Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

  • Replies 306
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მე მაპატიე თუ რამე ცუდათ ვთქვი და დავწერე : )

 

არა :yes: მაგიტომ არ მითქვამს :D

 

ისე კი მე ხელჩაქნეულთა რიგებში ვარ და ოპტიმიზმის თვალსაზრისით როგორც იმ ცხონებულის ლექსშია

დაველოდოთ, გასულია საქართველო

და რომ მოვა, თვითონ გამოგვიძახებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

ისე კი მე ხელჩაქნეულთა რიგებში ვარ და ოპტიმიზმის თვალსაზრისით როგორც იმ ცხონებულის ლექსშია

დაველოდოთ, გასულია საქართველო

და რომ მოვა, თვითონ გამოგვიძახებს...

ეგ არ შეიძლება ზუსტად .. სადაც მე მჯერა (ჩემი ისტორიების გადამკიდე) დამოუკიდებელი და წარმატებული საქართველოს (საქართველოს კონფედერაციის) იდეის, იქ თქვენც ალბათ შეიძლება დაიჯეროთ ამის ..

 

უსაფუძვლო ოპტიმიზმზე არ ვსაბრობ რათქმაუნდა .. მაგრამ თუ საზოგადოებამ, როგორღაც მოახერხა საკუთარ თავში გარდატეხის შეტანა და საკუთარი მორალურ ზნეობრივი ღირებულებების რევიზია, დარწმუნებული ვარ ქვეყანა რეალურად დაადგება განვითარების გზას .. პრობლემა ჩვენშია და არა მხოლოდ და არა იმდენად ფსევდო საზოგადოებრივ პოლიტიკურ ელიტაში, რადგან ეს ვითომ პოლიტიკოსები და ვითომ საზოგადო მოღვაწეები (უკიდურესი უმრავლესობა) სწორედ იმ პრინციპებითა და ღირებულებებით ხელმძღვანელობს რითიც საზოგადოება ...

 

რაღაც ინტელექტუალურ-მორალური (თუ ასე შეიძლება ითქვას) რევოლუცია გვჭირდება, რომ განვითარების ახალ საფეხურზე ჯერ ჩვენ ავიდეთ და მერე ქვეყანა ავიყვანოთ ..

 

 

 

ვიცი რომ ბანალურად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ სადღაც დაახლოებით სიმართლის მიდამოებში ვარ ვგონებ ...

 

ნებისმერ შემთხვევაში არ უნდა ჩამოვყაროთ ხელები, რადგან თუ ცხოვრება გრძელდება ესეიგი ყველაფერი უფრო უკეთესადაც შეიძლება იყოს ვიდრე არის .. ჩვენზეა რა ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი დამოკიდებული ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

საქართველო უკვე დაშლილია

უარესადაც ყოფილა. როგორც შენი ძმები ამბობენ ეშჩო ნე ვეჩერ :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

უარესადაც ყოფილა. როგორც შენი ძმები ამბობენ ეშჩო ნე ვეჩერ

ჩემი ძმები ციხეში არიან სატურნ, თქვენი ფარჩაკი ხელისუფლების ფარჩაკი მმართველობის გამო .. ასე რომა ფრთხილად იყავი ჩემ ძმებს როცა ახსენებ .. არ ღირს უაზროთ ხალხის გადაკიდება ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

ფარჩაკმა თუ გაგაფარჩაკე ე.ი ორმაგად ფარჩაკი ყოფილხარ.

ჯერ ჯერობით მე ვაფარჩაკებ გასაფარჩაკებელს თუ დააფიქსირე და ასე იქნება აწ და ვიდრე უკანასკნელ გზას გაუდგები .. და რათქმაუნდა ეშო ნე ვეჩერ კიდო : )) როგორც სატურნის პრეზიდენტის უფროსები იტყვიან ხოლმე ....

