Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს ძველი და ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა (დროშა, გერბი, ჰიმნი )


Recommended Posts

XI-XVI საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროები ქართულ სახელმწიფო დროშას იხსენიებენ, როგორც „გორგასლიან და დავითიანს... ბედნიერად ხმარებულს, დროშას სვიანს“. იგი იყო ერთიანი საქართველოს შემაკავშირებელი, მისი სიძლიერისა და სიამაყის გამომხატველი. ეს დროშა ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდიოდა.

 

საქართველოს „გორგასლიანი და დავითიანი“ სახელმწიფო დროშა თეთრი ფერისა ყოფილა, რომელიც წითელ ბუნზე იყო მიმაგრებული, ბუნი ჯვრის გამოსახულებით სრულდებოდა. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა გიორგის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები, ქართული სახელმწიფო დროშით.

 

 

 

XIV საუკუნეში ბარსელონაში გამოქვეყნდა ერთი კატალონელი ბერის მიერ შედგენილი მსოფლიო ქვეყნების ატლასი, სადაც ქართული დროშებიცაა აღწერილი. ამ აღწერილობით, ქართული დროშის ალმის თეთრ ფონზე მთელ სიგრძე-სიგანეზე შინდისფერი ჯვრის სწორი ხაზებია გამოსახული, რომელთა კუთხეებშიც ასევე პატარა ჯვრებია ჩახატული. სავარაუდოდ, ასეთი დროშა XIII საუკუნიდან უნდა წარმოშობილიყო.

http://children.wanex.net/istoria/droshebi/droshebi.htm

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 56
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

shamili

 

კარგი რა შამილ. ჰიმნს რაღას ერჩი? ძალიან კარგი ჰიმნი გვაქვს ყველა პარამეტრებით.

კაკ რაზ გუშინ მთელი დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნებს და მათ ტექსტებს ვეცნობოდი.

აბა მაშინ ფრანგებმა რაღა თქვან რომელთაც გენიალური კომპოზიტორები და პოეტები ჰყავდათ და ჰიმნად აჯანყებული სოციალისტების ცუმპა-რამპა აქვთ. ან ინგლისელებმა, რომლთა ჰიმნიც ლოცვაა დედოფალზე.

რუსებზე აღარაფერს ვიტყვი.

მითუმეტეს ჩვენნაირ პატარა ქვეყნებზე, მაგალითად სამოაზე, რომლის ჰიმნსაც შეყვარებულთან მოუსმენდა წითელი სანთლების და შამპანურის თანხლებით :user:

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

მაგ საიტზე რაც ხუთჯვრიანი დროშებია გამოსახული იმ რუკიდწან არის ამობეჭდილი და ეგ ერთადერთი ,,არგუმენტია'' რაც მოაქვთ იმის დასამტკიცებლად რომ ვიტომ ეგ დროშა საქართველოს ისტორიული დრშა იყო. მაგ რუკის გადიდებულ ვარიანტს თუ ნახავ აღმოაჩენ რომ საქართველოს გარდა მაგ დროშით აღნიშნულია არმოსავლეთ ევროპის ყველა ქრისტიანული სახელმწიფო და მგონი სომხეთიც.

სამი ვერსიაა რატომ არის აღნიშნული ევროპის ყველა ქრისტიანული სახელმწიფო მაგ დროშით, პირველი წყარო იუწყება რომ მაგ დროშით აღნიშნულია ის სახელმწიფოები სადაც კათოლიკე მისიონერები ჩავიდნენ საქადაგოდ. მეორე წყარო იუწყება რომ უბრალოდ აღმოავლეთ ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოებია აღნიშნული, ხოლო მესამე წყარო იუწყება რომ მაგ დროშით აღნიშნულია ის ქვეყნები რომლებიც თავის დროზე იყვნენ ჯვაროსანთა კოალიციის მოკავშირენი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://children.wanex.net/istoria/droshebi/droshebi.htm

 

აი ამ საიტზე რომ პირველი თეთრი დროშა დევს წმინდა გიორგის გამოსახულებით, ეგ მართლა საქართველოს ისტორიული დროშაა, ხუთჯვრიანი დროშა აშკარად დავალებითაა დადებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალი დროშა ძალიან მომწონს და ძველს ბევრად სჯობს, ჩემი მოკრძალებული აზრით...

