Lo Janko Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 ბოროტად თვით სიკეთის გამოყენებაც შეიძლება, სიყვარულისაცasesino_141, სიკეთე და სიყვარული ადამიანის არსობის ფუნდამენტალური ცნებებია, წარმოუდგენელია ჰუმანიზმი ამ ცნებების გარეშე, ყველაზე დიდი ბოროტებაც ისტორიაში სიკეთისა ად სიყვარულის სახელით ხდებოდა და ხდება დღესაც და მართალი ხარ იმაში რომ ყველაფრის გამოყენება შეიძლება ბოროტად, მაგრამ აი Nukriko იმაშია მართალი, რომ პატრიოტიზმი როგორც ტერმინი და ცნება საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ შვა და ძირითადად აქვს მაკონსოლიდირებელი და მამობილიზირებელი ფუნქცია ხელისუფლების გარშემო.თუმცა არის სხვა მაგალითებიც, მაგალითად გარიბალდის ბრძოლა იტალიის გასათავისუფლებლად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 (edited) asesino_141, სიკეთე და სიყვარული ადამიანის არსობის ფუნდამენტალური ცნებებია, წარმოუდგენელია ჰუმანიზმი ამ ცნებების გარეშე, ყველაზე დიდი ბოროტებაც ისტორიაში სიკეთისა ად სიყვარულის სახელით ხდებოდა და ხდება დღესაც და მართალი ხარ იმაში რომ ყველაფრის გამოყენება შეიძლება ბოროტად, მაგრამ აი Nukriko იმაშია მართალი, რომ პატრიოტიზმი როგორც ტერმინი და ცნება საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ შვა და ძირითადად აქვს მაკონსოლიდირებელი და მამობილიზირებელი ფუნქცია ხელისუფლების გარშემო.თუმცა არის სხვა მაგალითებიც, მაგალითად გარიბალდის ბრძოლა იტალიის გასათავისუფლებლად.მე კომუნისტების დროს დავიბადე და ჩემი პატრიოტიზმი სულაც არ ნიშნავდაკომპარტიის გვერდით დგომა, ხელისუფლების გვერდით კი დგანანა YYYYდა არა პატტრიოტები პატრიოტიზმი არის სამშობლოს სიყვარული, ეს გრძნობა ყველა ნორმალურადამიანს აქვს მარგინალების გარდა Edited April 11, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 Lo Janko მართალია, მაგრამ პატრიოტიზმი ჩემთვის იმდენად კეთილშობილი სიტყვაა, რომ მინდა უბრალოდ სხვანაირად გაიგონ. პირდაპირ ასე, ძირს პატრიოტიზმიო შეგნებული თუ შეუგნებელი ხალხის 90% ვერ გაიგებს. სხვანაირი მიდგომაა საჭირო, პატრიოტიზმი არაა მხოლოდ სახელისუფლებო ბერკეტი... აგერ, ციტატის მოწყვეტა მინდოდა ვაჟას ესსედან, მაგრამ მთლიანი ტექსტი შემომეფეისთა , შეუძლებელია ამოჭრა. ცოტა სხვა გზით მიდის, მაგრამ თემას უხდება... კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ვაჟა ფშაველაზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად. ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება... მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე. პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად. ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია. ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ... პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს. ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა. 1905 წ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 ვაჟას ვერსია არის კომპრომისი პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებს შორის. მე არც კოსმოპილი ვარ და არც პატრიოტი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 Nukriko ცოტა სხვა გზით მიდის, მაგრამ თემას უხდება... ვიცი, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ პატრიოტიზმის ბოლომდე უარყოფა არ შეიძლება. პატრიოტიზმს დადებითი მხარეებიც გააჩნია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 Nukriko პატრიოტიზმი არის მართველი ელიტის იარაღი, რათა საკუთარ მიზნებისთვის, ომში გაუშვან მშვიდობიანი ადამიანები, ან თავიანთი დანაშაული პატრიოტული მიზნებით გაამართლონ.. ამიტომ ყველამ გადავლახოთ საკუთარი თავი და უარი ვთქვათ პატრიოტობაზე.