 

როგორ არის? გაახილე თვალებიო არა?? ხოდა სიმართლე სინათლეა არა რიგითო? არც შენ გირჩევ ზედმეტად თავის გამოდებას .. ყოველთვის უნდა იცოდე სად, ვისთან და რატომ ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

კაცო, რუსები შემოვიდნენ და საქ. გააერთიანეს, 300 000 ჩაგვიბარეს და 4 მილიონი გაგვიშვეს

და მეტი რაღა გინდათ

ამერიკელებისგან რა ხეირი გვაქვს, მარტო სააკაშვილის მომხრეები შოულობენ ფულს,

ტერიტორიები დავკარგეთ, ქარხანა ფაბრიკები ფაფუ, მიწები არაბებს, ხე ტყე ჩინელებს

ბიზნესი მიშისტებს და ჩვენ რა-ხალხს შია

 

აბსოლიტურად გეთანხმები... საბჭოთა კავშირის დაშლას მაშინ ჰქონდა საქართველოსთვის აზრი თუ იმაზე კარგათ ვიცხოვრებდით რაც საბჭოთა კავშირის დროს ვიყავით საქართველო და ქართველები... მაგრამ სამწუხაროდ თემა და სფერო არ დარჩა საქართველოს ცხოვრებაში რომ სიტუაცია არ გაუარესებულიყოს იმ დროსთან შედარებით...

სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და ვთქვათ: რუსეთის, როგორც მეფის რუსეთის ასევე საბჭოთა რუსეთის პერიოდში იყო თუ არა საქართველო როგორც შიდა პოლიტიკურ - ეკონომიკურად ასევე საგარეო პოლიტიკიდან და დამპყრობლებიდან დასვენებული? რუსებს ნურაფერს ვადანაშაულებთ... ისენი რომ არა დღეს საქართველოში თურქები იჯდებოდნენ, იმიტომ რომ მუდმივი ომები და შიდა განხეთქილებები დაასუსტებდა საქართველოს და ბოლოს გაანადგურებდა, თორემ საქართველოს დამოუკიდებლობის მერე გინდაც 21 წელში ხომ სულ ბრძოლებსა და ეკონომიკურ გაჭირვებაში ვიყავით? რამდენჯერ იხსნა რუსეთმა საქართველო მუსულმანი დამპყრობლებისაგან? ... და იმას რატომ აღარ იხსენებ საბჭოთა რუსეთმა ბათუმი რომ გამოჰგლიჟა თურქებს და ან კიდევ საქართველოში რუსების მიერ მეფობის გაუქმების მერე თურქებს და საერთოდ არავის რომ არ შეუწუხებივართ???

 

აგერ უკვე 20 წელია დამოუკიდებლები ვართ და მშვენივრად ვხედავთ რა დამოუკიდებლად ცხოვრების ტრაკიც გვაქვს ქართველებს... სტალინმა, ორჯონიკიძემ და მისთანა ქართველმა რევოლუციონერებმა მშვენივრად იცოდნენ საქართველოს რა დამოუკიდებლად ცხოვრების თავიც ჰქონდა და იმიტომაც გაასაბჭოეს და შეგვიყვანეს დიდ რუსეთის მფარველობის ქვეში... დარწმუნებული იყავით რომ მაგით მაშინ საქართველომ და ქართველება გაცილებით მეტი მოიგო ვიდრე დამოუკიდებლად რომ დარჩენილიყო...

 

აგერ ნახავთ თუ ამერიკამ საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობა გააფუჭოს... მაგრამ სააკაშვილმა ამერიკასთან ვითომდა მეგობრობის გამო რუსეთთან გააფუჭა ურთიერთობა... რა მივიღეთ შედეგად? მრავალეროვან - ნატო-ში შესვლის მაგივრად კონკრეტულად მარტო ამერიკასთან დადებული რაღაც ხელშეკრულება და შეშფოთებული ევროპა!!! ჩვენთვის ეს არის სულ საერთაშორისო მხარდაჭერა???

