბის და კატასტროფის ტოლფასი დარტყმა ქართულ ეკლესიას მანამდე საერთოდ არ მიუღია, თუნდაც მთელი მუსულმანური შემოსევები რომ გააერთიანოთ!

 

 

ეს შენი დასკვნებია თუ მიშას მიერ დაწერილი ახალი ისტორიისა??? რა ზღაპრებს ჰყვები ეხლა შენ???

 

 

აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლა-განათლება და საერთოდ ქართულ ენაზე საუბარი ჩამორჩენილობად და სირცხვილად ითვლებოდა, რომ არა ილია ჭავჭავაძის თაობა, დიდი შანსია, რომ ეხლა ჩვენ საერთოდ კირილიცით გვესარგებლა.

 

იგივეს თქმა შემიძლია დღევანდელობაზეც... როგორც მაშინ ითვლებოდა რუსული პრესტიჟულ ენად ისე ითვლება დღეს ინგლისური პრესტიჟულ ენად... დაჟე ჩვენს მთავრობაში იმაზეც დაიწყეს საუბარი რომ ხომ არ შეგვეცვალა ჩვენი დამწერლობა ლათინური შრიფტით, ასოებით...

 

 

 

ერეკლეს რომ არ ეჩქარა, ცოტა ხანში საკმაოდ სერიოზული ალიანსები ყალიბდებოდა საქართველოს გარშემო ჩვენს სასარგებლოდ, როგორც სპარსეთის მიმართულებით, ისე წინა აზიისკენ.

 

გენაცვალე ოპტიმისტურ პროგნოზებში რააა...

 

რაც შეეხება ოსმალეთს, იქ უკვე იმ დონეზე იყო არეული სიტუაცია, რომ ჩვენთვის კარგა ხანს ვერ მოიცლიდნენ.

დიდი დაპყრობა და ამბავი უნდოდა მაშინდელი საქართველოს დაპყრობას ხომ იცი... :v:

 

მოსახლეობას რაც შეეხება: 1918-1921 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო ამიერ კავკასიის მოსახლეობის 2/3, 1991 წლისთვის კი 1/3. ეს მითები, რომ რუსეთთან შეერთებისას ჩვენ 75 000 ვიყავით, უბრალოდ პროპაგანდული მითებია და მეტი არაფერი.

 

და საიდან ასეთი სტატისტიკა და ისტორია??? მიშამ დაწერა ახალი ისტორია არა??? :music2:

 

asds

მართალია... მიშა რატომღაც მკაცრად ამერიკულს აწვება და ცდილობს ყოველთვის გაამუქოს რუსეთთან ურთიერთობის ისტორია... არადა იმდენს ვერ ხვდება რომ რუსეთი არასოდეს არ დაუშვებს ამერიკას ამიერკავკასიაში, ეს რუსეთის დაშლას გამოიწვევს და ეს რუსეთმაც კარგათ იცის... ნატო რომ გაიძახის ეს ორგანიზაცია რუსეთის წინააღმდეგ არ არის შექმნილიო ეს ტელევიზორში ამბობენ მასე თორემ მთელი დასავლეთი და ნატო ილესავ ჩუმად კბილებს რუსეთზე და მის რესურსებზე... ამერიკაც იგივე იმპერიაა რაც რუსეთი და დეოკრატიის იდეის სახელით თავისი იმპერიალისტურ მიზნებს ახორციელებს მთელს მსოფლიოში... ამერიკასთან ურთიერთობას ცუდი ჯერ არ მოჰყოლია იმიტომ რომ ჯერ ახალი შემოსულია ჩვენს ცხოვრებაში თუმცაღა მაინც უკვე დაგვანახა თავისი პასიურობა და თავისი დაფარული გეგმები რომ საქმე საქმეზე რომ მიდგეს და პრინციპულად დადგეს საკითხი ჩვენი გულისთვის რუსეთთან საქმეს არ გაიფუჭებს ... თუმცა ყველაფერი წინაა... მუდმივი არც ამერიკაა...

 

ყველამ გაიგეთ რა... მსოფლიო ორ ბანაკად არის დაყოფილი და ყველას თავისი პირადი ინტერესები აქვს... შენი მეგობარი აქ არავინაა!

აქ კარგი და ცუდი არ არსებობს... აქ არსებობს ცუდი და უფრო უარესი... აი ამათ შორის უნდა გავაკეთოთ ჩვენ არჩევანი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეგ მუქარები ლუბიანკაზე გასწავლეს?