რა თქმა უნდა :user: უფრო მეტიც, თუ მიშიკო ეხლა შეცვლის და სანდრას დაახატავს დროშაზე, ნაცებს უფრო და უფრო მოგეწონებათ. ყველაზე ლამაზი ის დროშაა, რომელიც მიშიკოსი იქნება, არ უნდა ამას ლაილაი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა უნდა smile.gif უფრო მეტიც, თუ მიშიკო ეხლა შეცვლის და სანდრას დაახატავს დროშაზე, ნაცებს უფრო და უფრო მოგეწონებათ. ყველაზე ლამაზი ის დროშაა, რომელიც მიშიკოსი იქნება, არ უნდა ამას ლაილაი smile.gif

 

რადგან თქვენ იტყვით... : ))) თუ მაინცდამაინც ჩემს პოსტს გინდოდათ გამოხმაურებოდით, შეგეძლოთ ცოტა უფრო ჭკვიანური რამე მოგეფიქრებინათ... : ))) ან სასაცილო მაინც... : )))

 

და მე არ ვთვლი რომ ეს "მიშიკოს" დროშაა... უფრო საქართველოს დროშად მიმაჩნია... : )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისტორიულად რომ ეს არ არის ქართული დროშა ეს ფაქტია..

 

რაც შეეხება ჰიმნს, ყველაზე მაგარი ჰიმნი შვედეთს აქვს.. :user:

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ისტორიულად რომ ეს არ არის ქართული დროშა ეს ფაქტია

ისტორიული დროშა როგორი იყო, არავინ იცისო და რა იცი არის თუ არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ვერ დაგეთანხმები. ძველ დროშას არაფერი საერთო არ ჰქონდა ქართულ ისტორიულ დროშებთან და სოციალ-დემოკრატების დროშა იყო, თანაც საშინელი სიმბოლიკებით: თავში შავი ფერი იყო. მსოფლიოს არცერთ დროშაზე არ არის ზედა ნაწილი შავი ფერის, რადგან მას სამგლოვიარო დატვირთვა აქვს

 

 

მთლად მასეც არაა. მაგ დროშას აქვს თავის ისტორია და ასე ვთქვათ პირველწყაროც (თან შავი ფერით ზემოთ :) )

 

საქართველოს იმჟამინდელი რესპუბლიკა იყო გერმანიის პროტექტორატის ქვეშ, ჩემის აზრით, სწორედ ამ მოვლენამ იქონია ძალიან დიდი გავლენა დროშად სწორედ მაგ კომბინაციის მიღება, იმიტომ რომ იმჟამინდელი გერმანიის იმპერიის (ე.წ. კაიზერის გერმანიის) სახლემწიფო დროშა ასე გამოიყურებოდა:

 

post-5198-1270985940.jpg

 

მსგავსება მემგონი ნათელია.

 

ეს დროშა ეხლაცაა გერმანიის სახელმწიფო სიმბოლიკებში მოქმედი, ოღონდ სავაჭრო დროშის სახით.

 

 

უფრო დაწვრილებით აქ იხილეთ:

 

http://ru.wikipedia.org/wiki/Флаг_Германии

Edited by Achiko1972
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისტორიული დროშა როგორი იყო, არავინ იცისო და რა იცი არის თუ არა?

 

 

:) უმთავრესია უარყოფა... ლოგიკა მოითმენს

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ისტორიული დროშა როგორი იყო, არავინ იცისო და რა იცი არის თუ არა?

არავინ იცის ესე არ არის, უბრალოდ ზუსტად არავინ იცის.

 

1. პორტულანების შემდგენელ ვაჭრებს სრულიად არ აინტერესებდათ ქართული დროშები და ამიტომაც ისინი არ უნდა იყვნენ გამოსახული პორტულანებზე.

 

2. თბილისის და სოხუმის თავზე გამოსახული დროშა კათოლიკე მისიონერების (ტექსტში, როგორც ჩანს, შეცდომით ჯვაროსნებია მოხსენებული) დროშა უნდა იყოს, ვინაიდან ამ ქალაქებში კათოლიკური საეპისკოპოსოები იყო გახსნილი XIV ს-დან 200 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად არ გამოირიცხება აღნიშნული ფაქტის სხვა სავარაუდო ახსნებიც, რომელთაგან ოპონენტების სიტყვებით "ერთ-ერთი ამ რუკის გამომცემელმა ფ. ბრუნმა დაუკავშირა ჯვაროსნებს". მეორე ოპონენტის ვერსიით (ჯ. კეკელია) წვრილმასშტაბიანი რუკის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, გვერდიგვერდ ნაჩვენები ქრისტიანული საქართველოს და სომხეთის მთლიანი სივრცე თბილისის დროშის საშუალებით ერთი ნიშნით არის მონიშნული.

 

3. ხუთჯვრიანი დროშა რომ ქართული ყოფილიყო, ყოვლად წარმოუდგენელია, რომ მისი ხსენების კვალი წაშლილიყო წერილობით წყაროებში ან ჩვენამდე მოღწეულ გვიანსაუკუნეების დროშებზე და მათი აღწერის ამსახველ წყაროებზე.

 

4. ხუთჯვრიანი დროშის არაქართულობაზე მიუთითებს ა. ბაქრაძის მიერ მითითებული "ხუთჯვრიანი დროშის" იერუსალიმური ვარიანტის არსებობა.