 

აგვისტოს ომის ფაქტი ის არის რომ სააკაშვილმა თავი დავით აღმაშენებლად წარმოიდგინა, მიზეზი (ვითომდა იმათი ტერიტორიებიდან ჩვენი ტერიტორიები იბომბებოდა) გამოიყენა, ცხინვალში ჯარები შეიყვანა და უნდოდა როკის გვირაბამდე გასვლა... კი მაგრამ, ხომ იცოდა რომ ამით რუსეთს გააქტიურებდა და შედეგად მივიღებდით ომს რუსეთთან (რასაც ნამდვილად ვერ მოვუგებდით) და უფრო უარესს დაძაბულ სიტუაციას რეგიონებში? კი მაგრამ მტრის ტერიტორიაზე საცეცხლე წერტილების ჩაქრობას რად უნდოდა გამყოფი სადემარკაციო ხაზს იქეთ გადასვლა და ცხინვალში შესვლა? ხომ შეიძლებოდა რომ მტრის საცეცხლე წერტილები აქედან არტილერიით და სხვა საშუალებებით გაენადგურებინათ? რუსები და სეპარატისტები შორიდან, თავისი ტერიტორიებიდან გვესროდნენ, ხაზს აქეთ არ გადმოსულან და ასე ვთქვათ ,,შეთანხმება'' არ დაურღვევიათ... ხოლო სააკაშვილმა (ალბათ მაშინ მაკკეინის მხარდაჭერით) ადგა და პირდაპირ ცხინვალს მიაჭრა... მოკლედ მაგრად არადიპლომატიურად და უტვინოდ მოიქცა... თუ იგივენაირად უტვინოდ მოიქცევა ეს მთავრობა რა თქმა უნდა რომ არავინ არ აპირებს ამისთვის სისხლი დაღვაროს!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ჯერობით მე ვაფარჩაკებ გასაფარჩაკებელს

რაღაც ვერ ვხედავ.

აქ დარჩენილიყავი და მართლა გებრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ.

რუსეთში გაქცევა რა საქმეა?

 

 

ხოდა სიმართლე სინათლეა არა რიგითო?

ზოგჯერ სიმართლეც ბნელა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

რაღაც ვერ ვხედავ.

აქ დარჩენილიყავი და მართლა გებრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ.

რუსეთში გაქცევა რა საქმეა?

ჯერ ერთი ცხინვალი რუსეთი არ არის ..

 

რუსეთში რომ ავღმოჩნდით და დღეს აგერ არალეგალები ვართ ეს ლაითად რომ ვთქვა ფორს-მაჟორის, განგებისა და მომავლის საქმეა, მაგრამ მანდ რომ ვიყავი და ვიბრძოდი როგორც შემეძლო ამით რა? გვერდში დამიდგა ვინმე და მხარი დამიჭირა თუ სირთულეები შემექმნა თუ არა ზურგი მაქცია თითქმის ყველამ?

 

იმიტომ ვამბობ რომ უნდა იცოდე ვისთან და რატომ თქვა თორე უაზრო ბრალდებებზე ადვილი არაფერია .. ეხლაც თქვენ, მანდ დარჩენილ საზოგადოებას მოგიწოდებთ ვითარების ადეკვატური გააზრებისკენ, ერთიანობისა და მხნეობისკენ თორე პირადად ჩემთვის მამენტ არასდროს არაფერი მითხოვია ..

 

 

ჩემი პიროვნების შესახებ საუბრით თუ არ დაიღალეთ და გააგრძელეთ ბატონო .. რაც გინდათ ის გიქნიათ .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

 

ჯერ ერთი ცხინვალი რუსეთი არ არის ..

 

რუსეთში რომ ავღმოჩნდით და დღეს აგერ არალეგალები ვართ ეს ლაითად რომ ვთქვა ფორს-მაჟორის, განგებისა და მომავლის საქმეა, მაგრამ მანდ რომ ვიყავი და ვიბრძოდი როგორც შემეძლო ამით რა? გვერდში დამიდგა ვინმე და მხარი დამიჭირა თუ სირთულეები შემექმნა თუ არა ზურგი მაქცია თითქმის ყველამ?

 

იმიტომ ვამბობ რომ უნდა იცოდე ვისთან და რატომ თქვა თორე უაზრო ბრალდებებზე ადვილი არაფერია .. ეხლაც თქვენ, მანდ დარჩენილ საზოგადოებას მოგიწოდებთ ვითარების ადეკვატური გააზრებისკენ, ერთიანობისა და მხნეობისკენ თორე პირადად ჩემთვის მამენტ არასდროს არაფერი მითხოვია ..