გიყვარს შენი სამშობლო?იყავი უბრალოდ შენი სამშობლოს მოყვარული და არა პატრიოტი.რა არის პატრიოტიზმი ზოგადად და მისი ქართული ვერსია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 asesino_141 პატრიოტიზმს დადებითი მხარეებიც გააჩნია.მაგალითათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 აი რას უშვება ადამიანს მარქსისტული სისულელეების კითხვა.აჰა... მივედით ძირამდეც.ჯერ ეკლესიასთან, მერე ეროვნულობასთან და ბოლოს და ბოლოს ხომ ხედავთ სადამდეც მივიდა :eshmak:აი ასეთი ადამიანები არიან უდიდესი დასაყრდენი ( უმეტეს შემთხვევაში გაუაზრებლად ) ნებისმიერი ქვეყნის გარე მტერის.ჯერ საბჭოთა რუსეთის, მერე აშშუელების, მერე ისევ რუსების... და ამ ხელისუფლებამ კიდევ... აი ამ ადამიანების აღზრდაზე და განდიდებაზე გააკეთა აქცენტი. და ეხლა, მალე მოიმკის შედეგსაც საკუთარი იდიოტიზმის. არა იმ შედეგს არ ვგულისხმობ რომ ქვეყანა დაექცევათ თავზე ( ეს ხომ ყველამ ვიცით რომ ჰკიდიათ ), უბრალოდ თბილ და ტკბილ სკამებს დაკარგავენ, თანაც დიდი სამარცხვინოობით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 საკუთარი ეთნოსისადმი ზიზღი უცებ არ ჩნდება ადამიანში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 dire Siknadmo ბიჯო მარტო სათაურებს ნუ კითხულობთ ვაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 ყველამ გადავლახოთ საკუთარი თავი და უარი ვთქვათ პატრიოტობაზე.პატრიოტიზმი არის ყველაზე საშინელი ანტიადამიანური იარაღი რაც კი კაცობრიობას გამოუგონიაეს ამრტო სათაურია? :O იყავი უბრალოდ შენი სამშობლოს მოყვარული და არა პატრიოტი.:eshmak:სხვაობა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 დაიწყო დემაგოგია, აი შენი ეთნოსი არ გიყვარს, აი ქართველობა გეზიზღება და ინტელექტუალურად გაბანკროტებული დემაგოგია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 Nukriko ინტელექტუალურად გაბანკროტებული დემაგოგიაომგ...კოსმოპოლიტი ათეისტების მიერ მართული ქვეყნის ნაჩვენები შედეგების მერე, საერთოდ რომ ხმას ამოიღებთ რამეზე..მით უმეტეს ინტელექტზე... ლუზერებო თქვენა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 dire ლუზერებო თქვენა D.gif D.gif D.gifლუზერი ვინ არის ძალიან კარგად ჩანს პატარა განსხვავებული აზრის მოსმენა და ნერვიული აშლილობა ნერვები გასაფრთხილებელია ბიჭოოოოოოოოოოოოოო კოსმოპოლიტიდავწერე უკვე რომ არც კოსმოპოლიტი ვარ თუმცა ნერვიულ აშლილობის დროს ვერ შეამჩნევდი ამას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 Nukriko მართალი ხარ, ნამდვილად ეტყობა თვითრეალიზაციის პროცესში და სამყაროში ინდივიდუალური ადგილის ძიების პროცესში ხარ. რაც მართლაც მტკივნეულია...ამიტომაც დაეძებ მაქსიმალურად რადიკალურ პოზიციებს. სამწუხაროდ...შენ აპრიორი წარუმატებელი მხარე გაქვს არჩეული მიხო გიგა ლევანი და ჯორჯი მომიკითხე "წარმატებულებო" თქვენა :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.