ტრადიციულად ფორმაში ხარ მანეტ : ))

 

მუქარები არა კვატა ...

Private Nodari

რუსეთი ყოველთვის მტერი იყო, თქვენნაირები ბოლდებოდნენ ვითომდა მოყვრები ყოფილიყვნენ.

რამდენი ქართველის სისხლია მათ კისერზე.

მაგ ლოგიკით რომიდან მიყოლებული მონღოლეთამდე ყველა ჩვენი მტერი გამოდის : ))

დრო მოვა და ორმაგად ვაზღვევინებთ ყველაფერს.

სამწუხაროდ ომი გარდაუვალია ჩემი აზრით და მომზადება ჭIრდება ხალხს და ქვეყანას მეთქი მაგასაა რომ ვამბობ აბა სხვას კი არაფერს ..

 

თუ სათანადოდ მოვემზადებით კრემლს მწვანედ გადავღებავთ მეთქი არ ვამბობ მაგრამ ისეთი დანაკარგები შეიძლება მივაყენოთ მოწინააღმდეგეს რომ ჩვენი პატივისცემაც ისწავლოს და სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდაზეც ჩვენთვის მაქსიმალურად მისაღებ პირობებზე დავსვათ ..

 

ვეფხვი

 

ვგონებ რომ ვხედავ შენი ფიქრის ლოგიკას და ჩემეული გაგებით გამოსავალსაც ვგონებ, რომ გთავაზობთ ...

 

საზოგადოებამ უნდა გამოიღვიძოს როგორმე და სააკაშვილს აიძულოს ქვეყნისა და ხალხისკენ მობრუნება .. ომია კარზე მომდგარი და ვიდრე ამ ომს არ გადავიტანთ (თუ გადავიტანთ) რაიმე პოლიტიკური მეთოდებით ვითარების განმუხტვაზე საუბარი ვგონებ რომ უსაფუძვლო იქნება ..

 

ვაშინგტონი არ შეაჩერებს საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ სამოქმედო გეგმას და შესაბამისად არც რუსეთსა და არც სომხეთს საქართველოზე თავდასმისგან ..

 

იტოგში ვაშინგტონი რულამს და მოსკოვი მას ამაში ეხმარება .. ეს უნდა გავაცნობიეროთ რომ ადეკვატური სამოქმედო გეგმა შევიმუშაოთ .. დღეს კი ხალხი და ქვეყანა მაქსიმალურად უნდა მომზადდეს თავდაცვისთვის .. ამაზე პრიორიტეტული საკითხი არ არსებობს ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალი ხარ რომ მტრად ხელოვნურად ვაქციეთ და ის რომ დამოუკიდებლობისთვის უნდა ვიბრძოლოთ მაგრამ სანამდე და რა საშუალებით??? აგერ უკვე 20 წელია დამოუკიდებლები ვართ და მშვენივრად ვხედავთ რა დამოუკიდებლად ცხოვრების ტრაკიც გვაქვს ქართველებს... სტალინმა, ორჯონიკიძემ და მისთანა ქართველმა რევოლუციონერებმა მშვენივრად იცოდნენ საქართველოს რა დამოუკიდებლად ცხოვრების თავიც ჰქონდა და იმიტომაც გაასაბჭოეს და შეგვიყვანეს დიდ რუსეთის მფარველობის ქვეში

სტალინს და ორჯონიკიძეს სულ ბაირამ დუდუკზე ეკიდათ საქართველო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

მარტივი მაგალით, გერმანია, აბსოლუტურად ერთი ერი, დასავლეთი სადაც რუსები არ იდგნენ და აღმოსავლეთი - სადაც იდგნენ. ერი, რომელმაც მიაღწია მერსედესის და ბმვ-ს გამოშვებას რუსებმა მიიყვანეს იმ დონეზე, რომ ტრაბანტებს უშვებდნენ. ეს, ზალიან მარტივ მაგალითად რომ ვთქვათ.

 

და შენ გინდა თქვა რომ გერმანიის უბრალო მოქალაქეს აქვს იმის თავი რომ მერსედესი იყიდოს??? მასე ამერიკაც უშვებს ბოინგებს მაგრამ ხალხს რა მაგით??? კომუნისტების დროს კი მანქანას ვინც მოინდომებდა ის ყიდულობდა... ბებიამაგათმა ეხლა მანქანაში თუ კონდენციონერი ვერ ჩართე ისე ვერ გაივლი რა... :music2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...