 

 

ჩემი პიროვნების შესახებ საუბრით თუ არ დაიღალეთ და გააგრძელეთ ბატონო .. რაც გინდათ ის გიქნიათ .

ვახ, ვინ უნდა დაგიჭიროს მხარი შე კაცო ცხინვალი ვაღიაროთო...

 

Private Nodari

რუსეთში რომ ავღმოჩნდით და დღეს აგერ არალეგალები ვართ ეს ლაითად რომ ვთქვა ფორს-მაჟორის, განგებისა და მომავლის საქმეა

 

მომავლის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ჯერ ერთი ცხინვალი რუსეთი არ არის ..

ხოდა მითუმეტეს რაა..

სხვაგან წასულიყავი, ნაბოზარ კოკოითს რატო მიეკედლე?

 

მე არც შენ პიროვნებას ვეხები და არც გნსჯი, ღმერთმა გაგიმარჯოს.

 

პროსტა შენი ლოზუნგები და მოწოდებები ჩემ თვალში არ ფასობს, სწორედ იმიტომ, რომ მტერთან გაიქეცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

რუსეთი რომ ხელოვნურად ვაქციეთ მტრად ეს ფაქტია, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის არ ვიბრძოლოთ?

 

დღეის მდგომარეობით რუსეთი საქართველოს მტერია და ვაშინგტონის მითითებებისა და გეოპოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, ქვეყნის დეზინტეგრაციის გაგრძელებას გეგმავს. ეს საფრთხე უნდა გავანეიტრალოთ როგორმე .. როგორ? სააკაშვილის მოხსნა რადგან არ გამოდის მაშIნ მაგ ინდივიდს უნდა შევასმინოთ რომ ძალიან მურტალ თამაშში იყენებს მას ვაშინგტონი და რომ თუ ხალხისა და ქვეყნისკენ არ შემობრუნდება, საკუთარ სიცოცხლესთან ერთად ქვეყანასაც დაკარგავს და სხვა დანარჩენსაც ..

 

სხვა ვარიანტი არ არის .. ან სააკაშვილი აზრზე მოვა და ქვეყანას რეალურად შეამზადებს ომისთვის, ან სააკაშვილი აზრზე არ მოვა და ქვეყანას შეუმზადებლად მოუწევს ომი.

 

იმის იტკიცებას არ დავიწყებ, რომ ომი დღევანდელ ჩიხურ სიტუაციაში გარდაუვალია. ვისაც ამის დაჯერება ან დანახვა არ უნდა შესაძლოა ფატალურ შეცდომას უშვებდეს ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და ვთქვათ: რუსეთის, როგორც მეფის რუსეთის ასევე საბჭოთა რუსეთის პერიოდში იყო თუ არა საქართველო როგორც შიდა პოლიტიკურ - ეკონომიკურად ასევე საგარეო პოლიტიკიდან და დამპყრობლებიდან დასვენებული? რუსებს ნურაფერს ვადანაშაულებთ... ისენი რომ არა დღეს საქართველოში თურქები იჯდებოდნენ, იმიტომ რომ მუდმივი ომები და შიდა განხეთქილებები დაასუსტებდა საქართველოს და ბოლოს გაანადგურებდა, თორემ საქართველოს დამოუკიდებლობის მერე გინდაც 21 წელში ხომ სულ ბრძოლებსა და ეკონომიკურ გაჭირვებაში ვიყავით? რამდენჯერ იხსნა რუსეთმა საქართველო მუსულმანი დამპყრობლებისაგან? ... და იმას რატომ აღარ იხსენებ საბჭოთა რუსეთმა ბათუმი რომ გამოჰგლიჟა თურქებს და ან კიდევ საქართველოში რუსების მიერ მეფობის გაუქმების მერე თურქებს და საერთოდ არავის რომ არ შეუწუხებივართ???