 

5. ხუთჯვრიანი დროშა შეიძლება ქართულად ვცნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახსნა მოეძებნება პორტულანებში თბილისისა და სებასტიის ჯვრიანი დროშების მსგავსების ფაქტს.

 

6. ახლად გამოვლენილი ფაქტი, რომ XV ს. 30-იანი წლების ბოლოს ქართველებს "თავიანთ დროშაზე მოთავსებული ჰქონდათ წმ. გიორგის გამოსახულება", საბოლოოდ უნდა უარყოფდეს საქართველოში ხუთჯვრიანი დროშის არსებობისა და გამოყენების შესაძლებლობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

რაც შეეხება ჰიმნს, ყველაზე მაგარი ჰიმნი შვედეთს აქვს..

 

ჩემთან ხმის პრობლემაა და ვერ მოვუსმინე, მაგრამ რაღაც არ მგონია, ფრანგებზე მაგარი ჰიმნი ჰქონდეს ვინმეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განსხვავდება ძალიან ჩვენი სამფეროვანი დროშა მაგ გერმანული დროშისგან. მასე ირლანდიის, ირანის და იტალიის დროშების გაიგივებაც შეგიძლიათ ერთმანეთთან. თუ ძალიან თვალებს დავიბრმავებთ საფრანგეთისაც.

 

სამფეროვანი დროშის შერჩევაზე მუშაობდნენ ექვთიმე თაყაისვილი, ივანე ჯავახიშვილი და იაკობ ნიკოლაძე და სამივე ფერს ისტორიული ახსნა მისცეს გამომდინარე იქიდან რომ ისტორიულად საქართველოს ჰქონდა სამი სახის შავი, თეთრი და შვინდისფერი დროშები და თითოეულს გააჩნდა საკუთარი ახსნა. რა შუაშია აქ გერმანიის იმპერიის დროშა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

არავინ იცის ესე არ არის, უბრალოდ ზუსტად არავინ იცის.

 

1. პორტულანების შემდგენელ ვაჭრებს სრულიად არ აინტერესებდათ ქართული დროშები და ამიტომაც ისინი არ უნდა იყვნენ გამოსახული პორტულანებზე.

 

2. თბილისის და სოხუმის თავზე გამოსახული დროშა კათოლიკე მისიონერების (ტექსტში, როგორც ჩანს, შეცდომით ჯვაროსნებია მოხსენებული) დროშა უნდა იყოს, ვინაიდან ამ ქალაქებში კათოლიკური საეპისკოპოსოები იყო გახსნილი XIV ს-დან 200 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად არ გამოირიცხება აღნიშნული ფაქტის სხვა სავარაუდო ახსნებიც, რომელთაგან ოპონენტების სიტყვებით "ერთ-ერთი ამ რუკის გამომცემელმა ფ. ბრუნმა დაუკავშირა ჯვაროსნებს". მეორე ოპონენტის ვერსიით (ჯ. კეკელია) წვრილმასშტაბიანი რუკის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, გვერდიგვერდ ნაჩვენები ქრისტიანული საქართველოს და სომხეთის მთლიანი სივრცე თბილისის დროშის საშუალებით ერთი ნიშნით არის მონიშნული.

 

3. ხუთჯვრიანი დროშა რომ ქართული ყოფილიყო, ყოვლად წარმოუდგენელია, რომ მისი ხსენების კვალი წაშლილიყო წერილობით წყაროებში ან ჩვენამდე მოღწეულ გვიანსაუკუნეების დროშებზე და მათი აღწერის ამსახველ წყაროებზე.

 

4. ხუთჯვრიანი დროშის არაქართულობაზე მიუთითებს ა. ბაქრაძის მიერ მითითებული "ხუთჯვრიანი დროშის" იერუსალიმური ვარიანტის არსებობა.

 

5. ხუთჯვრიანი დროშა შეიძლება ქართულად ვცნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახსნა მოეძებნება პორტულანებში თბილისისა და სებასტიის ჯვრიანი დროშების მსგავსების ფაქტს.

 

6. ახლად გამოვლენილი ფაქტი, რომ XV ს. 30-იანი წლების ბოლოს ქართველებს "თავიანთ დროშაზე მოთავსებული ჰქონდათ წმ. გიორგის გამოსახულება", საბოლოოდ უნდა უარყოფდეს საქართველოში ხუთჯვრიანი დროშის არსებობისა და გამოყენების შესაძლებლობას.

analgin

 

აბსოლიტურად ამომწურავი პასუხი გაგცა იმ რუკასთან დაკავშირებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ჩემთან ხმის პრობლემაა და ვერ მოვუსმინე, მაგრამ რაღაც არ მგონია, ფრანგებზე მაგარი ჰიმნი ჰქონდეს ვინმეს.

საფრანგეთზე უკეთესი ჰიმნი იტალიას აქვს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...