 

 

მეფის რუსეთის დროს რუსეთმა გაანადგურა და მოსპო საქართველოში 800-მდე მომქმედი ეკლესია-მონასტერი, გააუქმა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, დაგვინიშნა ეგზარხოსი და წირვა-ლოცვაც კი ზოგან აიკრძალა და ზოგან შეიზღუდა ქართულ ენაზე. რაც დატოვეს, გადაათეთრეს და გაძარცვეს თითქმის სრულად. რაც მათ გადაურჩათ, კომუნისტებმა დააგვირგვინეს.

 

მიუხედავად უამრავი სისხლიანი ისტორიისა, ამ მასშტაბის და კატასტროფის ტოლფასი დარტყმა ქართულ ეკლესიას მანამდე საერთოდ არ მიუღია, თუნდაც მთელი მუსულმანური შემოსევები რომ გააერთიანოთ!

 

აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლა-განათლება და საერთოდ ქართულ ენაზე საუბარი ჩამორჩენილობად და სირცხვილად ითვლებოდა, რომ არა ილია ჭავჭავაძის თაობა, დიდი შანსია, რომ ეხლა ჩვენ საერთოდ კირილიცით გვესარგებლა.

 

რაც შეეხება ოსმალეთისა და სპარსეთისგან შემოსევებს, ეს ძალიან გრძელი თემაა და მოკლედ შემიძლია ასე გითხრათ: ერეკლეს რომ არ ეჩქარა, ცოტა ხანში საკმაოდ სერიოზული ალიანსები ყალიბდებოდა საქართველოს გარშემო ჩვენს სასარგებლოდ, როგორც სპარსეთის მიმართულებით, ისე წინა აზიისკენ. რაც შეეხება ოსმალეთს, იქ უკვე იმ დონეზე იყო არეული სიტუაცია, რომ ჩვენთვის კარგა ხანს ვერ მოიცლიდნენ. ფაქტია, რომ ვერც მოიცალეს, იმიტომ, რომ თავიდან აქ რუსული ჯარის უმნიშვნელო კონტიგენტი იდგა და ოსმალებმა არათუ მათი განეიტრალება, არამედ პირიქით - ახალციხე და ტაო-კლარჯეთიც კი დაკარგეს, მაშინ, როცა მთელი ჩრდილოეთ კავკასია მათ კონტროლს ქვეშ იყო და სამხრეთ საქართველოსთვის ომებშიც ლომის წილი სწორედ ქართველებს მიუძღოდათ და არა რუსებს.

 

მოსახლეობას რაც შეეხება: 1918-1921 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო ამიერ კავკასიის მოსახლეობის 2/3, 1991 წლისთვის კი 1/3. ეს მითები, რომ რუსეთთან შეერთებისას ჩვენ 75 000 ვიყავით, უბრალოდ პროპაგანდული მითებია და მეტი არაფერი. ეს ციფრი თუ კი მართლა ვინმემ დათვალა, მასში ნამდვიალდ არ შედიოდა არც დასავლეთ(გვიან შეიერთეს რუსებმა), არც სამხრეთ(ოსმალების იყო) და არც ჩრდილოეთ საქართველო(იქაც გვიან ააღწიეს რუსებმა), ანუ ფაქტიურად მხოლოდ ქართლ-კახეთის მოსახლეობის ნაწილი თუ ექნებოდათ აღწერილი.

 

ეკონომიკას რაც შეეხება და ფაბრიკა ქარხნებს: საქართველო კომუნისტობამდე იყო ხორბლის ექსპორტიორი ქვეყანა, მარტო ილია ჭავჭავაძის სათავადაზნაურო ბანკის 18 მილიონი ოქროა გამქრალი უგზო-უკვლოდ რევოლუციების შემდეგ (მაშინდელი კურსით ეს უზარმაზარი თანხაა).

 

ამას დაუმატეთ კიდევ ის აუარება მსხვერპლი, რაც გამუდმებულ აჯანყებებს, რეპრესიებს, გაციმბირებებს, 25 წლიან ჯარის ბეგარას, იაპონიასთან ომს, ორ მსოფლიო ომს, 24, 36, 37, 53, 56, 89-2008 წლების სისხლიან ტერორს მოჰყვა და მერე იანგარიშეთ, როგორი ჩვენი "მაყვავებელიც" იყო რუსეთი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...